როგორ მოვუაროთ ტუჩებს ზამთარში


ბავშვობაში ძალიან უცნაური გემოვნება მქონდა. მაგალითად, მომწონდა დამსკდარი, დახეთხქილი და გაჯეგილი ტუჩები. ნეტავ რატომ? ჩემი ბავშვობა იქით იყოს და აცივდა🙂  მთავარზე გადავიდეთ.  ზამთარში და სიცივეში ტუჩებსაც განსაკუთრებული  მოვლა სჭირდება.

ჯანსაღი, ნაზი, რბილი ტუჩები ჯანმრთელი ორგანიზმის ერთ–ერთი ნიშანია ისევე, როგორც პრიალა თმა, ძლიერი ფრჩხილები და ჯანმრთელი  კბილები. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ნახეთქები ხანდახან საკმაოდ ღრმა და მტკივნეულია; ნაპრალებში ჩაკვეხილი პომადის ნარჩენები ხომ ნამეტანი არაესთეტიური. ტუჩის კანი ძალიან ნაზია, თხელი და მასზე ცხიმები თითქმის არ გამოიყოფა კანის სხვა ადგილებისგან განსხვავებით, ამიტომაც ის მიდრეკილია გამოშრობისკენ.
კონკრეტულად რა იწვევს კანის გამოშრობას:
1) პირით სუნთქვა. განსაკუთრებით სიცივეში, ხელს უწყობს ტუჩის კანის გამოფიტვას.
2) ტუჩების ხშირი ლოკვა. ეს მავნე ჩვევაც ძალიან აშრობს კანს.
3) ისევ და ისევ მავნე ჩვევა – ტუჩების კვნეტა, ღრენა, წიწკვნა და სხვა მამაძაღლობები.
4) გარემო: მზე, მშრალი ჰავა, სიცივე, ქარი.
5) ამქერცლავი საშუალებების (სკრაბს ვგულისხმობ) გადაჭარბებული ხმარება . არ იხმაროთ სახის სკრაბი, თუ მაინცდამაინც, სპეციალური ტუჩის ნაზი სკრაბი შეიძინეთ და ისიც, მაქსიმუმ, კვირაში ერთელ იხმარეთ.
6) დიახ, სიგარეტიც!
7) უხარისხო ტუჩის საცხი და ალერგიული რეაქცია მასზე.
8) სამწუხაროდ ასაკთან ერთად გამოშრობისკენ უფრო მეტი მიდრეკილება აქვს ტუჩის კანსაც. ამიტომაც მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ.

რა უნდა ვქნათ იმისთვის რომ ტუჩები არ დაგვისკდეს:

1) ზემოთხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე ყველა ვხვდებით რომ არ უნდა ავილოკოთ ხშირად, ვჭამოთ, ვწელოთ, ვძაძღოთ, ვიკვნიტოთ ტუჩები. არც გამხმარი კანები მოვიწიწკნოთ, ასე შეიძლება სისხლიც გამოვიდნოთ. თუ ძალიან გაწუხებთ ჯობია, დავალბოთ და ისე მოვიშოროთ.

2) ცხვირით ისუნთქეთ, რადგან ის ღმერთმა სწორედ ამისთვის მოგვაბა. ნუ, ძირითადად.

3) ყოველთვის იხმარეთ ტუჩის დამარბილებელი ბალზამი სიცივეში გარეთ გასვლის წინ, ტუჩის ფერადი საცხის ქვეშ. არასოდეს დაიტოვოთ ტუჩის საცხი (ზოგადად კოსმეტიკა) ღამე, მოიშორეთ და ძილის წინ დაიტენიანეთ. კარგი იქნება თუ დატენიანება დღეში 2–3–ჯერ მაინც მოხდება: ძილის წინ და დილით აუცილებლად.

4) სვით ბევრი წყალი. ეს „შიგნიდან“ ატენიანებს ტუჩებს და, ზოგადად, ორგანიზმისთვის ძალიან საჭიროა. ასევე, იკვებეთ ვიტამინებით მდიდარი საკვებით; ტუჩის დახეთქვის მიზეზი ვიტამინების ნაკლებობაც შეიძლება იყოს.

ზოგჯერ მხოლოდ ბალზამი უძლურია, ერთი–ორი შინაურული რეცეპტი განსაკუთრებით პრობლემური ტუჩებისთვის:

1. შავი ჩაის პაკეტი ჩადეთ თბილ წყალში, ოდნავ გაწურეთ და მიიჭირეთ ტუჩზე რამდენიმე წუთით. ეს ხელს უწყობს დატენიანებას; ან ჩაის ფერში დასველებული ბამბა.


2. ჩემი საყვარელი მეთოდი. თაფლი! ეს არის მართლა უებარი საშუალება, საკუთარ თავზეც გამომიცდია.  იშოვეთ ნამდვილი! თაფლი. ბუნებრივია, უხარისხო და „გაყალბებული“ არ იმოქმედებს. სულ ოდნავ ჩააწეთ თითი და თხელი ფენა გადაისვით ტუჩზე. გაიჩერეთ რამდენ ხანსაც შეძლებთ, ჯობია დიდხანს არ მოიშოროთ.. თუ გაწუხებთ, ასე 10 წუთში მოიშორეთ რითიც გინდათ,მოიბანეთ, მოიჭამეთ, პურიც მიაყოელეთ, ოღონდ მოშორების შემდეგ აუცილებლად დაიტენიანეთ ბალზამით.

3. ქოქოსის ზეთი. კონკრეტულ მწარმოებელს ვერ გირჩევთ, რეიტინგებით იმსჯელეთ და ისე ამოირჩიეთ. წაისვით რამდენიმე წვეთი დღეში 3-4 ჯერ.

4. კაკაოს ცხიმი. გაიჩერეთ 5-10 წუთი, ეს დრო აუცილებელია საჭირო რაოდენობის ცხიმის შესაწოვად.

დამარბილებელი ბალზამი უამრავი მწარმობლის და ხარისხის არსებობს. არჩევანი თქვენზეა და თქვენს ბიუჯეტზე. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს:

Blistex Lip Balm Spf 20
L’Occitane Shea Butter Lip Balm Stick
Aquaphor Healing Ointment
Palmer’s Cocoa Butter Formula Swivel Stick
Burts bee’s Honey Lip Balm
Pangea Organics Italian Red Mandarin with Rose Lip Balm
Kiehls – Lip Balm #1
EOS Honeysuckle Honeydew Lip Balm
Carmex Lip Balm

გკოცნით დამსკდარი ტუჩებით, თქვენი უძალიანბოღმესი ფეშენმაზეროჩკა.

5 thoughts on “როგორ მოვუაროთ ტუჩებს ზამთარში

  1. დიახ, ძალზედ დროული და სასარგებლო ინფორმაციაა. მეც მიყვარდა ბავშვობაში დახეთქილი ტუჩები რატომღაც (და ჩახლეჩილი ხმა❤ ) , განსაკუთრებით სისხლის წოვა ნახეთქიდან :D:D:D

    მაგრამ, უნდა გამოვტყდე და მეგონა სკრაბი ძალიან სასარგებლო იყო. (ტან ხშირი გამოყენება🙂 )

  2. ჩემთვისაც სასარგებლო აღმოჩნდა ეს პოსტი:))
    არამარტო ზამთარში , დანარჩენ სეზონებზეც მაწუხებს პერიოდულად ეს პრობლემა, დამატენიანებელი ბალზამი ჩემი განუყრელი მეგობარია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s