შხაპის გელების მიმოხილვა


მიხარია, რომ ბლოგის რჩევები თვქვენთვის გამოსადეგი აღმოჩნდა. დღეს ვისაუბუთ შხაპის გელებზე.

რა თქმა უნდა, ყველა მათგანი, რომელთაც დღეს გავუწევ რეკომენდაციას, გამოცდილი და მოწონებულია ფეშენმაზერის მიერ🙂

მე პირადად, აბაზანის თაროზე უნდა მქონდეს ბევრი შხაპის გელი სხვადასხვა არომატით.
საერთოდ დავაკვირდი და ძირითადად თავის მოვლის ატრიბუტიკა სჭარბობს ჩემს “სათავსოში”, დეკორატიული კოსმეტიკა – პირიქით, მონაზვნის კოსმეტიკურ ჩანთას ჰგავს.

რა საჭიროა ბევრი შხაპის გელი?
უნდა მქონდეს ბევრი და აგიხსნით რატომ. მე ვარ ადამიანი, რომელიც სიცივეების დადგომისთანავე ხდება პასიური, ნახევრად ცოცხალი არსება, რომლის გამოცოხლება შეუძლია მხოლოდ ცხელ შხაპს და გემრიელი სუნის გელს. მაგალითად შოკოლადის, ვანილის, ფორთოხლის.
ზაფხულში კიდევ პირიქით, გრილი სუნის გელები თითქოს უფრო აცოცხლებს კანს.
ჩამოგითვლით ჩემს საყვარელ შხაპის გელებს და იქნებ თქვენს თაროზეც დაიკავონ საპატიო ადგილი და ერთგულად გეამხანაგონ წელიწადის ნებისმიერ დროს.

L’OCCITANE

გადასარევი შხაპის გელი, რომელსაც ააქვს ზეთოვანი სტრუქტურა და არაჩვეულებრივად ატენიანებს და ასუფთავებს კანს. გამოყენების შემდეგ, კრემის წასმა არაა აუცილებელი იმდენად კარგად ანოტივებს კანს.

ასევე, ძალიან კარგი გელი ჰქონდათ ყურძნის, რომელიც იყო ბესტსელერი და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მოხსნეს წარმოებიდან.

გადავიდეთ Bodyshop -ზე

ბოდიშოპს აქვს სეზონური არომატის საშუალებები,არის ხაზი რომელიც მუდმივად აქვთ.
ყველა შხაპის გელი არის ძალიან კარგი, არაჩვეულებრივი არომატის და თავის დანიშნულებას ხუთიანზე ასრულებს.

გრეიპფრუტის

ქოქოსის

მანგოსი

Philosophy

გემრიელი არომატით

ვანილის სურნელით

ორივე შეგვიძლია შამპუნადაც ვიხმაროთ, სიმართლე გითხრათ არ მიცდია, არ მჯერა ამ 3-1 ეფექტის, ვხმარობ მხოლოდ შხაპის გელად.

Aveeno

ძალიან პატარა ნაწილაკები მოყვება, ალბათ სკრაბის ეფექტით, მაგრამ არანაირად არ მუშაობს(როგორც სკრაბი), ხოლო როგორც გელი არის ძალიან სასიამოვნო


avalon organics

ძალიან კარგი საშუალება, სქელი, ეკონომიური, არაჩვეულებრივი არომატით.


იმედია, ეს პოსტი თქვენთვის ცოტათი მაინც სასარგებლო აღმოჩნდა.
გრილ  ზაფხულს გისურვებთ.

12 thoughts on “შხაპის გელების მიმოხილვა

  1. ერთი თავხედი რჩევა კიდევ ))) ორსულობისას გულს მირევდა ყველანაირი ტკბილი,ცივი თუ ნარნარი სუნი. ყველანაირი პარფიუმერია. ერთადერთი რაც ეგეთ დროს მესიამოვნა იყო ივ როშეს ბამბუკის დუში გელი. ასერომ ვინც მსგავს ტოქსიკოზში იმყოფებით🙂 სცადეთ.
    მწვანე ტოტს რომ გადატეხავ და რაღაცნაირი fresh სუნი ამოვარდება, ეგეთი აქვს, პარფიუმერიის სუნს არ გავს.
    პ.ს. ზოგადად ივროშეს დიდი მოყვარული არ ვარ

  2. ბავშვის საპნებს რომ მიაყოლებთ, მეც დამიძახეთ😦
    როგორ უზომოდ მიყვარს სურნელოვანი შხაპის გელები! აბაზანაში ჩემი ადგილიც აღარ მქონდა ერთ დროს, იმდენი გელი მეწყო, მაგრამ ალერგია გამიჩნდა. მას მერე ვბანაობ ან ბავშვის, ან უსუნო და უფერო და უბედური საქართველოს დროინდელი “უ” ნამცხვარივით უყველაფრო PH ნეიტრალური გელებით :((((((

  3. მეგობრებო, ამ შხაპის გელებს იწერთ? თუ აქ იყიდება სადმე? შეგიძლიათ მასწავლოთ სად ყიდულობთ?🙂

    • ფილოსოფის ყველანაირი პროდუქცია დევს ხოლმე სეფორაზე და ამაზონზე

  4. ლუტეციაში პრადას შხაპ გელი 49 ლარად იყიდებოდა 2–3 კვირის წინ
    ვერ გამოვზიდე სამწუხაროდ, 3 დღეში მტავრდება აქციაო, მაგრამ 1 ცალი ვიყიდე და ვტკბები🙂

    ზოგადად მე არ ვხმარობ ასეთ შხაპ გელებს, მხოლოდ კონკრეტული სუნამოების შხაპ გელებზე მაქვს ორიენტაცია აღებული, მართალია სილით ნაბანავებზე სარამოს ის სუნი არარ აგდის – მაგრამ ჩემს ჭიას მაინც ვიხარებ

    ხოლო თუ ფული არ მაქვს გარკვეულ ეტაპზე – პალმოლივის სკრაბ გელით – არომატერაპია – ლურჯით – ვკმაყოფილდები ხოლმე😦😦

    • ვაიმე რამდენი შეცდომა დამიშვია🙂 თან გავრბოდი და თან ვწერდი🙂

  5. L’OCCITANE შევიძინე duty free-ში, სახის კრემი და ტუჩის ბალზამი, საოცრად კმაყოფილი ვარ. მშრალი კანისთვის არის ძალიან კარგი.

    შხაპგელებს რაც შეეხება, ხან რას ვხმარობ, ხან რას, ეხლა ყავის არომატზე ვარ ჩაციკლული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s