ხელის მოვლის საშუალებები


ხელებს სათუთი მოვლა სჭირდება წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ ტემპერატურის კლებასთან ერთად სჯობს ცოტა მეტი ყურადღება დავუთმოთ ხელებს.

არსებობს ბევრი ტიპის კრემები:
დამატენიანებელი,დამარბილებელი,მკვებავი,დამცავი და ა.შ.
ნებისმიერი ხელის კრემი 60-80% შედგება წყლისაგან, გლიცერინისგან , რომელიც ხელს უწყობს დარბილებას და დატენიანებას,ლანოლინი კვებავს კანს,ასევე მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ცხიმები, რომლებიც წარმოქმნიან წყლისაგან დამცავ თხელ ფენას.სხვა დამატებითი კომპონენტების არსებობა კრემში დამოკიდებულია კრემის ტიპზე , შეიძლება შეშუპების საწინააღმდეგო კრემი იყოს, ან სხვა დანიშნულება ჰქონდეს.
კრემის შემადგენლობაში შედის ძირითადად ორი ვიტამინი A და E.

E ვიტამინი უნარჩუნებს კანს მის ძირითად სტრუქტურას, ხოლო A ვიტამინი აახალგაზრდავებს. ასევე მნიშვნელოვანი დანამატია მცენარეული ექსტრატები და ზეთები, რომელიც ხელს უწყობს დარბილებას, დატენიანებას. კაკაოს, ავოკადოს და ჟოჟობას ზეთი ხელის კანს არბილებს, ხოლო ჩაის ხის ზეთს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ასევე ალოეს ზეთი ხელს უწყობს პატარა ნაკაწრების მორჩენას.
ელასტინის და კოლაგენის დამატებით ხელის კრემი ებრძვის ნაადრევ დაბერებას.

შემოგთავაზებთ ხელის მოვლის საშუალებების ჩემს სიას და 5 ქულიანი სისტემით შევაფასები თითოეულს.

ჩემი პირადი წიკია, რომ კოსმეტიკური საშუალების შეფუთვა უნდა მიზიდავდეს,რატომღაც მგონია, რომ შიგთავსიც გაამართლებს მოლოდინს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არაა.
ყოვლად შეუხედავი შეფუთვის მიუხედავად Flexitol Hand Balm არის არაჩვეულებრივი საშუალება, თუ ზამთარში ხელის კანი გისკდებათ და გექერცლებათ.უბრალოდ ძილის წინ წასვამთ და იძინებთ, თუ ხელთათმანსაც შეაშველებთ – დილას არაჩვეულებრივ ეფექტს მიიღებთ.

5 ქულიდან მყარი 5-ანი.

 

ძალიან მომწონს Crabtree & Evelyn ხელის სკრაბიც

და კრემიც,

 

არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს ორივეს

5 ქულას ვუწერ.

L’occitane Shea Butter Hand Cream


3 ტუბის შემდეგ მივხვდი, რომ არსებობს სხვა ხელის კრემებიც, თუმცა არანაირი შენიშვნა და უკმაყოფილება ამ პროდუქტის მიმართ არ მქონია, პირიქით, ძალიან მომწონს. უბრალოდ ხანდახან სხვა საშუალებების გამოცდაც შეიძლება. მითუმეტეს ხელის კრემს მოვიხმარ უამრავი რაოდენობით.
ეს კრემიც ფრიადოსანია🙂

 

Neutrogena

კარგი კრემია, მიუხედავად იმისა, რომ შეფუთვა დიდად არ მომწონს, ეს მეათედახარისხოვანია, ყველას ჩემნაირი წიკები ხო მარ ექნება, რა მნიშვნელობა აქვს ტუბს, თუ შიგთავსი კარგია🙂 ეს კრემი, როგორც ფლექსიტოლი, საკმაოდ სქელი კონსისტენციისაა და ღამე წასასმელად უფრო გამოგადგებათ.
5 ქულიდან 4.5

Sally Hansen
Nails & Cuticles Hand Creme

ეს ნუნების დასარბილებლად და მოსავლელად გამოგადგებათ, ცუდი არ არის, მაგრამ არც ისეთი, რომ მრავალჯერ შეიძინოთ, თუმცა 4 ქულას კი იმსახურებს.

 

Burt’s Bees
Lemon Butter Cuticle Cream

არაჩვეულებრივი საშუალებაა ნუნების მოსავლელად, ძალიან ეკონომიურად იხარჯება, მოკლედ რეკომენდაციას ვუწევ
5 ქულა

Kiss My Face Hand Lightener


ძალიან სასიამოვნო კრემია
4 ქულა

Yes To Carrots Nourishing Intense
Repair Hand Cream

მართალია ამ ფირმის ტანის მოვლის საშუალებებმა უფრო მომაწონეს თავი ვიდრე ხელის კრემმა, შეიძლება სხვა ტიპის ხელის კანს უფრო მოუხდეს.

3 ქულა.

იმედი მაქვს, გამოსადეგი ინფორმაციაა. მითუმეტეს, რომ ხელის კანი გაცილებით ადრე ბერდება, ვიდრე სახის.

ზოგჯერ სწორედ ხელია ასაკის გამყიდველი, ასე, რომ გაუფრთხილდით და მოუარეთ ხელებს, ხელები მოგივლიან თქვენ :)))

10 thoughts on “ხელის მოვლის საშუალებები

  1. ისე, მართლა ხელებზე და ყელზე უნდა შეხედო ადამიანს, ასაკი რომ გაიგო.
    ხელების მოვლა ფორევა!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s