ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე. chapter I


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ქალაქი თბილისი, ავტოზაგრითა და ბომონდით გაჯერებული, “ყველაზე გემოვნებიანებით” და “ყველაზე საყვარლებით” სავსე (პრინციპში, ამ “ყველაზეების” ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, ვის არ გაუხარდება, “ყველაზე დერსკები” ფრენდ რიქვესთს რომ გამოგიგზავნის და მის ფოტო ალბომში, საკუთარ ფოტოს წააწყდები?! ♥) აქ წვიმასაც შანელის არომატი დაჰკრავდა (ციდან ნინო ჩხეიძეები ცვიოდა) ხოლო ქარი, გლამურით დაბრმავებულ ელიტას, მტვრის ნაცვლად, თვალებში, გერლენის ფერუმარილს აყრიდა! ერთი სიტყვით, ცხოვრება თბილისში იყო საამური.
ჩვენი ელიტა, რომ დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა, მგონი სიახლე არაა. ხოლო მათთვის, ვისაც ჭეშმარიტი გლამურის მომჟავო-მოტკბო (მჟავე კიტრი ფაქტიურად) გემო არ უგრძვნია, მინდა პანდორას ყუთი გავხსნა.
სანამ თავით უფსკრულში გადავეშვებოდეთ, არ შემიძლია ეს ფოტო არ გაჩვენოთ. გაიხსენეთ გზისპირა პატარა “კაფეები” მგზავრებისთვის და მძღოლებისთვის რომაა შექმნილი, იქაური პატარა მაგიდები და მაგიდაზე თეთრი “სტოლსაფარი” სწორედ ის “სტოლსაფარი” არის გამოყენებული ამ კაბის შექმნისას! ეძებეთ ტყემლისა და აჯიკის ლაქები!

კარგი, დავუბრუნდეთ ეროვნული ბომონდს. იპოვნეთ სხვაობა ნინასა და ჩებურაშკას შორის. ჩებურაშკა რომ უფრო საყვარელია, ეგ არ ითვლება ოღონდ.

ბიჭოლა თეთრაძე, ქართული გლამურულ-სვეტურ-ინტელექტუალური წვეულებების განუყოფელი ნაწილი, სასურველი სასიძო, ნიჭიერი დიზაინერი და უბრალოდ ამბი-ციური ♥ კი, ბიჭოლა, ეს თეთრი ბოტები ნამდვილად უხდება შენს ჩაცმულობას.

დები ქორქიები – სად მთავრდება გემოვნება და იწყება კოშმარი.

ქორქიებო, გული არ დაგწყდეთ, აი მაგალითად ლალი მოროშკინას, გემოვნების მხრივ, თქვენზე უარესად აქვს საქმე. ლალი, მართლა ფიქრობ რომ ეს ელასტიკები შენს სექსუალურობას ხაზს უსვამს?


ლელა წურწუმია, ყველა წვეულების საპატიო და “სვეტი” სტუმარი. ფოტოში, ბლანკოს ქვრივის იმიჯით გვევლინება.

ნინო ჩხეიძე, ეს ქალბატონი მინდა განსაკუთრებული სიყვარულით მოვიხსენიო, შანელის ქართული სახე (ერთადერთი)! სუფრის მშვენება! მძღოლთა მარადიული სიყვარული! წაღვერი და თბილისი! მას შეუძლია ისე ჩაიცვას შანელი რომ ყველას ბონგუანგის ნაწარმი ეგონოს (მოკრძალებული ადამიანია).
ნინო და მაია ასათიანი ♥
ვინ გირჩიათ ეს ვარცხნილობები?! ვიიინ?!
ნინო თემო ხვიბლიანის ამპლუაში

“ყველაზეეე გემოვნებიააანეეებეეეეეეეეეეეეეეეეეეე”

აჩიკო მეფარიძე ვერ გამოვიდა უცხოპლანეტელის იმიჯიდან

ნოდიკო ტატიშვილი, ეჰ ვერ ვიპოვნე სურათი,სადაც მთელი სხეულით გამოჩნდებოდა, მაგრამ ზოგადად მინდა ვურჩიო, ნოდიკო, იქნებ სცადო, უბეში ნაკლებმოჭერილი შარვლის ჩაცმაც?

მაიკლ ჯექსონს, თავისი კლიპი Thriller–ი რომ არ გადაეღო და ჩაეტარებინა ქასთინგი ქართველ წარმატებულ და ცნობად სახეებს შორის, ვეჭვობ, უმრავლესობა წინა რიგში შეასრულებდა განთქმულ ცეკვას.
საქართველოს თუ თბილისის მოდის კვირეულები(წარმოდგენილი კოლექციები ხომ საერთოდ ღვთის რისხვაა) არის “ფრიკების’ აღლუმი. გინდ ჩაცმულობით, გინდ გამომეტყველებით. All in One!
დადააამ ♥

ელასტიკებს გვერდი ვერ ავუარეთ მოკლედ. ეს “ტყავის” ქურთუკები, რომელიმე ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ დაურიგა ჩვენს ელიტას? ყველას ერთნაირი რატომ აცვია?

დასასრულს, მინდა დაგიტოვოთ თავზე აზღუდმორგებული ყმაწვილი

გაივლის წლები და კედელთან დახვრეტის მოლოდინში მდგარი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, როდესაც მამამ ყინულის სანახავად წაიყვანა. გაივლის წლები და ჩვენ ყველანი დავაფასებთ ქართულ ბომონდს, ყველანი თავზე აზღუდებს მოვირგებთ, დაფქვილ აგურს რძეში გავხსნით და ალაგ-ალაგ გადავისვამთ კანზე, ელასტიკებს ამოვიცვამთ, მკერდს მოვიშიშვლებთ! მეტი ორიგინალურობისათვის, ტანსაცმელზე ტყემალსა და მაიონეზს მიმოვიწუწავთ, ტუჩებს ყავისფერი კონტურით შემოვღობავთ, საკუთარი ხელით გავატყავებთ ყველა ზებრასა და ჟირაფს, ცხელ-ცხელი ტყავისგან კი მოდურ-პრინტებიან კომბინიზონებს და ქამრებს შევიკერავთ (პოლკადოტსაც გამოვურევთ სადმე). ქართულო ბომონდო-შენ ნამდვილი შთაგონების წყარო ხარ!
გემშვიდობებით სამშაბათამდე! ყველა ზღაპარს აქვს გაგრძელება😉 ასე რომ, გაგრძელება აუცილებლად იქნება.

WARNING

76 thoughts on “ზომბილენდი – ზღაპარი ქართულ ელიტაზე. chapter I

      • მე შორს ვარ უკვე 7 წელია და ასეთი გაღიზიანებული არასოდეს ვყოფილვარ ქართულ “გლამურიზმიმზე”, როგორც ახლა, როცა ამ ყველაფერს დიდი დოზით ვერ, მაგარამ იმ ზომით კი ვღებულობ, რომ ნელნელა ჩემი თავის ქართველად იდენტიფიცირებას ვკარგავ, და ასე მგონია ეროვნება სქესივითაა, ბიოლოგიური და არაბიოლოგიური… და მეშინია, რომ ეს უფორმო ზომბები, მათი ქმრები და საყვარლები დანარჩენ არასვეტსკებს ამოჭამენ… მათი მადა ხომ ცხოველურია, როგორც მათი ჰუმანოიდობის 90% …😦

    • :))) ბიცოლაზე იქნება სამშაბათს ალბათ. ამ ზღაპარს გაგრძელება ექნება სამშაბათ-პარასკევობით

  1. ციური უფროა ვიდრე ამბი :დ კუტურიე ანზორი…

    მომეწონა სტატია🙂 ჩემი სათქმელი თქვით🙂 და ეს ნინო ჩხეიძე მართლა შანელის სახეა? რა პრინციპით? ნუთუ შანელი კრიზისს განიცდის?
    და ლელას ტანზე მე არასდროს არაფერი მომწონებია არადა ჩვენი მედია გაუთავებლად გვარწმუნებს გემოვნებიანიაო

  2. ვაპროტესტებ!!!! ჩებურაშკას რას ერჩოდით რატომ არ დაინტეთ?:((((
    დანარცენი მაგარი იყო
    :

    • აააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!!!! ზუსტად! :დ ძალიან მაგარი პერსონაჟია ეგ

  3. kargi iko😀😀
    momconxart zalian gogoebo, prodoljaite v tom je duxe😀
    ogond erti mokrzalebuli shescoreba – “rom”-is cin mzime kyoveltvis ar icereba. magalitad “ჩვენი ელიტა, რომ დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა” – aq mzime ar unda🙂

    carmatebebi❤

  4. bicholam an fesvebi gaidga am sharvalshi, an imdenad skinny jinsis aghnagoba akvs, rom chatevit chaetia, mara vegar ihdis..

  5. თებზო❤

    "ყველაზე გემოვნებიანეეეეეეეე" ვერ ვნახე არ გახსნა სურათი და გულდამდუღრული ვარ :დ

  6. ჩებურაშკასთან შედარება, კიდევ დანდობა იყო. ჩემი მოკრზალებული ჰაზრით აი აქეთკენ მიექანება მისი გარეგონა:

  7. ვავა,, :დ ის კომბინიზონიანი ჯეელი ვინ არის? გამანალეთ მე გოიმი :დდ

    • გიორგი ნაზღაიძე, მისტერ ვალენწინი! “მდიდრები და ღარიბები” ეგეთი “შოუ” გადიოდა სტერეოზე იქაც მონაწილებოდა, სთარია მოკლედ.

  8. შენ ხო ხვიბლიანი ვერ დაივიწყე:))
    კარგია მომეწონა,დაველოდები ხოლმე სამშაბათს და პარასკევს:))

  9. Zaan momcons es blogi da dzaan shemikvarda. afsoliturad getanxmebi magram vai rom marTla aseaaa.. “ყველაზე გემოვნებიანეეეეეეეე” ra gveshveleba amaT xelshii netav ..🙂

  10. Zaan momcons es blogi da dzaan shemikvarda. afsoliturad getanxmebi magram vai rom marTla aseaaa.. “ყველაზე გემოვნებიანეეეეეეეე” ra gveshveleba amaT xelshii..🙂

  11. როცა “წაღვერს” მრერი ლედი გაგას იმიჯი არ უნდა გქონდეს-ენ ნინოს გასაგონად :დ
    ზოგადად კარგი პოსტი იყო ძალიან
    არადა ქორქიები მშვენიერი გოგოები არიან🙂

    • კი, ქორქიები მართლაც მშვენიერი გოგონები არიან. ანუ ამ შემთხვევაში, აქცენტი მათ ჩაცმულობაზე იყო, სამწუხაროდ უფრო დამაჯერებელი ფოტოების მოძიება გამიჭირდა :დ ვაღიარებ ანუკის ფეხთა მშვენებას

  12. ra bednierebaa rom vigaca amchnevs turme am yvelapers es koja zamianiteli tu kojani :))))))))qurtukebi nu seriozuli koshamria, tan yvelgan da yvelaperze rom acviat, magram is sameuli jiji rejinis shemadgenlobit nu ragacaaa sharpebi sruliad sheupereblad rom uketiat tokhi rom shemoixvio daaxloebit egeti variantia arc tansacmels ar sheepereba da arc egeti vitom svecki qartvelebis xasiatshic ar zis da frangebs bazaven tavis chkuashi dzalian sasaciloa.iqneb daingres miti am potoebis mere mainc rom qartvelebi zalian gemovnebiani chamcmelebi vart :)))))))))))

  13. გულის მოსაფხანი წერილი :–)))) ოღონდ, მაგაზე სულ ოთარაანთ ქვრივის სიტყვები მახსენდება – „ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანა საჭირო აღარ იქნებაო“ :–)))

    • ciao bella lelucia
      როგორ მოაგენი შე დალოცვილო აქოურობას? :))
      როგორი დოდოები არიან ავტორები???!!! :)))

      • ვაზი რომ იპოვა ჯარისკაცის მამამ და მოეფერა, ისე მეფერები ზუსტად :–))))))))))))))
        რია ვიცი აბა, ინტუიციიითა :–))
        ავტორებზე დევეცი :–)

      • გენაცვალე მე შენ :***

  14. “გაივლის წლები და კედელთან დახვრეტის მოლოდინში მდგარი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, როდესაც მამამ ყინულის სანახავად წაიყვანა.” ♥

  15. ძალიან ლოიალური სტატია იყო მე თუ მკითხავ თითქოს ბოლომდე არ გადმოაფრქვიე შენი ბოღმა და თავი შეიკავე ვინმე სტატიაში დასახელებულთაგანი “პადიეზდში” არ დამხვდეს ერთ ნელ საღამოსო.
    რას ვიზამთ ეს არის ჩვენი ნაღები საზოგადოება, თუმცა ნაღები რძის პროდუქტი ნამდვილად არაა ამ შემთხვევაში და სხვა ფიზიოლოგიური პროცესის პროდუქტთან უფრო ასოცირდება >_<

  16. kochag. kochag.tkven ra gitxarit avtorebo da mere miso mopasuxeno, ramdeni vicine. rac martalia-martalia. da shegadashig gulisamrevic. ras izamt, 21 saukunes xom ar chamovrchebit kartvelebi? pirikit unda gavascrot kidec… mara gaxeuli shearvali ro gamogvichndeba uknidan, eg agar momcons…vincxa imisi ar ikos…

  17. ავტორო ოფიციალურად მიყვარხარ😉 ნოდიკოზე რომ ვკითხულობდი ვინატრე იმედია მის გენიტალიაგადმოქაჩულ შარვლებზე ჩამოაგდებს მრთქი სიტყვას🙂 მაგარი ხარ რა🙂

  18. ძალიან სასიამოვნოა საღი აზრის და “გემრიელი” კრიტიკის მოსმენა..i’m lovin it❤

  19. არ არის კარგი ვითარება…. არადა სამაგიეროდ არის კარგი ავტორი( ან -ები).
    ხალხნო პრობლემა, ხვდებით, ჰო, რაშია?
    სა-ბჭო-თა კავ-სირ-სი, აი შ არ გამომივიდა და მგონი, ასე უფრო სწორია.
    საბჭოთა წარსულია ამ მართლა კოშმარის სათავე.
    ვოხერი და მაიმუნითაა სავსე სხვა ქვეყნები, აპა რაი, მარა… ზუსტად ასე როა, ამ სახით და “ასეთ პონტში”; ეს ფრაზაც, ჩვენი სლენგიც და კნინობითებიც და ფონეტიკა-იდიომა-ფრაზეოლოგია-გაქანებაც СССР ზე და მის საერთაშორისო великий-могучий ენაზე მიბმული, იმიტოა, იმიტოოო
    ავტორებს ქება და “პაკლონიიიიი” რომ მთავარს კარგად ხედავენ ხოლმე
    ადამიანური სახე დაკარგულია ცოტა არ იყოს და ვთქვათ, რა მოხდა!! სხვანაირი მუტანტებიც ვარსებობთ თურმე გარკვეული რაოდენობა ეს ყოველივე რო მართლა მჟავედ გვხვდება სასაზე

  20. ასე მეგონა ჩემს ნაწერს ვკითხულობდი :დ ყოჩაღ რა :დ <3<3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s