საქართველოს მოდის სევდიანი კვირეული


მთელი სამყარო მოუთმენლად ელის საქართველოს მოდის კვირეულს. მოდის მეტრები საათებსა და წუთებს ითვლიან, რომ დადგეს! დადგეს, ის ჯადოსნური წამი, როდესაც GFW – Georgian Fashion Week დაიწყება და საზოგადოება გაოცებისგან პირს (და არა მხოლოდ) დააღებს.

საქართველოს მოდის კვირეულს ერთი თავისებურება აქვს, ის ყოველ ჯერზე უფრო და უფრო უარესი ხდება. მაგრამ მთავარი ხომ ეს არაა? ორგანიზატორები რაღაცის კეთების სურვილს იკმაყოფილებენ, დიზაინერები კი – უშრეტ ფანტაზიას გასაქანს აძლევენ.  ელიტას გაშრიალების და ახალი ტანსაცმლის დემონსტრირების საშუალება ეძლევა. მოკლედ, ყველა ბედნიერია.

წლევანდელი კვირეული განსაკუთრებული იყო, სევდიანი, დარდით სავსე ცოტაც და ღრმა დეპრესია რომ დაეწყება, ისეთი.

აი, სულ ესაა სამამული ფეშენი, დამსწრე საზოგადოება ნაკლებად იტანჯა ანუ.

ალბათ ყველას დააინტერესებს ვინაა ლელა კულიანი ან ფიქრია გელენიძე, ან ა.შ და ა.შ ჰოდა –  ეშმაკმა უწყის!!!! მგონი, თვითონაც არ იციან ვინ არიან.

აი რა შექმნა ლელამ და დაიმახსოვრეთ
კარტოფილის ტომრის ქვედაბოლო და  მგლოვიარე წითელქუდა

ასაკით თუ ვიმსჯელებთ, დიდი ხანი უნდა მოღვაწეობდეს სამამულო ფეშენ–ინდუსტრიაში, ჰოდა ამდენი წლის მანძილზე, ამაზე მეტი თუ ვერაფერი მოიფიქრა, ჩვენი კეთილი რჩევა იქნება: დასვენება,დასვენება,დასვენება და გაჩერება❤

ვინაა მაია რობაქიძე? თან კვირეული გახსნა, ალბათ ვიღაც უზომო ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანია,არა?
არა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!


ფეხზე ჩლიქები და ტანზე გაურკვევლობა, ეს რა არის ქალბატონო მაია? ალბათ კარგი იუმორის გრძნობა გაქვთ. ვინ შეიძლება ჩაიცვას ეს “ტანსაცმელი”? მეორე კლასელი ბავშვის ნამუშევრებს გავს, რომელმაც თოჯინისთვის კაბების შეკერვა გადაწყვიტა. ეს არის აბსოლუტური და ჭეშმარიტი საშინელება.

ამის ინსპირაცია ბავშვის “ბოდე”–დან წამოვიდა როგორც ჩანს, პამპერსის ადგილი აშკარად დატოვებულია

მოკლედ, იმდენ საშინელებას წავწყდი ქალბატონი მაიას კოლექციიდან, რომ უმჯობესია ამ რამდენიმე ფოტოზე შევჩერდე, თორემ შეიძლება ჩემმა ახალგაზრდა გულმა ვეღარ გაუძლოს.

თეონა ელიზბარაშვილი აი ამ კოშმარების ავტორია

პოლკა დოთი, რუშები, გიპიური, ზოლები, მძივები, ჰა რა გნებავთ კიდევ?! თეონამ გადაწყვიტა რომ ეს ყველაფერი ერთად კარგია და უფრო მეტიც, მასე შეუძლია ეს ყველაფერი ერთმანეთს შეუხამოს.

ფიქრია გელენიძე, მე არ ვიცი რა ვთქვა უბრალოდ, სიტყვებს ვერ ვპოულობ, თქვენ თუ იპოვნით შეგვატყობინეთ. ამის გაკეთება და მოფიქრება არის დანაშაული!

ალბათ,ცხოვრებაში ყველას ჰქონია ისეთი მომენტი, რაღაც ცუდს რომ გაიფიქრებ, მაგრამ მერე შენი შეგნებული ნაწილი გეუბნება, რომ ცუდია და უბრალოდ არ აკეთებ. ჰოდა როგორც ჩანს, ფიქრიას შეგნებული ნაწილი ბლოკირებული ყავს. ფიქრია, გამოათავისუფლე!!!

მოკლედ, ყველა ერთნაირი საშინელებაა, რომელი სახელიც არ უნდა ჩაწერო გუგლში, თმების ყალყზე დადგომა გარანტირებულია.

ცალკე გვინდა გამოვყოთ, კუწურიეთა შორის უკუწურიესი, ან უბრალოდ კუწურთკუწური, მისი უდიდებულესობა ბატონი ავთანდილ ცქვიტინიძე❤

ავთო ცქვიტინიძე

ავტო ცქვიტინიძეს მე დიზაინერად არ ვთვლი, ის უფრო ფსიქოლოგი და კარგი მარკეტოლოგია(მართალია მისი პროფესიონალიზმი თბილისს არ ცდება, ჰა-ჰა ბათუმსა და ქუთაისში გაიშრიალონ მისმა კაბებმა).
ზუსტად იცის, საშუალოზე ოდნავ მაღალ შემოსავლიან ქალბატონებს როგორ მოუგოს გული. ასევე ქართული “ბომონდის” საყვარელი დიზაინერია შანელის შემდეგ.

გაიგეთ, რომ გადაცემა პროფილში მიგიწვიეს, არ გაქვთ ახალი მიდი ან მაქსი კაბა დავარდნილი ნაჭრისგან ნაუცბადევათ შეკერილი?რა პრობლემაა, ავთო თავისი ოქროს მაკრატლით მოემართება თქვენსკენ.
ერთი –ორი კრიჭი-კრიჭი და უფორმო ა-ლია კუწურიული შედევრი სახეზეა.სახეზეა კი არა და ეკრანზეა.
ერთი წელი(თუ მეტი?) თვალი ვადევნეთ მაია ასათიანს. კორსეტში, შარვალსა და მაქსი ქვედაბოლოში თუ კაბაში.სულ მინდოდა, ბუნებისგან არც თუ დაჯილდოვებული წამყვანი კარგად ჩაცმული მაინც მენახა, მაგრამ როგორც ერთი მხიარული ადამიანი იტყოდა-ნურასუკაცრავად!



მრავალი წელი ვადევნებთ თვალს შანელის სახეს ნინო ჩხეიძეს, რომელსაც სამართლიანობა მოითხოვს და ავთანდილის სახე უფრო ეწოდება, ვიდრე შანელის, მაგრამ სადაა სამართალი?
ეს გრძელი დაგდებული კაბები, თეთრი, შავი, ფუქსიის ფერი, ავთო ყოველთვის თვალს ადევნებს მოდას ნინიკოც ცდილობს, მაიას არ სცალია, ეტყობა კიდეც კორსეტზე.


მის შემოქმედებას თვალყურს თუ ადევნებთ, მუდმივად არ გრჩებათ დეჟა-ვიუს შეგრძნება?თითქოს ეს სადღაც ნანახი გაქვთ, მაგრამ სად?
აა, გამახსენდა, ღმერთო კი მომკალი, როგორ დაუმსგავსებია ვალენტინოს, ლაგერფელდს, მარჯიელას, ვესტვუდს თავიანთი კოლექციები ამ პატარა, მაგრამ მუშა ბიჭის შემოქმედებისთვის.
ნწ, ნწ, ნწ არ ვარგა ასე მოდის მეტრებო, არა!

არც წელს ჩამორჩა მოდის ტენდენციებს ავთო! აქაოდა პრინტებია მოდაშიო, ყველაზე ორიგინალურმა, ყველაზე ორიგინალური რამე მოიფიქრა.

სადღაც რაღაცეები ნახა, ყველაფერი ერთმანეთში აურია და ისიამოვნეთ!

ძუძუებს მშიერი აფრიკელი თუ არ გიმშვენებს, ვერ ეზიარები კუწურს, ვერა!

ფერებიო, ზოლებიო, პრადაო ისაო ესაო, ეს გამოუვიდა რა

ბუა
მწერებისგან დამცავი სპეციალური კოსწუმი

ეს ადიდასის სპორტულებზე იქნება ფანტასტიკური

საჰელოუნო კოსტუმი

ნუ დარწმუნებული ვარ, ეს შარვალი გაგამხიარულებთ

საგიჟეთიდან გამოსაყვანი კაბა

დაიზაინერი, რომელიც ასეთ ტანსაცმელს ქმნის, ჩუმად უნდა იჯდეს კუთხეში.

რა პრადა, რის პრადა?!

გოიმები

ავთო უეჭველად ატლასის ხალათში დაიბადა.

ესაა ავთოს ფანტაზიის მქასიმუმი🙂

მის გარდა, სხვა აბა ვინ შეძლებდა ამის მოფიქრებას? ნახეთ რა რთული და საინტერესო სილუეტია, ღრმა ფერი

დართი ხომ არ გვეთამაშა?

ვინ შეიძლება ჩაიცვას ეს? მოგვიწევს სხვა პლანეტებზე ცოცხალი, ორფეხა არსებების მოძიება, რამეთუ მეეჭვება დედამიწაზე, ვინმემ ეს მოირგოს.

უცხოპლანეტელი სუზი, პლანეტა მელანქოლიიდან

მოდი ამაზე შევჩერდეთ რა, თქვენით განსაზღვრეთ ამ ადამიანის ნიჭიერება, რომელსაც საკუთარ თავზე განუზომელი წარმოდგენა აქვს

ავთანდილი უკვე მეთერთმეტე წელია ცდილობს უცხოეთის ბაზრის დაპყრობას, მაგრამ ამაოდ! ასე თუ გააგრძელა, სხვა ცხოვრებაში შეიძლება რამე მიაღწიოს. ამ ცხოვრებაში, ვერ მოგართვით!!!

18 thoughts on “საქართველოს მოდის სევდიანი კვირეული

  1. avtos echvi maqvs, koshmaruli sizmrebi acuxebs da iq nanaxi realobashi gadmoaqvs.
    fikria gelenidzem tavi moiklas eleqtro sakeravi manqanis qvesh dacves.
    danarchenebma sadgisebid daiseron titebi.

  2. მდაა, სასწაული ნამუშევრებიაა..

    ავთომ ალბათ ჩათვალა , რომ მას აქვს ” უფლება” რასაც უნდა იმას გამოიტანს და მაინც გაიყიდება , ნუ ეს ხო ავთანდილიააა , ბრენდი.

    :)))))))))

  3. მართლა რა ბანძი ნამუშევრებია ყველა😦 და ორ თვეში ერთხელ ფეშენ ვიკი პარიზშიც არ ტარდება მგონი… თუ იქ თავისი შესაძლებლობები ამოწურეს უკვე და იმიტომ?

  4. interpretaciebma daglija :up:

    cels pradaze aqvs dzan gachedili , meuglis wedge broguebis uploadings tanjavs : d
    exla kia monacoshi albertastan 😀

    afrikeli celebzefexdadgmuli kali Hitlers xo jobia , nu naumimde ver kachavs mara shavia ra

  5. koshmar! nu ubralod sircxvilia raa..tavs dizainerebs rogor ucodeben=S amistana gaugebari, chamodgavebuli, achachul-dachachuli, mifuchechebuli “dizaini”, vai-meee……fiqria gelenidzem xom gadaujokra yvelas, lol

  6. საგიჟეთიდან გამოსასვლელმა კაბამ დაგლიჯააააა :)))))) ძალიან მაგარი ხარ. ზომბილენდიც გააგრძელე რააააა

  7. jer modelebi ras gvanan da mere dizainerebi ikavit da chaackvet tkveni face-ebi konkursebze meti tkven ra shegidzliat!!!!!!!!!!!

  8. რატომ აღარ იხსნება ფოტოები, ვადა გასდით, კოპირაიტის ხუმროებია?
    და ამ ჩვენს დიზაინს რატომ არ გასდის ვადა?

  9. ფიქრია!!!
    სუნთქვა შემეკრა, უნებლიედ…
    რამე აი პიონერთა სახლი უნდა იყოს სადმე მცირე ზომის, ჰოდა იქ ჭრა-კერვის წრის გამოფენა რომ იქნება, ფავორიტი რო გინახია..

  10. სურათები განაახლეთ რა, რამდენიმე პოსტში არ ჩანს და მთელ მუღამს უკარგავს იუმორს🙂 მაგრად კი ვხალისობ, სამსახურში დღეს გია სურამელაშვილის ტუფლების თემაზე ვიხეოდი სიცილით და თან ვიმალებოდი მაგიდის ქვეშ, რომ არავის დავენახე🙂 მარა ხმა რო იპარება მაინც – სიცილის, სხვა არა – მაგას რას უზავ?🙂 ბოლოს სანამ ისტერიულ ხარხარში არ გადავედი, არ ჩავკეცე ეს ბლოგი. მოკლედ კარგია და ასე გააგრძელეთ🙂 განსაკუთრებით მაინც ცქვიტინიძის და ჩხეიძის თემის გაგრძელებებს ველოდები ალბათ🙂

  11. vinaaa maia robaqidze da tagliti romelmac megobar qals saberznetidan agzavnina evroebina saxli tavis tavze gadaiforma da wartmeva daupira mokled kriminalia samwuxarod da qeti siguas fulebit mariajobda samodelo sferohi{{{

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s