ავთანდილ ცქვიტინიძეს პარიზი გულში ჩაიკრავს


ალბათ, რამდენიმე დღის წინ გადაცემა რომ არ მენახა, სადაც საპატიო სტუმრად ავთანდილი იყო მიწვეული, არც ამ პოსტის დაწერის იდეა მომივიდოდა თავში. იმდენად გამაღიზიანებელი იყო მისი გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე და დემონსტრირება იმისა, რომ ის ყველაზე აღმატებულია, გადავწყვიტე დამეწერა.

ავთო მოიხსენიეს როგორც დიზაინერი, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდა. სად, როგორ და რანაირად ოღონდ არავინ იცის. თვით პარიზამდეც კი მიუღწევია ავთოს ნიჭიერებას, რა სახით მიაღწია, არც ეს  ვიცით, რა გააკეთა, რა გაყიდა, ვინ იყიდა, რა კონტრაქტი გააფრომა. მოკლედ, როგორც ჩანს ეს მხოლოდ ავთომ და ღმერთმა იციან. თავად ავთომ განაცხადა, რომ სერიოზული მოლაპარაკებები ( საინტერესოა არასერიოზული მოლაპარაკება როგორია) აქვს პარიზთან, რომ მოდის კვირეულში უნდა მიიღოს მონაწილეობა. განა ლონდონში და ნიუ იორკში, არა! პირდაპირ პარიზში.
პარიზის მოდის კვირეულზე გამოდიან საუკეთესო დიზაინერები და მათ გვერდით (თურმე) იქნება ავთო
სია ასე გამოიყურება:   Guy Laroche, Dries Van Noten, Rochas,  Rue du Mail, Balenciaga, Balmain, Nina Ricci, Hussein Chalayan, Christian Dior, Maison Martin Margiela,  Lanvin, Vivienne Westwood, Yohji Yamamoto, Junya Watanabe, Viktor & Rolf, Sonia Rykiel, Comme Des Garcons, Jean Paul Gaultier, Costume National, Celine, Hermes, John Galliano, Kenzo, Givenchy, Stella McCartney, Chloe, Yves Saint Laurent, Chanel, Valentino, Alexander McQueen, Louis Vuitton, Miu Miu, Elie Saab… და სხვა… უბრალოდ დამღლელია ყველას ჩამოთვლა და თან მგონია რომ დაახლოებით წარმოდგენა შეგექმნათ. ახლა თვალსაჩინოებისათვის, წარმოგიდგენთ ზემოთ ნახსენები ზოგიერთი ბრენდის სამოსს და ავთანდილის სამოსს, რეალობა უფრო ცხადი რომ გახდეს.

- Balenciaga
 Balenciaga

- Chloe
Chloe
- Chloe
 Chloe
- Chloe
Chloe
- Lanvin
Lanvinv
 elie saab
Elie Saab
Avtandil
 Avtandil
 Alexander McQueen
Alexander McQueen
-Alexander McQueen
AVTANDIL
chanel
AVTANDIL
Christian Dior
Christian Dior
AVTANDIL
AVTANDIL
 Givenchy
Givenchy
 AVTANDIL
 AVTANDIL
Valentino
 AVTANDIL
 Valentino
AVTANDIL

დარწმუნებული ვარ, თქვენც იგრძენით უზარმაზარი დისტანცია ავთოსა და პარიზს შორის.
ავთანდილს წამყვანმა ჰკითხა, თუ რომელ ქართველს დიზაინერს მიიჩნევდა ისეთად, რომლის საზღვარგარეთ გასვლაც სამარცხვინო არ იქნებოდა. ავთო დაფიქრდა… ფიქრობდა… ალბათ არც უნდოდა პასუხის გაცემა და საკუთარი თავის გარდა არც არავინ წარმოედგინა. მერე დროც ამოეწურა და სიცილი აუტყდა. ავთო ხომ ერთადერთია

ავთანდილის შემოქმედებიდან

ფოტოებიდანაც კი ჩანს, რომ ავთანდილის კოლექციის ხარისხიც არაა მოწოდების სიმაღლეზეც, რაც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარიზისათვის. მის კოლექციებში არის სიცარიელე, არანაირი იდეა, სილამაზე, ინოვაცია, აბსოლუტურად არაფერი! ერთი ადგილის უგემოვნო ტკეპნა.
რამდენიმე თვის წინ Kanye West–მა  მოინდომა დიზაინერობა და საკუთარი კოლექციის ჩვენება გამართა. საზოგადოება იმდენად აღშფოთებული იყო ნანახით რომ ზოგიერთმა კომენტარიც კი ვერ გააკეთა. ყველა კრიტიკოსმა უარყოფითი შეფასება მისცა მის ჩვენებას.
Anna Wintour on Kanye West’s Collection: ‘Ask Someone Else’
Carine Roitfeld: “I’m sure he knows what he did wrong and what he did right … He tried hard, and he wants to learn.”
Joe Zee: “If you get it all right on the first shot, where do you go from there?”
Long Nguyen: “There are wishes, and there are realities … I feel bad, actually, that there wasn’t anything to grab on to. But you can’t just dump some fox fur on a runway and call it luxury.”
და დამიჯერეთ, Kanye West–ის კოლექცია მილიონჯერ ჯობდა ავთანდილის ყველა კოლექციას, ერთად აღებულს.

kanye west
kanye west

ჰოდა როგორც ავთომ თქვა, შემოქმედებითი ზრდა აუცილებელიო. ჩვენც ამას ვურჩევთ, შემოქმედებითად გაიზარდოს და შემდეგ გაიქაჩოს პარიზამდე და ამის შემდეგ დააყენოს საკუთარი თავი, თუნდაც ფიქრია გელენიძეზე მაღლა, იმიტომ რომ განსხვავება, მინიმალურია. 10 წელი მოდის სფეროში და შედეგები არც ისე სახარბიელო, როგორც ჩანს, შემოქმედებითი ზრდის პრობლემები აქვს.

ავთანდილი
მოკვდავი ქართველი დიზაინერი

დასკვნები თქვენთვის მოგვინდია.
ადიოს!

პ.ს იმედი გვაქვს ავთოს პარიზული ჩვენება შანელსა და ბალენსიაგას შორის იქნება

25 thoughts on “ავთანდილ ცქვიტინიძეს პარიზი გულში ჩაიკრავს

  1. Guy Laroche, Dries Van Noten, Rochas, Rue du Mail, Balenciaga, Balmain, Nina Ricci, Hussein Chalayan, Christian Dior, Maison Martin Margiela, Lanvin, Vivienne Westwood, Yohji Yamamoto, Junya Watanabe, Viktor & Rolf, Sonia Rykiel, Comme Des Garcons, Jean Paul Gaultier, Costume National, Celine, Hermes, John Galliano, Kenzo, Givenchy, Stella McCartney, Chloe, Yves Saint Laurent, Chanel, Valentino, Alexander McQueen, Louis Vuitton, Miu Miu, Elie Saab…ეს ბრენდები არ ვიცი პირველად მესმის…ავტანდილ ცქვიტინიძე ნამბერ პირველი ტეეელ სოფლიოში დიზაინერი<3

  2. მოკვდავი ქართველი დიზაინერის კაბა გაცილებით უკეთესია, ვიდრე უკვდავი ავთოს შედევრები🙂

  3. ძალიან კარგი შედარებითი სტატია, ძალიან ვისიამოვნე🙂

    ავთო რა კაცია😀

  4. MODIT AM STATIAS ESE GAMOXMAUREBI,JER DAVIWYOT IMIT ROM SAQARTVELO DA PARISI ERTMANETTAN AR UNDA GAIGIVDES RADGAN PARIZI MODISA DA KULTURIS XERXEMALIA ROGORC AMBOBEN DA ARIS!!! RAC SHEEXEBA DIZEINREBS ROMLEBIC PARISSHI MOGVAWEOBEN RATQMA UNDA MAT UPRO METI XEDVA DA WARMOSAXVIS UNDARI AQVT,,SXVAS ROM YVELAPERS TAVI DAVANEBOT TVIT KULTURA DA IM MRAVALEROVANI XALXTA NAKADIS CQERA SHEGAQMNEVIBNEBS RAGAC UCHVEULO SHEDEVRS,,ASE ROM KRITIKIS DAWERA DZALIAN ADVILIA XOLO REALOBASHI MOYVANA KI DZALIAN RTULI…XALXNO DZALIAN BERI IPIQRET MXOLOD TQVEN SAKUTAR TAVZE RISI SHEQMNA SHEDZELIT DA SAERTOT VINA XART!!ME AM SHEKITXVAS SAKUTAR MESAC VUSVAM ARA MXOLOD TQVEN.!! QARTVELI ERI MSOPLIOSHI YVELAZE UCHKVIANESI ERIA AMASHI ARVIN SHEMEWINAAGMDEGOS!!RADGAN CHEMIVE GAMOCDILEBIT GEUBNEBIT DA ARAVITARI SXVISI MONATXROBIT…IYAVIT CXOVREBASHI IS VIN XART UYURET MXOLOD SHORIDAN,CHEMTVIS AM WUTAS SULERTIA ROMEL DIZAINERS EXEBA ES STATIA,TUNDAC ERTI WARMATEBU QARTVELI ARSEBOBDES MSOPLIO MASHTABIT ME ES GULIT MEAMAYEBA…KI AR GAAKRITIKOT ARAMED XELI SHEUWYOT ERTMANETS..SAQARTVELO PATARAA ROGORC MARGALITI MAGRAM UMSCHVENIERESI…!!!!!!! CHICHI …(.GEORGIA)…(DEUTSCHLAN ,NÜRENBERG)

    • moralistebic mosulaan😉

      chichi
      Seni postidan 2 mTavari daskvna gamodis:

      1)mere ra rom banZi dizaineria da gemovneba ar aqvs, parizSi xom ar dabadebula, unda miviRoT-moviwonoT iseTi rogoric aris da ise rogorc gvabolebs.

      2)me radgan dizaineri ar var, ar maqvs ufleba kritikulad Sevafaso sxvisi dizainebi.

      orive daskvna sucks da mxardaWeras ki ara daTvur samsaxurs ufro uwevs mavans.. iqneb amazec dafiqrdeT chichi ?:)

    • მემგონი პოსტი საერთოდ ვერ გაიგეთ.
      ვინ თქვა რომ ავთანდილი მსოფლიო მასშტაბით წარმატებულია? სწორედაც რომ არ არის, უბრალოდ ასეთი ილუზია შეგვიქმნეს. რაღაცას მიაღწია თბილისში და მას შემდეგ არ განვითარებულა, ზოგადად ქართველების პრობლემა ძალიან ხშირად ეს არის ხოლმე. აქ იმაზე არაა საუბარი რომ გვეწყინება პარიზში წავა თუ–არა, იმას ვამბობთ რომ ვერ(!) წავა, ჩამოთვლილი მიზეზების გამო.

      კრიტიკა კიდევ სასარგებლოა

  5. ნუ პირველი პოსტის ავტორს შემიძლია მსუბუქად ვუთხრა რომ საცოდაობაა ავთანდილის მეტი დიზაინერი თუ არ იცის და თუ ის მსოფლიო ბრენდები არ გაუგია. მაგრამ მჯერა რომ ეგ მორიგი გოიმური პროვოკაციული პოსტი იყო

    Fashionmother–ებო 100% სიზუსტით წერთ! : )))
    ჯერ კიდევ ფორუმზე ვაფასებდი თქვენი პოსტების ლოგიკურობას.

    • პირველი პოსტის ავტორი ჩვენი დიდი ხნის მკითხველია და იხუმრა. ანუ ირონიული კომენტარი იყო :))

      კომპლიმენტისთვის კი დიდი მადლობა🙂

  6. dzvirfaso statiis avtoro!

    radgam modis aset mcodned mogagvt tavi da aset tvalsachinoeba mogagvt tqveni tezisebis dasadastureblad mashin minimum gansxvaveba unda icodet magal modasa da pret a porter shoris, tqven shesadareblad statiashi achvenebt parizidan magali modis chvenebidan fotoebsa xolo avtandilis pret a porteris chvenebebidan, es tavistavad cxadia gansxvavebas mogvcems,
    rac sheexeba AVTANDILIS evropul ambiciebs mas evropashi bevrgan agvs gamartuli chvenebebu da mis koleqciebze arsebobs msoflio donis cota tqvenze metad ganstsavluli kritikosebisa da jurnalistebis recenziebi, rac sakmaod moipoveba intternet sivrceshi.
    pativiscemit,

    • პარიზი სწორედ რომ მაღალი მოდის სამშობლოა და ჩამოთვლილი ბრენდები იღებენ პარიზის მოდის კვირეულში მონაწილეობას. ფოტოები კი ასახავენ იმ რეალობას რაც პარიზშია და რისი ჩვენებაც იქ ხდება.
      სრული სია შეგიძლიათ აქ იხილოთ http://www.fashioncollections.org/fashion-weeks/fashion-week-schedule-paris-spring-2012-2/
      ავთანდილის მსოფლიო დონის კრიტიკოსების რეცენზიები გამოგვიგზავნეთ, ჩვენც ეგ არ გვინდა?

  7. samtsuxaroa rom chemi bolo comment (romelshic iko is linkebi sadac naxavdit shefasebebsa da avtandilis ucxour presas) ratomgac ar chans aq, etkoba ar gatskobdat, kidev ertxel getkvit rom roca blogerobaze an kritikosobaze gagvt pretenzia minimum unda icodet haute couturesa da pret a porters shoris gansxvaveba. aseve unda icodet rom parizshi FW-ebi am ori mimartulebit cal-calke imarteba.

    rac sheexeba ucxoeli kritikkosebis da jurnalistebis shefasebebs romelsac kitxulobt tu sad ipovot, es dzaan martivia googlshi , tundac Georgian fashion week miscet ,
    avtandilis shesaxeb aseve shegidzliat naxot avtandilis gverdi facebookshi sadac misi ucxour jurnalebshi dabechdili ,
    saertod ki etkoba tkven amis survili ar gagvt,
    nu iqnebit chasafrebulebi da ikavit metad obieqturebi, kvela im gartveli designeris mimart vinc ragacas cdilobs da aketebs, me mxolod AVTANDIl-s ar vgulisxmob, es exeba yvela designers, mat shoris lela kuliansac romlis teqnologiebi agafrtovanebDa kvela ucxoel stumars romelic fw-s dastsrebia, igive exeba bichollasac da tamuna ingorokvasac, damavitskda kide vin designeria tqven blogze naxsenebi, albat tqventvis dzaan martivia inkognitod tsera da arakvalificiuri azrebis frqveva, tumca albat am blogs isedac mxolod tqveni samegobro kitxulobs mxolod.
    rac sheexeba tsina statias iq nino chxeidzes tqvens mier naqebi magali modis meqis ukvdav designerta kabaebi acvia da ara qartveli designerebis (iq aris chloe-s, dries van noten-is kabebi)
    ase rom rogorc chans amis garchevac ar icit)🙂

    • მე დავდე ლინკი პარიზის მოდის კვირეულის, რომელზეც ავთანდილი საუბრობდა(მონაწილეობა უნდა მივიღოო) და შემდეგ დავდე ფოტოები სწორედ ამ დიზაინერების. მაგის გარდა უამრავი ჩვენება შეიძლება გაიმართოს პარიზში, მათ შორის 2010 წელს სასტუმროში ავთანდილსაც გაუმართავს, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტებს არ ცვლის. საუბარი იყო პარიზის მოდის კვირეულზე!!! მეტი რა ენაზე დავწერო ვეღარ ვხვდები. გუშინ ვეძებე გუგლში სწორედ ავთანდილზე რივიუები, მაგრამ ვერაფერი ვნახე.
      რაც შეეხება წინა კომენტარს ლინკებიანად, უბრალოდ საიტმა ლინკების გამო სპამად აღიქვა. თქვენ ჩვენი მეგობარი ხართ? ხომ წაიკითხეთ არა? 82 200–ზე მეტი ვიზიტორი ყავს ჩვენს ბლოგს და სულ რამდენიმე თქვეა რაც არსებობს, ასე რომ თავად განსაჯეთ.
      ჰო ლელა კულიანს რაც შეეხება, შეიძლება თექას განსაკუთრებული მეთოდით ამუშავებს და პირდად მე ბევრ ადამიანს ვიცნობ ვინც თექაზე არაჩვეულებრივად მუშაობს, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს რომ მისი სამოსი მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ისე მიმზიდველად გამოიყურება.
      ნინო ჩხეიძეზე კი იმ პოსტში ზოგადად იყო საუბარი.

      სიმბოლურად არის სამ ნაწილად კვირეული გაყოფილი. haute couture, ready to wear, men’s fashion.
      რედი თუ ვეას შეავლეთ თვალი http://www.modeaparis.com/en/fashion-shows/Schedules/Ready-to-wear
      მარა ავთო მაინც ყველაზე მაგარია.
      ისე, რაღაც ვერ ვიხსენებ ინგოროყვაზე რამე დაგვწეროს.

    • pasha, ფატუნა ბუშიჰედის შემოქმედებაზე რას იტყვით?
      :)))))))))))

  8. სადაა ავთანდილის haute couture ძალიან მაინტერესებს ამ მიმართულებით მისი ნამუშევრების ხილვა..

    ავთანდილი არის ნორმალური დიზაინერი და ძალიან მაგარი პიარშიკი. 10ს აკეთებს და 100 ად მოგვაჩვენებს. მისასალმებელია ნამდვილად ესეც ნიჭიერებაა და აუცილებელია ბიზნესის სფეროში.

    ის აქტიურად ქმნის მოდას მასებისთვის და შესაბამისად მუშაობს ამ მასებზე..

    მიკვირს ნუთუ არ აღმოჩნდა საქართველოს მასშტაბით არცერთი ჟურნალისტი რომელიც დაინტერესდებოდა საფუძვლიანად გამოეკვლია ავთანდილის “პარიზში” ვოიაჟები.

    რეალურად არსებობენ ქართველი დიზაინერები რომლებიც პარიზშიც და ევროპის სხვა ქვეყნებშიც აქტიურად მოღვაწეობენ. მაგალითად ირაკლი ნასიძე..
    ძალიან გამიხარდება ნებისმიერი ქართველის წარმატება , და მგონი ეს ყველას უხარია.

  9. ღმერთო რა ობოლი იყო ავთანდილის “ლავკა” თბილისის sample sale-ზე. აქოჩრილი კაბები გამოეყარა ძვირად❤

    • kvela designers , mat shoris patuna bushiheadsac tavis nisha aqvs da tavisi momxmarebeli kavs, momxmareblebi ki ganapirobeben modis saxlebis arsebobas,calsaxaa tuki romelime modis saxlebi agrdzzeleben mogvatseobas es rogorc axioma da mat mimart interesitaa ganpirobebuli: magalitistvis mogikvant Marigolds, Zizis, marionelas, tiinatin magalashvils da ase shemdeg …. mashin amatze raga vtqvat?
      amatac xo modashi tavis ambiciebi aqvt?
      iseve rogorc davushvat alexander mcgueenisa da roberto cavallis shedareba gana shesadzlebelia???!!!!!!
      kide erti zulenderis sakuradgebod gana outletebis da stockebshi arsebuli saqonelit designeris shefaseba shesadzlebelia? minda gitxra ro magali modis mimdevari ” sample sale”-s tipis aqciebze arc kadrulobde shesvlas, mxolod uaxles koleqciebs unda atarebde… tan albat privesa da new trendis stockebic daatvaliere da ig tsarmodgenil koleqciebit mat saxelovan uketesi azri shegeqmneboda aucileblad…
      kide msoflioshi garda irakli nasidzisa mogvatseoben david koma, tat naka, romlebic seriozuli nabijebi gadadges modis industriashi….
      albat naxet kidec georgian fashion weekze sxva mezobeli gveknebis saxelovan designerta namushevrebi da albat amashi mainc dametanxmebit imat fonze qartveli designerebi ganvitarebis bevrad magal doneze arian…
      chemi txovnaa rom im gartvel designerebs romebic cdiloben ragaca aketon da tavianti sitkva tqvan msoflio mashtabit ufro mxardachera agmovuchinot vidre ase umotskalod vagilikot,
      chems mier dadebuli ertert linkit shegedzlot sruli daskvna tsagekitxat godfrey deeny georgian fashion weekze tsarmodgenil koleqciebze. romelic sakmaod gavlenian kritikosad itvleba msoflio mashshtabit. da xshirad erti abzaci ufro mets sheicavs vidre 5 gverdiani recenzia.

      pativiscemit,
      Pasha
      P.S. ready to wear da pret a porter erti da igivea, ubralod sxvadasxva enazea.

      • .

        ზუსტად მაგას ვამბობ , რომ არიან ქართველი დიზაინერები რომლებმაც ნამდვილად დიდი ნაბიჯები გადადგეს წარმატების გზაზე და ამდენი მგონი არცერთს ულაპარაკია საკუთარ თავზე.

  10. raze davobs gamomsvleli ver gavige martla. unda dagvimtkicos rom statiis avtori feshenis klasifikaciashi ver erkveva tu avto namdvilad gamova parizis modis kvireulze.

  11. pasha, არ მაქვს მე პრეტენზია, რომ უახლესი კოლექციები მეცვას, საბედნიეროდ, ცუდად არ მაცვია ამის მიუხედავად :)) რაც შეეხება სეილს, კურიერის სიუჟეტში თავად ავთომ განაცხადა, რომ ლანვინის მაისურები იყიდა sample saleზე. გამოდის, რომ თავად აღიარა, რომ მაღალ მოდაზე პრეტენზია არ აქვს.
    თურმე სინამდვილეში რა თავმდაბალია ავთუნა❤

  12. სურათების უმეტესობა არ გაიხსნა, რატომღაც
    საბრალო, პოსტსაბჭოთა, უფულო ქვეყნის დიზაინები… არა უშავს, მსოფლიოსთან კონტაქტი იზამს თავისას.
    ჩემი თეორიაა (პირადი თეორიების უფლება ხომ აქვს ადამიანებს, აი დაბადების დღეებზე ერთსადაიმავეს რო ბაზრობენ ჩანგლით ხელში… ჰოდა ეგეთი თეორია, და სულ), რომ სსრკ დაანგრია უ-დიზაინო-ბამ!
    ხალხს უნდოდა სილამაზე ყოფაში, საჩუქრის შეფუთვა უნდოდა ბოლოსდაბოლოს ლამაზად, ჩაინიკი უნდოდა სხვა ფერის, ტოლჩა და სტოლსაფარი…
    და ამ სხვაობამ მათი გული გადაასახლა იქით, ლამანშისკენ, ატლანტიკისკენ და ასე შემდეგ.
    ამოიდა მარტო ეს ყველაზე ცოცხალი ვლადიმირ ილიჩი ყელში, როგორც ყოველდღიურობის მთავარი სიხარული!
    ისე რო, “ნიჩიო, ნიჩიო”, კონკურენციამ არ იცის “მე” და რამე, სულ ცხვირით ხოხიალი კენჭებზე და მოდის დონე ნელ-ნელა… გლობალურად, რასაკვირველია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s