ზომბილენდი – chapter VII გასტროლები ყურმალაში ♥


ზომბილენდის წვრილწვრილი სტარების ოცნება საერთაშორისო კონკურსები იყო… განსაკუთრებით კი ერთი კონკურსი, სადაც წინა საუკუნეში დაშლილი უდიდესი ზომბილენდის სხვადასხვა ქვეყნიდან  თავს იყრიდნენ წვრილი ლიფსიტები და მსხვილი ღლავებისა და ზვიგენების წინაშე კანიდან ხტებოდნენ, რომ რვაფეხა და რვაელასტიკა პრიმადონას ჯილდო მიეღოთ…
ეს იყო იურმალა…

სულ ახლახანს, შორაპანის სიახლოვეს აღმოჩნდა ბილინგვა, რომელზედაც ორენოვანი წარწერა გვამცნობს:
იურმალას ადრე ერქვა ყურმალა.
სახელის ისტორია მოდის 19 საუკუნის ბოლოდან ამ ადგილას იყო სოფელი და ცხოვრობდა უსმენო და უნამუსო ხალხი. ერთელ ქართველი დარდიმანდი თავადი სიამტკბილოვი (კაკ ბარათოვ, მაღალოვ…) სამოგზაუროდ წავიდა… გზად ამ სოფელზე უნდა გაევლო… პურის საჭმელად ჩამოსხდნენ იქვე ზღვის პირას, საიდანღაც ღრიალის ხმა მოესმათ… შიშისგან ამალა წამოხტა. ეგონათ, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და გასწიეს იქით. რომ მივიდნენ, ნახეს, სოფლის მოსახლეობა იჯდა და ქეიფობდა… რა ხდებაო თავადმა. –
ვმღერითო! – უპასუხეს სოფლის მკვიდრებმა.
თავადმა გადაიხარხარა: ფიეეეეეეჰჰ!!! ეს თუ სიმღერაა მაშინ ჩვენ ყურებს დავმალავთ სანამ აქ ვართო…
ამალა აჰყვა: აბა ყური დამალეთ, ყური დამალეთო. ასე აქედან წამოვიდა “ყურმალა”.
ყოველ წელს თავადი თავისი სათავადოდან ყველაზე უსმენოს აგზავნიდა და აჯიბრებდა ყურმალელებს. მალე ეს ამბავი ახლომახლო ქვეყნებსაც მოედო და იყო ერთი ცმუკვა და მხიარულება..

მას შემდეგ მრავალმა წელმა ჩაიარა… ტრადიცია ტრადიციად დარჩა, თუმცა ტერიტორიულად ლატვიურ ფესტივალს, ფაქტობრივად პუტარსტანმა მოჰკიდა ხელი, ააყვავა და ააღორძინა..

რადგან რუსები ყ-ს ვერ გამოთქვამდნენ ყ გადაიქცა იუ-დ და ასე შერჩა სახელი იურმალა.. (არადა, ყ უხდებოდა)

ყოველ მკათათვეს, რვაფეხა პრიმადონას ხელმძღვანელობით აიხვეტავდნენ გუდანაბადს, გამოზიდავდნენ კავალის ბუწიკებს და ბალტიის ზღვაში გავების გაგრილების პარალელურად, სომხური ლავაშივით გაბრტყელებული სახეებით და ნაძვისხისებრ ”ნარიადებით” მწვანე (გეგონება, წითელი არ უყვარდეთ საკუთარ თავებზე მეტად!) ხალიჩაზე აივლიდნენ ხოლმე პუტარსტანელი ვარსკვლავები.

მოდის და მოაქვს!

ცნობილი ფაქტია, რომ გემოვნებას ფულით ვერ იყიდი, დიდი ფული კიდევ, მთლად ნერვული აშლილობის მიზეზი ხდება.
ნავთობი და გაზი არის დიდი ბოროტება, არ გჯერათ? ახლავე, ბატონო!

თანამედროვე კოსტიუმირებული ტარზანი და ჯეინი.

ერთი რამ გვამშვიდებს მათ, ვისაც ქართული ზომბილენდი გვტკივა.. ჩვენს ესტრადაზე უარესი ვარიანტიც არსებობს და ეს არის რუსული ესტრადა!
რუსული ესტრადა არის ის ფენომენი, რომელიც ახსნას არ ექვემდებარება. ასევე გაუგებარია ყველაზე პოპულარული და უხვშემოსავლიანი მომღერლებისა და შოუბიზნესის ლომების რეიტინგი.

აი, წელსაც მოვიდა მკათათვის ბოლო, დაიწყო დიდი “ტუსა” ახალი ტალღის სახით, რომელიც აფრთიანებს ახალ ვარსკვლავებს, ხოლო ძველებს აძლევს საშუალებას, კიდევ ერთხელ გაგვაოცონ უნიჭობისა და უგემოვნობის საოცარი სინთეზით.

დღემდე ამოუცნობია ჩემთვის ფილიპ კირკოროვის ფენომენი:  კაცი ფარშევანგი, კაცი ფეიერვერკი წელს, კონკურსზე მწვანე ჭიამაიას იმიჯით გამოგვეცხადა.
მეგობრებო, წინ კიდევ 5 საკონკურსო დღეა, დარწმუნებული ვარ ფილლიპს ყველაფერი წინ აქვს, ის აუცილებლად გაგავაოცებს და დაგვცემს ბეჭებზე!

ზალი❤
ჰჰჰ.. ზალი კიარადა, ბორია.
პუტარასტების სიამაყე, კაცი კაზანოვა, კაცი ბრადიაგა ლიუბვი, თავდადებული საცდელი ბაყაყი, კაცი ბოტოქსის გროვა… მამრი ჟოსელინ ვაილდენშტეინი!
ვალერა vs ჟოსელინ

იპოვეთ რამე განსხვავება!

ამოცანა გვეკითხება, თუ იგივე წარმატებით გააგრძელა ნაოჭების უკან შეფსკვნა, რამდენ ხანში დასჭირდება ვალერის პირად პლასტიკურ ქირურგს მეგობარი პროქტოლოგის დახმარება იმისათვის, რომ მოგროვილი და გადასაჭიმად გამზადებული ნაოჭებისთვის საჭირო თავისუფალი ადგილის გამონახოს?

პუტარსტანული ემსის და რეპის გარიჟრაჟი, 90-იანების სუპერსტარი ბოგდან ტიტომირი .. ეჭვი გვაქვს, ჯერ კიდევ პოსტკომუნისტური ეზოს ”პესოჩნიცაშია” ჩარჩენილი და გაზრდილი.

პატარა კაცის კომპლექსი, ვაფიქსირებთ პუჭურა პრიმადონისას ქუსლის სიმაღლეს.

გიფიქრიათ როგორ მოძრაობს გზააბნეული სპერმატოზოიდი? აი- ოლეგ გაზმანოვიც!

შრეკი და ლარისა დოლინასთან ერთად ნადიეტარი ფიონა…  პრინციპში, რაღა ფიონა, პუტარსტანელი მადონა!

იგივე მადონა შეშინებული თრითინას იმიჯით.

გაგვიგრძელდა მადონაზე საუბარი, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ: ორი ძველი კაბა თუ გაქვს, უგემოვნო უნდა იყო, ასეთი ჭკვიანური ხრიკი ვერ მოიფიქრო! აიღე, გაჭერი შუაში, მიაკერე ერთმანეთს, მორჩა! არ უნდა ამას ბევრი ფიქრი. ყელზე ბაწარს, ან ჯაჭვს თუ მიაგრიხავ, უფრო სექსუალური და ველური გახდება (ზალის ხელი ურევია).

რას ვერჩით ბრეგოვიჩს? არც არაფერს; კაცი ახალი ჩამოსულია რომელიღაც პლანეტიდან და, როგორც ჩანს, კოსმიური სამოსის გამოცვლა ვერ მოასწრო.

ტუმბო სახელად ირინა დუბცოვა…

ეტყობა მულტფილმებისადმი მოჭარბებული სიყვარული.

ზალი, ისევ შენ იცელქე? რა აცვია ტანზე ამ ქალს?

ბილანს დიდი ღვაწლისა და დამსახურებისთვის გვარს წინ ”დე” დაუმატეს. ამიერიდან ასე ჟღერს. დიმიტრი დე-ბილანი.

ნატაშა კარალიოვა! ზომბილენდური სამოდელო სააგენტოების მუზა! როგორც ჩანს, маленькая страна ჯერ ვერ იპოვა, მაგრამ იმ ღამეს, როდესაც с неба падало конфетти, შემთხვევით გატყორცნილი მოზრდილი აგური დაეცა თავში და იმის მერე ასე დადის😐

სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო – ნათქვამია. ერთ დროს ქართული ზომბილენდის წვრილი, მაგრამ კაშკაშა ვარსკვლავი, პუტარსტანში აღმოჩენის შემდეგ იქაური ფეშენის მარაქაში ჩაება და რაღა თქმა უნდა მწვანე ხალიჩაზეც არავის ჩამორჩა… ბავშვობაში ნანახი ”მეხუთე ელემენტი” მისი ქვეცნობიერიდან ამოატივტივა და საზოგადოების წინაშე ასე წარსდგა:

ეს ვინ არის, ჩვეულებრივი, მოკვდავი ფეშენმაზერისთვის უცნობია, თუმცა ადვილი მისახვედრია, ეს გოგო გოუ-გოუ დენსერების ფართიზე მიდიოდა და შემთხვევით გადმოუხვია აქეთ.. აქ კი იმდენი თავისნაირი ნახა, რომ დარჩენა გადაწყვიტა.

Ай да Иосиф! Ай да сукин сын! უდროობის რა ვთქვით, თორემ ამ კაცის ვარცხნილობისთვის ერთი ოდა კი უნდა მიგვეძღვნა.. პუტარსტანისადმი განსაკუთრებული ღვაწლის გამო გაბღენძილ და გაქსუებულ სახეზე რა ამაყად შვენის ველური თხილისფერი ღამის ქოთანი!

როგორ ოსტატურად შეუხამებია პოლკადოტი ზოლებთან. ამიერიდან, ვისაც ამ ორი პრინტის ერთმანეთში არევა მოგონდებათ, გაიხსენეთ კობზონი!

აჰა! შალნაია იმპერატრიცა! ალეგროვას კაბა და მისი მკერდი  ცალ-ცალკე ბინადრობენ. ქვემოთ გამოჭმულ-მოფლაშული დეტალები, ხაზს უსვამს პატრონის გემოვნების და ამავდროულად ასაკოვანი ძუძუს სიღრმეებს. შალნაიას ცეცხლოვანება კიდევ იმაში გამოიხატა, რომ მისი კაბა ერთობ მოგვაგონებს ქალის სასქესო ორგანოს, სამედიცინო ენაზე ვაგინას, თუმცა ჯერ მაინც ბოლომდე ვერ გამოხატა სითამამე და შეფარული ელემენტები შემოგვთავაზა…

კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციით, შემდეგი წლისთვის იმპერატრიცა ირინა ამ კაბით მოგვევლინება:

ავთერფართი. ციგნების ტაბორიდან გამოქცეული ფილია და რუდკოვსკაია.

ნანე ცოხა

ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენი ზომბილენდის წარმომადგენლები გვერდს უვლიან ყურმალის ფესტივალს.. არადა კნიაზ სიამტკბილოვი ცოცხალი რომ იყოს, მისი დანერგილი კრიტერიუმების გათვალისწინებით ყურმალის დასაყრუებლად ღირსეული კანდიდატი ეყოლებოდა.

რა თქმა უნდა შური მალაპარაკებს, ამჯერად ალა პუგაჩოვასი.

მეც მინდა ეგეთი ტანწერწეტა ვიყო, ეგრე მშვენოდეს ორი ”დურაქული” კიკინა, სპეტაკი თეთრი Говнодав-ები და ეგეთი newborn ქმარი მყავდეს😦

გკოცნით შემდეგ სამშაბათამდე. გაქსუებული, თვალებდაფსებული ფეშენმაზერი.

ბონუსად ჩემი ქმარი ზეზვა.

WARNING:

38 thoughts on “ზომბილენდი – chapter VII გასტროლები ყურმალაში ♥

  1. ზეზვა მეთქი!!!

    ავტორს ვთხოვ საქპატენტს მიაკითხოს და დააპატენტოს თავისი პოსტები<3

  2. ვაიმე რა ვქნა? :))))))))))))))))))))))))))))
    ნუღა წერთ, ვეღარ გადავიტან! :))) მე აღარ შემიძლია!!!!!!

  3. : ) რას მერჩოდით ამ სიცხეში :))) ვიხალისე მაგრად. ზეზვა ყურმალას უყურებს ასეთი ნეტარებით?

  4. ამ ყველაფერზე კომენტარი რომ დავწერო ჩემი ბლაგვი ენით გავაფუჭებ ყველაფერს და ამას დავწერ ა
    ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥

    ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥

    ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥

  5. პ.ს ,,ზალი ისევ შენ იცელქე? ….”😀 ბევრი ვიცინე😀

  6. ყრუ ლოსების მარხილმა უნდა წაიყვანოს ესენი!!!!!!!!! ))))))))))))))))

  7. უფალო ავტორ,

    ზემორე თავადი სიამტკბილოვი სახლიკაცი გახლდათ ჩემი, ტაშფანდურ ერქვა სახელად.
    მადლი მომიხსენებია ყურმალობაში მისი ღვაწლის არდავიწყებისთვინ!

    ამიერიდან თქვენი ოპუსების სასოებით წამკითხავი.

  8. უი, ხელმოწერა დამვიწყებია მე დალალდასაწიწკნსა.

    კნეინა ხორეშან სიამტკბილოვა, ასული ვოლდემარისა.

  9. მე ძალიანაც მამწონს ეგ სასტავი—რუსული კულტურის სავიზიტო ბარათი!!!!!

  10. გიფიქრიათ როგორ მოძრაობს გზააბნეული სპერმატოზოიდი? აი- ოლეგ გაზმანოვიც
    –– აუ რა კარგად წერ. ორი კვირაა ინტერნეტი არ მქონია და მომენატრა ეს ბლოგი.

  11. დაწერეთ რამე ახალი თორე გიჩივლებთ ან გავხდები ერთი ორ თვეში პროკურორი და მე თვითონ დაგიჭერთ!!!😀

  12. კიდევ ერტხელ ვრწმუნდები ტვ-ს არსაჭიროებაში:)) როცა გაქვს ეს ბლოგი ….თუნდაც<3

  13. მე დღეს აღმოვაჩინე ეს ბლოგი,გაიხარეთ რაა..მაგრად გავერთე..
    ერთი იმაზე მწყდება გული რო ყველაფერი წავიკითხე..აღარ აგრძელებთ???დანაშაულიააა ასეთი პოსტების შეწყვეტა..:(

  14. შენ გაიხარე, რა მაგრად ვიხალისე “ზაალ ისევ შენ იცელქე მაგარი იყო”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s