ზომბილენდი- ზღაპარი ქართულ ელიტაზე, chapter VI – ზალიკო ბერგერი ♥


ზომბილენდში წელიწადის ყველა დრო ერთმანეთს ჰგავდა. ყოველ შემთხვევაში, კანის ფერი ზომბილენდელებს ყოველთვის ერთნაირი ჰქონდათ… გრილზე შემწვარი ქათმის ფერი ♥


ზამთარში განსაკუთრებით საყვარლები იყვნენ, როცა რუჯის გამოსამზეურებლად თხელ კაბებში გამოწყობილებს დაგრძელებული პლასტმასისა და პონის ძუის დალალები სიცივისგან უთრთოდათ და შუაში გაყოფილი თმის მკვეთრი ხაზი ზიგზაგისებურ ფორმას იღებდა. გასათბობად მიშა შერონმახერს ეხუტებოდნენ❤

აქ ხაწიებს ნანოები უყვარდებოდათ, ნანოები ჯერ ვერ ერკვეოდნენ ვინ, მაგრამ საბოლოოდ ზომბილენდის კატა-ხიშნიცათა ბრჭყალებიანი კანონი ნანოზავრებსაც ასწავლიდა ხოლმე – Где раки зимуют.

მოკლედ, ყველა ბედნიერი იყო, ისიც ვისაც კომპეტენტური ხელფასი ჰქონდა:

ზემორე კომპეტენტურხელფასიანთან ერთად კი 2 ძმა ივანუშკა ღუღუნიშვილიც

ო:-დეზდემონა, პლატოკ ვორდეღა? დ:-ინჩ პლატოკ, ოტელოჯან? პლატოკ ჩკა!!! ო:-აი ქუნემ ვორა ეს ქუ!

who  его  ზნაეტ საიდან აღმოცენდნენ ღუღუები, (ბოროტი ხმები ამბობენ ჭიათურიდანო, პრინციპში, ეტყობათ ღრმად რომ აქვთ მარგანეცის მტვერი ნასუნთქი) მაგრამ არავინ უშლიდა ხელს, რომ ესეთი შედევრები შეექმნათ.

პოტენციური გვამი ”ბანტით მკვდარი”

ბედნიერი იყო ეს ერთობ უცნაური დიჯეიც, რომელსაც ზომბილენდის მამაზეციერის უცნაური ნებით რემბო ერქვა და არა მეგამაინდი.

განსაკუთრებით ბედნიერი კი ალბათ ქართული მოდის მამა და ”მამაჰ”  ზაალ ხეცურიანი!!

მაპატიეთ… ეს ორი სულ მეშლება.

თავიდან!

ზაალ ხეცურიანი!!! კაცი დამრტყმელი, პურისმჭამელი!

უფრო მეტად კი გამტრაკებელი. აბა რა შეიძლება დავარქვათ მის შემოქმედებას სხვა, თუ არა ”ატრაკებს და უხარია?”

არა, ღვაწლს ვერ დავუკარგავთ ზალის, სად იცოდა უშუქობისგან თუ შემოქმედებითად ბნელმა თბილისმა ფეშენი, როცა ჯერ კიდევ 90-იანი წლების გარიჟრაჟზე ის ასეთ ფოტოებს იღებდა

ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა, ვეფხი პირგამეხებული!

სხვას ვის შეეძლო საკუთარ სახელოზე ცოცხებად ჩამოკიდებული ფოჩები მოდის ორგაზმად გამოეცხადებინა და თან ამისი არც ერთი წამი არ შერცხვენოდა?

მაიტა ზოზღი!

ჩვენს ბლოგს ხელში ჩაუვარდა ექსკლუზიური მასალა, თუ როგორ ამზადებს ზალიკო ჯადოსნურ შხამსა და სამსალას, რომლის ეფექტიც იმაში მდგომარეობს, რომ საკმარისია სულიერმა თუნდაც მისი ორთქლის ნაწილაკი ისუნთქოს, რომ მას ზალიკო დიზაინერად ეჩვენება😦

ასევე, ჩვენმა აგენტმა მოგვაწოდა სრული ინფორმაცია თუ როგორ მზადდება ზალის ექსკლუზიური სამკაულები და აქსესუარები.

ზაალ, გაგშიფრეთ!

პირველ რიგში, ჩადიხართ თავისუფლების ან ოპერის ”პადზემკაში” (ამ დროს უნდა გქონდეთ ”ვაჟნი” სახე) ყიდულობთ რაც შეიძლება იაფფასიან ბისერებს.

ატყავებთ სახლში ნაპოვნ ძველ სპილენის მავთულს და აგებთ ზედ ბისერებს და აძლევთ სასურველ ფორმას.

ასევე ატყავებთ მავთულს, ოღონდ შედარებით სქელს და აკეთებთ კაუჭს.

კაუჭზე ჩამოაბამთ მანამდე მომზადებულ ბისერებიან მავთულს.

ექსკლუზიური საყურე მზადაა❤

როგორ მზადდება ჩანთა.

ვიღებთ ”ვარიონკა” ჯინსებს, ვაჭრით სასაჯდომე ადგილს და ვკერავთ ბოლოში, ისე, რომ ტომსიკის ფორმა მიიღოს. ძველ ქურთუკს ვაძრობთ ელვა შესაკრავს და ვაკერებთ. შემდეგ ვიქექებით ხმარებიდან ამოღებულ ტრუსებში და მათში ყველაზე ფერადს ვაჭრით წელზე რეზინს და ვაკერებთ სახელურის ადგილზე. რაც შეეხება აპლიკაციებს, სადაც ჯინსი გამობრდღვნილია იქ შესაძლებელია ჩავაკეროთ ნებისმიერი ყვავილი, ხილი, ბოსტნეული. პრინციპში ამას მნიშვნელობა არ აქვს, ზალის ექსკლუზიური აქსესუარების შექმნას ხომ დიდი ფიქრი არ სჭირდება!!

ვუალა!!! ჩანთა მზადაა, შეგიძლიათ თამამად მოგვევლინოთ თბილისური სვეცკი ტუსოვკის კოშმარად!!!

ზალის ფანტაზიას რომ საზღვარი არ აქვს ნათლად ჩანს.. მხოლოდ მას შეუძლია ყოვლად გამოუსადეგარი მასალისგან ასევე ყოვლად გამოუსადეგარი, მაგრამ მაინც ფეშენ ნივთების შექმნა.

აბა სხვას ვის მოუვიდოდა აზრად გიენის მოხარშვა (ბეწვს ეტყობა, რომ მოხარშულია) გატყავება, მწვანედ შეღებვა და პოდიუმზე გამოტანა❤

ძუ და ხვადი გიენები

ზალიკო რომ ეგზოტიკაზე აფანატებს უკვე მივხვდით… რა კარგია, რომ თავის დროზე ამ ჟურნალის დამფუძნებელიც მიხვდა, როდესაც გამოცემისთვის სახელი შეარჩია და ყდაზე ზალი დაბეჭდა. ნამდვილი კაკადუც კი ვერ გამოხატავდა ასე ვერც კაკადუს გარეგან მშვენებას და ვერც ზალის შინაგან ბუნებას❤ რა სიმბოლურია! რა მაგარია! გენიალურია!

ზალი ჟურნალის ყდაზე ჩვეულებრივი ამბავია… მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გულღიაობა და სიალალე ზალიკოს სამკაულია! ნახეთ რა პატიოსნად ამბობს ”ქართულ მოდას არ სძინავს”

რა თქმა უნდა, ზალი, არ სძინავს, შენ ხომ ის მოკალი ♥

როგორც ჩანს, ქლართველ გლამურისტებს, ბოსლის თემა ძალიან იზიდავთ, (იხ. ნინო ჩხეიძე ბოსელში, ვისკის ბოთლით) ზალიკოც არ ჩამორჩა, ბოსლის ესთეტიკა შემოიტანა თავის ჩვენებაში. თივა არ ჰქონდა, ნახერხი მიმოფანტა! ან შესაძლოა, იატაკი მასტიკით ახალი მოწმენდილია და მოდელს ფეხი რომ არ დაუცდეს, ნახერხი ამიტომ დაყარეს (სკოლაში ეს მეთოდი ძალიან პოპულარული იყო).

ეს გოგონა იმედნად “ველურულია” (დავესესხები ქუთაისელ გლამუროლოგებს)  რომ ეჭვი მაქვს, კაბას გვერდები გარეულმა ტახმა გამოაბრღდვნა. ნუ, მეორე ვარიანტიცაა – დიდმა მაესტრომ სექსუალური ვენტილაციის სისტემა დაუმონტაჟა კაბას + ნაჭრის ეკონომია გააკეთა. სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია ამ ამოკუწვების ახსნა.

ამ ყველაფრის ხილვის შემდეგ, ლოგიკურად გვიჩნდება ზალიკოს მიმართ ერთი თხოვნა, რომ  გაჩერდეს, დაისვენოს, პირზე წყალი შეიშხაპუნოს, დაგვასვენოს, დაფიქრდეს, მაგრამ ვერ მოგართვით!

აი, გენია!  თავ-პირი გაურკვეველ აბლაბუდებში გაუხვევია და ამ ყველაფერს, ექსკლუზიურ სამკაულებს უწოდებს. აბლაბუდები ლოგიკურ გაგრძელებას კაბა-პენუარში ჰპოვებენ. რატომ წვალობს ეს კაცი, ნებისმიერ ინდურ მაღაზიაში მსგავსს იყიდი 10-15 ლარად.

 

ყველაფერი, რაც კი იცოდა, ამ კაბაში ჩადო! მთელი ოსტატობა მოიკრიბა, ღრმად ჩაისუნთქა და აი, ეს შობა ♥ 

 

ოქრო და ვერხლი, მზე და მთვარე, შილაფლავი და საცივი ♥ საჩუქრის შესაფუთ ჭრაჭუნა ქაღალდში გახვეულ, ორ ლამაზმანს შორის, ჩვეული მოკრძალებით ზალიკო გვიპრუწავს ტუჩებს. სავარაუდოდ, საღებავშეწუწებული პერანგიც,  მისი ბნელი ფანტაზიის ნაყოფია.

 

მარჯვენა მოდელი მერლინ მენსონის გარებიძაშვილია, შიგნით ჩასაცმელი ვერაფერი მოუფიქრა და პირდაპირ  ქურქი მოაცვა. კარგად თუ დააკვრიდებით, გვერდებზე ქამრებსაც შეამჩნევთ. მოკლედ ზალიკოს, უნარჩენო წარმოება აქვს. მიწისქვეშა გადასასვლელის და ბისერების თემა კვლავ გრძელდება და სავარაუდოდ ზალის მთელი შემოქმედების მანძილზე, არ მოგვაკლდება ეს ბედნიერება. ♥

ზაზუნას ბეწვი😦 რამდენი ფეშენმზარივით მსუქანი ზაზუნა შეეწირა ამ უგემოვნობას, ნეტავ? რაც კი ქამრები ჰქონდა და არ სჭირდებოდა, არ დაინანა, ქურქს დააკერა ♥ სადაა გასაფუჭებელი ქამრები?!


მაინც რა არის ხელოვნება… ვინ და რა არ გახდება ჭეშმარიტი ხელოვანის მუზა, როდესაც რაიმე ღირებულის შექმნა სურს… როდესაც შემდეგ კოსტიუმს ქმნიდა, ზალიმ წარმოიდგინა, რომ ნათელას გოგო ნონას გადასანახულებლად მოდიან (ფაქტობრივად დასანიშნად) და, პირობითად, ნონა ასეთ მოკრძალებულ სამოსში გამოაწყო! ეს ის მომენტია, ნონა რომ “სპალნიდან” გამოდის და ახალი ფეხსაცმელი უჭერს და თან არც გათხოვება უნდა მაინცდამაინც…


მას “სტალავოიში” ხვდება მომავალი საქმროს ხვიჩას მამიდა – ზაირა, (რომელსაც ანგელა მერკელი გემოვნების მწვერვალად მიაჩნია) და ალმაცერად უყურებს ნონას..

თავად ხვიჩა კი თავის დროზე როსტოვში სწავლობდა და ზაიცევიც უნახავს ახლოდან… მაგრამ მისი და, ჯული, ნონას კდემით დათრგუნული არ უშვებს ძმას უკვე გულში ჩავარდნილ ნონასთან მისაახლოვებლად.

იმედი გვაქვს, ხვიჩა აუცილებლად გაუძლებს ზეწოლას და მალე ნონას ასეთი საჩუქრით ხელდამშვენებული მიადგება… მერე რა რომ პატარძალი აშშ-ს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ ინდაურს დაემსგავსება..❤

ეს ფოტო დიდი ხნისაა… ნეტავ მატრიცა თუ იყო მაშინ გამოსული.. თუ  Darkwing Duck (Чёрный Плащ – ბავშვობის პოპულარული მულტ. სერიალი) გახდა ზალის ინსპირაცია… მე მგონია, რომ არც ერთი და არც მეორე, ზალი ყველას და ყველაფერს დაასწრებდა.. ქედმაღალ მზერაზე ეტყობა, პირველი ზალი იყო!!


როგორი მრავალფეროვანიც ზალის სამკაულებია, ისეთია მისი ცხოვრებაც. მას ოდითგანვე გათავისებული აქვს ხალხური სიბრძნე  Сам танцую, сам пою, сам билеты продаю! დიზაინს თუ ქმნის, რა, მოდელი ვერ იქნება? ნურავის ეგონება, რომ ამ შედევრი ჩაცმაზე მოდელი ვერ დაითანხმა!! უბრალოდ შემქმნელმა იცის, საკუთარი ქმნილება უფრო უკეთ როგორ წარმოადგინოს!!

მე საერთოდ არ მესმის, რატომ თვლიან მავანი დიზაინერები წარმატებად, როდესაც ჩვენებებს საზღვარგარეთ მართავენ, ათას უცხოურ ფეშენ ვიკზე მონაწილეობენ… არ ჯობია აზერბაიჯანი და ყირგიზეთი  აქ ჩამოიტანო?? ზალი ამაშიც პირველია.


რაც არ უნდა მუთაქა-ბალიშები კეროს ბიჭოლამ, რაც არ უნდა ფორთო-ჭ-კები ქმნას, რაც არ უნდა შიშლიკანა კაზაკები ატანტალოს აქეთ-იქით და თავს კაცი ზეიმი ეძახოს, Don’t worry ზალი, შენ მაინც ნომერ პირველ მამა-ზომბიდ დარჩები❤ მერე რა, რომ სახელობითი მდოგვი არ გაქვს და დილით ”ბუხანკაზე” გადასმულს არ მიირთმევ…

სამაგიეროდ სულიერ საზრდოს იღებ მეტს…

ჰოპლა ზალი…

რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შური მალაპარაკებს. გკოცნით, თქვენი მსუქანი, უსექსო, ბოღმისგან გამსკდარი და ცხოვრებაშეუმდგარი ფეშენმაზერი…

WARNING:


64 thoughts on “ზომბილენდი- ზღაპარი ქართულ ელიტაზე, chapter VI – ზალიკო ბერგერი ♥

  1. როგორი მმრავალფეროვანიც ზალის სამკაულებია, ისეთია მისი ცხოვრებაც. მას ოდითგანვე გათავისებული აქვს ხალხური სიბრძნე Сам танцую, сам пою, сам билеты продаю!

    ეგრეა)
    პ.ს.ძროხა<3

  2. ააააააააააააააააააააააააააააააააააააა ძალიან მაგარია

  3. მე ერთ ბიჭს ვიცნობდი ბავშვობაში, ზალის ასლია, იმდენად უყვარდა, გაიცნო. ხმაც კი მასავით ქონდა დაყენებული :დ

  4. “რა თქმა უნდა, ზალი, არ სძინავს, შენ ხომ ის მოკალი”

    !!!!!!!😀😀😀

    • ai she sacyalo:)))bvaha haaaaa,am yleobebis avtori kia cota mainc iumoriani albat cota fashionshi da ara marto shurshi da usakmurobashi iyos ganscavluli dzaan magari kritikosic ikneboda!

  5. ქართულ მოდას არ სძინავს
    რა თქმა უნდა, ზალი, არ სძინავს, შენ ხომ ის მოკალი”

    ააააააააააა
    ვკივიიიიიიი :დ
    ავტორ ლავ იუ❤

  6. აააააააააააააააააააააააააა))))))))))))))))))))))
    ვჭიხვინებ და ავმოფრუტუნებას ვერ ვახერხებ
    შილაფლავი და საცივი!
    მოვკვდები ახლა ))))))))))))))
    ეს კიდევ ბევრჯერ უნდა წავიკითხო ))
    გენიალურია!!!!!!❤

  7. კომპეტენტური ხელფასი! ))))))))))))))))
    რომელი ერთი ვსთქო, აღარ ვიცი

  8. მე მგონია, ტუჩების გამოპრუწვის ტრენდიც ზალიკოს შემოტანილია, ჯერ კიდევ უძველე ფოტოებზეც დაპრუწული აქვს

  9. ნუ რომ გადავირიე სტატიაზე ეს გასაგებია და ჩემს კედელზე მიჭიკარტებით მივიღე შედეგიც🙂 განფრენდვა გამიკეთა 2-მა ძალიან დიდი ხნის მეგობარმა – არც ვიცოდი თურმე ზალის მეგობრებიც ყოფილან :))
    პ.ს. ზალიკოს 2003 წლამდე ისტორია ერთ ერთი: მამალაძის ცოლის რაღაც მოდის სახლის დირექტორი ხომ იყო და მაშინ მოიფიქრეს ჩემს ორიენტაციაზე რომ არ იჭორაონო მოდი მაკა ვითომ ჩემი საცოლეაო (მაკა პაიჭაძე – ლევან მამალაძის ბიძაშვილი) – არადა კარგი გოგო იყო და რატომ დათანხმდა ამ ყველაფერს დღემდე ვერ ვხვდები🙂 – ამ მაკას იყო ვოლფორდის მაღაზია ვაკეში🙂

  10. :)))) ras sisulelea maka paichazeze? :)))))))))eseti damalvebi azrad ar mosvlia arsdoes zalisko, tan maka misi axlo megobari iyo… is erti azerbaijaneli rom ggoniat, sinamdvileshi ANdrew Logan aris (eg vin aris savaraudod ar icit arcertma) :))) xoda saboloo jamshi, zaliko bevrs icinebs am statiaze, imotm rom aris ketili da mxiaruli adamiani, eseti ragaceebi , ra tkma unda, ar scyins, piriqit ertoba..🙂 logikuric aris, titoeuli tkvengani icnobs zalikos, ise tu ase, magram mainc icnobs, kitxulbs masze , icinis, dascinis, ertoba..🙂 zalikom ki saertod ar icis vin xart, arc ainteresebs da is imaze icinis da is uxaria, rom tkven aseti susuleleebit, masze da mistanebit dacinvebit, potoebis tvalierebit da a.sh. ixangrzlivet cxovrebas!🙂 savaraudod, arc erti tkvengani piradad ar icnobs mas, an kargad a ricnobs.. arasebobs, zalikos kargad icnobde da masze cudis tkma azrad mogivides..🙂 tkven vinc piradad gicnobt, yvelas uyvarxart? da vinc saertod ar gicnobt ra azri aqvs tkvenze? 🙂
    me is gogo var, (zalikos didi xnis axlo megobari) romelic ert erti fotoshi, “amerikis prezidentis mier shecyalebuli indaurs” da mesagvsa saqaorcilo kabashi da meore fotoshi ubralod “sacivia” :))))

    • შენი გამოჩენა ძალიან მესმიამოვნა, საცივო🙂

      დარწმუნებული ვარ, ზალის კარგი ხასიათი აქვს, კიარადა, ვიცი რომ მხიარული და გახსნილი ტიპია, მაგრამ ამ პოსტში მის პიროვნებას არავინ ეხება, თავადაც შეატყობდი🙂

      • :))))

        ise mainteresebs, ,,ubralod sacivs”moscons zalikos samosi da sheidzenda?

    • ANdrew Logan-ის ვერ ცნობა სირცხვილი არ უნდა იყოს, რომელი stephen webster-ი ეგ მყავს)
      რაც შეეხება ზალიკოს შემოქმედებას, თქვენ როგორც მის მეგობარს, არ გიცდიათ რბილად შეაპაროთ, რომ მოდის სფერო მისი ასპარეზი არ არის?
      თუ გულწრფელად მოგწონთ მისი შემოქმედება?

    • icit pirovnulad ra kargi adamiani var mec❤ Tafli da shaqari.
      gavivli exla biserebs viyidi woniT, da erti gaukritikebia vimes chemi visulka sayureebi😀

    • კაი რა🙂 რანაირად უნდა იცინოს და იხალისობს ასეთ სტატიაზე ადამიანმა რომელიც ყველა თქვენთაგანთან ურთიერთობისას ხითხითა და ალალია და როგორც კი თვალს მიეფარებით გდებთ კუბოში – ბევრი სხვა ქართველი სექს. უმცირესობებივით ზალიკოც ბოღმა კომპლექსარიკია
      და მაკაზე სისულელე არ დამიწერია🙂 ასე იყო და ნუ ჩამომათვლევინებ სრულიად მაკას სანათესაო რამდენ სუფრას შლიდა მაგ საკითხთან დაკავშირებით
      მაკაზე საწინააღმდეგო არაფერი არასდროს მქონია – კარგი ადამიანია ძალიან ოღონდ მაგან და იმ სახლის დირექტორმა იყო რომ თითი რომ მისცეს ზალიკოს და დააჯერეს რომ ნიჭიერი დიზაინერია და გაანავაროტკეს – ნუ თბილისური მერკებით რათქმაუნდა :დდ
      ხოდა ვისაც გყავთ გყავდეთ ზალი ჩვენ არ გეცილებით და ბევრი ჩვენნაირი გემოვნებიანი ეკო❤

      • ai she yleo kide titi me miveci mag ojaxs da ras verchi magat kidev me yoveltvis egetebi aket metenebodnen da kidev shemetenebian ,eg shennairi mexotbeebi vinc yavt garshemo romlebic arapershi ar chirdebat isini ibogmebian da chemi orientaciois ra ici she mutelo shen dedas ro shevtesle!

  11. ძალიან კარგი პოსტია<3
    ზალიკოს ,,შემოქმედებას'' არ ვიცნობდი. საყურეები, აქსესუარები, ტანსაცმელი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და საერთოდ ფეშენთან რა კავშირშია? ამ პოსტმა კიდევ ერთხელ გამიმყარა აზრი, რომ ქართული მოდა არ არსებობს, ჩანასახშივე მოუკლავთ საწყალი და უბრალოდ ფეშენვიკობანას თამაშობენ ვისაც არ ეზარება. მართლაც რომ ზომბილენდში ვცხოვრობთ😦

  12. ღრმად ჩაისუნთქა და აი, ეს შობა ♥

    neta, laivshi vinc naxa imat ra mouvidat?😀😀😀

    principshi ara mxolod eg😀

  13. ახლა კომპეტენტური ხელფასის პატრონიც მოვა და კონფიდენციალურ პოსტსაც გაგაწნავთ სახეში!

  14. ხალხოოოოუუ… ისე თქვა საცივმა ენდრიუ ლოგანი რატო არ იცითო, მე შემრცხვა და დავგუგლე :((((((((((
    რატო მიწა არ გამისკდა. არ მცოდნოდა არ ჯობდა? გიგანტური ზომის თუთიყუში ვნახე😦

    • გიგანტური ზომის თუთიყუში ვნახე😦

      loolz
      mec davgugle axla

  15. ამის დაწერას ნამდვილად სჯობდა არაფერი დაგეწერა ეკატერინა😦

  16. სააწყალი ზალიკო😀
    მე, როგორც გოიმი და უგემოვნო, არცერთ ფეშენშოუზე არ ვყოფილვარ და აბა რა ვიცოდი ზალიკოს შედევრები, მართლა მეგონა რაღაც😀 სანამ ინტერნეტში ვიღაცამ (სხვა ბლოგზე) არ გადმოალაგა ალბომები და კრიტიკის ქარცეცლხში გახვია ბოლო ‘ფეშენიქების’ შემდეგ.

    სამაგიეროდ, ახლახანს რომელიღაც მელოდიურ გადაცემაში იყო სტუმრად და რა საყვარელიააა❤ მართლა საყვარელია, ეტყობა მაგიტომაც იტანენ ბონუსად ამ ფეშენვიქებზე😀

    პ.ს. და ის ფოტო, ახალგაზრდა რომაა, მომეწონა. ლამაზი ყოფილა ერთ დროს😉 გასუქება-ჩაბოტოქსებამდე (თუ ეგ ნატურალურია?) მოდელობას მიწოლოდა, არ ჯობდა?

  17. მეც შურიანი და ყოვლად დაუკმაყოფილებელი ახალგაზრდა ქალი ვიზიარებ და გეთანხმები =)))

  18. es eseigi rogorc odnos reklamam dagvgupa da soplebshi mivida ineti fb-s mere aq movida mineti:))))
    esec tqven leqsic da bednier dandzrevas gisurvebt:))))

  19. ra iyo zaliako ase ram gagitexa guli, tu aseti “satno” xar rogorc sacivma gvamcno, ra shegizvra amistana rom iginebi? :)))
    uzrdeobaa gineba ar gascavles sayvarelo?:*

  20. რა გლამური და ფეშენი გადმოყარა ზალიკომ პირიდან? :))
    შემოქმედება=პიროვნებას. დადასტურებულია ზალიკოს კომენტარებით :)))
    ახლა უცებ წარმოიდგინეთ, მისი ხმის ტემბრით რომ იგინება და ამბობს ამ ყველაფერს და მოდი, ნუ გაგეცინება :))) უფრო სწორედ, მოდი და ნუ იხარხარებ.

  21. ოხ, ფეშენმაზერებო, რა გითხარით🙂 არ გააწიწმატეს ეს “თეთრი და ბუნჩულა” ზალიკო? :))))
    ძალიან სასაცილოა🙂 განერვიულებული კუტურიე🙂

  22. ვირტუალურ სამყაროში ლომო :დდდდ
    რა გაწიწმატდი გიჟოო?! რად აგეწვა კურტუმო ასე?!
    მე რაც დავწერე მართალი რომ არ ყოფილიყო და შენ მოდის ინდუსტრიაში იმდენივე რომ გაგეგება რაც მე კვანტურ ფიზიკაში ასე არ ავარდებოდი ასე რომ დაშოშმინდი და შეირგე რასაც გაძლევენ :)))) და მადლობა უნდა თქვა რომ ყურადღება ამ მხრივ მაინც ვიღაცამ მოგაქცია :***

  23. chemi gineba kargad ar mogismeniat albat:)))svani roa zaliko magis dacera dagavicydat,ise yvelaze meti biograpiuli cnobebi da postebi raki aq sheyrila ukve aqtualobas nishnavs,tundac tqvenistana glexebshic da zalikoze rame tu ici kidev mis ganatlebazec,ara marto fashionshi unda gsmenoda da amdeni rame rom amoyaret sityva fashioni da bevri msgavsi qartvelma jurnalistebma zalikos statiebidan rom iscavles ,egec unda icodet da modis istorias rom kitxulobda mcire akademiashi egec da gemovnebaze ar davobeeen:))))goimebi mainc :)))

    • მცირე აკადემია ეგ ის ისნტიტუტია, რომელიღაც პადიეზდში რომ იყო ხო?

  24. ეს ბოლო ზალიკოს ნამდვილად სხვამ დაუწერა :)))

    p.s. ქსანი თვალში გეპატარავება ხოო? :)))))

    • სხვას არ დაუწერია, მოუწია იძულებითმა ცენზურამ, ისეთ სიტყვებს ყრის პირიდან და თითებიდან, რომ უბრალოდ არ გვინდა, შემდგომში, უფრო დიდი კუტურიე რომ გახდება ვინმე ავმა და შავმა წამოაძახოს და ისეთი სიტყვები, რომლებიც გენიტალიებთან პირდაპირ კავშირშია უბრალოდ მოვაშორე🙂

  25. “ზალი” ფორევერ, რა თქმა უნდა!🙂 სად იყვნენ ეს პოიოები, ეგ რომ “ამა”-ზე ამაობდა..
    საერტოდ ყველანაირი აქაური პროდუქტი, (დიზაინი),მძიმე და უიმედო კუსტარულობის დაღით რატომ არის, უფულობის ამბავია?
    ეჰ, ალბათ უფულობის ანბავია, უფუუულობისააა :((( (ქვეყანაში და არა ცალკეული ინდივიდების)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s