Grammy Awards 2012 ყურმალამდე ჯერ კიდევ შორია.


გრემის 54-ე დაჯილდოვებამაც ჩაიარა, რომელსაც სევდიანი ელფერი მისცა სოულის ლეგენდის, უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებამ.

ვინც თვლის, რომ ამ თემაზე შეუძლია ღლიცინი, სიცილი და ხითხითი, დახუროს ეს გვერდი და არ დაბრუნდეს, სანამ მისი მსოფლმხედველობისთვის აღსაქმელ და გასაგებ პოსტს არ ნახავს.

რა თქმა უნდა, სცენის ლომებმა (ხვადებმა თუ ძუ) გადაწყვიტეს, რომ გრემის დაჯილდოება არის საუკეთესო საშუალება, რათა წარმოაჩინონ თავიანთი უკიდეგანო და ორიგინალური გემოვნება.

პრინციპში, იმედები არ გაუცრუებიათ!

პირველი შოკი:

Nicki Minaj

საერთოდ, ეს ის თემაა, როდესაც უადგილო გროტესკი საშიშია და ვფიქრობ უკვე მომაბეზრებლად გადაღეჭილიც (გავიხსენოთ მადონა, ლეიდი გაგა და იქნებოდნენ სხვებიც, არ მახსენდება) მაგრამ მთლად „რომის პაპი“ დაჯილდოებაზე არავის მოუყვანია აქამდე.

Nicki Minaj
Nicki Minaj

Fergie

ეს კაბა თავისთავად არის დასაჭრელი, თუმცა მეტი რაღა უნდა დაიჭრას. საკითხავია,  ეს XL ზომის ბრიჯიტ ჯონსის თეთრეული რა მოსატანი იყო აქ?

Fergie

Fergie

Anne Vyalitsyna and Adam Levine

ადამი ლეღვის ფოთლითაც არაჩვეულებრივი იქნებოდა, ხოლო ანას რამე უფრო მოხდენილი ჩაეცვა, აჯობებდა, გრძელი ფეხი რომ აქვს უკვე ყველამ ნახა ვიქტორია სიქრეთის შოუზე.

Anne Vyalitsyna and Adam Levine

Anne Vyalitsyna and Adam Levine

Kety Perry & Kelly Ozborne

კელიმ ბოლო დროს თავი ძალიან მოიწესრიგა, ადამიანური ტანსაცმელის ტარებაც დაიწყო, მაგრამ ეპატაჟურ თმის ფერს ვერაფრით შეელია. გახსოვთ, რუსი ბებიების საყვარელი იასამნისფერი ტონი თმაზე? ესაა! შეიძლება, კელის დიდი ბებია იყო რუსი, გასარკვევია🙂

Kelly Ozborne

კეტის ულამაზესი ელი სააბის კაბა საოცრად იყო შეხამებული მის ცისფერს თმასთან. სადამდე ითამაშებს კეტი მალვინას როლს, ხომ არ იცით?

Katy Perry

Cyndi Lauper

მას ეპატიება ყველაფერი. მან სრულიად მსოფლიოს გოგოების ჰიმნი შეასრულა და შეგვაყვარა თავი!

Cyndi Lauper

Rihanna

ასეთი ლამაზი რიანა მე არ მახსოვს. თან გამხდარა, დახვეწილა და არმანიმაც არ დაიშურა ძალები მისი სექსუალურობა წარმოეჩინა ამ კაბით. ხუთიანი რიანასაც და ჯორჯოსაც.

Rihanna

Diana Ross

არადა როგორი იყო.. თუმცა მეც ვიყავი ნორჩი ოდესღაც😉

Diana Ross

Ice T andCoco

ასე არ გავუოცებივარ არავის. თუ დაგუგლავთ ამ წყვილს, ნახავთ როგორი პროვოკაციული ჩაცმულობის მოყვარულები არიან. ყოჩაღ კოკოს თავშეკავებისთვის🙂

Ice T & Coco

Robyn

არ ვიცი ვინ არის,თქვენ იცნობთ?

Robyn

Corinne Bailey Rae

გრემის შემდეგ მომაკვდავი გედის პარტიას ასრულებს და ვერ გამოიცვალა.

Corinne Bailey Rae

Wiz Khalifa and Amber Rose

რა ჩემი ბრალია ემბერი კენიე ვესთს რომ დაშორდა და ეს ქიშმიში შეუყვარდა, სიყვარული ბრმაა..

Wiz Khalifa & Amber Rose

Sasha Gradiva

რანაირად მოხვდა ეს მომღერალი გრემიზე?

Sasha Gradiva

Alicia Keys and Swizz Beatz 

კარგად გამოიყურება. ნუ, ელვისის ვარცხნილობა რომ მოვაშოროთ და ფეხები ცოტა გავუხდუნოთ, საკმაოდ კარგი გოგოა🙂

Alicia Keys & Swizz Beatz

Adele

მშვენიერი იყო, ძალიან მომწონს, ზედმეტი კილოგრამებიც კი მომწონს მასში.

Adele

Lady Gaga

ლეიდი გაგას პრინციპულად აღარ იმჩნევს ნახევარი მსოფლიო და აღარც მისი გარეგნობა გვიკვირს. გააგრძელე ტანჯვა🙂

Lady Gaga

შემდეგ პოსტში, ჩემი აზრით, საუკეთესო კაბებს წარმოგიდგენთ.

გახსოვდეთ, რომ აქ მთავარი სიტყვაა – ჩემის აზრით🙂

24 thoughts on “Grammy Awards 2012 ყურმალამდე ჯერ კიდევ შორია.

  1. “გააგრძელე ტანჯვა” მომეწონა😀
    გამახარა შენმა ახალმა პოსტმა ეს ერთი და სხვა მრავალი😉

  2. რიჰანას მეტამორფოზამ დამაბნია, გამაკვირვა და გამახარა. ძალიან მომწონს!

    • მეც ძალიან მომეწონა – ულტრა სექსუალური კაბაა, ზედ დააკვდა რიანას

    • ვაიმე, გავგიჟდი, რა დონეზე გადმოუკოპირებია. უბრალოდ, ვერ ვხდები, ასეთებს რაში სჭირდებათ საერთოდ ბლოგი?

      • ჰუჰ, რა პრობლემაა, მარტო ამ ბლოგიდან კი არ იპარავს, ანინასაც დასდო პატივი და მისი პოსტიც დაიკოპირა… და ეს რაც მე ერთწუტიანი თვალის შევლებით შევნიშნე და რომელი პოსტებიც ვიცანი, ახლა წარმოიდგინე რამდენი სხვა ბლოგერის ჩემთვის უცნობ პოსტს ასაღებს თავისად და ნაგლად მაინც მე მემართლება
        იხ. ქვევით საქმის გარჩევა და “იმეილიდატოვეჩემიკაი” ტიპის კომენტარები

  3. რიანა❤ კაბაც, თმის ფერიც. კიდევ კარგი, წითელი საღებავი მოიშორა. ის ნიკი მინა რა ჯიშია საერთდ ;(

      • http://www.giorgigigeo.com/p/blog-page_11.html
        ბლოგზე ნებისმიერს შეუძლია პოსტის გამოქვეყნება და არააქვს პრეტენზია მის ავტორობაზე ასე რომ დამშვიდდით საყვარლებო, თქვენც შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ბლოგზე ნებისმიერი პოსტი, თან გაეცანით ბლოგის წესებს…

    • 1. gogo var
      2. komentari dagitove, magram arc gamkvirvebia, roca aghmochnda, rom komenataris dasawerad sheni tanxmobaa sachiro :)) oghond axla ar mitxra rom komenatari ar ginaxavs😛

    • ho da kidev erti, aninas blogidan koxtad, mdzime-wertils sizustit dakopirebuli postic vnaxe, ubralod komentaris datovebas damezara, mainc ar gamoaqveyneb da…😀

      • ბლოგის მოდერატორი მე ვარ და პოსტების გამოგზავნა და გამოქვეყნება ყველას შეუძლია… იქნებ შესაბამისი პოსტის ავტორებმა გამოაგზავნეს წერილი ჩემთან გამოსაქვეყნებლად ან ….
        თუ რამე დასაბუთებულ სამართალდარღვევას ხედავთ მომწერეთ და წავშლი ..

  4. fashionmothers
    გითხრეს შენ დააპატენტე შენი ბლოგიც და პოსტებიცო!

    აჰა

  5. “sxvisi postebis dakopireba kacuri saqcielia?” da amis mere shen ginda damajero rom avtorma tavisi xelit gamogigzavna posti?
    da tu maincdamainc sxvebis postebis dakopirebaze xar orientirebuli, bolo7i wyaro ar unda miutito?

  6. Pingback: Oscar 2012 | fashionmothers say:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s