ფეშენფაზერის რჩევები.


ფეშენობა მარტო მაზერებს არ შეუძლიათო- ნათქვამია. ფაზერებსაც გაგვეგება რაღაც. პირველ რიგში, მაინც მაზერებს მინდა მადლობა გადავუხადო, რომ მათსავე გვერდზე თავად მდედრობით სქესს გავაკრიტიკებ.

მოკლედ, პირობითად- დავითი.

შეიძლება, ამ ბლოგის ავტორებიდან ჩემს კრიტიკაში თავი ვერავინ ამოიცნოს (ვეტენები მაინც), მაგრამ დამერწმუნეთ, ბევრ საკუთარ წარმოსახვაში ფეშენისტას გულზე მოხვდება.

თავიდანვე გაგაფრთხილებთ, თქვენი არ იყოს, ეს პოზა თუ მდგომარეობა მამაკაცებისთვისაც საყვარელია. ჩვენ გაკვირდებით.

მაინც რა არ მოგვწონს მამაკაცებს?  რადგან ჟურნალების თვალიერებაც კი უკანა ყდიდან მიყვარს, მეც ფეხებიდან, კონკრეტულად კი ფეხსაცმელიდან დავიწყებ.

ზაფხულია და რა თქმა უნდა, ღია ფეხსაცმელს-სანდლებს შევეხები. ღმერთო ჩემო, იყიდეთ თქვენი ზომა ფეხსაცმელი. არც განიერს მიეძალოთ მაინცდამაინც, (განსაკუთრებით ქუსლიან განიერებს) თორემ ბევრჯერ შემინიშნავს, რამდენი ებღაუჭება ასფალტს ფეხის თითებით ( ისინი, ვისაც უტყდებათ მაინც, რომ ფეხსაცმელიდან პრიმატისებრი თითები აქვს გადმოცვენილი). ზოგს კი ჰკიდია და ამ ჩვენს მადლიან მიწას ასევე მადლიანად და არხეინად ფხანს.

ბევრი ვიტანჯე, რომ გუგლში საიჭირო ფოტოები მომენახა. არა იმიტომ, რომ მასალა არ იყო, არამედ იმიტომ, რომ მართლა ძალიან მძულს გადმოყრილი თითები!

თვალსაჩინოებისთვის, რა ვიგულისხმე:

მიხედეთ პედიკიურს. ფეხი არ არის ხელი, რომ მანდაც გეპატიებოდეთ ყანწივით ფრჩხილების მოშვება (თუმცა, მანდამდეც მივალ). ხანდახან მგონია, რომ ასეთი ქალი არ უნდა გააბრაზო.

აბა, ვის უნდა ფეხით ჩამოკაწრული ყვრიმალები?

არ დავკონკრეტდები თბილისური პედიკიურის დეტალებზე. არ მინდა ეს პოსტი მინიმუმ გულძმარვას იწვევდეს… ამიტომ, გადავალ ქუსლებზე. მაგრამ აქაც რა გითხრათ, აბა? განსაკუთრებით, რითი გასიამოვნოთ მსუქანი ქუსლების პატრონებს? დავიჯერო, არაფერი მოუგონიათ ისეთი, რომ ეს ავლადიდება ასე საქვეყნოდ არ იყოს გამოფენილი? მერედა, რა სანახავია ყოველი დაბიჯებისას ასეთი ქუსლის სანდლებიდან გადმოფლაშვა და ზედ თეთრი კოპლების წარმოქმნა?!

ხომ არსებობს ისეთი ფეხსაცმელიც, რომელსაც ქუსლის ნაწილი თხელი ტყავით აქვს დაფარული?

ან პირიქით, ისეთი ღია ფეხსაცმელი, საიდანაც თითები არ ჩანს ან ის ადგილები არ ჩანს, საიდანაც ამაყი და თავნება პოდაგრა იმზირება. მესმის, რომ თქვენთვის არსებობს ასეთი ცნება “ოცნების ფეხსაცმელი” მაგრამ როგორი მოდის უკანასკნელი კივილიც არ უნდა იყოს ის, თუ ფეხზე პოდაგრა გაწუხებთ, თქვენს ოცნებას მიმართულება შეუცვალეთ.

ეს ვიღაც სელებრითის ფეხია.

თითების დაფარვაზე გამახსენდა. მაღიზიანებს, კოლჰოტზე, გეტრზე, წინდაზე თუ რაღაც მოკლე საოცრება რომ არის, იმაზე ამოცმული ღია ფეხსაცმელი.

დაახლოებით ასეთ რაღაცას ვგულისხმობ:

ძალიან ცუდი სანახავია “თავნება ნეკიც”, როდესაც სხვა დანარჩენი თითები თავის კალაპოტში არიან, ნეკი კი ჯიუტად გარეთ მოიწევს.

სხვების არ ვიცი, მაგრამ მაღიზიანებს უთო ფეხსაცმელები. განსაკუთრებით ასეთ, ხის ძირებზე :/ მეორე მოდელს ქუსლი აქვს გარეთ გამოვარდნილი, ფატიურად 2 ინ 1 :/

გაზაფხულზე რამდენიმე თბილისელ ფეშენისტას ფეხზე ასეთი სურათი ვიხილე.


ვიღაც შეიძლება თვლიდეს, რომ ეს მოდაშია, მაგრამ რაც არ უნდა მოდური იყოს, თქვენ გვაპატიებდით ამას?

კიდევ ერთი მოკრძალებული თხოვნა: თუ მაინცდამაინც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გიყვართ, იქნებ ჯერ სიარული გესწავლათ? :/ ცუდი სანახავია დაბრეცილი “პახოდკა”.
ზამთრის მოახლოებას შიშით ველოდები, მავანთა ფეხზე წვეტიანი ჩექმები რომ დაიდებენ ბინას. ამ და სხვა კოშმარებზე ვეცდები, შემდეგ პოსტებში ვისაუბრო თუ რაღათქმაუნდა, მიმიღებთ.

შეიძლება ფიქრობთ, რომ სად ვნახულობ ასეთ ბუნების შეცდომებს. მე კი გეტყვით, რომ ყველგან. თავის დროზე- უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის გოგონებზე, შემდეგ ერთერთ საჯარო დაწესებულებაში, სადაც მუშაობა მომიწია. ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მხოლოდ თანამშრომლებთან მიწევს ურთიერთობა, აქაც არის ერთიორი ისეთი შემთხვევა პირდაპირ დაბრმავებას რომ განატრებინებს კაცს.

თუ ერთი ასეთი იაღლიში შევნიშნე, მერე ასეთებთან მისალმებაც მიჭირს ხოლმე.

პარასკევ და შაბათ საღამოს მეც იქ ვერთობი, სადაც რიგითი თბილისელები.

მომავალ შეხვედრამდე.

პატივისცემით…

40 thoughts on “ფეშენფაზერის რჩევები.

  1. შიშით აქ ვინ დააკომენტარებს.
    ეგენი არც გოგობენებს მოგვწონს, მაგრამ დაგეთანხმები რომ მინახავს ეგეთებიც და არც თუ ისე ცოტა. ე.ი ვისაც აცვია მოწონს კიდეც. კარგია თუ მიხვდებიან რომ ტეხავს ეგრე სიარული.

  2. მსუქანი ქუსლი რომ გადმოედინება სანდლებიდან,სხეულის წონა აწვება, ქუსლი სასოწარკვეთილ ყვეითელ ფერს იღებს და ხავის–ფრიიიდომ.

    კომენტარი მიკარნახა მეზობელი მაიას ქუსლმა)

  3. ვიღაც შეიძლება თვლიდეს, რომ ეს მოდაშია, მაგრამ რაც არ უნდა მოდური იყოს, თქვენ გვაპატიებდით ამას?
    :)))))))ara!

  4. დავით! ❤ ❤ ❤
    ძალიან ვიმხიარულე, რაც მთავარია ჭეშმარიტება იღაღადე ბლოგის ❤ სტილში.
    უთოები :)))) ვერ ვიტან!
    ოდნავ მოგრძო ფრჩხილიც კი ზებუნებრივ ზიზღს მგვრის, რაც არ უნდა ფეშენ ფეხზე იყოს.

  5. ზოგიერთი თითი თავისთვის, დამოუკიდებელი ცხოვრებით ცხოვრობს)

  6. ძალიან მომეწონა სტილი, კარგი ტონითაა დაწერილი, ვაფასებ.
    თითებზე, ბრაჭყალებზე და ზოგიერთ დეტალზე გეთანხმებით, მეგონა რომ მხოლოდ მე მაღიზიანებდა მსგავსი რაღაცეები.

  7. შენი მახვილი თვალების ჭირიმე მე :****

  8. ყველა ზევით ჩამოთვლილზე მეტად მაღიზიანებს, როცა ცნების მაგიერ ხმარობენ მცნებას.

    პ.ს. რაც შეეხება პოსტს, გარკვეულწილად ვეთანხმები, თუმცა არც ის მომწონს, რომ რაღაც კომპლექსების გამო არის სასტავი, ვინც ფეხებს იხარშავს გაგანია ზაფხულში. მოგნი ყველაფერს კომფორტს+ესთეტიკა სჯობს.
    რაც შეეხება პოდაგრას, სამწუხაროდ, ეგ მისი მფლობელის გემოვნებაზე ვერ მეტყველებს. პოდაგრას არ ირჩევენ :დ თან, ეგ უბედურება, ნებისმიერ ფეხსამცელში თავს იჩენს…
    პ.პ.ს. მეც არ მესმის არანაირად, რატომ ეკვეტებიან წვრი

    • პ.პ.ს. მეც არ მესმის არანაირად, რატომ ეკვეტებიან წვრილ ზონარებიან, გლადიატორის სტილის, თანაც მაღალქუსლიან ფეხსაცმელში ისე, რომ ყველა ჭუჭრუტანადან ფეხის თითი აქვთ გამოჩრილი.

      • კრიტიკულ პოსტს გამოვეხმაურები მეც. მცნების არასწორ ხმარებაზე გეთანხმებით :დ

        ფეშენფაზერის პოსტი თითქოს კარგი უნდა ყოფილიყო ძალიან აქტუალურ თემაზე, რომ არა აი ეს ჩანართები:

        “მართლა ძალიან მძულს გადმოყრილი თითები! …
        მაღიზიანებს, კოლჰოტზე, გეტრზე, წინდაზე (გაგრძელება ტექსტში)..
        თუ ერთი ასეთი იაღლიში შევნიშნე, მერე ასეთებთან მისალმებაც მიჭირს ხოლმე…”
        კიდე ბევრგან იყო ტექტში მსგავსი ზედმეტად პირადი განწყობის გამომხატველი და ქედმაღლური შინაარსის წინადადებები, რაც თითქოს ვერ გამოხატავდა ზოგადად მამაკაცების დამოკიდებულებას, რამაც მე გამაღიზიანა, რაღა დავმალო და გამიჩინა გრძნობა ” ამ ჩემს ჭაღარას ფეშენფაზერო!” ..

        პ.ს. პოდაგრა არ მაქვს :დ
        პ.პ.ს. ფეშენმაზერების პოსტები უფრო ზოგადი მიმართვისაა და გაცილებით მომწონს ხოლმე<3

  9. guls kaeshani shemomeyara ))) didixania velodebi am posts icis visganac : D

    gana cera tits ar unda cvrian balaxze siaruli ? ra misi bralia maxinji fiziologia ar uwyobs xels :S

    Heelian basanochkoze aris kveze sashineleba cin waswrafebuli titebi ro adidebs mas da exdebat paxodu :d :user:

  10. აშკარაა რომ ,მარალი ქუსლი არამარტო მაღალ განწყობაზე მაყენებს არამედ ვცდილობ მოხერხებული ვიყიდო და მუხლში გამართულმა ვიარო ყველა ჩემს ფეხთ არსებულ ფეხისამოსს ვხმარობ მშენივარდ აი ერთი კი ისე მეურჩება დავსაჯე და კარადის ქვეშ ცხრაყუთულში გამოვკეტე ,და სკოტჩიც კი გადავაკარი რომ არ ისუნთქოს

  11. ჩემი აზრით ფეშენამზერის პოსტებში ნაკლები აგრესიაა, კრიტიკა +იუმორი და ეს მომწონს პირადად მე.
    ამ პოსტში მომეჩვენა,რომ თითქოს მეტი აგრესიაა და ცოტა არ იყოს ამან გამღიზიანა.

    პირადად არ ვხმარობ მაღალ ქუსლებს და არც გადმოყრილი თითები მიზიდავს,, საბედნიეროდ ჩემს ირგვლივ ნაკლებად ვხედავ ასეთ ეგზემპლარებს.

  12. მადლობის მეტი რა მეთქმის ამდენი გამოხმაურებისთვის. 🙂
    მცნება-ცნებაზე მაპატიეთ 🙂 უნდა მცოდნოდა გარჩევა 😐
    კომენტარებს რაც შეეხება, მიხარია, რომ მთელ რიგ საკითხებში ჩვენი შეხედულებები ემთხვევა.
    ქალბატონ (ლბათ) neno-ს კი მინდა ვუთხრა, რომ პოსტი სწორედ ჩემს პირად შეხდეულებებიდან გამომდინარეობს და სამწუხაროდ, სოციოლოგიური კვლევები არ ჩამიტარებია ამ საკითხთან დაკავშირებით 🙂
    გულწრფელად ვიმეორებ კიდევ ერთხელ, მძულს გადმოყრილი თითები. ნამდვილად მიჭირს მოუვლელფეხებიან ადამიანებთან მისალმება და კონტაქტი. გეთანხმებით, რომ შეიძლება მთლიანად საკაცეთის აზრს ვერ გამოხატავდეს ეს ყველაფერი, მაგრამ თუ გარშემო ისეთებიც არიან, ვისაც მსუქანი ქუსლები უყვართ, შეერგოთ!
    არაფერშუაშია ქედმაღლობა, ხომ შეიძლება თქვენც გძულდეთ გენიტალიაზე ამოტკეცილი შარვალი? 🙂
    არ დავმალავ და მსგავსი გამოთქმებით შემკული ქალებიც არ მიყვარს. მეტიც, მირჩევნია ნეკა თითი ჰქონდეს გამოტყორცნილი, ვიდრე ”ამ ჩემ ჭაღარას” ამოსთქვამდეს 🙂
    თუ არ გესიამოვნებათ ჩემი პასუხი, მაშინ მეც მაქვს ჭაღარა. 😉 ასე, რომ ჩემსასაც 😉

    amorfatime გეთანხმებით, პოდაგრას არავინ ირჩევს, მაგრამ კოჟრებს და მაზოლებს რაც შეეხება, ნუთუ მათი მკურნალობაც ასეთი ძნელია?

    • სასიამოვნოა, რომ კრიტიკასა და შენიშვნებს ნორმალურად იტან 🙂
      რაც შეეხება შენს პოსტს და კერძოდ კი პოდაგრისა თუ კოჟრების თემას. კი, გეთანხმები, კოჟრების მოვლა შესაძლებელია და, ზოგადად, მოვლა მოუვლელობის თემა მგონი კითხვებს არც ჰბადებს. მგონი, ყველა დაგეთანხმება, რომ მოუვლელი, ძუნძგლიანი და ალაგ-ალაგ ლაქ გადაშორებული (ქვევიდან რომ ძველი ფენა სხვა ფერის ლაქი მოსჩანს) თითებიანი ფეხი არავის მოეწონება. თუმცა, შენს პოსტში გაციელბით მეტი მოთხოვნები იყო, თითქოს, დაყენებული ქალების მიმართ. სამწუხაროდ, ყველას ვერ აქვს ლამაზი და შენ რომ გესიამოვნება, ისეთი შესახედი ფეხები. ბევრს გაუგებრად გრძელი აქვს რომელიმე ფეხის თითი. რა ჰქნან, სულ დახურული ფეხსაცმელი იხმარონ? ან პოდაგრიანებმა რა შესცოდეს მოდას? ჩემის აზრით, მთავარია მოვლა და ფეხსაცმლის სწორად შერჩევა (რომ ასფალტი არ ფხოჭნო).
      პ.ს. აქ განხილული არცერთი საკითხი პირადად არ მაწუხებს :)) ან როგორ შემაწუხებს, მინიატურული ფეხის ზომა მაქვს, რომ მოვინდომო, მაინც ვერ მოვახერხებ ასფალტს მოჭიდებას.

    • თქვენი საქმის თქვენ იცით, მაგრამ ეს ბლოგი უფრო ზოგადი რჩევებისა და ტენდენციების, ასევე რა ჩავიცვათ და რა არა და სხვათა სარჩევადაა შექმნილი ასე თუ ისე საკითხში გარკვეულ ადამიანთა ჯგუფის მიერ.. და ვინმე დავითის ძალიან პირადი და საკმაოდ არაკორექტული აზრები რომ საინტერესო იყოს, მსგავსი ბლოგების მეტი რა არის?

      მითუმეტეს, მიმოხილვას აი ასე იწყებთ:

      “მაინც რა არ მოგვწონს მამაკაცებს? …”

      რა ვიცი აბა, მაინც დავპოსტე რასაც ვფიქრობდი.. გულებს აღარ ვსვამ ხოლმე, სადაც არაფერს ვწერ, თითქმის ყველა პოსტი მომწონს :დ

      პ.ს. ამ ჩემს ჭაღარა-ში აი დარდი ვიგულისხმე და არ მეგონა ძალიან უზრდელური თუ იყო, ნუ ადამიანთან პოდაგრას გამო არ მისალმებაზე მეტად მაინც 🙂

  13. აბსოლუტურად მართალი ხარ,მაგრამ რაში ვერ გეთანხმები იცი?საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ,თითებით რომ ებღაუჭებიან ასფალტს(:დ) ეგ იმიტომ,რომ ცურავს ფეხი:( რაც უნდა შენი ზომა იყოს მაინც

      • ფეხის “მოცურება” არასწორად შერჩეული ფეხსაცმლის ბრალია. ცუდი “კალოდკა” რომელსაც აქვს, იმაში გიცურდება ფეხი. პლუს, თუ მაღალი ქუსლი აქვს ფეხსაცმელს და თან წვრილი ზონარები, სასურველია, ძირზე (სადაც ფეხი ეხება) არასრიალა მატერია ჰქონდეს.

      • კიდევ არსებობს ფეხსაცმელზე დასაწებებელი სპეციალური რაღაც სტიკერისმაგვარი თხელი ფირფიტები, რომელიც “ატორმუზებს” ფეხს :დ ფაქტიურად ფეხის ტორმუზია 🙂

  14. me sandlebi & flip-flopebi tbilishsi arasdros macvia, ragac araesteturi mgonia rodesac fehis titebi chans. mezizgeba, mdzags , rodesac arasimetriuli & uformo & manqanagadavlili titebis demonstirebas ahdenen. tumca dzalian lamazi titebi makvs & momcons rom vuyureb ❤ ushno rom iyos amputacias gaviketebdi)))

  15. წინდებზე ღია ფეხსაცმელი მე ძალიან, ძალიან მომწონს და ჩამქოლეთ თუ გინდათ:) ოღონდ, ჯერ ერთი, სპეციალურ წინდებზე (Falke-ს სპეციალური წინდაა ზედა სურათში) და არა ბაზრობის გეტრებზე, მეორეც მხოლოდ და მხოლოდ თხელ ფეხებზე. მამაკაცს კი არათუ წინდაზე ღია ფეხსაცმელს, საერთოდ ღია ფეხსაცმელს არ ვაპატიებ! (გამონაკლისი მხოლოდ საზღვაო კურორტია) კიდევ ერთი კოშმარი – მამაკაცის შიშველ ფეხზე ფეხსაცმელი! ამისთვისაც არსებობს სპეციალური უხილავი წინდები, სხვათა შორის, და დროა კაცებმა ეს გაიგონ. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ პოსტში ბევრ რამეზე გეთანხმებით, მამაკაცებიც არანაკლებ სცოდავენ, ზაფხულში განსაკუთრებით:)

  16. “თქვენ გვაპატიებდით ამას?” – ააააააა, რამდენი ვიცინეე. მე პირადად გაპატიებ, ოღონდ წინდა სუფთა იყოს, ვიყოთ ასე 50 წელს გადაცილებულები და ოცნების ვექეიშენზე მივემგზავრებოდეთ პენსიის ჟამს :)))))

  17. ჩვენ, ქალები, ჰაეროვანი არსებები უნდა ვიყოთ ყველა, იდეალური თითებით და მიზიდულობის ძალას არ უნდა ვემორჩილებოდეთ, ესთეტიური გრძნობები რომ არ შევულახოთ ხალხს დახურულ ფეხასაცმელში უნდა დდავიხრჩოთ აბა რა :დდ

  18. იმ რომელირაც სელებრითის ფოტოზე ახლაც ვფიქრობ როგორ ჩატია თითი ;/
    მხოლოდ იმათზე ვერ დაგეთანხვემი აი, “გაზაფხულზე რამდენიმე თბილისელ ფეშენისტას ფეხზე” რომ იხილე და მართალი ხარ, თქვენ არ გაპატიებთ ეგეთს ;დ

  19. მეც გავკადნიერდები და რჩევას მოგცემთ, თუ ამერიკაში ჯერ არ ყოფილხართ, ზაფხულში ნუ ჩამობრძანდებით. ზაფხულობით აქ ყველა, ქალი, კაცი, ბავშვი Flip-flop-ებით დადის.

  20. ვისურვებდი რომ ამ ადამიანმა აღარასოდეს დაწეროს არაფერი ამ ბლოგზე
    თავხედია და ცინიკური
    + შეურაცხმყოფელი უამრავი ადამიანისათვის

    გადაეცით ერთი დღით მაინც გასცდეს ქვეყნის ფარგლებს და ნახოს რა აცვიათ სხვაგან
    და ნუ ჩაიციკლება მაინცდამაინც ქალის ფეხებზე თუ ასე ძალიან აღაგზნებს ეს საკითხი :დ :დ :დ

Leave a reply to დავით N Cancel reply