მანიკიური 2011-ში.


წელს მოდაშია ხასხასა ფერები და ეს ეხება მანიკიურ/პედიკიურსაც. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავებმა მანიკურის ფერთა ფართო გამა შემოგვთავაზეს შავიდან დაწყებული და თითო თითზე სხვადასხვა ფერით დამთავრებული.
რა თქმა უნდა უკეთესი იქნება, თუ ბრმად არ ავიტაცებთ ამ ტენდენციას და მაინც სამოსთან და საკუთარ გემოვნებასთან შეხამებით შევარჩევთ ფრჩხილის ლაქს.

არაჩვეულებრივი პალიტრა შემოგვთავაზა Chanel, OPI, Orlay, Dior, Estee Lauder და სხვა კოსმეტიკურმა ფირმებმა.
გასათვალისწინებელია ასევე ფრჩხილის ფორმაც: თუ ლამაზი, თხელი თითები და ოდნავ მოგრძო ფრჩხილის ფორმა არ გაქვთ, მკვეთრ ფერებს მაინც მოერიდეთ.

პროფესიონალები გვირჩევენ:
კარგი იქნება, თუ თქვენს მანიკიურს შეუხამებთ ჩანთის ფერს
თუ ფერადი ქვებით გაწყობილი ბეჭდები გიკეთიათ, სჯობს გამჭვირვალე კრემისფერი ლაქი წაისვათ, ეს ფერი ვიზუალურად აგრძელებს თითებს და მთელი აქცენტი გადავა სამკაულებზე.
თუ სტრაზების და მსგავსი სახატების გარეშე არ შეგიძლიათ ცხოვრება (ჩვენი რჩევაა, გადაეჩვიოთ) მაშინ მხოლოდ ერთ თითზე, მაგალითად ნეკაზე გააკეთებინოთ არტი (მაინც საშინელებაა☺)
შავი ლაქის მოყვარულებს ვურჩევთ, მუქი ლურჯი მოსინჯონ.
უკვე მერამდენე წელია, ცდილობენ შემოიტანონ მოდაში ნუშისებრი ფორმის ფრჩხილი (დიორის ჩვენებებზეა ხშირად გამოყენებული), მაგრამ ეს ფორმა თითებს ვიზუალურად ასაკოვან შესახედაობას სძენს და უმრავლესობას არ უხდება, ამიტომ წელსაც მოდაშია უნივერსალური ფორმა-მოოთკუთხედო ან მომრგვალებული კუთხეებით.

შეგიძლიათ მოსინჯოთ ფრენჩის ახალი ვარიანტები Jason Wu-ს ჩვენებაზე იყო გამოყენებული ფუსტუღის (ფისტაშკა) ფერი ფონი და ღია იისფერი ბოლოები, ან ძალიან ღია ცისფერი ვარდისფერი ბოლოებით.

30 thoughts on “მანიკიური 2011-ში.

  1. მე მიყვარს სადა ნეილ-ართი, მხოლოდ ერთ ფრჩხილზე. როგორც სამკაული.

  2. მიყვარს მუქი წითელი ლაქი, მხოლოდ სამკაულის გარეშე ან ძალიან წვრილი, თითქმის შეუმჩნეველი ვერცხლის ბეჭდით.
    ისე ულაქო, მოვლილ და ბუნებრივად ვარდისფერ ფრჩხილს არანაირი ლაქი არ შეედრება.

  3. კარგია ისევ კარგია! სასარგებლოა რაც მთავარია🙂
    გასათვალისწინებელია რომ ხელოვნების ნიმუში კი არ უნდა იყოს მიხატული ფრჩხილზე არამედ ფრჩხილი უნდა იყოს და თითები შესაბამისად ხელოვნების ნიმუში და მიხატულობა და ა.შ უგემოვნოა ჩემი აზრით🙂
    პ.ს. ქსანში მოდაშია მრგვალად მოჭრილი მოკლე ფრჩხილები – პასტელის ფერების ლაკით….. კომბოსტოს ისე ვერ ვიღებთ და მუდამ ფორმაში გვაქვს ხელები🙂

  4. მთელი ცხოვრება მასე ვიყავი + მსხვრევადი ფრჩხილები მქონდა. ახლა გრძელი მაქვს. და თურმე საერთოდ არ გიშლის ხელს. ერთადერთი “აპეჩატკები” მემართება :))

  5. მაინც ღია ფერის ლაქი მომწონს, ფეხზე მუქი ძალიან ლამაზია.არ მიყვარს გრძელი ფრენჩი, რომ იგრძელებენ(

    • საერთოდ გრძელ ფრჩხილებზე მაჟრიალებს – ყანწები!

      ახლა კიდევ ძალიან მოდაშია შავი ლაქის ფრენჩი. თავიდან ცოტა კი მეუნცაურა, მაგრამ ძალიან უხდება ხელს.

      • წითელი ფრენჩიც ვნახე, სხვაზე კიდევ ხო და ჩემზე ითელი ლაქი ვერ მიგუებია, მალე ვიშორებ.

  6. au me fexze zaan rom igrzleben is ar momwons, torem xels zalianac uxdeba grzeli frenchebi, artic kaia ogons 1 titze, an 2ze, aratiti+nekatiti.

  7. ევა მენდესის ფოტოსთან ნაჩვენები ფერები მომწონს ძალიან,

  8. მე კიდევ ალექსას იასამნისფერი ლაქი მომეწონა :დ ციასრტყელები,ათასფერები…

  9. frnchis garda verafers vxmarob ra xania, tan garujul mtevans rogor uxdeba ❤
    frchxilforma ofcrs 4kutxedi , ara 90° 😀
    dirty pinks vedzeb kide))

    dagrdzlebuli klanchebi scks |:

  10. მუქი ლურჯი ლაქი დიდი ხანია დამკვიდრდა ჩემს ფრჩხილებზე❤ ევა მენდესს როგორი ფერიც უსვია ის მომეწონა ძალიან❤

  11. გადატანა არ მაქვს მოგრძო/გრძელი ფრჩხილების. ოდნავ რომ წამომეზრდება, ყველფერზე მედება, ცხოვრებაში მიშლის ხელს.
    მხოლოდ ფრენჩს ვაღიარებ, ან ძალიან ღია ფერის, ფაქტიურად გამჭვირვალე ლაქს.
    არტი უსასწაულეად მეგოიმება, მაგრამ ერთი პერიოდი მაინც ვატარებდი ერთ ცერა თითზე ე.წ. ყვავილს თეთრ, 3 პატარა და შუაში გადაბმულ წერტილს.

    აი ამ ყველაფრის მიუხედავად განსაკუთრებით მოვიხიბლე პირველი სურათზე ფერების კომბინაციით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s