ფეშენმაზერის რჩევები – ინტერიერის დიზაინი


ალბათ ყველა დამეთანხმებით, თუ რამდენად სასიამოვნოა მყუდროდ და ლამაზად მოწყობილ სახლში ცხოვრება. გარემო, რომელშიც ხშირად გვიწევს ყოფნა, უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს გემოვნებას და ხასიათს. < სინამდვილეში არც ისე რთულია სახლის მოწყობა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. საიდუმლო დეტალებშია და ამ დეტალების საშუალებით, სრულიად უმტკივნეულოდ შეგიძლიათ სახლის გალამაზება

.

პირველ რიგში, გირჩევთ გათავისუფლდეთ უსარგებლო ნივთებისგან. მნიშვნელობა არ აქვს, ნივთი პატარა ადგილს იკავებს თუ–არა, უბრალოდ გადააგდეთ, მაინც არაფერში გამოგადგებათ🙂

იმისათვის რომ სახლში ყველაფერი მოწერიგებული და ორგანიზებული იყოს, დაგჭირდებათ სადა, მარიტივი დიზაინის, მაგრამ ტევადი კარადა, ვფიქრობ ასეთ შემთხვევაში, მსგავსი სტილის ღია კარადა საუკეთესოა. თუ აქამდე წიგნები შეუჩმნეველ ადგილას გედოთ, შეგიძლიათ თამამად გამოჭიმოთ საპატიო ადგილას. წიგნები აბსოლუტურად ყველა სახლს უხდება და არასდროსაა ზედმეტი. შეგიძლიათ ფერების მიხედვითაც დაალაგოთ. ლამაზი ყუთები, ძალიან ჭკვიანური მოფიქრებაა. გარდა იმისა, რომ გაახალისებთ თქვენს ინტერიერს, ათას წვრილმანს, რომელიც სახლში მიმოფანტულია ხოლმე, ერთ ადგილს მიუჩენთ. თუ ახალი სავარძლის შეძენა არ შეგიძლიათ, უბრალოდ ბალიშები გამოცვალეთ! შეარჩიეთ ლამაზი და ორიგინალური ნაჭერი, რომელიც კედლის და სავარძლის ფერს მოუხდება, შეკერეთ ან შეაკერინეთ და ისიამოვნეთ მიღებული შედეგით. ნახატები, რეპროდუქციები, ან სულაც ძველი ილუსტრაციები წიგნიდან, ჩასვით ჩარჩოში და კედელზე სათანადო ადგილი მიუჩინეთ🙂 სახლს განათებაც სჭირდება, შეიძინეთ განსხვავებული დიზაინის სანათები და ბოლოს ნივთები, რომელთაც თაროზე, ტუმბოზე, მაგიდაზე ან სულაც ფანჯრის რაფაზე განათავსებთ დღეისთვის სულ ესაა, იმედია ჩვენი პოსტი თქვენი შთაგონების წყარო გახდება და რჩევები ცოტათი მაინც გამოგადგებათ. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ შთაბეჭდილებების გაზიარება, როგორ გეგმავთ სახლის მოწყობას, რას შეცვლიდით, ან როგორია თქვენი ოცნების სახლი?

8 thoughts on “ფეშენმაზერის რჩევები – ინტერიერის დიზაინი

  1. მე მინდა ზაფხულის და ზამთრისთვის სხვადასხვა ფარდების და ბალიშების შეძენა, სეზონების მიხედვით განწყობა მეცვლება და ინტერიერშიც ცვლილებების შეტანა მინდება.

    საშინლად მაღიზიანებს ყავისფერის და ბეჟის კომბინაცია (არადა ახლა ზუსტად ასეთ გარემოში ვარ – სახლში, სადაც დავიბადე და გავიზარდე), ჩემთვის საბჭოთა განწყობას უტოლდება. დანარჩენი ყველა ფერების გემოვნებიან შეხამებას მივესალმები.

    პატივისცემით🙂

  2. რა კარგი იდეებია, ბალიშებით გახალისება ძალიან ჭკვიანურია, რეპროდუქციების გაჩარჩოება ხო საერთოდ❤

  3. კიდევ ერთი გემრიელი პოსტი ამ ბლოგზე. მოკლე და ყოვლისმომცველი. იმედი მაქვს, მსგავსი პოსტები მომრავლდება, ვინაიდან სახლის შენება/მოწყობის პროცესში ვარ :)))

    რეპროდუქციებთან დაკავშირებით არაჩვეულებრივი რჩევა იყო. თავად ვარჩევ კარგ კალენდარს ხოლმე და მისი წლის ჩამთავრების შემდეგ საუკეთესო რეპროდუქციებს “პასპარტუებში” ვსვამ და ვკიდებ კედელზე. ახლა რ.ფეტვიაშვილის ვეფხისტყაოსნის მთელი თემა მაქვს “განჩარჩოებული” და ველი ახალ სახლს და ახალ კედელს მათთვის :)))

  4. dzalian aktualuri iko chemtvis es posti:) exla zustad remontshi var:))
    reprodukciebi dzalian kargia, feradi detalebic arachveulebrivia, ghia taroebic!
    yvelas girchevt iaponur da chinur mxatvrobas, gragnilebs kaligrafiis nimushebit, arachveulebriviaa<3<3<3

  5. მომწონს ბალიშების იდეა და პატარა ჩრჩოებში კომპოზიციური ნაკრები..

    საკუთარი ნამუშევრების “მიჩარჩოება”–ც კარგი იდეა იქნებოდა… უნდა მოვიცალო😉

  6. გენიალური რჩევაა სურათები ჩარჩოებში და კედელზე!

    დღესვე შევუდგები კოსმოდან სურათების/რეკლამების ამოგლეჯვასა და ჩარჩოებში ჩასმას :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s