შემოდგომის ფერები-წინ თბილი fall-winter გველის <3


წელს, როგორც არასდროს ისეთი საშემოდგომო ფერთა პალიტრაა მოდაში. ყავისფერის ყველა ტონალობა, ყვითელი, სტაფილოსფერი,  ბორდოსფერი, იასამნისფერი. ასევე ლურჯის გარდამავალი ტონალობები, ცისფერი, მწვანე. რაღა დარჩა? არც არაფერი, დარჩა მხოლოდ საკმარისი გემოვნება იმისათვის, რომ ეს ფერები და მათი ახლობელი ტონალობები ერთმანეთს შევუხამოთ.

ჰო, შავიც თითქმის გვერდზე დარჩა… ყოველ შემთხვევაში, წელს შემოდგომა გაცილებით თბილ ფერებში გადაწყდა და მე ეს მომწონს🙂

არ მოგერიდოთ ფაქტურების ერთმანეთთან თამამად შეხამება, მაგალითად თხელ შიფონის კაბაზე სქელი ნაქსოვი ჟაკეტი, ან ტვიდის პიჯაკის შიგნით ნაზი აბრეშუმის ბლუზონი.

თუ ბიუჯეტი ექსპერიმენტების საშუალებას არ გაძლევთ, მაშინ კრემისფერი ტანსაცმლის შეძენა თქვენთვის ნამდვილად მომგებიანი იქნება. სადა და არაპრეტენზიული ფერია, უხდება თითქმის ყველაფერს.

Rachel Zoe

Trussardi

Elie Tahari

შოკოლადისფერი, თავის სახელს ამართლებს, ძალიან გემრიელი და ღრმა ფერია, ვფიქრობ შავგვრემან ქალბატონებს განსაკუთრებით მოუხდებათ.

Martin Grant

Brioni

მოგეხსენებათ, ერთ ფერს შეიძლება მრავალი ტონალობა ჰქონდეს, ასევეა ნაცრისფერიც, თამამად შეგიძლიათ მონაცრისფრო-მომწვანო, მონაცრისფრო-მოყავისფრო სამოსის შერჩევა. ჩემი აზრით, ასეთი ფერი  მეტად საინტერესოა და უფრო ალამაზებს ადამიანს.

Rick Owens

Akris

მკვეთრი ყვითელი ფერის სამოსი, ალბათ საუკეთესო საშუალებაა მასაში გამოსარჩევად.  რადგან ყვითელი თბილი ფერია, მას ჯადოსნური თვისება გააჩნია, ასე ვთქვათ ანათებს, ასე რომ თუ გსურთ გამონათება, ყვითელი თქვენთვისაა. თავიდან ფეხებამდე ყვითელში ნუ გამოეწყობით, შეუხამეთ სხვა თბილ ფერებს.

Akris

Jaeger London

ნარინჯისფერი წლის ჰიტია , თითქმის ყველა დიზაინერმა გააკეთა ამ ფერის სამოსი და მგონია რომ შემოდგომისათვის იდეალურია.

Jaeger London

Diane von Furstenberg

ელეგანტური და დახვეწილი ბორდოსფერი ♥

Diane von Furstenberg

Elie Tahari

ქლიავისფერი ასევე ელეგანტური ფერია, თუ შავ ფერს ვერ ელევით, ვფიქრობ რომ მის ჩასანაცვლებლად ძალიან კარგი ვარიანტია.

Celine

Oscar de la Renta

ლურჯი და შაბიამნისფერი, ალბათ არასდროს გადავა მოდიდან. ეს ორი ფერი ერთად წარმოუდგენელ სილამაზეს ქმნის ♥

Oscar de la Renta

Rachel Roy

Haider Ackermann

ფირუზისფერი ბოლო რამდენიმე წელია ძალიან პოპულარულია, იმდენად რომ ამ ფერის ფრჩხილის ლაქი, თვალის ფანქარი და ტუშიც კი დაამზადეს სხვადასხვა ბრენდებმა. ტუჩსაცხზე ჯერ ალბათ თავს იკავებენ :დ  მართლაც  ძალიან ლამაზი ფერია, თუ თბილი ფერები მოგწყინდებათ მშვენიერი ალტერნატივაა.

Burberry Prorsum

Hermès

მწვანე თითქმის ყველა ადამიანს ამშვენებს,  მისი ნებისმიერი ტონალობა წელს ძალიან აქტუალურია. შეარჩიეთ გემოვნების მიხედვით ზურმუხტისფერი, ხაკისფერი, საშემოდგომოდ თავი შეიკავეთ სალათისფერისგან და ფოსფორნარევი მწვანისგან, უფრო დამჯდარ ტონალობებს მიეძალეთ, რომლებიც აუცილებლად დაამშვენებს თქვენს საშემოდგომო გარდერობს🙂

Marc by Marc Jacobs

Milly

არჩევანი მართლაც რომ უზარმაზარია… წარმოიდგინეთ, შეძლებისდაგვარად ყველამ რომ გაითვალისწინოს ეს ტენდენცია, როგორ გაფერადდება და “გათბება”  ჩემთვის ცოტა ნაღვლიანი შემოდგომის თბილისი🙂

17 thoughts on “შემოდგომის ფერები-წინ თბილი fall-winter გველის <3

  1. მწვანეს მუდმივად ვერიდებოდი რატომღაც, წელს უნდა ვცადო.
    კრემისფერისკენ უკვე “მივიდრიკე” კაი ხანია.
    მომწონს, შავი რომ აქტუალური აღარ არის.
    პოსტი არის ჩაიზე მისაყოლებელი და გემრიელი❤

  2. ძალიან ლამაზია ყველა აუთფიტი, Rick Owens-ის პალტოს შემოვიცვამდი სიამოვნებით (არც სხვა ნივთებზე ვიტყოდი უარს).

    ერთი პოსტი გამოაცხვეთ რა rain Boot-სებზე. ატუალურია საშემოდგომოდ.

  3. უგემრიელესი პოსტია🙂 ყავას სიამოვნებით დავაყოლე
    რაც შეეხება ამ შემოდგომა-ზამთრის აქტუალურ ფერთა პალიტრას მომწონს ერთმნიშვნელოვნად.
    თითქმის ყველა ფერი მომწოს და ვხმარო გარდა ბორდო-ღვინისფერისა და ქლიავისფერისა. ეს ორი არასდროს მიცდია.
    ჩემი ყველა დროის უსაყვარლესი ფერი არის ნაცრისფერის ყველა ტონალობა (დაწყებული თითქმის შავამდე მუქით დამთავრებული წყლისფერი ნაცრისფრით) და შესაბამისად, ჩემს გარდერობშიც ჭარბობს მსგავსი ფერები….
    ახლა ვზივარ და ვფიქრობ, წლევანდელი ჰიტი ფერებიდან რას როგორ შევუხამო ჩემი სერი გარდერობი :)))))))

  4. ra silamazea!!!.
    ra tqma unda kvelanairi feri lamazia, tu shexameba shegidzlia. feri shegidzlia gaalamazo an daamaxinjo.
    kviteli da mcvane mec ar maqvs, pretenziuli mechveneba da amitom albat. arc momixdeba albat.
    shemodgomaze ufro bordo-kavisferi-kremisfer-narinjisferi msiamovnebs gansakutrebit❤

  5. პრაქტიკული პოსტია🙂

    ამწამს დავფიქრდი და ცისფერი საერთოდ არაფერი არ მაქვს გარდერობში და ალბათ არ მექნება : ასევე ბორდო , არც მქონია და არამგონია შევიძინო

    კრემისფერი-სერი-მწვანე- ვმეგობრობ.

  6. საინტერესო იქნება შემოდგომა-ზამთრისთვის ფეხსაცმელი/ჩექმის თემის მიმოხილვა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s