ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე chapter V. ლელა წურწუმია


და გრძელდებოდა ცხოვრება ზომბილენდში ატამივით ტკბილი…

დაცხა, მოსახლეობამ სხეული მოიშიშვლა, ირგვლივ შანელისა და ადუღებული სხეულის საამო სურნელი  ჩამოდგა. ზომბილენდის გლამურული ქუჩები, ასევე გლამურულმა კალიებმა  მოიცვეს.

დრო ზანტად მიიწელებოდა, ყველა აგვისტოს მოლოდინში იყო.

აგვისტოში, სრულიად ელიტა, ზღვის სანაპიროზე მშვიდად განისვენებს. ხუმრობა ხომ არაა, მთელი წელი მუხლჩაუხრელად ამდენი შრომა?! ჰოდა, დასვენების საუკეთესო საშუალება, მარილითა და ალკოჰოლით გაჯერებული ცხელი საღამოებია. კიდევ ერთხელ მოუსმენენ ერთმანეთის სიმღერებს, შეაქებენ, გაუღიმებენ, მხარს წაკრავენ, წაიცეკვებენ, ირონიულად ჩაიცინებენ, წაიჭორავებენ,  მერე “ზაკუსკასაც” მოითხოვენ და ამასობაში საღამოც ჩათავდება. მეორე დილას კი ყველაფერი თავიდან დაიწყება. ♥

მესამე თავში, პრინცესებზე ვსაუბრობდით, დღეს კი  დედოფალზე მოგითხრობთ. დიახ! ზომბილენდს  დედოფლებიც ყავს, მედიდური და კდემამოსილი ქალბატონები, რომლებიც გლამურს ასხივებენ ყველგან და ყოველთვის.

გინდათ წვეულების თავლაში გამართვა? სტუმართა სიაში მხოლოდ თქვენი განუსვეტებელი (სვეტობას მოკლებული) მეგობრები არიან? შამპანიურის და კანაპეების ნაცვლად კი არაყი “გომი” და ობიან პურზე დადებული, ქონიანი ძეხვი ამშვენებს თქვენს “სტოლს” ? მაშინ ზომბილენდის ელიტა თქვენთვისაა, დაპატიჟეთ ადგილობრივი  დედოფალი და შემატეთ მეტი გლამური წვეულებას!

ჩემი შემოთავაზება კი ასეთია:

ლელა წურწუმია. წერტილი და პაუზა.

მისი კარიერა შორიეულ წარსულში იწყება, დინოზავრები ჯერ კიდევ თავისუფლად დააბიჯებდნენ დედამიწაზე. თუმცა, ლელაში გლამურის ისეთი დოზაა კონცენტრირებული, შესაძლოა ის უფრო ადრეც არსებობდა.

მიკროფონით პირში

გამოშვებული აქვს 12 ალბომი (ბიონსეს რამდენი აქვს?) მოკლედ, არ ეზარებოდა! მისი ალბომი “სულელი წვიმა” ყველაზე გაყიდვად ალბომებთა ათეულში ლიდერობს (ვიკიპედია ამას ამბობს, იმედია ეს ლელას წარმოსახვის ნაყოფი არაა). როგორც ჩანს, წვიმამ ბევრი გაასულელა და ლელას ალბომიც გაიყიდა!

ერთ დროს, ლელა, სექსუალური ახალგაზრდა ქალბატონი ბრძანდებოდა ( ყოველთვის ბლანკოს ქვრივის იმიჯი კი არ  ჰქონდა?!)

ეს ჩაცმულობა, ლელამ, ერთ-ერთ გადაცემაში მოინანია. სასულიერო პირმა შენიშვნა მომცაო.

სამაგიეროდ, პოზა აქვს ეროვნული ♥

აქეთა მხარეს მეტი კონტური მოგივიდა ლელა ♥ ყაისნაღით მოქსოვილი კენგოლი, მის სიძლიერეს უსვამს ხაზს, დაღვრემილი თვალები – ქალურ სისუსტეს.

საინტერესოა, ესოდენ დარდიანი თვალებით რას შესცქერის?  ა) ზემოთ დამხრჩვალი კატა კიდია ბაწარზე; ბ) მამულიჩა ზის ბლის ხეზე; გ) ნეტარყუჩის მოლოდინშია; გ) გლამურის ღმერთებს მოწყალებას თხოვს.

სექსუალური ლელას ნარჩენებიდან.

წითელ პენუარში გახვეული ლელა, ატლასის თეთრეულში ფეხებს ვერ იმორჩილებს. თუ გავითვალისწინებთ სიმღერის სახელწოდებას “სიზმარი”,  ლელას ქუსლის მოძრაობებს და შემდეგ ზებრის ბეწვზე თითების ნაზად ასმას, ნათელი გახდება, რომ სიზმარი ეროტიული ხასიათისაა.

დარბის ამ წითელ პენურაში ლელა და დასდევენ შავი სპერმატოზოიდები. მეტი პრინციპში, არც არაფერი ხდება.

აზღუდი კვლავ აქტუალურად რჩება,  აჟურულ ბლუზონში მოკრძალებით გვიდასტურებს მკერდთა არსებობას. კაბა კოჭებამდეა, მაგრამ ჩახსნილი სადამდეა?! ისწავლეთ გოგონებო, რას ნიშნავს ფარული სექსუალურობა ♥

ჰო, მერე გათხოვდა ლელა და მობეზრდა სექსუალური ქალის იმიჯი.

XVI საუკუნეშიც კი, ლელას გლამურის შარავანდედი არ სცილდება.

ლელა ელიტის ნაწილია (ყველგან და ყოველთვის!), სტეფანე კი – მდაბიო. სიყვარული, სევდა და წვიმა კვლავ აქტუალურია.  ლელას ზედა ქუთუთოს ახრები ბოლოს მიღებს! სანამ წურწუმია თვალებს აპაჭუნებს, სტეფანე დარდის სასმელში ჩაკლას ცდილობს. მოკლედ, გენიალურია ♥

გარდამავალი პერიოდის ლელა. ატყორცნილი წარბები და ტუჩებზე ოსტატურად შემოვლებული ყავისფერი კონტური, კვლავ აქტუალურად რჩება.

ჩემი საყვარელი პერსონაჟები, ლელას თვალებზე  ბუხრიდან ახლადგამოღებული ნახშირი უსვია ♥ ნიო – ლეოპარდს არ ღალატობს!

მგონი, უბრალოდ გაფატრული  დათვი ყავს შემოცმული. ამის მერე, საკუთარი სიმაღლის დათუნია შეარჩიე ♥

აბრდღვიალებული დედოფალი ლ! მერე რა, რომ იღლიები ჩამოჭკნა? გული არა ბერდება!

რაფინირებული ღიმილი, დაღვინებული, გლამურული, სულ ოდნავ სექსუალური და ასე ნანატრი. მრავალწლიანი მუშაობის შედეგი!

ლელას ღიმილზე დავასრულებ ჩემს თხრობას, მგონი სიტყვა გამეწელა, როგორც მოზრდილი ზომის თურქული საღეჭი რეზინი.

ამასობაში კი…

ღამეეე-ა, ღამეეე-ა, ღა მეა ეეე-ა ეე-ა,  ფრიად ცხელი, ამიტომ, ჩავრთავ ლელა წურწუმიას რომელიმე ჰიტს, ატლასის თეთრეულს გადავჭიმავ ჩემს ლოგინზე, უჯრიდან სათუთად გადანახულ ზებრის ტყავს ამოვიღებ   და ბალიშისპირებს ამოვკემსავ.  ველური სიზმრის მოლოდინში, გავიყუჩები და ლელას ფანსკუნჯისებრ ხმას მივუგდებ ყურს.  ვიმედოვნებ, სულელი წვიმაც არ დააყოვნებს ♥♥ იმიტომ რომ სრული ბედნიერებისათვის, მხოლოდ სიგრილე თუ დამაკლდება.

სამშაბათამდე, თანამებრძოლებო!

WARNING

28 thoughts on “ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე chapter V. ლელა წურწუმია

  1. საინტერესოა, ესოდენ დარდიანი თვალებით რას შესცქერის? ა) ზემოთ დამხრჩვალი კატა კიდია ბაწარზე; ბ) მამულიჩა ზის ბლის ხეზე; გ) ნეტარყუჩის მოლოდინშია; გ) გლამურის ღმერთებს მოწყალებას თხოვს.

    aaaaaaaaaa!!!

  2. სამაგიეროდ, პოზა აქვს ეროვნული ♥

    ავტორო, “გფანობ” ! :დ

  3. რომელი ერთი დავაკომენტო არ ვიცი :)))))) ძალიან მაგარია😀

  4. ეს მარტო ვიწრო წრეში წასაკითხი არ არის!!!
    სექტემბრიდან საზღვრები უნდა გაფართოვდეს 10000%-ით!!

    ვხვდები რომ რამოდენიმე ავტორია და ყველა❤!!!

  5. “საკუთარი სიმაღლის დათუჩა შეარჩიე”-ზე ვიხოხე. წარმოვიდგინე ტყეში როგორ დარონინებს ამაყად მოღერებული ყელით და დათვებს ეტოლება სიმაღლეში :)))))

  6. “ამის მერე, საკუთარი სიმაღლის დათუნია შეარჩიე” – სუფთა ”კუპჩიხა”-ა მაგ სურათზე, ”უპრიაჟკა” აკლია თუ რა ქვია, ”კიბიტკა”😀😀

  7. ეს პოსტი დანარჩენებთან შედარებით დიდი ვერაფერი იყო გაფატრულ დათვზე მონაკეთი მომეწონა❤
    ეჰ ლელა ლელა🙂
    ზომბილენდის ამდენ საოცრებას შორის ლელას ასე სწრაფად არ უნდა მიდგომოდი
    კანდოდატურები დაილია
    მაია ასათიანი
    ანი სირაძე
    გია სურამელაშვილი
    უფ ვინ მოთვლის🙂

      • მარინა ბერიძესთან რომ კონფლიქტი მოუვიდა ბოლო ჯეოსტარში, ტიპიური მოსწერვო თინეიჯერი. მერე ნანუკასაც ჰყავდა სტუმრად. მეტი მეც არ ვიცი : )

  8. მოვითხოვთ, შემდეგი ზღაპარი მიეძღვნას მაია ასათიანს ან ნანუკა ჟორჟოლიანს ან ორივეს ერთად ან როგორც გენებოთ:)))))

  9. გგგგგგ:))
    საკუთარი სიმაღლის დათუჩა შეარჩიე:))))))))))ეს ჩაცმულობა, ლელამ, ერთ-ერთ გადაცემაში მოინანია. სასულიერო პირმა შენიშვნა მომცაო.

    სამაგიეროდ, პოზა აქვს ეროვნული ♥:))))))))))))))))))))))
    ბ) მამულიჩა ზის ბლის ხეზე;:))))))))))))))))))))))))))))))))))))

    არადა საბადოა…..აშკარად მეორე ნაწილს ითხოვს!

  10. ლელას სახე გარიგება 2-ში?

    ძალიან ვრცელი თემაა თავის გარდერობიანად. უნდა მივუბრუნდეთ

  11. ბელუჩი-ბეგაშვილი როდის იქნება?

    ისე თავიდან უკეთესად დაიწყეთ. არ ვიცი, შეიძლება სხვადახვა ავტორი წერს.

  12. როგორ მიიფარჩაკა თავი ამ ქალმა. კდემამოსილი დედაკაცის როლი არ უხდება, ყალბია. ადრე, ინგა გრიგოლიას “რეაქციაშ” ( თუ სწორად მახსოვს) ქართული ფლეიბოის ავკარგიანობა განიხილებოდა და იქ ლელამ ნინა წკრიალაშვილი ისე შერისხა, ვიფიქრე, ცოტაც და თვითონ ზეცაში ამარლდება – მეთქი. საზიზღრობაა :ყეს:

  13. წურწუმია არის ფარისეველი და გაუნათლებელი საზიზღარი ღორი. სტატია კარგია, მაგრამ წურწუმია გულისამრევია.

  14. წურწუმია არის ფარისეველი და გაუნათლებელი საზიზღარი ღორი. 
    სტატია კარგია, მაგრამ წურწუმია გულისამრევია.

  15. ეძღვნება ლელას კლიპს:
    Женщине снится сон, будто бы за ней гонится по ночному городу огромный негр. Она бежит от него, спотыкаясь, задыхаясь, сворачивает в один двор, в другой. Негр не отстает. Наконец тупик. Женщина поворачивается лицом к своему преследователю и дрожащим голосом спрашивает:
    – Что вам нужно? Что вы собираетесь со мной сделать?
    – Откуда я знаю, мэм, это же ваш сон.

  16. ვაა ნინო ჩხეიძესთან ერთად ფოტოებშიც რომ იღიმება, რა ნაგლობაა, ეგ არ იყო რო ლანძღავდა და გოიმს ეძახდა, მე მასეთ სიმღერებს არ ვკადრულობო და ნინო ჩხეიძე სიცილით კვდებოდა – სამაგიეროდ ჩემი იყიდებაო. ახლა, შეატყო რომ ჩხეიძეს მეტი ფული აქვს და “გლამურულ საზოგადოებაში” უფრო ღრმად შეძვრა და იქეთ შეეტენა? კერგი რა.

  17. სტეფანე და წურწუმიას კლიპში გია ლეჟავაა მარტო ღირებული😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s