ქართველი სასოწარკვეთილი დიასახლისები:) პოსტი არც ისე ვიწრო წრისათვის.


არც თუ ისე უცნობ ფორუმზე არის ასეთი ქვეგანყოფილება- მშობელთა კლუბი.

ამ განყოფილებაში ბევრი საჭირო და ზოგიც ნაკლებად საჭირო თემაა, არის ზე-თემა საჭორაო, რომელსაც ქვია დესპერადოები.

აქ განიხილება ყველაფერი, ელიავას ბაზრობიდან დაწყებული და ნანკა კალატოზიშვილის თმის ცხიმოვნებით დამთავრებული.
აქვეა ჯადოსნური თემა სახელად ქალის ორგანიზმი მშობიარობამდე და მის შემდეგ.

ხომ ყველას გგონიათ, რომ აქ განირჩევა ქალის ფიგურა? ნურასუკაცრავად, აქ ირჩევა ქალის ორგაზმი მშობიარობის შემდეგ.
განყოფილებას კურირებს ორი მოდერი, ერთი მრისხანე უფროსი მოდერი, მეორე ჩიორა მოდერი, რომელიც იცნობს ქალის ორგანიზმს ა-დან ჭ-დე) ჭ მაინც კნინობით-ალერსობითი ფორმაა იმ მნიშვნელოვანი ასო-ბგერისა))
დღეს დავაკვირდი და ზოგიერთი ძველი რუსული ანეგდოტი საოცრად უხდება ამ განყოფილებების თემებს.
მაგალითად საჭორაო თემას-დესპერადოებს.დესპერადოებში არიან პესიმისტი იუზერები, რომლებისთვისაც საქართველოში ცხოვრებაც მძიმე ჯვარია, ოჯახიც, შვილების და საერთოდ. ზოგიერთი საერთოდ კოლხი მედეას ბედს ნატრულობს, დაყაროს ბავშვები და გაიჭრას იაზონთან ერთად, მხოლოდ იაზონი უარზეა.

ესეც ანეგდოტი:

Встречаются два еврея, один другого спрашивает: “Абрам, как жизнь?”

– Говно!

Проходит несколько лет, встречаются они снова. И один опять спрашивает: “Как жизнь?”Абрам ему в ответ: “Помнишь я тебе в тот раз сказал, что моя жизнь говно?”

– Помню …

– Так вот, то таки было повидло.

არის თემა ახალბედა დედებზე, გაურკვევლობაში და პანიკაში ჩავარდნილი ახალბედა და მომავალი დედები სვამენ 1000 კითხვას. მათ აქვთ ამბიცია და პასუხისმგებლობა, რომ იყვნენ მძლეთამძლე და საუკეთესო დედები.ამ გაუთავებელ კითხვას პასუხობენ უკვე გამობრძმედილი დედები, რომლებმაც ამბიცია მძლეთამძლეობაზე მოისროლეს შორს და დამარხეს გამოძინების იმედთან ერთად:

Подлетает к гусям-лебедям маленькая серенькая птичка и говорит:”Гуси-лебеди, хорошо вот вам, вы на юг полетите в теплые края, а я маленькая серенькая птичка здесь останусь, мерзнуть буду”. Те ей в ответ:”Не вопрос, полетели с нами”. Она:

– Ну да, вы большие, а я маленькая серенькая птичка, у меня крылышки вон какие маленькие…

Они: – Не вопрос, мы тебе поможем, мы тебя поддержим.

Она: – Ну да, а вы когда в теплые края прилетите небось там будете гнезда вить, а я маленькая серенькая птичка, у меня лапки слабые…

Они: – Да не вопрос, мы и тебе тоже гнездо поможем построить.

Она: – Ну да, …

Они: – Пошла на хуй!

თემა ბაღებზე, სკოლებზე და ძიძებზე.აქ მავანნი თვლიან-ფულს ვიხდი, რას ქვია ყველაფერი ვერ აიტანო და შენიშვნა მომცე?

Учительница пишет маленькому еврейскому мальчику в дневнике послание родителям: “Изя плохо пахнет. Изю надо чаще мыть”. На следующий день читает в ответ: “Изю не надо нюхать. Изю надо учить”.

თემა ქალის ორგანიზმ/ორგაზმზე. აქ ყველა სექსის ქალღმერთია, ჰყავთ უბადლო პარტნიორები, მათი სიყვარული არ ხუნდება წლებთან ერთად, მათ ვნებას არც ბავშვის ტირილი და არც “არომატული” პამპერსი არ აქრობს და საერთოდ, მშობიარობის შემდეგ ერთ კვირაში +- 2 დღე არიან მზად სიამოვნების მწვერვალის დასაპყრობად.

მათი მუცელი კვლავ ბრტყელია და მკერდი სავსე და მკვრივი. არის რამოდენიმე თავის ტავში ეჭვშეპარულიიუზერი, რომელიც გაოცებული იკითხავს-კი მაგრამ როგორ? ქალღმერთები პასუხობენ, როგორ და ეგრე:

Одесса. Дерибасовская. Публичный дом. Заходит клиент. Мадам отправляет к нему “девочку” из новеньких.

Проходит несколько секунд и та выбегает из комнаты с криками: “УЖАС! УЖАС! УЖАС!”. Мадам посылает другую поопытнее, та выскакивает через минуту с такими криками: “УЖАС! УЖАС! УЖАС!”.

Мадам оглядывается по сторонам, поправляет прическу и направляется в комнату к клиенту сама. Проходит полчаса, час, второй, наконец она выходит, поправляя на ходу одежду и говорит собравшемуся в ожидании персоналу: “Ну да, ну ужас. Но ведь не УЖАС! УЖАС! УЖАС!”.

შემდეგ პოსტში გაგრძელება იქნება თემაზე, ქალების და კაცების მითები.
დარჩით ჩვენთან. მარად თქვენი უსქესო, ბოღმისგან გასიებული ფეშენმაზერი❤

14 thoughts on “ქართველი სასოწარკვეთილი დიასახლისები:) პოსტი არც ისე ვიწრო წრისათვის.

  1. მშურს ყველა იმ ქალის ვინც ბავშვის მოვლა–გაზრდით სიამოვნებას ღებულობს :დ
    ვისაც ღრმად სწამს რომ მშობიარობის მერე მათ კანს ადრინდელი ელფერი აქვს :დ ნუ ერთ დროს მეც მეგონა ასე მაგრამ კი ვებრძვი ახლა მოშვებულ ხორცებს (კვირაში ერთხელ ვარჯიშით :დ)

  2. პირველ ფოტოზე გოგო როგორ მგავს❤ ძირითადად გამომეტყველებით

  3. 🙂 კარგია მიყვარს ასეთი ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი
    განსაკუთრებით როდესაც 10-დან 9 რომ იტყუება მათზე მომეწონა :))

    პატივისცემით არაფაჩიკო მაგრამ პარაშუტის ნაკეცებიანი :* :ნეტავფაჩიკოვყოფილიყავი:

  4. ფორმაში ხართ, გოგოებო🙂
    გააგრძელეთ, თორემ ის ერთი კვირა მოვიწყინე უთქვენოდ (უთქვენპოსტებოდ)

  5. ეს ვითომ რა პოსტია, ბევრი დრო გაქვთ ხომ საკუთარი არარეალური ვირტუალური ადამიანების გასარჩევათ, ნეტა თქვენ თავში ჩამახედა რაა

  6. განყოფილებას კურირებს ორი მოდერი, ერთი მრისხანე უფროსი მოდერი, მეორე ჩიორა მოდერი, რომელიც იცნობს ქალის ორგანიზმს ა-დან ჭ-დე) ჭ მაინც კნინობით-ალერსობითი ფორმაა იმ მნიშვნელოვანი ასო-ბგერისა))

    ჩამორჩენილხართ მოვლენებს, აშკარად🙂

    P.S.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s