ფეშენმაზერები გირჩევენ – სუფრასთან მოქცევის ეტიკეტი


თქვენ გგონიათ, ჭეშმარიტმა ფეშენისტამ მხოლოდ გემოვნებით ჩაცმა უნდა იცოდეს და თანამედროვე მოდის ტენდენციებში ერკვეოდეს?

ფეშენმაზერი ყოველთვის გამოირჩევა დახვეწილი ქცევებით და ეტიკეტის კარგი ცოდნით. ამჯერად სუფრასთან მოქცევის ზოგადი წესების გაცნობით შემოვიფარგლოთ.

მაგიდასთან დაჯდომისას თვალს ხშირად ხვდება ტექსტილის ხელსახოცი, რომელსაც დანიშნულებისამებრ იშვიათად იყენებენ. ხელის მსუბუქი მოძრაობით გახსენით და მუხლებზე დაიდეთ. ხელსახოცით პირი ნაზად და კოკეტურად მოიწმინდეთ. იმის თქმა ალბათ საჭიროც არაა, რომ გამართული უნდა იჯდეთ და სუფრას იდაყვები არ უნდა დააყრდნოთ. მესმის, რთულია, მაგრამ საყურებლად ლამაზი.

სუფრასთან დაჯდომისთანავე ნუ ეცემით საჭმელს. დაელოდეთ, სანამ სუფრის ყველა წევრი დაჯდება და შეეცადეთ, ერთობლივად თუ არა, ოდნავი დაგვიანებით დააგემოვნოთ საკვები. ჩემი აზრით, ყველაზე ცუდი ტონი საკვების გაკრიტიკებაა, მითუმეტეს თუ სტუმრად ოჯახში ხართ. აღფრთოვანების გამოხატვა ყოველთვის მისასალმებელია.

ახლა რაც შეეხება თავად ჭურჭელთან და დანა-ჩანგალთან ურთიერთობას. უმეტესად, ყველგან მარტივად გაწყობილი სუფრა გვხვდება, ყოველგვარი ზედმეტი ჩანგლისა თუ თეფში-ჭიქის გარეშე. ამის მიუხედავად, ხშირად შემიმჩნევია შეცდომები. ბოკალი, რომელიც ზომით შედარებით მომცროა, ყოველთვის ალკოჰოლური სასმელის, უფრო ზუსტად, ღვინისთვის გამოიყენება, ხოლო დიდი ბოკალი გამაგრილებელი სასმელის ან წყლისთვისაა განკუთვნილი.

ზოგჯერ, თუმცა ძალიან იშვიათად, სუფრასთან წააწყდებით ბევრ, “გაურკვეველი” წარმოშობის, დანა-ჩანგალს, არ დაიბნეთ. სუფრაზე საკვები დაწყობილი დანა-ჩანგლის თანმიმდევრობით შემოვა, გამოიყენეთ ისინი გარედან–შიგნით პრინციპით და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. თუკი სუფრასთან წვნიანია, ბოლო წვეთებს ადვილად ამოიღებთ კოვზით თუკი თეფშს თქვენი საწინააღმდეგო მიმართულებით ოდნავ აწევთ. ასევე ხშირად შემხვედრია პურის პატარა თეფში, მთავარი თეფშის თავთან. ძალიან მოსახერხებელია, როდესაც პურის სუფრაზე დადება არ გიწევთ.

კიდევ ერთი, როდესაც რამე გინდათ და ის თქვენგან შორსაა მთელს სუფრაზე ნუ გადაიქაჩებით, გაცილებით მარტივია, ნაზი ღიმილით თქვენს გვერდით მჯდომს სთხოვოთ, მოგაწოდოთ.

დესერტის მირთმევისას: ჩაიში/ყავაში შაქარი მოურიეთ უხმაუროდ, წკარუნის გარეშე და შემდეგ კოვზი დადეთ ლანგარზე. და არასდროს, არასდოს მოხვრიპოთ!

იმედია, ჩვენი რჩევა დაგეხმარებათ, თუ ჩვენს რჩევას არ საჭიროებთ, კიდევ უკეთესი – ე.ი. თქვენ ნამდვილი ფეშენისტა ხართ.

მოგვწერეთ თქვენი აზრი, რა გაინტერესებთ და რის წაკითხვას ისურვებდით ჩვენს ბლოგზე. ფეშენმაზერები თქვენს სურვილს აუცილებლად გაითვალისწინებენ. ♥

18 thoughts on “ფეშენმაზერები გირჩევენ – სუფრასთან მოქცევის ეტიკეტი

  1. ჰაჰა, მაგარი დისპუტი მომაგონა ამ პოსტმა. ერთ-ერთ სადილზე ზღვაზე წამოვიწყეთ კამათი, რომელი უფრო “კულტურულია” სუფის ჭამისას, თეფშის შენგან წინ, თუ შენსკენ გადმოყირავება და ისე ჭამა… ბოლოს ერთმა, რომელიც საერთოდ არ ერეოდა კამათში ასწია თავი და თქვა… ბოლო კოვზი არ არის აუცილებელი ამოჭამო. ამით დასრულდა კამათი :)))

    რაც შეეხება თემას: სასიამოვნო იქნება რეალური ადამიანების ჩაცმულობის განხილვა, კრიტიკა (და არა სარკაზმი, ნუ სარკაზმი ძალიან გემოვნებიანად დაიშვება) და რჩევები მოცემულ მაგალითზე.
    კიდევ უკეთესი იქნება, თუ რეალ ადამიანების რეალ ფოტოებს მოინადირებთ (საკუთარ გადაღებულს, მაგალითად) და არა ჟურნალ-გაზეთებს დაესესხებით.

    • ოდესღაც დედამ მითხრა, მამაშენი პირველად მაშინ მომეწონა, წვნიანის სწორად ჭამისას რომ ვნახეო❤

    • sapirispiro mimaertulebit unda gadawio radgan (dzalian ishviatad mara mainc) shensken tu gadmowie sheidzleba gadmoisxa :))) (babuachemis rchevaa)

  2. kai postia, mara Secdomaa gaparuli😀

    Signidan gareT ki ara, garedan SigniT viwyebT dana-Cangal-kovzis xmarebas, suraTzec ase weria❤

    p.s. uf, ise, cxeli yava-Cais moxvrepas ra sjobs, roca marto xar😀

    • თითქოს ჩავასწორე და მაინც გაპარულა. მადლობა.

      ჩაი/ყავის მოხვრეპას ჯობს ყველაფერი.

    • ar vfronckob, magram daxvrepa zalit vcade ertiorjer da kinagam davixrche. ashkarad chumad da mshvidad daleva ufro miadvildeba. ro daxrupo sitxes haeri unda sheayolo ragacnairad , mcdeba da vixchobi martla. saertod ra datvirtva aqvs ase dalevas, civdeba tu gemrielia ufro

      • gemrielicaa, raRac Sinaurulia, civdeba kidec da me piradad nakleb haers vayoleb egre😀

        mokled, all in one aris, kide vimeoreb, roca marto xar televizoris win SefuTuli😀

        aseve, kitrisa da vaSlis xramuniT Wamac magari ramea😀

        :uzrdeli:

      • haha, makes sense😀

        da plius, daxvewili da rafinirebuli adamianic gaviCiTo iqneb amasobaSi🙂

        kargi plania..

  3. kargi postia, ogond erti detali gamogrchat: kbilis sachichqni chxirebi!!!! mgoni imaze didi uzrdeloba ar arsebobs, roca sufraze adamiani kbilebs ichichqnis. :)))) amitom arc unda idos aseti chxirebi sufraze. asetia chemi mokrzalebuli azria. :)))

    • საჩიჩქნი მართლა საშინელებაა, ვერც წარმომიდგენია, ოდნავი შინაგანი კულტურის ადამიანმა როგორ უნდა გამოიჩიჩქნოს სუფრასთან კბილი. ამისთვის არსებობს ტუალეტი.

    • მგონი სპეციფიურად ქართული არ უნდა იყოს, უფრო მეტიც, გადმოღებულია უცხოეთის მავნე “ჩვევა”. სადმე რო შევდივარ, ვცდილობ არ შვიმჩნიო ჩხირების არსებობა.

      • კბილის ჩხირებს უცხოელები სხვაგვარად ხმარობენ :დ ჩვენ ქართული ხმარების წესზე გვაჟრიალებს. მაგალითად, ქართულ ვარიანტში იმხელაზე გააღებს პირს და ჩაიტენის საჩიჩქნს, რომ მისი სიბრძნის კბილის წიაღსვლაზე დისერტაციას დაწერ ერთი შეხედვით. არადა, ეგ ჩხირი ერთი ხელით უნდა დაიჭირო, მეორე ხელს კი თითებშეტყუპებულს იფარებ ჩხირიან ხელზე და ისე ხმარობ. არ ვიცი, შევძელი თუ არა კარგად ახსნა.

      • არცერთ კულტურულ საზოგადოებაში არ ისუფთავებენ ჩხირით კბილებს სუფრასთან, თუნდაც ხელაფარებულები.

  4. rules maignorerbelni magizianeben sastikad , da shtabechdileba egreve 0 da -ebshi gadis )) gansakutrebit xelsaxocis gverdzze migdeba, ‘changli marcxena xelishi , mxvrepav tanamshromels vitan :devil: :d

  5. me ki cota mecineba )) mtavaria esteturad gamoiyurebode kvebis processhi & ar mgonia arsebiti mnishvneloba hkondes chais smisas finjnis yurshi sheyrili titi mezobel tittan ramedngradusian kutHes kmnis & Canglis marjvnidan boloswina wveti sait imzireba..

    mtavaria ijde normalur pozashi, ise moihmaro nivtebi rom sisuftave sheinarchuno & gaitvaliswino rom sheni pirisghru arasasiamovno Hedia sHvebistvis ..

    aseve chamo normaluri sakvebi romeltanac CHerez changali-kovzi kotnaqtob ..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s