ავტორუჯი, როგორ მივიღოთ ჯანმრთელი ფერი ლეღვის ფოთლის ნახარშის გარეშე :)


ზაფხულში ვის არ მოსწონს ოქროსფერი სხეული, მაგრამ ბევრს სურვილი არ აქვს მზეზე გარუჯვით ულტრაიისფერი სხივების მსხვერპლი გახდეს, ან სულაც საკმარის დროს ვერ პოულობს სანაპიროზე წამოსაწოლად.

სწორედ მათთვის არსებობს  ავტორუჯი, რომელიც სწრაფად და უვნებლად მისცემს კანს სასურველ ფერს.

ბევრმა კოსმეტიკურმა ბრენდმა, შექმნა გასარუჯი ხაზი, რომლის მიზანია კანს მისცეს ბუნებრივი ოქროსფერი ტონალობა ისე, რომ არ დავიზანოთ კანი და არ გავაჭუჭყიანოთ ტანსაცმელი.
ვეცდებით, გირჩიოთ სხვადასხვა სახის ხარისხიანი ავტო რუჯი და და ავხსნათ მათი ეფექტური გამოყენების წესი.

 Lancôme Flash Bronzer ( ფასი – $21)

შეიძინეთ აქ

ლანკომის ავტორუჯი გარდა იმისა რომ კანს აძლევს ლამაზ,ბუნებრივ ფერს, იგი კანის ზედაპირს გამოშრობისგან იცავს,შეიცასვს ვიტამინ E-ს რაც ხელს უწყობს მის დამტენიანობას. გამოიყენება სახის კანისთვის. მიუხედავად იმისა რომ სითხის კონსტეცია თხევადია, დაახლოებით 30 წუთია საჭირო რომ კანმა შეიწოვოს, გაშრეს და ნამდვილი რუჯის ფერი მიიღოს.

Clinique Self Sun Body Tinted Lotion (ფასი-$21)

შეიძინეთ აქ
კანს აძლევს ბუნებრივ, მდიდარ ფერს,ასევე ხდის მას მბზინავს და მკვრივს. სითხე თანაბრად  უნდა განაწილდეს კანის სუფთა (რეკომენდირებულია ავტო რუჯის წასმამდე კანის სკრაბით გაწმენდვა) ზედპირზე, 15 წუთის შემდეგ კი სასურველია გულის გამაგრება, რადგან მიღებული შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს^^

TanTowel Classic Self-Tan Towelette ( ფასი- $21)
შეიძინეთ აქ

იდეალურია ღია ფერის კანისთვის, ეს ფარატინა ხელსახოცი წარმოუდგენელ პროფესიონალურ შედეგს იძლევა, მისი ტარება  მოსახერხებელია   ყოველდღიურად, გამოყენება შეიძლება როგორც ტანის ასევე სახის კანისთვის, შრება მომენტალურად, ამიტომ არ სვრის ტანსაცმელს.გამოირჩევ ციტრუსის სურნელით.

Christian Dior Dior Bronze Tan Activator & Extender for Body Self Tanning Products  (ფასი $38.00)

შეიძინეთ აქ

იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან, ატენიანებს მას და აძლევს იდეალურ ფერს, რომლის ნამდვილი ნარუჯისგან განსხვავება თითქმის შეუძლებელია. გასაშრობად ოციოდე წუთიც საკმარისია.

ალბათ შეამჩნევდით, რომ ბმულები ერთი ონლაინ მარკეტიდან მივუთითეთ. თუ ონლაინ შოპინგში ჯერ დამწყებები ხართ, გადახედეთ ჩვენს ძველ პოსტს, სადაც სწორედ ამ მარკეტის მაგალითზეა ახსნილი თუ როგორ ვიყიდოთ სასურველი ნივთი ინტერნეტით დაკლიკეთ აქ და მიჰყევით ინსტრუქციას.

ავტორუჯის არასწორ გამოყენებას ფიზიოლოგიურის გარდა ესთეტიური ზიანის მოტანაც შეუძლია. თუ ავტო რუჯის  წასმის წინ კანი სკრაბით არ გაიწმინდება, ავტო რუჯი ჯადოსნურ სითხედ გადაიქცევა და კანს ან ლეოპარდის ტონალობას მისცემს ან ჭადრაკის დაფას დაამსგავსებს გროსმეისტერების დაძაბული პარტიის შემდეგ.

გაუფრთხილდით თქვენს კანს. მუდმივი არაფერი არ არის. სანამ სახურავზე წამოწოლას და ლეღვის ფოთლით თუ კაკლის წენგოთი ექსპერიმენტების ჩატარებას გადაწყვეტთ, იფიქრეთ, რა ზიანი შეიძლება მიაყენოთ ზედმეტი ნამზეურით თქვენს კანს.

გაირუჯეთ ფრთხილად და უსაფრთხოდ ან გადახედეთ გარუჯვის ალტერნატიულ ვარიანტებს და რაც მთავარია, დაიცავით ოქროს შუალედი.

9 thoughts on “ავტორუჯი, როგორ მივიღოთ ჯანმრთელი ფერი ლეღვის ფოთლის ნახარშის გარეშე :)

    • ეს თრენდი ჩემს (თქვენ წარმოიდგინეთ) აღტაცებას იწვევს ))))))))))))))))))))))
      ვიღაც ძალიან დიდი იუმორის პატრონია ვინც ეს წელს დაამკვიდრა.

  1. მე ვერასდროს ვერ ვინაწილებ თანაბრად ამ ავტორუჯს. (ნუ, ბევრჯერ არც მიცდია)

  2. ეს ლეღვის ფოთოლი ახალი თემაა სოციალურ ქსელებში და რამე მოვლენას ჩამოვრჩი??

    დიორი მართლაც საუკეთესოა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ავტორუჯები არასდროს მიცდია🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s