Moleskine – legendary notebooks


პირადად მე ძალიან მიყვარს საკანცელარიო ნივთები, ბლოკნოტების მიმართ კიდევ განსაკუთრებული სისუსტე გამაჩნია.
მინდა გაგაცნოთ საფირმო ბლოკნოტებში სამყაროში ალბათ ყველაზე განთქმული და ცნობადი Moleskine.
Moleskine-ი ეკუთვნის იტალიურ კომპანიას modo&modo-ს და კოლოსალური შემოსავალი მოაქვს თავის შემქმნელებისთვის უკვე 200 წელია.
თვითონ სიტყვა მოლესკინი ნიშნავს თხუნელის ტყავს
(მოლე – თხუნელა, სკინ – ტყავი), დღესდღეისობით ეს უკვე დამოუკიდებელი ტერმინია, რაც ნიშნავს გამძლე ქაღალდს.
ნაწილობრივ, მოლესკინის გაპოპულარებას ხელი შეუწყო მოგზაურმა ბრიუს ჩატვინმა, რომელიც თავის მოგზაურობის დროს ჩანაწერებისთვის იყენებდა რვეულს, რომელიც ძალიან ჰგავდა დღევანდელ მოლესკინს.
მართალია ბრიუსს სხვა ფრანგული ბრენდის ბლოკნოტი ჰქონდა,მაგრამ დღეს მოლესკინი ჩატვინის სახელს იყენებს რეკლამაში და პროდუქცია სწორედ რომ მოგზაურობისათვის არის გათვლილი.
დღესდღეისობით, მოლესკინი ცდილობს, საკულტო სახე მისცეს თავის პროდუქციას. მის საიტზე ხშირად შევხვდებით ისეთი პიროვნებების ბლოკნოტების კანს, როგორებიც არიან პიკასო, გერტრუდა სტაინი,სარტრი,გიიომ აპოლინერუ და სხვები.
ამჟამად Moleskine-ის ბლოკნოტები იყიდება თითქმის მთელ მსოფლიოში და მათი ამოცნობა შეიძლება შემდეგი ნიშნით:
-მყარი,წყალგამძლე მოყვითალო ფურცელი.
-გაპოხილი ნაჭრის გარეკანი, რომელიც ძნელი გასარჩევია ნამდვილი ტყავისგან.
-ფურცლების მომრგვალებული კუთხეები.
-პატარა ჯიბე ჩანაწერების შესანახად.
-ელასტიური ლენტი, რომელიც კრავს ბლოკნოტს და იცავს მის ფურცლებს დაჭმუჭნვისაგან.
ბლოკნოტის ფასი საშუალოდ 15 ევროა.
მოლესკინი ასევე უშვებს ბლოკნოტებს მხატვრებისთვის და მუსიკოსებისთვის,არქიტექტორებისთვის და კონსტრუქტორებისთვის.
ძალიან ლამაზი სერიაა, ვან გოგის შემოქმედებისთვის მიძღვნილი გამოშვება, რომელიც გაფორმებული იყო მხატვრის რეპროდუქციებით და გარეკანი დამზადებული იყო ნამდვილი აბრეშუმისგან.სერია “passion” რომელიც მიეძღვნა 6 თემას: ჯანმრთელობა, ღვინო, მუსიკა,ფილმები და რეცეპტები, ჩამოთვლილი ინტერესთა სფერო, არის გამოხატული ყდაზე.

სერია – პატარა პრინცი,ეგზიუპერის განთქმული ნაწარმოების მიხედვითაა, ამ სერიას, მაგარი ყდა და მასზე გამოხატული პერსონაჟები ამშვენებენ.

19 thoughts on “Moleskine – legendary notebooks

  1. ბლოკნოტები ბლოკნოტები,პასტები,ფანქრები,ყველაფერი❤

  2. gmvnbno<3

    chemtvis uxmar ars, mxolod kalmebit davikvexni : d for gift gasatvaliswinebeli)

    es posti chven barcaferestaurant meniu dizainze mzrunvelebsac gamoadgebat!

    dzn lamazebia

  3. ამ რაღაცებში ფული არ მენანება. უკვე იმდენი ბლოკნოტები ვიყიდე.. ყოველ საღამოს ვათვალიერებ❤ :დ

  4. ავტოორ შენ მე ხარ? :))))
    ჩამომივა ეს მალე :**
    http://www.amazon.com/Moleskine-Ruled-Notebook-Cover-XLarge/dp/8883707222/ref=sr_1_16?ie=UTF8&qid=1309810523&sr=8-16

    პ.ს. არ ვიცი ვინ ხარ მაგრამ იშვიათა დღეს თბილისში ასეთი გემოვნების ადამიანი
    მიხარია რომ აქ მაინც გიცნობ :* წარმატებები!!

  5. მფლანგველობისკენ მიბიძგეთ ეხლა თქვენ, შევყევი ამაზონზე ამის თვალიერებას და ვერც გავიგე როგორ აღმოჩნდა ჩემს კალათში პატარა პრინცის და რეცეპტების ბლოკნოტი🙂

  6. Moleskine სად შემიძლია ვიყიდო? ძალიან გთხოვთ შემეხმიანეთ ძალიან მჭირდება. tmodzmanishvili@silknet.com

    წინასწარ გიხდით მადლობას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s