FREEMAN- სახისა და ტანის მოვლა.


საკუთარ სხეულზე და სახეზე ზრუნვა ყველა ქალისთვის სასიამოვნო და საყვარელი პროცედურაა. ყველასი თუ არა, ვიმედოვნოთ, რომ ამ ბლოგის მკითხველთა 90%-ის მაინც🙂

ზოგჯერ ბიუჯეტი არ იძლევა საშუალებას, რომ თავი ულტრაძვირიანი ბრენდებით გავინებივროთ, მაგრამ მითი იმის შესახებ, რომ შეიძლება დაბალ და საშუალოფასიანი კოსმეტიკაც იყოს ხარისხიანი, ნამდვილად არ არის მითი🙂 ჩვენმა რამდენიმე მკითხველმა უკვე მოგვწერა, რომ სწორედ ასეთ საშუალებებზე ვისაუბროთ, ჩვენც რა თქმა უნდა, მხოლოდ გამოცდილ და ნამდვილად მოწონებულ ბრენდებზე მოგაწვდით ინფორმაციას. დღეისათვის FREEMAN შევარჩიეთ.

FREEMAN ამერიკული კოსმეტიკური ბრენდია, რომელსაც აქვს ხელმისაწვდომი ფასი და არაჩვეულებრივი არომატების პროდუქცია. ბრენდი თავის ისტორიას იწყებს 1915 წელს, როდესაც ლარი ფრიმენმა დაარსა Standard Beauty Supply Company და პირველად დაიწყეს ისეთი ინგრედიენტების გამოყენება, როგორებიცაა პაპაია, ავოკადო, მსხალი,  კიტრი და ა.შ. საიტის მისამართია

http://www.freemanbeauty.com/

დავიწყოთ:
ტანის სკრაბების და დუშგელების არაჩვეულებრივი არჩევანი აქვთ და ბონუსად გვახარებს ის, რომ საკმაოდ მისაწვდომ ფასად ვიღებთ არც თუ ისე ურიგო პროდუქცია, მეტიც, ზოგიერთი საშუალება Must have არის ჩემს აბაზანაში.

რომელიც გაუხეშებულ კანს არბილებს და ესთეტიურ შესახედაობას სძენს

კარგად აცილებს მკვდარ უჯრედებს და აპრიალებს ფეხის გულებს. მესამე ტუბი შევიძინე და წინა 2 ცალს უფრო მსხვილი გრანულები ჰქონდა, ამ ჯერზე ძალიან წვრილი.ეს ალბათ რაღაც შემთხვევითობაა, კიდევ ერთხელ უნდა ვცადო, თუ ისევ წვრილია, მაშინ გავეშვები.

 

ძალიან კარგად აცილებს მკვდარ უჯრედებს,  კანი მის შემდეგ რბილია. ბონუსად მოჰყვება სასიამოვნო არომატიც.

დამიჯერეთ, თავის დაბალ ფასთან ნამდვილად  ”შეუსაბამო” შედეგს იძლევა :)   ძალიან კარგად ასუფთავენს სახის კანს

კარგად წმენდს სახეს, თუმცა შემდეგ პოსტში მოგახსენებთ აბსოლუტურ ჩემპიონზე სახის ნიღბებში.🙂

Freeman-ს აქვს ძალიან ”გემრიელი ხაზი” Truly Luscious-ი. სასიამოვნო და არომატული, რაც მთავარია, ნაზი, მაგრამ მდგრადი სურნელით.


იმედია ეს პოსტი თქვენთვის ინფორმატიულია და სასარგებლო.
გისურვებთ კარგ დღეს.

პ.ს. ხვალინდელ ზომბილენდში მეზობელი ქვეყნის ზომბები დაიპრესებიან😉

 

 

 

6 thoughts on “FREEMAN- სახისა და ტანის მოვლა.

  1. კარამელის ლოსიონის სუნი მომივიდა უცებ🙂
    მინდა.
    მეც მივუჩენ ადგილს ჩემს აბაზანაში.

  2. ფასებმა გაოცებული დამტოვა🙂 მოვინიშნე, იმედი მაქვს შედეგიც ყბას დამაღებინებს :დ

  3. სასარგებლო პოსტია ფრიად.🙂 ამ ბრენდსაც გირჩევდით ისე St Ives, http://www.stives.com ფასები დაახლოებით იგივე დიაპაზონშია და ასევე კარგი პროდუქცია აქვთ (მაგ. სკრაბები სახისა და ტანისთვის) :))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s