საშემოდგომო მუზა გამოძახებით


თბილისში უეცარმა აგრილებამ, გამახსენა რომ მალე შემოდგომა მოვა. ჰოდა საშემოდგომო სამზადისი, შემოდგომის დადგომამდე იწყება. შევეცდები გავიხსენო ყველაფერი რაც შემოდგომის გრილ დღეებს გაგვიხალისებს (ცხელი ჩაის, ვაშლის ღვეზელის და ა.შ გარდა :დ)

შემოდგომა ჟაკეტის გარეშე ვერ წარმომიდგენია, საშუალო სისქის, ოდნავ თავისუფალი, თბილი ფერის ჟაკეტი, შეიძლება ითქვას იდეალურია. მის შიგნით გემოვნების მიხედვით ნებისმიერი რამის ჩაცმა შეიძლება. ხშირად ქურთუკის ნაცვლადაც ვიყენებ.

პირადად მე, კუბოკრული პერანგების დიდი მოყვარული ვარ, ჯინსებზე (და არამხოლოდ) იდეალურია. ასევე ძალიან მომწონს და წელს საკმაოდ აქტუალურია ჯინსის პერანგი, რომელიც უმჯობესია განსხვავებული ფერის ჯინსებზე ჩავიცვათ ( თუ მაინც და მაინც ჯინსებზე ვიცვამთ :დ).

სადა,  ვიწრო, ან სწორი ჯინსი,  თითქმის ყველაფერს უხდება, ასე რომ ნამდვილად სარფიანი შენაძენია.

ჰო, ვიცი, ბევრი არ წყალობს “უთო” ფეხსაცმელს, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, ასეთი სტილის ფეხსაცმელი, პოპულარობის ზენიტშია :დ ჰოდა ჩემი გრძნობებიც დათბა მის მიმართ. თანაც, ჩემი დაკვირვებით მსგავსი ფეხსაცმელს, ფეხს ძალიან ალამაზებს და აგრძელებს (ვიზუალურად რა თქმა უნდა :დ) + კომფორტულია და ყოველდღიურად მარტივია მისი გამოყენება. მეორე ვარიანტი არის ოქსფორდი, გარდა იმისა რომ ძალიან ლამაზია, ასევე საოცრად პრაქტიკულია, თამამდ ვიტყოდი რომ  ნებისმიერ ამინდში შეიძლება ჩაცმა და კაბიდან დაწყებული, ჯინსის შარვლით დამთავრებული, ყველაფერს უხდება.

ტევადი ჩანთა, “გადაიკიდე და წადი” ასე დავარქმევდი მე🙂

ყუთ-ქლაჩი, ხშირად არის მომენტები, როდესაც სადმე მიდიხარ და ერთადერთი რისი წაღებაც გჭირდება, მობილური ტელეფონი და ფულია. დიდი ჩანთის თრევა უაზრობაა, ჩვეულებრივი ქლაჩის ტარება  მეზარება ხოლმე. ასეთი სტილის ქლაჩი, პატარაა და ხელში ძალიან მარტივად გიჭირავს, არ გაწუხებს🙂 მოკლედ, ერთი მაინც უნდა გქონდეს.

სამაჯურები ძალიან მიყვარს, ვინაიდან შემდგომაზე ძირითადად გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი გვაცვია, უაზრობა მგონია მათი გაკეთება. ასე რომ ბეჭდებს და ყელსაბამებს მივეძალოთ. სამკაულები ჩაცმულობას მეტად საინტერესოს და ინდივიდუალურს ხდის.

მუქი ფერის ლაქი, ვფიქრობ შემოდგომას ძალიან უხდება, ფერადი და კვასკვასა ლაქი, ზაფხულში დავტოვოთ.

ჰო და კიდევ ერთი აუცილებელი რამ, ნატურალური ტუჩის ბალზამი, იმისათვის რომ ტუჩები არ გამოშრეს და ბედნიერად განაგრძონ ჩვენს სახეზე არსებობა.

იმედი მაქვს, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, საშემოდგომო მუზა გეწვევათ🙂 სასიამოვნო და გრილ კვირას გისურვებთ ყველას. ♥

28 thoughts on “საშემოდგომო მუზა გამოძახებით

  1. ჟაკეტები❤ ❤❤ უთოები ვერა!🙂

    საშემოდგომო სამზადისს რომ ვიწყებდე, დავამატებდი რამდენიმე პუნქტს:

    1. შარფი, ჩემთვის განუყრელი აქსესუარი ზემოხსენებულ სეზონზე
    2. ბოტები და საწვიმარი სამოსი ფეშენ ქოლგის თანხლებით🙂
    3. ქუდები ვისაც იზიდავს და უხდება, კარგი დროა საკეკლუცოდ
    4. მაკიაჟიც დაამშვიდოთ
    5. სუნამოებიც შევათბოთ 🙂

    არადა 'პლაჟიდან' დავბრუნდი, ქვიშიანი და რა უცნაურად მომახვიეთ შემოდგომის სურნელი.❤

  2. my style<3
    უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ეს ჩემი სეზონია (სანამ აცივდება ხოლმე)
    უთოებს ვერ ვხმარობ მხოლოდ🙂
    ქუდები, შარფები, ჟაკეტები-მიყვარს

  3. ,,უთო” ფეხსაცმელი ვერ დავამუღამე ჯერ, სხვაზე მომწონს, ჩემზე არა,ჯერ სიარული უნდა ვისწავლო ალბათ: )))
    ჟაკეტი, ლეგინსი და წვიმიან ამინდში ბოტები<3

  4. ჰო, ჯერ-ჯერობით მეც არ ჩამიცვამს მსგავსი სტილის ფეხსაცმელი, მაგრამ შორიდან მომწონს.

  5. უკვე გამოვწერე მარტენზები, უფრო ზამთრისთვის, ნაგრამ არც შემოდგომაზე დამიშლის ჭკუა. მარტენზები ფერადი კოლგოტი, ფარტხუნა მუხლამდე კაბა და ბერეტი. აი ჩემი საშემოდგომო განწყობა

    • აჰა, მეც მოკლე ფრჩხილებზე უფრო მომწონს, გრძელზე კლანჭებივითაა

  6. იშვიათად ნუ წერთ პოსტებს :))))

    ჟაკეტი ჩემი სუსტი წერტილი, რის საყიდლადაც არ უნდა წავიდე ერთი ჟაკეტი აუცილებლად მომაქვს..

  7. ვაიმე, ჩემს გულში ზიხარ, რახანია დავიწყე თვალიერება ორიგინალურ ჟაკეტებს ვეძებ, მოკლეებს, გრძელებს, ვგიჟდები მოქსოვილ ნაწარმზე, ქსოვაც დავიწყე, მაგრამ ჩემს რეჟიმში შემოდგომა კი არა მომავალი ზაფხული მომისწრებს…

    • პირიქით ხო არა?
      რაც ეს ბლოგი არსებობს თააჯმიმ იუმორთან შეჭიდება დაიწყო. წიპა ლუი ვიტონის კოლექცია ყლოლ პოსტი იყო, იმენნა ყყყლლლლოოოლ.
      აქვე ვაღიარებ, საკუთარ თავზე დიდწარმოდგენიანი კიკიმორები თააჯმის თამადობით არ მევასებიან.

      • gadaxet taa.ges dzvel postebs da mere ukve fashionmotherebis arsebobis dgidan axlebs, mixvdebit vin vis badzavs:)))

    • საერთოდ რა შუაშია თააჯი, მაგას კი არ აქვს ქოფირაითი მსგავს პოსტებზე. ნებისმიერ ბლოგზე, რომელიც მოდაზე წერს, მოიძებნება მსგავსი სტილის პოსტები.
      უბრალოდ თააჯი ყველაზე ცუდი მაგალითია.

      • ici ra aris me am shemtxvevashi taa gamaxsenda imitom rom pirvel postshi masze ragac minishnebeb wavawtdi, torem fashion blogebi chemi saqme araa😛

  8. მაინც ჩამქოლეთ ხო? ოკ
    ნუ აჟიტირდებით ასე ერთბაშად სათითაოდ დამესიეთ🙂
    მე ძალიან მომწონს ეს ბლოგი, თავისი სიმწარის გამო, იმის გამოც რომ თააზე აღებული გეზი შეიცვალა, მაგრამ ესეც თუ რიგირთი მასთჰევ-პოსტებიანი ბლოგუშკა გახდა ნამდვილად არ მესიამოვნება, ვერ ვიტყვიი თაას აქტიური მკითხველი ვარ მეთქი ფოტოებს უფრო ვათვალიერებ, მოდა ჩემი გატაცების სფეროს არ შეადგენს, უბრალოდ ასე მომეჩვენა და ჩემი აზრი გამოვხატე, რა თქმა უნდა იმათ უკეთ იცით ვინც დღედა ღამ იქ სხედხართ ამიტომ ვერ შემოგედავებით🙂🙂

  9. რა წამხედურები ხართ! ვიღაცასთან რომ მოვა შემოდგომა, კი არ ნიშნავს, რომ თქვენთანაც ფოთოლცვენაა! :))))))

  10. გნახავთ თქვენ თავწაკრულებს სათითაოდ, მერეც იტყვით არ ვბაძავთო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s