ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე chapter IV. ლალი მოროშკინა


ზომბილენდში დრო მიდიოდა ისე, როგორც გლამურულ ქალაქს შეესაბამება. ივენთებზე ერთი და იგივე ხალხი ჩნდებოდა. მძიმეწონოსნები თავებს იფასებდნენ, წვრილწვრილი სელებრითები ობიექტივებში ვარდებოდნენ, ”ლ”-ებს ხვეწდნენ და ქუჩაში თუ ვინმე იცნობდა იმ დღეს კალენდარზე წითელი გულით აღნიშნავდნენ.

ზომბილენდს ერთი უცნაურობა სჭირდა… აქ შეიძლება თოხის შემდეგ ხელში ფოტოაპარატი აეღოთ, ხის კოვზის ლოკვიდან მიკროფონის სვეცკად ქნევაზე (აი, ორ თითს შუა რომ მოუქცევენ ხოლმე და ცალყბად მღერიან მაგას ვგულისხმობ) გადასულიყვნენ და მარკ რივკინის წამყვან- პარტნიორობიდან სექს სიმბოლოდ (თუმცა, ვისთვის-როგორ) გადაქცეულიყვნენ. (მარკს რა თქმა უნდა არაფერს ვერჩით)

ზომბილენდში ლალი ცხოვრობდა, განთქმული გულღიობით და სიხალასით! უდაოდ ნიჭიერი, უდაოდ ყველაფერშიკი!

ფიზიკურად იყო ერთი თორემ, ლალის იმდენი სახეობა არსებობდა, ყველაზე ინტელექტუალი ზომბილენდელიც ვერ დაითვლიდა!!

ის იყო მალვინას და მარგალიტა დეიდას არაჩვეულებრივი მიქსი!

ესმოდა პოლიტიკა, ოცნებობდა მეზობელ კირკოროვლენდში ელჩობაზე:

გადასარევად ირგებდა უცოდველი ლოლიტას იმიჯს!

მეორე წუთს კი ქოლგით გვიტევდა, ხოლო ვისაც ქოლგის არ ეშინოდა-მათ წვეტიანი ჩექმებით!

შეეძლო ინტელექტიც ეფრქვია და კაპოტზეც დაელია. ერთი სიტყვით იცოდა ქიციც და ქიცმაცურიც!

ერთი მაზალო ჰობი ჰქონდა ლალის. მისი შიშით პატიოსანი ზებრა და კანონომორჩილი სკუნსი ვერ გაჭაჭანებულიყვნენ ქალაქის მისადგომებთან!

ნორკების და ნუტრიების  უფლებათა დამცველები უძლურები აღმოჩნდნენ ლალის გატყავებული ცხოველების თავზე ჩამომხობის სურვილის წინააღმდეგ!!

ქალაქის მცხოვრებთა აგარაკებზე საქათმეებს  (ზოგს ჩვევაში ჰქონდა და თან უყვარდა სოფლის მეურნეობა) მელა ვეღარ ეპარებოდა. ისინი ყველა ლალიმ გამოიყენა თავის კოლექციაში ”მორო ქეი” (მამოჩკი!)

ლალის ბეწვეულის კოლექციიდან

ერთადერთი ლეოპარდი, რომელიც ბოლო წლებში ლაგოდეხის ნაკრძალში შენიშნეს, ლალიმ დაიჭირა და ჟილეტად აქცია.

მართალია არ არსებობდა, მაგრამ ლალიმ გამოაყვანინა ნარინჯისფერი ჩაუჩაუს ჯიში, შემდეგ კი რა თქმა უნდა, მისგან ესოდენ ელეგანტური ქუდი შეკერა. (კუდი აქვს უკან, რომ ჩამოქაჩავ ყეფას იწყებს ♥ )

არადა, თითქოს ასე მარტივადაც არ დაწყებულა ყველაფერი. ეს ფოტო ექსკლუზიური მასალაა, თუ როგორ შემოეჭყლიტა ლალის მგელი. ნახეთ რა შეძრწუნებული სახე აქვს! ეს წამია ფეხი დაუცდა და საწყალი არსება ქვეშ მოიყოლა!

ის მგელი ახლა აღარავის ახსოვს, სამაგიეროდ, ზომბილენდის ყველა პირველკლასელმა იცის სწორი პასუხი კითხვაზე რას გვაძლევს ლალი მოროშკინა?

ბუნდღას!!

ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი ლალი მოროშკინა.

ხუმრობა არ გეგონოთ, ლალი თურმე მართლაც ლექტორია. ლექციების შემდეგ კი ახალციხიდან კარტოფილს ეზიდება ! ♥
საინტერესოა, ამ ბედკრულ ძაღლს რას უპირებს? ნეტავ როგორი ბეწვი აქვს… ჰმ…

ჟურნალისტი – ვინ მიგაჩნიათ საქართველოში ყველაზე გემოვნებიან პიროვნებად?
ლალი – დასახელებისგან თავს შევიკავებ. ისე კი, გემოვნებიანია ადამიანი, რომელიც გადაპრანჭული არ არის

ლალიმ ეს თქვა და სავარაუდოდ, მიწა არ გაუსკდა.

გგონიათ მხოლოდ ბეწვეულზე შეჩერდა?! არა!! ლალიმ საკუთარი წიგნიც გამოსცა, თანაც სამჯერ! ან იქნებ მეტჯერაც, გლამურის ღმერთმა იცის… მზრუნველი დედა! ჩვენს უსექსობაზე ღელავს. მადლობა ლალი❤

ამ წიგნის სათაურად, ლალიმ ყველა ის სიტყვა გამოიყენა, რომელიც ჩვენში პოპულარობით სარგბელობს, თუმცა წიგნი მაინც ვერ გაიყიდა…

რა უგემოვნოები ვართ ეს ქართველი მკითხველები, როგორ შეიძლება ეს წიგნი “სუპერიანი” ყდით არ გვედოს “სერვანტში”?ან თავმოყვარე დედა ამას მზითვებში არ უნდა ატანდეს საკუთარ ქალიშვილს?😦

შეიძლება ეს ფრაზა წაიკითხო და ბუნების ცუდად აღწერისთვის ვაჟა ფშაველას მცირე საყვედური მაინც არ უთხრა?

თბილი სექტემბერი ხეებზე შემორჩენილ ფოთლებს ეფერებოდა, მე კაბინეტის ფანჯარასთან ვიდექი და თავისუფლების მოედანს გავცქეროდი, თან კონდიციონერის ზუზუნში დასვენებაზე ვოცნებობდი. რა მოხდა, რა… მხოლოდ სამი დღე…

ან რა გულმა უნდა მოგითმინოს, რომ ამ ამონარიდის სკოლაში საზეპიროდ სწავლება არ მოითხოვო?

– მიჭერენ, ლალი, – ამოიგმინა გიორგიმ და თითქოს მის მძიმე სუნთქვას სულ ცოტა 300 არაგველი ამოჰყვა. – შენ არ იცი, ადრე მე და ჩემს სიმამრს მილების ბიზნესი გვქონდა გორსა და კასპში, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ მიძინებული საქმეა, ახლა კი თავიდან ჩიჩქნიან, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული!

ალბათ, მკითხველს ჰგონია, რომ ამ ფრაზის მერე ლალიმ ლეჩაქი უნდა შემოიხსნას, გიორგის “პოლდიუმა” მილი ჩამოართვას და ბრძოლის ველზე გაიჭრას, როცა ერთი მილი გაიღუნება მეორე აღმართოს, მაგრამ არა მეგობრებო! ნახეთ, როგორი მოულოდნელი წიაღსვლაა!

– კარგი, ახლავე დავურეკავ, შენ თვალწინ, – და ტელეფონში მიშას აბდაუბდა ტელეფონის ნომრის ძებნა დავიწყე. “რა გახდა ერთი ადამიანური ნომერი, ეს რა ციფრების წყობაა, პითაგორა რომ იყო, ვერ დაიმახსოვრებ”, – ვფიქრობდი და თან ნომერს ვკრეფდი. ფიჭურ კავშირში მიშას ხმა უკვე ისმოდა.

სიყვარულო, ძალსა შენსა! პითაგორასაც რომ გაუჭირდებოდა იმ კომბინაციის 9 ციფრს რომ აგაკრეფინებს!!! (იმ შემთხვევაში, თუ მიშა სხვა ქსელის აბონენტია!) მსოფლიო ჩემპიონის ყოფილი სიმამრის მილების ბიზნესზეც რომ აგანერვიულებს!!

ლალი რომ ნამდვილი ხელოვანია იმაშიც გამოჩნდა, რომ შემორჩენილი მილები სამზარეულო-აბაზანის წყალგაყვანილობისთვის არ გამოუყენებია!

ლალი რომ სრულიად კაცობრიობაზე ზრუნავს ამისი ნათელი მაგალითია მისი ბოლო წიგნი “ყველა კაცი იდიოტი არ არის”!

ალბათ ყდაზე შენიშნავდით რომ სათაური მეორე ნაწილისგანაც შედგება (ცისფერი მთების გავლენა) “ანუ როგორ გავთხოვდეთ?”

პირველ რიგში, ლალი, მაგ სიკეთეს და ღვთის წყალობას ამ კაბაში ნუ იზამ:

გაიგეთ გოგონებო? ლალი ამბობს რომ ყველა კაცი იდიოტი არ არის. წიგნში, ლალი გათხოვების საკუთარ რეცეპტებს გვთავაზობს. ასე რომ თუ კი 50 წელს გადააბიჯეთ და გათხოვების იმედი არ დაგიკარგავთ, ან თინეიჯერი ბრძანდებით, რომლისთვისაც გათხოვება უმთავრესი მიზანია, ან უბრალოდ… გათხოვება გინდათ, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ, ეს წიგნი თქვენთვისაა ♥♥♥♥♥♥

მინდა ისევ ლალის მრავალსახეობებს მივუბრუნდე.

” ტანო, ალვად აშოლტილო,
შენი ჟინით ვნებული
ბაღში ატმებს ვეტმასენი,
რტოებგადაბმული ვარ”.

“მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა, ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა,
ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა. ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა”.

არავის ძალუძს, კაბა-ელასტიკებზე მსოფლიო ატლასი და ამაზონის ჯუნგლები ჰქონდეს გამოსახული და მაინც ასე არხეინად იყოს წამოწოლილი სატელევიზიო სტუდიაში ♥

პოტენციური შაკირა ლალიში❤

ბოლოს კი ჩაფიქრებულ ლალის დაგიტოვებთ. ამ ფოტომ მეც ჩამაფიქრა, რა სიურპრიზს გვიმზადებს ნეტავ ლალი? ვითომ ძაღლის ბეწვეულის წარმოებას დაიწყებს? ან იქნებ კუს ტყავის წინდები ჩაუშვას წარმოებაში? იქნებ მეოთხე წიგნი გვაჩუქოს ♥ ამ წიგნის სათაურის წარმოდგენაც კი მიჭირს…

ალბათ, დღევანდელი პოსტის შემდეგ, ლალი ღრმად ამოიხვნეშებს და ქართულ უსექსობაზე უკვე მერამდენედ ალაპარაკდება. გულდათუთქული, შვებას რომ ვერსად ჰპოვებს, ცხოველების გატყავებას და წიგნების წერას გააგრძელებს.
ჩვენ კი, სექსი თუ არ გვექნება, “მორო-ქეი”-ს ბეწვეული და ცნოიბიერების ნაკადში დასველებული წიგნები მაინც ხომ დაგვრჩება?!
გემშვიდობებით პარასკევამდე, მარად თქვენი უსექსო და ბოღმისგან შესიებული ფეშენმაზერი. ♥

WARNING

36 thoughts on “ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე chapter IV. ლალი მოროშკინა

  1. შემეხეთ მეთქი!!!! :დ

    ბრილიანწების სიყვარულის გამორჩენა იქნებოდა😦 მო:

  2. როცა გაქვს – გატყავებული ცხოველების თავზე ჩამომხობის სურვილი,
    მის წინააღმდეგ წასვლისას ჩვეულებრივ ვწერთ სიტყვას -“წინააღმდეგ”,
    ანუ ნაცვლად ამ ფორმისა- “გატყავებული ცხოველების თავზე ჩამომხობისადმი სურვილის წინააღმდეგ!!”, იქნებოდა – გატყავებული ცხოველების თავზე ჩამომხობის სურვილის წინააღმდეგ!!
    ცოტა სხვაგავარად ჯობს, მაგრამ თუ მაინცდამაინც ასე გსურთ, სწორი ფორმა ასე იქნებ(ოდ)ა🙂

    • მადლობა, აუცილებლად ჩავასწორებთ. როგორც ჩანს, მოროშკინას მკერდმა გონება დაგვიბინდა ♥

  3. ოცნების ახდენა ჰქვია ამას – ვინატრე და ა ბატონო მივიღე სტატია
    ესეიგი ლალიი აქ თუ შემოხვალ და რამე არ მოგეწონება ჩემთან სტატიის ავტორს არაფერი აკადრო!!!

    პ.ს. ავტოროო მიკალქალ❤

  4. ავტორი ბისზე,მართლა ბრავო🙂
    ერთი ეს მითხარით, ვინმეს, გარდა ხინკლით გამაძღარი , ღიპიანი და ტუჩგაქონილი კაცისა, მოსწონს ეს თავზებურდღაჩამომხობილი დედაკაცი? :))))))

    • mec es mainteresebs sul. rogorc pirovneba lalis ar vexebi amboben rom Zalian kargi adamiania, magram saShinlad ugemovno qalia faqtia.

  5. ლალის, სანამ უწყინარი ფუფალა მეგონა, ვიტანდი და აუცილებლობადაც კი მიმაჩნდა მისნაირი ჯამბაზის არსებობა ჩვენი უსახური ყოფისთვის. ))
    ახლა მის მიმართ, ყველანაირი იუმორის გრძნობა მიკვდება და ჩნდება მხოლოდ მისი ცოცხლად გატყავების სურვილი.
    ვოცნებობ, საკადრისი მიიღოს ოდესმე.

    ქილიკმაისტერ ავტორს აპლოდისმენტები
    იუმორგატყავებული მკითხველი

      • სისასტიკე მოროშკინას მოკითხეთ.
        ვიცი, რომ არ არის, თორემ დავწერდი, რომ დაინდეს. სტილი დაცულია. ამიტომ კვლავაც ვაჯილდოვებ ტაშით.
        მე კი ჩემს დამოკიდებულებას როგორი ფორმითაც მსურს , იმ ფორმით გამოვხატავ.
        კიდევ ერთხელ იუმორაყრილი!

  6. :DD მალვინას და მარგალიტა დეიდას არაჩვეულებრივი მიქსია, მართლაც და ალბათ კიდევ კარაბას–ბარაბასის.

  7. ცუდად ვარ:))) აღარ შემიძლია თქვენი კითხვა:)) მამაჩკიმ დაგლიჯა:დ

  8. რამდენიც უნდა იმდენი წეროს წიგნი, მაგრამ ამ საწყალ ცხოველებს რას ერჩის, ერთ ერთ გადაცემაში, რომელიც ცხოველების დაცვას ეხებოდა ისე დიდი სიამოვნებით ყვებოდა როგორ კარგად გაატყავებს თუნდაც საკუთარი ხელით და მოირგებს მერე მის ბეწვს… შემძრა!
    ტფუუუუუუუუუუუუუ<!\
    ვიზუალურად რომ ვულგარული და დეგენერატია ეგ კიდე სხვა თემაა..:(

    • me es ubadrukoba qali ragacnairad mecodeba kidec.ratom? imitom rom ertxel ibadebi da aseti martivi ertujrediani.cxovelebis mimart mis sadistur filosofiaze rom araferi vtqvat da subaris mrchevelic .sad shemizlia amdeni

  9. koveltvis vicodi rom sulmnati shota rustaveli im ukvdav strikonebs tkuilubralod ar dacerda… da aha ! ise agixdat kvelaperi, rogorc me axla:)))
    mas tansa kaba emosa gare tma vefxis tkavisa…………
    metis ceris tavi agar makvs:)))))))))))) avtors bravo!!!!!!!!:))))))))))))))))

  10. ამ ქალს ერთი კეთილი ადამიანი მაინც არ ჰყავს გარშემო რამე რომ ურჩოს? :დდ
    წიგნების არსებობა არც ვიცოდი, ვინმესთან თუ გადავაწყდი თვალი უნდა გადავავლო! :დდდ

  11. ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო!ბრავო! (ხელი მეტკინა Ctrl+V-ს ჭერით თორემ უფრო მეტ ბრავოს იმსახურებთ)🙂

  12. “თბილი სექტემბერი ხეებზე შემორჩენილ ფოთლებს ეფერებოდა”
    უი, შენ ჩაქრი შენა : )

  13. ჰუჰ ცრემლები მომდის
    იმედია ამაღამ სიცილით სიკვდილს გადავურჩები❤

    ბრავო!

  14. ლალი, ის როგორ იყო, აირზენას ჟურნალის რედაქტორი რომ იყავი და 
    შიგ ისეთ საზიზღრობებს წერდი, ასავალ-დასავალს შეშურდება. 
    ეგ რომ წაგეკითხათ, ამ ამაზრზენ სუბიექტზე სახუმარო ტექსტს ვერ დაწერდით, 
    დამიჯერეთ. 
    მაგდენი ზიზღის და სიძულვილის ენა მე არც ერთ ბეჭდურ გამოცემაში არ შემხვედრია.
    ხიდირბეგიშვილის ჰომოფობიური სტატიებიც მანდ დაიბადა.

  15. ”მე კაბინეტის ფანჯარასთან ვიდექი და თავისუფლების მოედანს გავცქეროდი, თან კონდიციონერის ზუზუნში დასვენებაზე ვოცნებობდი. ” ადრე ხალხი ბორჯომში დასვენებაზე ოცნებობდა, ეხლა ”პრადვინუტები” და უბრალოდ ”დვინუტები” კონდიციონერის ზუზუნში დასვენებაზე ოცნებობენ. ნეტა მაინც სადაა ეს ახალი სვეცკი კურრტი?

  16. ნახეთ რა შეძრწუნებული სახე აქვს! ეს წამია ფეხი დაუცდა და საწყალი არსება ქვეშ მოიყოლა!

    ფუუ, ფეხები რას უგავს😦

  17. ერთადერთი ლეოპარდი, რომელიც ბოლო წლებში ლაგოდეხის ნაკრძალში შენიშნეს, ლალიმ დაიჭირა და ჟილეტად აქცია.
    kargad vixalise:d

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s