ბიჭოლა ♥ ანუ ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე. chapter II


იყო და არა იყო რა, კოკო შანელზე უკეთესი ვინ იქნებოდა, (ყოველ შემთხვევაში, იმ სფეროში რასაც ახლა შევეხებით) იყო პატარა ანზორი.
ამ ანზორს არაფერი ჰქონდა საერთო იმ “დიდ” ანზორთან, რომელსაც ყვავილები უყვარდა და ახლა ციხეში “ნადზორი” უყურებს (ხალხური “ფოლკლორიდან”: ”შენ ყვავილები გიყვარდა, ანზორი. ახლა ციხეში გიყურებს ნადზორი”).
თუმცა, შეიძლება ჩვენს პატარა ანზორს კიდევაც უყვარდა ყვავილები, რადგან მისი დახვეწილი სული იმთავითვე მიდრეკილი იყო მშვენიერების შექმნისკენ.
10-11 წლის იყო ჩვენი ანზორი, როდესაც მისი პირველი სამოსი საკუთარ თოჯინას მოარგო და ეს საქმიანობა მის ჰობიდ იქცა.
მახსოვს, ერთხელ ტელევიზორშიც გაიბრწყინა და ვიღაცამ დიდი მომავალიც უწინასწარმეტყველა.
გამოხდა ხანი, მას შემდეგ მრავალმა წელმა და კუწურიემ ჩაიცქვიტინა. ქართულმა მოდამ ნახა დაცემაც და აღზევებაც, თვით ზალიკო ბერგერიც კი ნახა!!! მაგრამ… იყო რაღაც რის გარეშეც პოდიუმს პეწი და სვეცკი ტუსოვკებს განსაკუთრებული ნათება აკლდა!

სიხარულისგან დავიწყებული მაქვს  ის პირველი დღე და წამი, პატარა თოჯინიანი ანზორიკოს ნაცვლად ყველგან, ტელეეკრანებზე, ჟურნალ-გაზეთებში, ყველგან სადაც თვალი გაგვექცეოდა ამბიციური, ექსტრავაგანტული და მყვირალა ბიჭოლა მოგვევლინა. საზოგადოება, მედია, მდიდარი, ღარიბი, სვეტი, გოიმი, საყოველთაო ორგაზმმა მოიცვა!!! ბიჭოლა კი რისი ბიჭოლა იყო, რომ  ჩვენთვის ეს სიამოვნება მოეკლო❤

კვლევა გვაიძულებს გამოვყოთ ბიჭოლური ორგაზმის რამდენიმე სახეობა.
1- ინწილექწუალური.
ნაწყვეტი ჟურნალიდან “გზა”

გზა-კლასგარეშე ლიტერატურას სკოლაში სწავლისასაც არ კითხულობდი ?

ბიჭოლა- მხოლოდ იმ ჟურნალებს ვკითხულობდი, რომლებშიც მოდის სფეროზე წერდნენ. (ეჭვი მაქვს, ბიჭოლ, იმ ჟურნალებშიც მხოლოდ ნაცნობ ასოებს ეძებდი.)

გზა- ამა თუ იმ მხტვრული ნაწარმოების მიხედვით უამრავი ფილმია გადაღებული,მათ თუ უყურებ ?

ბიჭოლა- არა, ფილმებიც არ მიყვარს. (რა ცუდია, მაყვალას შემოქმედება რომ არ გაქვს ნანახი ”სიყვარული ყველას უნდაში”)

გზა- რა გიყვარს ?

ბიჭოლა- გართობა. (და ”მაროჟნე”)

გზა -რომელ ლიტერატურულ პერსონაჟთან იმეგობრებდი ?

ბიჭოლა- ხევისბერ გოჩასთან (ავაჰმე!)

გზა-როგორ ფიქრობ ის თუ მოინდომებდა შენთან მეგობრობას?

ბიჭოლა- არ ვიცი. (იცი, ბიჭოლ, იცი😉 )

ბლიც კითხვები იგივე პუბლიკაციიდან

გზა -რომელ მდინარეზეა ავსტრიის დედაქალაქი ვენა ?

ბიჭოლა- არ ვიცი.

გზა- ვენაში არასდროს ყოფილხარ?

ბიჭოლა- როგორ არა, ნამყოფი ვარ , ვგიჟდები ისეთი ლამაზია .

გზა „ასფურცელა“, „სამი გოჭი“ „კომბლე“ „წითელქუდა“. რომელ ზღაპარში არ ფიგურირებს მგელი ?

ბიჭოლა- ვაიმე ! „წითელქუდას“ და „კომბლეს“ გამოვრიცხავ. დანარჩენ ორში ფიგურირებს თუ არა ვერ გეტყვით. (“სამ გოჭში”  გოჭებს ხან დოლჩე მისდევს, ხან გაბანა, კი…)

აქ ღრმად ამოვისუნთქოთ და გადავიდეთ ბიჭოლური ორგაზმების შემდეგ კატეგორიაზე.

2. მოდელირებული

სირანა

გავაბოლოთ და მესამე ბიჭოლური ორგაზმი

3. ფანოღური

4. მამაპაპური

ჟურნალი ”თბილისელები”

– ეს ულვაში ნამუსია თუ მხოლოდ იმიჯი?

– არა მხოლოდ და მხოლოდ იმიჯი. სხვათა შორის, ერთ-ერთ გადაცემაში იდეა გაჩნდა, ნამუსი პირდაპირ ეთერში გამეპარსა, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებ. ჩემი „ნამუსის ახდა“ ძალიან სკანდალური თემაა ნებისმიერი გადაცემისთვის.

5 ენა რომ ვერ ამოთქვამს ისეთი (მეცნიერულად “კარალევსკი”)

ბიჭოლური და არამხოლოდ ბიჭოლური, ზოგადად ქართული სვეცკი ორგაზმები უფრო ღრმა და შინაარსიან კვლევას საჭიროებს, ამას დროდადრო ბლოგზე შემოგთავაზებთ, მანამდე კი ანზორიკოს ცხოვრების მიხვეულ-მოხვეულ და მრავალფეროვან გზას დავუბრუნდეთ.

ბიჭკას პირველი კოლექცია (თუ სწორედ მახსოვს) უნისექსის თემაზე იყო აწყობილი, ამასთან მათი ტრანსფორმირებაც ადვილად იყო შესაძლებელი. მეცნიერულად რომ თქვათ, Одним движением брюки превращаются в элегантные шорты!


მიუხედავად ერთობ კოსმიურ-ჰორორული ლუქებისა,  ეს იყო ალბათ ერთადერთი კოლექცია, რომელსაც “ხალტურშიკის” ხელი დიდად არ ეტყობოდა, ანუ რაც შეეძლო- ქნა! ჩვენების ბოლოს კი დაახლოებით ასეთი შეფასებები მიიღო:

ია ფარულავა: აღფრთოვანებული ვარ. მსგავს ჩვენებას დღევანდელ თბილისში ნამდვილად არ ველოდი. განსხვავებული იყო. ფერების მინიმალური არჩევანის მიუხედავად შეიქმნა საოცარი მრავალფეროვნება. განსაკუთრებით მომეწონა მოდელების ორიგინალური ვარცხნილობა.

მერე… მერე ნუ, საერთოდ ასე ხდება ხოლმე, საკმარისია ერთი აღიარება, რომ მსგავს სუბიექტებს საზოგადოების მიმართ პრეტენზიული ტონი უყალიბდებათ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს from bicholla ან from another svetski kuturie-ა თავზე ჩამომხობილი საბან-გობანი და კისერზე ჩამოკონწიალებული ჭურჭლის სარეცხი მანქანაც კი გენიალურობად უნდა მივიღოთ.

საყოფაცხოვრებო თემა ბიჭოლას შემოქმედებაში.

ბალიშები

არავინ იცის რას აკეთებდა დიდი კუტურიე, როდესაც თავზე წყება-წყებად დადებული ბალიშების იდეა მოუვიდა. ფაქტია, რომ ისევ ზემოთხსენებული ფაქტორის გამო, ქართულ ბომონდში მსგავს სამაგრებზე ბრდღვნა და გლეჯვა ატყდა.

როგორც ჩანს, ყველა ჩვენგანში არის თითო სასოწარკვეთილი დიასახლისი და თითო ვირტუალური ლეიბების საბერტყი ყველას გვიჭირავს ხელში, თორემ რეავიცი…


კოვზები

ჰო, ეს ექსპერიმენტი ისეთი წარმატებული აღარ გამოდგა. ეტყობა “ყელზეჩანგლისახლობელჩამოკიდებულის” სტატუსი ზომბილენდის მცხოვრებლებს აღარ მოეწონათ.

ფოტო სახელად : ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ, კოვზია!

ბიჭკას თვალში კი ალბათ, გოიმია ყველა ის პატარძალი, რომელიც ქორწილში ყელზეასხმული მზითვით- “ნერჟავეიკის” კოვზებით არ მივიდა!!!

ფორთო”ჭ”კები. 

როცა ტანზე ჩასაცვამებს შორის ღირებულს არაფერს ქმნის, რა უნდა თქვას ჭკვიანმა კუტურიემ აქცენტის სხვა დეტალებზე გადასატანად? თავზე უნდა დაადგას ეიფელი, ხეოფსის პირამიდა, ემპაირ სთეით ბილდინგი ან ბურჯ დუბაი!

და თუ მიშა-შერონმახერზე უკეთესის სწილისწი ქვეყანაში არ მოიძევება, ბოლოსდაბოლოს ფორთო”ჭ”კა მაინც დააშენოს.

კუკუ!

ბიჭკაც ასე მოიქცა და მეტი ორიგინალურობისთვის ჩვენების ბოლოს მოდელები სულ ფორთო”ჭ”კებით გადააბა ერთმანეთს!!!

არ შემიძლია არ შევეხო ანზორიკოს კოლექციას მამაკაცებისთვის და რადგან ასეთ სიტუაციებში კულწურულ-შემოქმედებითი შოკისგან ენა მივარდება ხოლმე, მხოლოდ ორიოდე სიტყვით მივმართო შემქმნელს: “ანზორ, შე უღმერთო, რას ერჩოდი ყვავის ბახალას?”😦

❤❤❤❤❤❤

მაინც ვერ გავიგე, რატომ გადაეკიდა ბიჭოლა ადამის მოდგმას😦

სულ ახლახანს, მან და კალაძისამ 4 ტალიკი კაზაკი მაღალ ქუსლებზე შემოსვეს და როგორც ბავშვობაში ვიტყოდით ხოლმე “აერობიკა ჩაატარებინეს”.

დოინჯი, ფეხები მხრების სიგანეზე!

აბა, სადამდეც შეგვიძლია ვიხრებით!!!

თავისუფლად!

Bicholla By Anouki, ანუ ჰიტლერი და შოშია.

აქ გავიგე რას ნიშნავს მოდის კივილი სინამდვილეში!

იკივლებ, აბა რას იზამ, როდესაც პოდიუმზე ფრონცკად მოგოგმანე მოდელის მკერდზე კაცობრიობის ყველაზე დიდ მკვლელს აღმოაჩენ!

ბომონდმა კი რა თქმა უნდა, ეს კრეატივის ზეიმი და ორიგინალურობის პიკი აიტაცა, ისე როგორც სხვა მსგავს “ააუუ რა მაგარია, ხვთებიის?” იტაცებს ხოლმე.

ისე, რა ვიცი, თუ მოდისადმი ფეხის ადევნება მკვლელების ძუძუებზე გადმოხატვის გარეშე არ შეიძლება, იქნებ შედარებით ნაკლებ მასშტაბური მკვლელებით დაგვეწყო. რა დააშავა ჩიკატილომ?

ასე გვიწევს “ზომბილენდის” ამ თავის დასრულება. თუმცა ეს ის ზღაპარია, რომელსაც გაგრძელება აუცილებლად ექნება და სამწუხაროდ ჯერ დასასრულისთვის მხოლოდ “ჭირი აქა” გვაქვს.

ბიჭოლა კი “ქმნის და ქმნის”

პარასკევის “ზომბილენდამდე”.


WARNING

80 thoughts on “ბიჭოლა ♥ ანუ ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე. chapter II

    • კომენტარებში ჰომოფობიურ გამოხტომებს რატომ ატარებთ?

  1. რაზე ვბრაზდები იცი?ბიჭოლა ჩვენმა ტელევიზიებმა(კერძოდ გადაცემამ”სად დატრაშუნობდა თიკო სადუნიშვილი”)აქცია გემოვნების, სტილის,მოდის და სითამამის სიმბოლოდ.
    ბიჭი, რომელიც თავის ნამდვილ სახელს მალავს და ინტელექტით ინფუზორიაც კი სჯობს, ისეთი პრიმიტივია.
    შემოიღეს მოდაში ეს გატყლარჭული საუბარი, გაუგებარი სლენგი( გამარჯობა ელოჩკა-ლუდაედაჩკა), იგივე სახეები, იგივე ბამბა და ჯანდაბა რუმსები, ეს გაუთავებელი და უბერებელი კრისწი, ეს გაპოხილი ბიჭკა,ეს ვერ მოგულავებული თიკო, არ ვიცი ვის ბანაკში ვარ ნინი და ასე წრეზე.
    24 საათი ატრიალებენ და აპიარებენ, შემდეგ უკვირთ, რომ ახალგაზრდებმა არ იციან ვინ არის იგივე ხევისბერი გოჩა და იცის ვინ არის ბიჭოლა.გაუშვი შემეცნებითი გადაცემები(ნუ მთლად ამის იმედადაც რომ არ უნდა ვიყოთ, გასაგებია, მაგრამ იყოს!)

    • marto maia asatians ramxela cvlili aqvs magis prshi:)

      ai ratom icvev stumrad adamians,romelsac 2 winadadebis tkma ar sheudzlia gamartulad,nu misi shemokmedebis xarisxs rom davanebot tavi

      • იმიტომ, რომ შემდეგ მაიას უაზროდ დასმული კითხვა -რატომ?ძნელი იყო? ინტელექტის ზეიმად მოგვეჩვენოს.

    • დაგილაიქებდი ამ კომენტს თიკო, დალაიქების ფუნქცია რომ ქონდეს ვორდპრესს

    • გაუთავებელი კრისწი ლოოოოოოოოოოლ
      ოღონდა გამაგებინეთ რა შარმი აქვს ასეთი რომ ვერ შეელივნენ დიზაინერები

      • ახლახანს ჩემი თვალით რომ არ მენახა, თუ რა სავალალო მდგომარეობაშია კრისწი, არ დაცწერდი ამას.
        საშინლად დაცელულიტებული, მობერებული მუხლებით, განიერი გავით და სტაფილოსფერი რუჯით.
        კარგი რა კრისწი, კარგი რა!.შენც კრისწი ხარ და ტარლინგტონიც კრისწია?იმეი სოვესწ,ცავატანემ.(ეს ქსენოფობიაში არ ჩამიЕვალოთ, მისთვის გასაგები ესპერანტოთი დავწერე).

  2. ბიჭებს რომ დაბერილი ტანსაცმელი აცვიათ,მუზა ალბათ სპაიდერმენის კოსტიუმი იყო, ხო?

    • ალბათ ბავშობაში ტომი და ჯერი ნახა, ტომი ცერა თითში რომ ჩაიბერავს და კუნთებს ამობურცავს. თუმცა ეს ცოტა რთული გასაგები მულტფილმია არ ეყვარება

    • მე ამ კოსწიუმებში დავინახე უფრო დაკუნთულ, შკაიფოიდ, სტეროიდ მამაკაცებზე ოცნება :ვინდიზელიჩვენითანთია:

  3. მართალია, ძალიან არ მომეწონა, როგორ დაიწყეთ (თავმჯდომარის სახელს არ დავასახელებ და ცნობილი ბლოგერის ახვრული გაკრიტიკებით :დ), მაგრამ ძალიან მაგრად მიდიხართ წინ, უფრო და უფრო კარგი პოსტებისაკენ. ამ პოსტზე ვკიოდი რომ ვკითხულობდი :დ არ მოაკლოთ ბლოგს ასეთი “სულისკვეთება” და პოსტეთ ხშირად და ხარისხიანად!

    • shegidzlia sityva ,,axvruli”-s mnishvneloba amixsna,martla ar vici,vvfikrob rogoria es ,,axvruli” da ver vxvdebi:(

  4. 1. პირველი კოლექცია მართლა საინტერესოა და მერე რა მოყვება, კომენტარისაგან თავს შევიკავებ.
    2. რამდენჯერ მინდოდა დაპოსტვა კომენტებში, მაგრამ, რატომღაც, ლოგინს ვერ ვაკეთებ ვორდპრესის აიდით. ეგებ მიხედოთ?
    3. ავტორი? ვგონებ პიპა? ძალიან კარგი ნაწერია🙂 მიყვარს ასეთი სტილი. უგემრიელესად იკითხება

      • ქეთ… რა ვიცი აბა? ორი აიდი მაქვს ვორდპრესის და ვერცერთით ვერ შემოვდივარ, არასწორი ფასი შეგყავსო მეუბნება… არადა სწორი ფასია.

        პიპა, ვისი დაწერილია? პმ პლზ. მართლა მომეწონა

  5. გენიალურია!!! არ ვიცი ვინ არის ავტორი მაგრამ მოხიბლული ვარ და გულმოფხანილი :))
    ჩემთან ფბ-ზე ვერ დავდებ ღიად ამ სტატიას.. მეშინია ისევ არ დაარეპორტონ ეს ბლოგი😦
    პ.ს. ტაბიძეზე ვისხედით ვერანდაზე მე და ჩემი მეგობრები აი მაშინ ვინატრე რომ რომელიმე ამ ბლოგის ავტორი ყოფილიყო იქ ჩვენთან ერთად რა მასალა დაკარგეთ :((
    ყველა სხვა ე.წ ფეის-ფეიკთან ერთად შემოქანდა ამ კაფეში კალოშებით და შიშველი კოჭებით ჭუჭულა განუყრელი ბირკინით მპა-მპუ ვაიმე დაგხედეეეთ ვერ დავრჩებიი და ამ დროს მე ცოტა ხმამაღლა მომივიდა უი ჭუჭულაც მოვიდა-ს თქმა და სრულიად ყველა მაგიდასთან მსხდომი ჩემზე უფრო ხმამაღლა აღიმილდა და ჭუჭულაც გაიქცა უკანმოუხედავად :)))
    ძალიან უნიჭოა!!!!! ძალიან!! მაგას აქვე ჩემს მეზობლად სარდაფში სამკერვალოში ერთი ისეთი მკერავია და ისეთი ხედვა აქვს რაის ბიჭოლა მივა იმასთან და რაის ანოუკი (ანოუკი-გამოითქმის სამტრედიული აქცენტით – ანუ მახვილი ო-ზე და უკი წამღერებით)

    • ჩემი ქმრის მეგობრები ისხდნენ სადღაც ვერანდაზე და ერთ-ერთი მოეწონა ბიჭოლას, შამპანიური გაუგზავნა და ესენი მძიმედ რომ გამოტრიალდნენ, მისი კვალი გაქრა))

      • ამდენი კი გაბედა მაგ ზეთიანმა გაპოხილმა??!! გაყოლოდნენ უნდა და დაეჟეჟათ კარგად!

      • გაბედა, კი.ისეთი მთვრალი იყო, ძლივს იკავებდა ხელში ხუირკინს(ბირკინს),მაგრამ შემდეგ თავისი ბალიშების სიმთელეში დაეჭვდა და გაქრა)

      • კუკურას დაადგა თვალი?🙂 ეგ ჩემ ქმარსაც უშნოდ ეხუმრებოდა, ბიჭკა უძახეთ თვენ

    • ai show kidev:)))tabidzeze sadaa veranda?tu posters tu mpostavs gia kafe veranda gonia albat:))))bichola ro vinmes shampaniurs gaugzavnis sul rom romaldo mjdariyo:))))tan ra kai gogoebi iknebit aq sacylebi mpostav-posterebi:)dzaan sacylebi da ubedurebi albat cxovrebaze gamcarebulebi.megobrobis dgiurebi daichiret da iaret samezobloebshi upro gaertobit:))))

  6. წარმომიდგენია შავი ჭუჭულა გათეთრებული :დ

  7. ბიჭოლამ რომ წაიკითხოს ეს პოსტი და მუზა დაკარგოს?

    • ესე იგი აუცილებელიც კია, რომ წაიკითხოს

      ისე კი ამ ტიპს სახელად ანზორა აშკარად უფრო შეეფერება….

      პ.ს. პირველი ფოტო მაგარია :დ ანზორის სულშიჩამწვდომი მზერა… :დ

  8. ბიჭოლა შემეცოდა, არადა ეგ რა რთულად მისაღწევია კონდიცია თქვენ ხო არ იცით.😀 მოკლედ, ავტორ ბისზე გამოი!😀

  9. და რა გინდათ? აი მეც საერთოდ არ მომწონს ბიჭოლა,მაგრამ ესე რატო გეზიზღებათ? დაგიშავათ რამე? ან ჰომოსექსუალი თუ არის რა პრობლემაა ეს ჰომოფობია როდის უნდა აღმოიფხვრას საქართველოში. ეგეთია და რა ქნას? მგონი არავის არაფერს უშავებს. სტატიის ავტორს კომპლიმენტები კარგია :))

    • სად დაინახეთ ჰომოფობია?ბიჭოლა ისეთი ტიპია, ასეთი ძლიერი ემოციის გამოწვევაც არ შეუძლია ადამიანში, როგორიც არის ზიზღი.
      )

    • ერთი ჰომოფობიური წინადადება მანახე პოსტში რა, თვალი მინდა ამეხილოს!

      • :)) კომენტარებსია სამაგიეროდ:
        ჩემი ქმრის მეგობრები ისხდნენ სადღაც ვერანდაზე და ერთ-ერთი მოეწონა ბიჭოლას, შამპანიური გაუგზავნა და ესენი მძიმედ რომ გამოტრიალდნენ, მისი კვალი გაქრა))
        Reply ↓

        *
        ქსენია-საიდან გვწერთ – ქსნიდან on June 28, 2011 at 2:14 pm said:

        ამდენი კი გაბედა მაგ ზეთიანმა გაპოხილმა??!! გაყოლოდნენ უნდა და დაეჟეჟათ კარგად!

    • თაკო ჩვენ ჰომოფობები ვერ ვართ (არ კიარა ვერ)
      და გვეშინია ფეშენფობია არ დაგვემართოს არც ჩვენ და არც სხვებს და ესეთი სტატიები არა ვიღაცის “ვაიმეპოპულარულიმინდადააქმაინცდავწერ”-ს გამოა არამედ სასწავლებელია – გემოვნების

    • მე ჰომოფობი ვარ. არ მითხრა რომ არ მაქვს უფლება. და როგორი ტონია, გულახდილად გითხრადა, მკიდია. ზიზღის რა გითხრა, გული მერევა მაგათზე უბრალოდ. ამ სვეცკ ძალადგომიკებზე.

  10. გემრიელად წერ. ნაკლებად მეინტერესება ბლოგები, მაგრამ მაგრად ჩამითრიე🙂

      • ანუ ის ჯეელები რომ არ აღტყინდნენ ბიჭოლას შამპანიურზე და ეს დაიწერა–ჰომოფობიური კომენტარი იყო?

  11. ამბი-ციური 😀 წინა პოსტიდან დავესესხე ავტორს :დ

    ბლოგი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა🙂

  12. ბიცოს ბიუსტს სამაზერეთის კარიბჭესთან მე დავდგავ!

    რო ბაძავ d&Gს , ნაუმიდან ჰიტლერზე მეტმა ფანტაზიამ ვერ უნდა გაგიქაჩოს ? :s
    მაქქუინი და მარჯიელა მისი შთა’გონების’ წყარო <3დ
    ეს უკანასკნელი, მას შემდეგ ალბათ რაც მისი სათვალე მოირგო :დ

  13. ძალიან, ძალიან მომეწონა სტატია მინდოდა, არ დამთავრებულიყო! ძალიან მწარე და სამართლიანი, თან სახალისო კრიტიკაა… რეალურად, არც მახსოვს მოდის ნორმალური კრიტიკოსი საქართველოში. ყველას “აუ ჯაან მაგარია” აკერია ხოლმე პირზე და საჭიროა ასეთი ბლოგი. სტატიის ავტორების ანონიმურობაც მაგრად ასწორებს, თავიდან ნერვები მეშლებოდა, რომ არ ვიცოდი ვინ წერდა, მარა მაგარი გათვლაა, ეხლა რომ ვუფიქრდები… წარმატებები გოგოებო❤ :ერთგული მკითხველი:

  14. ძალიან კარგია!!! კარგად გიწერია!!! ასე გააგრძელეთ..
    ვინ წერს აზრზე არ ვარ.. მთავარია კარგია…

  15. 😀
    ესე იგი, მოვითხოვ სასწრაფოდ გაკეთდეს ამ ბლოგის ფეისბუქ-გვერდი (რომ დაპოსტვისთანავე ვნახო ხოლმე ფბ-ზე), ბლოგს შეეცვალოს დიზაინი და დააშეაროს ყველამ!😀

    პ.ს. თუ გინდათ, ფბ-გვერდის და დიზაინის ამბებში მოგეხმარებით.

  16. ბიჭოლა კი ”ქმნის და ქმნის”-არაჩვეულებრივია.მშვენივრად წერთ!ძალიან ვიხალისეთ ”ჭირი აქაზე”

  17. ვაიმე რა ძაან ვისიამოვნე ))) რესფექთები ავტორს. ასე ჯერ არ მომწონებია არაფერი ))

  18. ანგელოპულოს

    მადლობა გენაცვალე თუ მაქეთ როგორ ამბობეენ?
    მადლიერი ხოო და თან გავიკვანძები :))

    პ.ს. შემდეგი სტატია მინდა იყოს ზღვა!! ზღვაზე რომ ხარ აპლაკული ტონალური რომ არ უნდა გესვას და ტუში არ უნდა გედღაბნებოდეს ზუზუებზე და ახეულ-მილაზერებულები რომ უნდა წავიდნენ!! ანუ – ზღვაზე მოქცევის წესები უსაქციელოთათვის!!
    ნამეტანი მომივიდა ეხლა მაგრამ წელს პირველად მივდივართ ჩვენ გოგოები ერთად და მინდა მომზადებული ვიყოთ
    თქვენი ერთგული მკითხველები ქსნიდან :*****

    • მგონი ეგ სურვილი მალე აგისრულდება😉

      მადლიერი აღარ გამაგონო/წამაკითხო :დ

      • ესეიგი მაგ მადლიერის გამო (ანუ ვინცაა აFტორშა) 2-მა დამაჰაიდა ფბ-ზე :)) ანუ რასაც ვწერდი-ვწერ რომ აFტორშამ არ წაიკითხოს და არ მიაჯოჯოხეთოს🙂
        ასევე ამ ბლოგის copy-paste ვისაც უყვარს აი ძააააან – იმის რამოდენიმე მეგობარმაც იგივე გააკეთა :)))
        ხოდა ისე ვდარდობ ისე ვდარდობ რომ ფრჩხილები უმოკლესად მაქვს და შავი ლაქი მისვია….

  19. ძალიან კი ვიცინ–ვიხითხითებდი ასე რომ არ შემშინებოდა, თანაც ღამეა, თანაც ეხლა ეს შმონცკი ბიჭულინო რომ დამესიზმროს მერე? ავტორს კი აღფრთოვანება და ბის ბრავო და ბიჭოლების აი ასე გამოცუნდრუშფუნდრუკება 🙂

  20. agtacebas ver vmalav. martla. imdenad gemrielad cer vinc xar, da zalian damainteresa tkvenma profeiam da asakma, rom gulianad vxarxarebdi da mere komentarebzec. imitom ki ara rom es vigaca girsia amdeni kuradgebis,an kidev imdenisac, mara zalian kargad cert… kvelani… magram erti txovna makvs kartvelebo: tu aucilebeli ar aris da gakencvlas ar apirebt vinmesi, ertmanettan saubarshi barbarizms nu ixmart ra? anu inglisur sitkvas- am shemtxvevashi, zalian imateburad jgert mere da tkven xo upro magla dgaxart vidre” kartui elitaa” dges? shenishvna araa, txovnaa. torem ise, kvelani zalian magrebi xart.mixaria rom aseti taoba modis.chkviani da enackliani. da ganatlebulic.

  21. იყო მომენტები რაც მოემწონა, მაგრამ ძალიან დიდი ცინიზმია. მჯერა რომ ბოღმა არ გახრჩობთ ამის დამწერებს, მაგრამ აი დაბოღმილი ცინიკოსის ნაწერს გავს, იუმორის ზღვარი რომ წაეშალა.
    ბიჭოლასადმი თანაგრძნობა გამიჩნდა ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ. ბიჭოლა რამდენად ნიჭიერია, არ ვიცი მაგრამ – ეს რაც წავიკითხე, ჩემთვის პირადად აღმაშფოთებელია. კრიტიკა არ არის ცუდი და მეც მიყვარს კრიტიკა, ისევე როგორც ყველას, მაგრამ როდესაც ამას ბლოგზე წერ, ალბატ კორექტულობა და ზომიერება საჭიროა მაინც (ზომიერების ზღვარი ჩემთვის შეურაცხყოფაზე გადასვლაზე გადის)
    და მართლა ზომბილენდი რა, ყველანი აღფრთოვანებულები რომ არიან წერის სტილით!! ყველას შეუძლია სხვას კარგად დასცინოს, აი რის შექმნა შეგვიზლია თავად, მე მგონი სხვა თემაა. ეგეც ძაან ქართულია, ან უცებ აიტაცებენ და ცაში აიყვანენ, ან ერთი ცოტა პოპულარული ტიპი დასცინებს და მერე გადაუვლის ყველა თავზე…

  22. ქსენია-საიდან გვწერთ - ქსნიდან on said:

    ეთუსიკ მე მესმის თქვენი
    გპირდებით გადმოვზომბდებით თქვენსკენ თუ
    (!!) თქვენც გააკეთებთ თქვენს ბლოგს და გპირდებით რამდენი მარგალიტიც იქნება არ დაგიკარგავთ არ დავიზარებთ და მოვიწონებთ კიდევაც და ა.შ თუ ასეთივე გემოვნებიანი და საყურადღებო იქნება თქვენს მიერ დაწერილი სტატიები როგორებიც ამ ბლოგზეა🙂

  23. ააააჰაჰაჰაა .აი ავყირავდი რაა😀 ძალიან მაგრად წერთ.ზუსტად :D:D:D:D:D ეხ ბიჭულია,ბიჭულია “D

  24. agfrtovanebas ver vmalav ! is rom bichola popularulia amashi medias dzalian didi wvlili miudzgvis da sul brazi maxrchobda nutu erti sagad moazrovne agar aris vinc realurad xedavs vistan an rastan gvaqvs saqmetqo ! qeds vixri avtoris winashe !
    bedaurebi daixocnen virebs darchat moedanio, egrea chveni “elitis” saqme .

  25. აუ რ ამაგარი ბლოგია დღეს აღმოვაჩინე და :))) ძალიან სახალისო გენაცვალეთ თქვენ :*

  26. მაგარი ბლოგია და მაგრადაც წერ, გაიხარე, მაგრად ვიხალისე. ანზორიკა ბიჭოლა ჯერ კიდევ ნორჩია, გაიზრდება და მსოფლიოს დაიპყრობს …))))))).

  27. არ ვიცი კითხულობ თუ არა ამ კომენტარებს მაგრამ მიდნა გითხრა რო სასწაული ხარ!!! სასწაული ქართულ ბლოგებში. მე ( და მთელი ჩემი სამსახური) ერთხმად გაღიარებთ იუმორის, ცინიზმის, ირონიის დედად და დედოფლად!! ამდენი არასოდეს არ მიცინია. მუცელი მტკივა! :)))))))))))) ბრავოოო! ბის!

  28. ბლოგის სტატიებს ვეცნობი უკუსვლით, ანუ ბიჭოლამდე ახლა მოვედი. დაწერილია კარგად, ძალიან კარგად,ეს ადრინდელი ნაწერები უფრო უკეთესია …
    და ჩვენი მძიმე რეალობა – მაპატიეთ, ამას ხშირად ვიტყვი ხოლმე, იმიტომ რომ სულ თვალში მხვდება, სულ! და ავტორი, როგორც მთავარის კარგად დამნახველი, ამას მახსენებს – სა-ბჭო-თა კავ-ში-რი!! აბა საიდან ბეეევრი რამ, მათ შორის ეს წ-ები ტ-ს მაგივრად და სხვა ფონეტიკური უკუღმართობანი…
    მაშინ როსული არ იცოდნენ სოфლებში და ვინც იცოდა სვეცკი და რამე და ეგრე….
    ახლა ვიღაც …. ანუ იქსი გამოდის მაგ. იმედის დილაში და “ძიორი” ანუ ნეტარხსენებული დიორიო, ხო აზრზე ხართ რა მაგარ აზრზე ვარო ესე იგი
    ყველა “совок”ია ჯერ კიდევ, თუ მთლად პატარა ბაია არ არის, ვიცთ, ჰო, სიტყვის მნიშვნელობა….

  29. ვაიმე ეს ჰიტლერის მაისურები რა უბედურებაა , მაგრამ რა არ აიტაცეს რო:(((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s