ეროვნული ფოტო–გლამური


   პროლოგი:

–  გერონტი, გლამური რა არის?
– რაა? გლამური არ იცი, რა არის? შემომხედე! – მითხრა შტერულად გაბადრულმა და გამარჯვებული ტორეროსავით ჩამომიდგა.

– გლამური მე ვარ!
მე შევხედე და დავინახე ხის წებოში ჩავარდნილი გერონტი ორჩხომაძე – ქართული გლამური.

ნინო გუგეშაშვილი „ენაი კვიმატი“

დღევანდელი ამოცანა გვეკითხება, ვინ არის ყველაზე–ყველაზე გლამურული? რასაკვირველია  მოდელები და ცნობილი სახეები. ფეისებს არ შევეხები, მაგრამ სამოდელო სააგენტოების  და სტუდიების გვერდებზე  რამოდენიმე ფრიად შაყუარელი ფოტო ამოვჩიჩქნე, რომლებიც ცალსახად ამტკიცებს გერონტის გლამურობას და უფრო მეტიც – ფოტოგრაფების გერონტობას!

რაიო? გაიკვირვებენ ქართველები, დიახაც! აბა დახედეთ ჩემს მიერ მოძიებულ სურათებს და  ისე მესროლეთ პირველი ქვა, ან მეორე.

ფოტო, რომელმაც შთამაგონა ეს პოსტი.  ეს გოგონა სტუდენტის სახეა. ტუჩები ცალკე პოემაა, მაგრამ ფოტოგრაფია ერთ რამედ ღირს. ცელოფანიანი სავარძლის და სახეზე მიღებული რუჯის კონტრასტი ხორცისფერ კოლგოტთან. სიამაყის ცრემლები მადგება, როცა ვაცნობიერებ ეროვნულ ფოტო საგანძურში მის არსებობას.

ეს ციფრული საოცრება მოიპოვება ფოტოსტუდია დანიელას გალერეის განყოფილებაში სახელად –გლამური. სიტყვები არ მყოფნის და  სათვალე მჭირდება.

გივი ჯოლობორდის სტუდია. ჩვენ ვართ გივი, ჩამოვედით.

და ბოლოს გლამურის მამა, დედა და ორივე ერთად  – ჯიჯი რეჯინი. სუპერ პორტრეტი, სადო–მაზო, დარქ გლიამური. სამწუხაროდ, სულიკოსავით არავინ იცის  სადაა ამ  საწყალი გოგოს ყურები, ნუთუ ჯიჯიკომ დააჭრა?

ქალი თხის რქა – პოეტის ოცნება.  კისერზე ლაყუჩებით და უხელო.  ჩვენი მომავალი –მუტანტ გლამური. ჯიჯი გვიყვარხარ! შენ ხარ უგერონტესი!

ეპილოგის მაგივრად: გუგული დეიდას ნაპოვნი ფრაზები

ქართული გლამური, რომელიც სინამდვილეში, ნამდვილი გლამურის აჩრდილია 

აი ეს უდღეური ქართული გლამური მარცხდება ასევე ქართული კულტურის მეორე ფრთასთან, საბოლოოდ კი ქართული “გლამურის ძევები”გვრჩება ხელში.“.. 

და ეპილოგის ეპილოგი. კიჩი ცოცოხალია, გაუმარჯოს კიჩს.

BY ფიქროს ფურცლები

24 thoughts on “ეროვნული ფოტო–გლამური

  1. ვაი:))))))))))))))))))))))))))))))))
    პ.ს. ისე ჯიჯი იქით იყოოს და იმ სილიკონიანიანით ეროვნულ სამზარეულოს დაბლენდერებულს მიირთმევს?

  2. ქსენია-საიდან გვწერთ - ქსნიდან on said:

    ესეიგი ჩვენთან ქსანში პირველ ფოტოზე იმ გოგოს ტუჩები რომ აქვს – ასე ამბობენ – მაიმუნის ტ…ვით აქვსო
    დედა რა იყო ეს :დ

    პ.ს. გლამური არა კვახი! გლამური არ უნდა იქმნებოდეს! გლამური უნდა გქონდეს რომ წარმოაჩინო! – აი ეს გაიგონ გლამურთ-მწარმოებლებმა!!! გაკეთებული ჩიხირთმა ვიცი მე!!

  3. ქსენია-საიდან გვწერთ - ქსნიდან on said:

    ისე ტენდენციურებმა ვინც ჩემს პოსტს ნახავს შეიძლება ჩამქოლონ მაგრამ მაინც ვიტყვი🙂
    ასეთი ფოტოგრაფები ვინც მსგავს უმსგავსობას იღებენ – უნდა დასაჯო კანონის ძალით და ფოტოაპარატს არ უნდა გააკარო მისი დარჩენილი სიცოცხლე!

  4. მივხვდი რეჯინის გენალობას—გლამურული მამრებისთვისაა ის ტავზეყანწიანი მდედრი..სადმე სუშიფართზე ეროვნული რომ შემოაწვება-გავლენ მოფარებულში, ყანწს თავისი პირველადი დანიშნულებით მოიხმარენ, გაარჭობს მერე თმაში და დაუბრუნდებიან გლამირულობას

    • tafo ki ara tamuna qvia, da rac sheexeba ginebas eg ki icis,da aravis araferi mochamos!! sxvebic ar daakleben !!! Rogorc tviton aris ayrolebuli ise saubaric maseti aqvs, da EG eamayeba? :dMag daberili tuchebit rom gamoichima am potoze, dzaan vulgarulia! Fu nanaxi mainc ar myavdes! mag tuchebis dabervit araferi geshvela…jobda tvini shegevso silikonit( carielia mainc)😀

      • tamuna, kargi ra, nanaxi gyavs da daglaparakebia? tu yuri mohkari? iqneb fotoc gaqvs misi telefonshi? caps locks iyeneb unichieresad, sxvata shoris😉

  5. ვაიმე ტუჩები ნასოსით დაუბერეს?o_O სილიკონი არაფერ შუაშია აშკარად :დ

    სადაა გლამური, გლამური კი არა ცვენს გვაქვს ღლიამური :დ

  6. აუფ, გივი ჯოლბორდი ყველა ქალს ერთ პოზაში რატომ სვამს, ხომ არ იცით?🙂 ათიოდე წლის წინ წურწუმიას ზუსტად ასეთი ფოტო ვნახე რომელიღაც ჟურნალის უკანა ყდაზე🙂

    • aa icnob etyoba da geamayeba))) sakutar aknes mixede, dzvirfaso da nulovan tvitshefasebas😉 muwukiani qalebi ar moswont kacebs😉

  7. ki fotoebi ar varga, magram rato giyvart kritika. gaaketet tavad uketesi, titqos am unicho fotografebs rac aqvt, isic gvardzls iwvevs tqvenshi.

  8. ისე ეს გოგო ჩემი მეგობარია და ალბათ სუბიექტურიც ვარ:), მაგრამ ლიგ სტუდიომ მართლა საშინელი ფოტოები გადაუღო არც ისე ცუდ მონაწილეებს იმ კონკურსში. https://www.facebook.com/photo.php?fbid=486466194732732&set=pb.100001080664540.-2207520000.1369427797.&type=3&theaterისე თუ გაინტერესებთ ასეთია ჩემი მეგობარი:) და ვერავინ იტყვის რომ მახინჯია:) თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას იტყვის:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s