ფეშენფაზერის რჩევები II


მოგესალმებით კიდევ ერთხელ. იმედი მაქვს რომ კომენტარებში კიდევ ერთხელ წავიკითხავ ფრაზას “ამ ჩემს ჭაღარას, ფეშენფაზერო” ან “მსუქნებმა რა ვქნათ”, “კომპლექსიანების პოსტია” და ა.შ. მოკლედ, უკეთესის იმედით ვიწყებ.

მაინც, მგონია რომ რჩევები ცოტა არ იყოს, ხმამაღალი ნათქვამია. დღეს უბრალოდ, სურათს აღვწერ. (ბოლოს გავარკვევთ, წაკითხვის შემდეგ ვინ იტკიცა ანაზდად, საულვაშეზე ხელი;)

ზაფხული რელაქსაციისა და მთელი წლის განმავლობაში დაგროვებული დარდების ჩამოხსნის სეზონია, მაგრამ არის რაღაცეები რაც ზაფხულშიც კი არ გვასვენებენ. ისინი მუდამ ჩვენს გვერდით არიან და გვაიძულებენ ბოლომდე არ მოვდუნდეთ. ტრანსპორტში, გაჩერებებზე, ქუჩაში, კაფეებსა და ბარებში გადაეყრები და თუ მეტისმეტად მხიარული ადამიანი არ ხარ ხასიათს გაგიფუჭებენ.
ვინ არიან ისინი?
ვამპირები ტრანსილვანიიდან? ორკები მორდორიდან? ველურები ამაზონის ჯუნგლებიდან? არა, ისინი 21-ე საუკუნის წარმოების ქართველი ქალები არიან.
ამ რამდენიმე ხნის წინ Penguin Books-მა გამოსცა სახელმძღვანელო ტურისტებისთვის, სადაც დაწვრილებით არის აღწერილი ქართველი ქალი სამარკო ნიშნით „21-ე საუკუნე“.
მაშასადამე, ქართველი ქალი….

ეს არა, ოღონდ🙂

ხშირ შემთხვევაში მისი ფინანსური შესაძლებობები საშუალოზე მაღალია, რაც ნიშნავს, რომ საშუალება აქვს თავს მიხედოს და მიმზიდველად გამოიყურებოდეს, მაგრამ არ აკეთებენ, უფრო ზუსტად ვერ აკეთებენ, რადგან მიმზიდველობაზე თავისებური წარმოდგენა აქვთ.

მათ წარმოდგენებში ქალი მიმზიდველია თუ საულვაშე 14 წლის ლაწირაკი ვაჟის საულვაშეს მიუგავს. კოხტად დაყენებული ღინღლი ხაზს უსვამს მათი ტუჩების სექსუალურობას და განუმეორებელ ფორმას.

ბეწვეულის თემის გაგრძელებაა წელი. დაბალწელიანი ჯინსი, მოკლე მაისური და აბაბინებული წელის მისადგომები. ჩემი უბადრუკი ფანტაზია უძლურია ჩაწვდეს მიზეზს, რატომ არ იყენებენ ეპილატორს? ფული არ აქვთ? მაშინ, რატომ არ ჩაიცვამენ ისეთ მაისურს, რომელიც მათ ბოტანიკურ სიმდიდრეს დამალავდა?!
ალბათ, ერთგვარი შეთქმულებაა საკაცეთის წინააღმდეგ. მათი მიზანია შური იძიონ მამრებზე, მოახდინონ მათი მორალური განადგურება და ასეთი ბინძური მეთოდის გამოყენებით აღადგინონ მატრიარქატი!
შეთქმულების თეორიას მხარს უჭერს კიდევ ერთი პარანორმალური მოვლენ,ა კოდური სახელწოდებით „პარფიუმერია“. ღინღლეულობა თუ ბუნებრივი მოვლენაა და მასთან ბრძოლა ფინანსებს მოითხოვს, (?) პარფიუმერიის „ქართულად“ გამოყენება აშკარად წინასწარგანზრახული ბოროტებაა.
წარმოიდგინეთ მარტივი სიტუაცია. საშუალო გაქანების ქართველი მამრი ბრუნდება სამსახურიდან. დაღლილია, მაგრამ ცხოვრება მაინც უხარია. ორი დღეც და ხელფასი ჩაერიცხება. ცოლს ახალ სუნამოს უყიდის, შვილს ზოოპარკში წაიყვანს, მაგრამ ამ დროს, ავტობუსი გაჩერებაზე ჩერდება, სალონში მგზავრების ახალი წყება ამოდის და კოშმარიც იწყება. მგზავრებს შორის აუცილებლად იქნება გოგონა რამდენიმე კილო ტონალურით სახეზე, ტუჩებზე წათხიპნილი კვასკვასა წითელი პომადის ფენით და ამაყად გაბაჯგვლული წარბებით.

სხვანაირადაც შეიძლება. ამოდის გოგონა, რომელიც ასიმოვის რობოტს გაგახსენებს. პირისსახე ნიკაპამდე შოკოლადისფერი აქვს, ნიკაპს ქვემოთ კი აბსოლუტურად თეთრია.

ამას დამატებული მკაცრად შავი კონტურით გამოყოფილი თვალის კონტური და მამრს დიდი გამძლეობა დასჭირდება რომ იმ ღამეს მშვიდად ეძინოს.

მითუმეტეს, თუ რობოტთან ერთად მდედრი ასიმოვიც გამოეცხადა.. კი, ასეთებიც ხდება. მედიდური ბაკენბარდები!


და თუ ეს მართლა შეთქმულებაა, მაშინ ქართველი ქალების არმიის ყველაზე უფრო მომაკვდინებელ დანაყოფზეც უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. მათ მოფერებით „სპილოებს“ ეძახიან და მასიური იერიშების დროს გამოიყენებიან. სპილოებს ბავშვობიდან ასუქებენ სპეციალურად გამოყოფილ მოსასუქებელ დაწესებულებებში და დაახლოებით 13 წლიდან ფრონტის ხაზზე უშვებენ. მათი დამახასიათებელი ნიშნებია სიმსუქნისგან ფორმა დაკარგული სხეული, რომელსაც პრინციპულად ცოტა ტანსაცმელი ფარავს.(ზოგადად, სრული აღნაგობა არ არის პრობლემა. პრობლემა ჩაცმულობაა, რომელიც ყველა დეტალს (ნაკლს) უსვამს ხაზს. განსაკუთრებით ელიტური „სპილოებისთვის“ მხოლოდ ზედმეტი წონა არ არის დამახასიათებელი. მათ კომპლექტში მოყვებათ ის ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.


ზოგადად რა სჯობს გამომწვევად/სექსუალურად ჩაცმულ მანდილოსანს, თუმცა მხოლოდ მაშინ როცა ფორმა და ჩაცმულობა ერთმანეთს ეხამება.
ძვირფასო ქალებო, დედებო, დებო, დეიდებო და ასე შემდეგ. თუ მაინცდამაინც რევოლუცია გინდათ, მოაწყეთ შეიარაღებული ამბოხი. დაგვამწკრივეთ და დაგვჭიპეთ, სასმელში დარიშხანი გაგვირიეთ, კატლეტში – ნემსები, ოღონდ ასეთი მეთოდებით ნუ გვებრძვით. ბოლობოლო ისე ნუ იზამთ, დახაუ ბაირამობად მოგვეჩვენოს.

მომავალ შეხვედრამდე.

პატივისცემით… დავით N

41 thoughts on “ფეშენფაზერის რჩევები II

  1. “ხშირ შემთხვევაში მისი ფინანსური შესაძლებობები საშუალოზე მაღალია”

    აი აქ შეცდით ბატონო ფეშენმაზერო

      • ეპილაციას თავი დავანებოთ, ხომ არსებობს პინცეტი? თუ ეგეც ძვირია?🙂

    • ფეშენფაზერია ეს.
      მეც იგივე შენიშნვა მაქვს.:)
      ავტობუსში ამომავალი და ჩამავალი გოგონების უმრავლესობა საშუალოზე დაბალი ფინანსური შესაძლებლობების მგონია მე, რომელთაც შეიძლება ძალიანაც უნდათ ლაზერით მობრაწვა ბაკენბარდების, მაგრამ ხელი არ მიუწვდებათ. (თუმცა, ისიც ვაღიაროთ, რომ არსებობს იაფი საშუალებებიც)
      მეორე შენიშნვა ისაა, რომ მე, პირადად , ძალიან მომწონს სქელი, ლამაზი ფორმის წარბები❤❤❤ გაპუტულობა და ერთ ზოლზე დატოვება მოვლილობის მაუწყებელი არაა, გაბანჯგვლულში რა იგულისხმეთ?

      მაისურიდან ამობიბინებული ფარშევანგის კუდები ჩემთვისაც ამოუხსნელი ფენომენია, მითუმეტეს თუ დენიკინის დროინდელი ტრუსი ამშვენებს იქაურობას.

      პ.ს. მე წინა პოსტი უფრო მომეწონა❤. (რაც მგონი ავტომატურად ჩემს ბანჯგვლიან-ოფლიანობას ნიშნავს) :))))

      დიდი პატივისცემით

      • ბუნებრივად ლამაზი წარბი მეც მომწონს, მაგრამ როგორ ავხსნა: ნაცოდვილარი, სადაც იპუტავენ იმ ადგილზე უფრო დაბალი წარბი, მოლურჯო შეფერილობით. ამოპუტვა რომ დაეზარათ და ამობიბინებულა🙂

      • :)))))) ხო ეგენი❤ მაშინ უკან ვიხევ.
        ქიზიყელი (პირობითად! არავინ მიწყინოთ) გოგონების ხელუხლებელი გადაბმული წარბები მართლაც რომ მძიმე სანახაობაა. მაგრამ, არსებობენ ისეთებიც, მამა და ძმა რომ მოკლავს ცემაში, ერთი ღერიც რომ მოაკლოს გენეტიკურ სიმდიდრეს.😦

  2. რაში შევცდი, ტკბილო?
    საშუალოდ 15 ლარი არ მოეძევება არავის საკუთარი ულვაშის მოსასპობად?
    გაჭირვებას რა ვუთხარი, თორემ ვანახებდით როგორ უნდა ულვაშთან ბრძოლა? :)))

    • კი ზუსტად მაგაში. 15 ლარი კი არა დღეში 2 ლარზე ცხოვრობს ეს ხალხი. ჩახედე გაჭირვებას თვალებში მეგობარო …😦

      • სამწუხაროდ ისეთებიც არიან, ვისაც 2 ლარიც არ გააჩნია, ქუჩაში ცხოვრობს და შიმშილობს და ეს ყველა ნორმალურს აწუხებს და ტკივა. მაგრამ რა საჭიროა გადაჭარბება და დრამატიზირება ამ შემთხვევაში?
        საბედნიეროდ, უმრავლესობას 15 ლარზე გაცილებით მეტი მოეპოვება.

        ითქვა უკვე და გავმეორდები მეც, ულვაში ცხვირში თუ გიღიტინებს, , ხელითაც დაიგლეჯო. (ანდაზაც დავწერე) )))))) თუ გაწუხებს ბალანის საკითხი, მიხვალ ღორთან, ღორი მოგცემს ჯაგარს, დაგრეხ თოკსა ბაწარსა… და ბავშვობაში ხელებით და ძაფით ხიდობანა თუ გითამაშია, არ გაგიჭირდება საულვაშის განძარცვის ეს ხელოვნება აითვისო.
        ვიღაცას კი ურჩევნია პაპიროზი წიოს, კოფე ჩაწრუპოს და ფარშევანგის კუდი გამოყოს ლილო მოლის ტოპჩიკიდან : ))) . მერე რა რო თვითონ ვერა ხედამს.
        პრიორიტეტებზეა საუბარი.

  3. ფოტოებზე მე ვიზრუნებდი გეთქვა რა წინასწარ თემა :))
    პ.ს. კარგია! ვავრცელებ! წავედი :*

  4. პოსტი გაცილებით სასარგებლო იქნებოდა, მხილებასთან ერთად რჩევებიც რომ მოყოლოდა (ბოლო-ბოლო სათაურიდან ასეთი მოლოდინია) ეპილაციის არსებულ საშუალებებსა და ავ-კარგიანობაზე..ადგილობრივი ბაზრის მიმოხილვაც არ იქნებოდა ურიგო…

    პ.ს. ჩემი ჭაღარა რა გულში ჩაგრჩენიათ?
    პ.პ.ს. თმიან ხალხსაც არ ესალმებით? 😀

      • ჰმმ, საგონებელში ჩავვარდი… თან მინდა მოგესალმო და ამავდროულად, ფეშენფაზერის რჩევებს მივყვე და რომ არ ვიცი, იქნებ პოდაგრა გაქვს ან/და სადმე რამე თმა გარდა თავისა (და კაი ჰა, წარბისა)?🙂

    • ცუდია, რომ მამაკაცის იმედად ხართ მაგ საკითხებში🙂
      რა უნდა გამერკვია, რა ღირს ნორმალური პინცეტი? არ ჯობს პუტალკებში თავად ერკვეოდეთ?🙂
      ეპილაციის არსებულს საშუალებებზე დარწმნებული ვარ, ამ ზემოთხსენებულმა ობიექტებმაც კარგად უწყიან, ვთვლი, რომ მათი გამოყენების შეხსენება უფრო კარგია, ვიდრე ის, რომ სალონები შემომერბინა იმის ძებნაში სად რა ჯდება ეპილაცია. მთავარია სურვილი, თორამ გამოსავალს ყველა ქალი ნახავს. აგერ, ბებიაჩემის თაობა თურმე ძაფით იქნიდა თმას🙂 (რა ღირს ძაფი გავარკვიო?🙂
      მთავარია, სურვილი და კიდევ ის, რომ ის 15-50-150 ლარი შესაძლებლობის მიხედვით არ დაგენანოთ🙂 შედეგი ყველა ეპილაციას ერთი აქვს, თმა აღარ არის🙂
      თმიანებს შეიძლება ვესალმები კიდეც, მაგრამ ასეთი საბადოს აღმოჩენის შემდეგ “ზატო სული აქვს ლამაზიმდე” ვეღარ მივდივარ🙂

      • ლაზერული ეპილაციის გაკეთება მინდა ბიკინის ზონაში. ძალიან დიდი ხანია. მაგრამ თუ ხელფასი 200 ლარი გაქვს, 150 ლარს მაგაში ვერ მისცემ :))

        საულვაშე ღირს ძალიან იაფი, თორემ ბაკები _ ოოო. ფეხებიც_ ოოო. იღლიები და ბიკინიც _ ოოო. სავარაუდოდ, იმ გოგონებს ურჩევნიათ, ჰქონდეთ თმები თუნდაც შესამჩნევ ადგილებში, ვიდრე არ ჰქონდეთ სახლიდან გასასვლელი ფული მომდევნო თვის განმავლობაში.

        რაც შეეხება იმ აზრს, რომ იმიტომ არ ზრუნავენ თავის თავზე, რომ არ უნდათ და თავი ისედაც ლამაზები ჰგონიათ. ქამოოოონ! აჩუქეთ აბა ლაზერული ეპილაციის აბონიმენტი თუ არ გამოიყენებენ :))

      • ნწ ნწ ნწ… პრინციპში, მართალი ხარ! რატო უნდა გამოგეკვლია თბილისის ეპილ-სალონები და მათი პრაის ლისტები, კაცებს ხომ არ გჭირდებათ ეპილაცია და თავის მოვლა❤

      • უპს, აქ უნდა ეწეროს ჩემი ქვედა პოსტი😀

      • ვეთანხმები სვითის და ანინას,
        ამ პოსტის ავტორი არ ვიცი და ზოგადად მეტისმეტად პრეტენზიული მამრების ჭკუაზე რომ ყველაფერი გააკეთოს ქალმა 400 კი არა, 4000 ლარი არ ეყოფა, ამიტომაც არიან ძალიან ფულიანი მამრების ცოლ/საყვარელ/შეყვარებულები განსაკუთრებულად კარგ ფორმაში და დანარჩენები – ისე, როგორც შეუძლიათ.

        ეპილაცია, რომელიც ასე ხელწამოსაკრავად ადვილი გგონიათ, საშუალოდ 200-600 ლარი ჯდება და 2-3 თვეში ერთხელ გამეორება ჭირდება. ცალკე საკითხია ის, რამდენად მავნეა ორგანიზმისთვის (ააქტიურებს ყველანარირ ნეგატიურ პროცესს და არარეკომენდებულია მათთვის, ვისაც წინაპარში კიბოიანი ჰყოლია, ან თუნდაც პოლიკისტოზისკენ აქვს მიდრეკილება. სამწუხაროდ ამას არავინ ამოწმებს და 20 წლის შემდეგ შუახნის ქალბატონებში რომ დაავადებათა სტატისტიკა გაიზრდება, დიდი შანსია, სოლარიუმში შებრაწვის და ლაზერის ქვეშ ბევრჯერ გატარების ბრალი იყოს)

        ვოლფრამის ნემსით საათი 20 ლარი რა გგონიათ, იაფია? და რამდენი საათი უნდა რამდენიმე კვადრატული სანტიმეტრის გასუფთავებას? რამდენჯერ მისვლა და რამდენი დროის დაკარგვა?

        აა, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს? და რისთვის, რომ რომელიმე ბანჯგვლიან მამრს წარუდგინო შენი ათასებდახარჯულ-გაპუტული სხეული?

        რასაკვირველია, არ ვგულისხმობ, რომ ის, რაც სიმახინჯეში გადადის და მცირე თანხით შეიძლება აღმოიფხვრას, არ უნდა გააკეთოს ქალმა/კაცმა. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები რაა, თვალს მაინც აარიდებ და აი ოფლის სუნს რას უზამ?

        მაგრამ მეორე უკიდურესობა, რაც მანიაში აქვთ გადასული საქართველოში (ევროპაში 99% ფეხზე ეკიდა, გოგოსაც და ბიჭსაც, ზაგარიც, ზედმეტი წონაც, ზედმეტი ღინღლიც და აუპუტავი ხელფეხიც) ორივე სქესის წარმომადგენლებს და ეს ზღვარგადასული მოთხოვნები რატომღაც მარტო გოგოებზე ვრცელდება – არ მიმაჩნია ნორმალურად.

        მთავარია იყოს სუფთა (კბილგამოხეხილი, იღლია და სხვა ადგილებდაბანილი, ტანსაცმელგარეცხილი და თავფეხდაბანილი), იმის იქეთ, არავის საქმე არაა, ხელზე ბალნით ივლის თუ საულვაშეზე ყანით. ჯერ საკუთარ ღიპებს და გულზე ბანჯგვლებს მიხედონ ზოგიერთებმა😉

        პ.ს. და არა, არ ამეწვა, უბრალოდ მხოლოდ ცხვრისკენ ნათქვამი პსოტები არ მიყვარს, ერთი მგლისკენაც ვთქვათ😉

  5. sheidzleba epilacia iafi araa, magram ghrma echvi makvs rom kvirashi erthel ganahlebad golden rose-is nacarms tu mholod tushamde daiyvan 2 tveshi shedzleb eleqtro-epilacia gaiketo an epilatori sheidzino. am jishis carmomadgenlebi chemi warmodgenit sakmao tanhebs harjaven sHvadasHva shHam-qimikatebze, rogorc cesi aqvt sashualoze dzviradghirebuli teleponebi..

    ravizi ra : |

  6. Putalkis magivrad sxva sityva wavikitxe:D p.s.ramdenadac me gamigia lazeruli epilacia sazgvargaret ufro iafi jdeba,vidre tbilisshi.

  7. მსუქნების გამოსარჩლება გადავწყვიტე, თვალი შეეჩვია თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ არ მაღიზიანებენ შარვლებში და ვიწრო მაისურებში გამოტკვარცული მსუქნები, ამაყად რო დაატარებენ თავიანთ დოვლათს, პირიქით მესაყვარლებიან კიდეც ისეთი თვითრწმენა აქვთ.

    თუ არაესთეტიურად და ვულგარულად გამოიყურება სხვა საქმეა ეს არც გამხდარს უხდება და არც მსუქანს.

    წინა სტატია მეც გაცილებით უფრო მომეწონა, :)))) აქ ზედმეტი ირონია და ნაკლები კეთილგანწყობა, ქართველი ქალებისადმი, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისისნი . :))))))

  8. ავტორს ვეთანხმები, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი გამაღიზიანებელია, მაგრამ ასეთები მხოლოდ საქართველოში როდი არიან, ეს უფრო გლობალური მოვლენაა🙂

  9. aseti gogoebi msoflios yvela kutxeshi arian.
    bevri movlilic dadis “saqarTveloSi” da ar aris sachiro “samarko nishani qartveli” da aseti epitetebi😉 erovnulobaze aqcenti arasworia

  10. გეთანხმებით, ეს მარტო ჩვენი პრობლემა არაა. ჩემი კურსელების უმეტესობა საფრანგეთში იღლიასაც კი არ იპარსავდა, სხვა რამეზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, რა საჭიროა, კანისთვის არის ცუდი და გამაღიზიანებელიო და დადიოდნენ ასე აბიბინებულები:)
    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს რეალობაში ზოგი საოცრად არაესთეტიური შესახედია, ვისაც როგორ უნდა ისე იაროს! დარწმუნებული ვარ ავტორის მიერ აღწერილი გოგონები პოულობენ სასურველ მეორე ნახევარს და ცხოვრობენ სიამტკბილობით🙂

  11. hm
    sainteresoa me ratom ar gamagiziana am postma?

    xelfasi sul ragac 400 lari maqvs, magram vaxerxeb sxeulze zedmeti tmebi ar mqondes da ise gamovikurebode rogorc axalgazrda qals sheefereba🙂

  12. მე ვიცი რომ თუ რაღაც გინდა, აუცილებლად გააკეთებ. გეთანხმებით რომ ბევრს შეიძლება არ ჰქონდეს ლაზერული ეპილაციის ფული, მაგრამ არსებობს ალტერნატიული საშუალებები, მაგალითად პინცეტი, ან ვოქსი, რომლის დამზადება სახლის პირობებშიც შეიძლება. ან სულაც ნემსით ეპილაცია, მგონი საათში 20 ლარი ღირს. უბრალოდ როცა გკიდია, ზედმეტად თავს არ იწუხებ. ჩემი ხელფასი მაგალითად საშუალოდ 400 ლარი იყო (ნაკლებიც ამიღია :დ) , მაგრამ იღლიის ეპილაციის გაკეთება იმდენად მინდოდა, რომ უპრობლემოდ ვახერხებდი ამისთვის “ფულის გადადებას” . მოკლედ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გინდა. მაისურის ოდნავ ქვემოთ ჩამოწევას მაინც არაფერი უდგას წინ და თუ კი არ გაწუხებს და არ გერიდება წელიდან და მუცლიდან ბაობაბის გამოჩენა და ულვაშებში ნაზად იღიმი, მაშინ ასე მგონია ეს პოსტიც უნდა დაიკიდო და გაატარო.

  13. ჰაჰაჰაა, რამოდენიმე დღის წინ ერთ–ერთ სავაჭრო ცენტრში დავსეირნობდი, სვოჩის სათების განყოფილებაში კლიენტების ნაკლებობით მთქნარებააყოლილ გოგოს წინ სარკე დაედო და თითებში უცნაურად გაბმულ ძაფს ორივე ხელით ტუჩებთან გადაატარებდა და გადმოატარებდა. თან ისე იმანჭებოდა, ცოტა ხანს შევყოვნდი და კინაღამ დახმარება შევთავაზე. მერე კვლავ მედგრად გააგრძელა სილამაზისთვის მსხვერპლშეწირვა🙂

  14. me vfiqrob rom am yvelafers swavla unda da es adamianebi iset garemoshi izrdebian sadac am kulturas ar unergaven.. amashia problema.. vigacam unda aswavlos🙂

  15. ყველა ეს დეტალი, რაც აქ არის გარჩეული, არ გამორჩენია ჩემს ქალურ, მახვილ თვალს. უკანასკნელ სიტყვებს, საშუალება რომ იყოს, ხაზს გავუსვამდი! ქ ა ლ უ რ ი მახვილი თვალი.
    ავტორი ისეთი გათვითცნობიერებულია არსებულ საკითხებში, ერთი ორი კარგი რჩევაც ეცოდინება ტრაკიდან ბუნდღლის გამოპუტვაში და გაგვიზიაროს, რაღა :დ

    აქვე აღვნიშავ, რომ ფეშენ ფაზერისაგან, ცოტა მეტად კაცური თვალსაწიერიდან დანახულ პრობლემებს მოვისმენდი, ვიდრე ისევ და ისევ ქალური გადმოსახედიდან.

    არა, კაცებიც, ალბათ, გარკვეულწილად ამჩნევენ მსგავს ნიუანსებს, მაგრამ განხილვა მეტად ფემინური გამოუვიდა…

    კაცები ვ სტუძიუ პაჟალსტა…

  16. მათ მოფერებით „სპილოებს“ ეძახიან და მასიური იერიშების დროს გამოიყენებიან. სპილოებს ბავშვობიდან ასუქებენ სპეციალურად გამოყოფილ მოსასუქებელ დაწესებულებებში და დაახლოებით 13 წლიდან ფრონტის ხაზზე უშვებენ. მათი დამახასიათებელი ნიშნებია სიმსუქნისგან ფორმა დაკარგული სხეული, რომელსაც პრინციპულად ცოტა ტანსაცმელი ფარავს.(ზოგადად, სრული აღნაგობა არ არის პრობლემა. პრობლემა ჩაცმულობაა, რომელიც ყველა დეტალს (ნაკლს) უსვამს ხაზს. განსაკუთრებით ელიტური „სპილოებისთვის“ მხოლოდ ზედმეტი წონა არ არის დამახასიათებელი. მათ კომპლექტში მოყვებათ ის ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

    ძალიან დაბალი დონეა. აი კაცი რომ გადედაკაცდება ეგეთი ტიპის დაწერილს ჰგავს :)))

  17. რა უცნაურია. ეს ყველაფერი ავტორმა თბილისში ნანახით დაწერა?
    არც გოგოების სიმსუქნე, არც მოუვლელობა არაა თბილისის სავიზიტო ბარათი. მიკითხვისნიშნებული, გაჩხინკული ან ღიპიანი, მოუვლელი, უგემოვნოდ ჩაცმული, “ფეხემზემკიდიასამყარო” სიარულის მანერით და სინამდვილეში დაკომპლექსებული ბიჭებითაა სავსე. ამაზე ვინ დაწერს?

  18. au es aris unicho sarkazmi, davit dzvirfaso gaitvliswine sarkazmis aseti donit gamoyeneba mit
    magaria mit shemawuxebeli da didi mashtabebis aris pobema razec wer, magram erti-ori gamagizianebeli subieqtis gamo anu gadausvem qartvel qals xazs, imitom rom martla dzalian bevri lamazim geomvnebian da movlili qalbatoni dads tbilishi. mere nu gagikvirdeba rom agresias iwvevs sheni posti da modi nu ityvi vishic agresia gamoiwvia chemi postis gmiriao eg tavis motyueba ikneba sheni mxridan🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s