შარფი – ყველაზე მოდური აქსესუარი.


ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარდერობში ერთი საყვარელი შარფი მაინც არ მოიპოვებოდეს. ზოგს ამ ნივთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებაც აქვს და უბრალოდ ვერ წარმოუდგენია თავისი ყოველდღიური ჩაცმულობა ამ აქსესუარის გარეშე.

ცოტა რამ ისტორიიდან

შარფის ისტორია ჯერ კიდევ ანტიკური რომიდან მოდის, ამ აქსესუარის წინაპარს  მხოლოდ მამაკაცები ატარებდნენ. იხვევდნე ყელზე ან წელზე, იკიდებნენ ქამარზე და გამოიყენებოდა მხოლოდ და მხოლოდ სისუფთავის შესანარჩუნებლად…

მოგვიანებით მისი გამოყენება უკვე ქალბატონებმაც დაიწყეს და ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ, აბრეშუმის შარფები ჯერ კიდევ მაშინ იქცა სამშვენისად..

ჩინეთში იმპერატორ ჩენის მმართველობისას შარფი სხვადასხვა სამხედრო ჩინის და წოდების აღმნიშვნელი იყო.

მოგვიანებით მე-17 შარფის ამ დანიშნულებით გამოყენება ხორვატიაშიც დაიწყეს. ხორვატიელ ოფიცრებს აბრეშუმის, ხოლო რიგით ჯარისკაცებს ბამბის შარფები ეკეთათ.

სინამდვილეში, შარფი ნამდვილ აქსესუარად მხოლოდ მე19 საუკუნეში გადაიქცა და მეოცე საუკუნისთვის უკვე აუცილებელ ატრიბუტი გახდა როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ჩაცმულობაში.

წლების განმავლობაში, როგორც ზამთრის განუყრელი აქსესუარი კაშნე არასოდეს კარგავდა აქტუალობას, თუმცა ზაფხულის თხელი, გრილი, აბრეშუმის შარფები მოდურ ტენდენციებში ხან აქტიურად შემოჭრებოდა ხან კი დავიწყებას მიეცემოდა… წელს შარფი, კაშნე ისეთი მოდურია, როგორც არასდროს…

რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ ამ გოდორს.

აირჩიეთ, ან სუპერ მარიო, ან თრენდულობა!

თექას, ნაბადს და ხალხური რეწვის სხვა პროდუქტებს თუნდაც კაშკაშა ფერებით გაჯერებულს გა-ვე-შვათ!

ასეთი ოსტატობით და გემოვნებით საკუთარი ან ბებიის ხელით მოქსოვილი კაშნეებით მხოლოდ სახლში, მხოლოდ სურდოს და ყელის ტკივილის დროს აღფრთოვანდით!

ამ კაშნეს ცალკე პლასტიკური ქირურგი სჭირდება😐

მიხვდებოდით, რომ როგორც ყველაფრის, ისევე ამ აქსესუარის შერჩევისასაც გემოვნება და სიფრთხილე ყველაზე მთავარია!

მან შეიძლება დაუვიწყარი გახადოს ერთი შეხედვით უბრალო ჩაცმულობა ან პირიქით, ყველაზე გემოვნებით შერჩეული კაბა თუ ზედატანი ზედმეტად გააფუჭოს, გადატვირთოს და თქვენი მონდომება, რომ იყოთ თრენდული წყალში ჩაყაროს.

ნუ შეიზღუდებით ფერში, პრინტში და ამ აქსესუარის ფორმებში! გადახედეთ ამ look-ებს ამ სლაიდში. იქნებ, რომელიმე თქვენთვისაც მისაღები აღმოჩნდეს ან სულაც მსგავსი შარფი თქვენს კარადაშიც იყოს!

This slideshow requires JavaScript.

სლაიდშოუ ალბათ ნახეთ, თუმცა საკამათოა ყველას გემოვნებით აქვს თუ არა შერჩეული ეს აქსესუარი. ამაზე კომენტარებში ვისაუბროთ, მანამდე კი თვალის და გულის დასამშვიდებლად Mcqueen-ის ცნობილი ჩონჩხებიანი შარფების (და არა მარტო) ახალი კოლექცია❤




საბედნიეროდ არც იმპერატორ ჩენის მმართველობის დროს ვცხოვრობთ და არც მეჩვიდმეტე საუკუნის ხორვატიაში,  რომ შარფებით ერთმანეთის ჩინ-მედლები და სტატუსები გავარჩიოთ. მითუმეტეს არც ანტიკურ რომში ვართ, რომ ყელზე მოხვეული შარფი სიცხის დროს ჩვენი სეკრეციის ჯირკვლების მავნე ქმედებები ავლაგმოთ🙂

ახლა ჩვენი შერჩეული შარფი საკუთარ გემოვნებასა და უგემოვნებაზე მიუთითებს. გულისყურით მოეკიდეთ აქსესუარებს🙂

16 thoughts on “შარფი – ყველაზე მოდური აქსესუარი.

  1. ჟურნალების ყიდვას გადამაჩვევთ მე თქვენ ასეთი ტემპებით თუ გააგრძელებთ :))
    როგორც ყოველთვის ავტორს ჩემგან❤

  2. ალეკოს ჩონჩხები ‘გულისგასახეთქად’ დადე @:

    ზევით ჩემი ჰოლი ბრს❤

    .
    ანიჩკას ფოტო რატო არ დევს მქვნთან😀

  3. “ga-ve-shvat” chamonatvalshi is dagaviwyda, “kubokruli” sharfebit rom sheibura gogo-bich-qal-mamakaci da ar idzroben.

  4. გლამურულებო, თრენდულობა რას ნიშნავს?

    :რიგითიმოკვდავი:

      • “გლამურულობა” მხოლოდ და მხოლოდ სარკაზმის მცდელობაა :))

        საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი არის “გადასარევი პოსტების წერა შეგიძლიათ თუ ცალსახად “ეს აუცილებლად ცუდია, ეს უკიდურესად კარგი” დამოკიდებულება არ გექნებათ”.

        ღრმა პატივისცემითა და მხოლოდ კეთილი სურვილებით ^^

  5. შარფი ჩემი უსაყვარლესი აქსესუარია❤ მერე მზის სათვალე. ჰოდა უზარმაზარი კოლექცია მაქვს და კიდევ ხამივით ვყიდულობ და ვყიდულობ :დდ არასდროს არ მყოფნის!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s