Wellington Boots – ინგლისური სიტყვებია და ქართულად აუცილებლად წვიმაში ჩასაცვამ ფეხსაცმელს ნიშნავს!


“ბოტი” იგივე “ველინგტონი” (Wellington boot, rubber-boots, wellies, topboots, billy-boots, gumboots, gummies, barnboots, wellieboots, muckboots or rainboots) ასოცირდება ველინგტონის პირველ ჰერცოგ, არტურ ველსლისთან (Arthur Wellesley). მან თავის ფეხსაცმლის მკერავს სთხოვა შეეკერა მე-18 საუკუნის სამხედრო ფეხსაცმელის მსგავსი ჩექმა ხბოს ტყავისაგან, რომელიც მალე გახდა ერთერთი ყველაზე მოდური აქსესური ჯენტლმენებისათვის. მას ცვილით პოხავდნენ, რათა უფრო წყალგამძლე ყოფილიყო. ის საკმაოდ დიდხანს იყო პოპულარული და მას შემდეგ რაც ჩარლზ გუდიარმა (1800-1860) მოიგონა რეზინის დამუშავების მეთოდები, (vulcanisation process) ამერიკელმა ბუკმეიკერებმა დაიწყეს ამ ფეხსაცმლის რეზინისგან დამზადება. შემდგომში მის წარმოებაზე პატენტი შეიძინა ერთერთმა ფრანგულმა კომპანიამ და საკმაოდ დიდი ფულიც იშოვა……

მოდით, შევეშვათ ისტორიას გადავიდეთ იმაზე რისი თქმაც მინდა რეალურად, ანუ ბოტების დღევანდელ დანიშნულებაზე.

დღესდღეობით ბოტები ერთერთი პოპულარული ფეხსაცმელია, ძირითადად მზადდება რეზინისგან. განკუთვნილია სველ, ბინძურ, ტალახიან ზედაპირებზე სასიარულოდ, მომხმარებლის წვიმისგან დასაცავად. აგრეთვე სხვადასხვა ინდუსტრიულ გარემოში როგორიცაა მაღაროები, ქიმიური თუ საჭმლის მწარმოებელი ქარხნები და ა.შ. გიკვირთ თუ რატომ გიხსნით ამას? არასოდეს გინახავთ პაპანაქება ზაფხულში, თაკარა მზის გულზე, გამომხარ ასფალტზე სარაფანასა და მუხლამდე ბოტებში გამოწყოობილი გოგონა? არც ოპერაში ,თეატრში და რესტორანში? ესეიგი თქვენ არასდროს გიცხოვრიათ საქართველოში. მართალია ნათქვამია, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, მაგრამ არავის უთქვამს რომ ამ მსხვერპლს მაინცდამაინც ტერფის სოკოს სახე უნდა ჰქონდეს. ..

ლოგიკურად, აქ ტერფის სოკოთი დატანჯული ფეხების ფოტოები უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ იმსახურებს ეს ბლოგი ასე წაბილწვას, ისიც გვეყოფა, ზოგჯერ თბილისი ფეშენ ვიკის სურათების და ქართველი მოდელების პოზირებების გამოფენა რომ გვიწევს, ამიტომ, მხოლოდ ქამა სოკოთი შემოვიფარგლები.

მოდით, გადავახტეთ იმ ადგილსაც, სადაც მინდოდა მომეთხრო თუ რა ემართებათ ფეხებს ბოტებში თუ გახურებულ ასფალტზე ვდგამთ.

უბრალოდ, შევთანხმდეთ რომ ბოტები ჯობია წვიმაში, ტალახში და გრილ ამინდში ჩავიცვათ. დაელოდეთ წვიმიან ამინდს და დატკბით:


22 thoughts on “Wellington Boots – ინგლისური სიტყვებია და ქართულად აუცილებლად წვიმაში ჩასაცვამ ფეხსაცმელს ნიშნავს!

  1. შანელის ბოტები, ნინო ჩხეიძე და ვაკე-საბურთალოს მაღაზია სამოსი

    • ვკ’სბრთლ კი არა ვაგზალს ეყარა :givi: დაჟე ახალი ფერიც შემატეს , PINK (sun) :ddd

  2. მე შანელის ბოტი მინდა, დიახ!მძივსაც გავიკეთებ მაგისას, აბადოკს და გამოვგოგდები წითელი პომადით.ეგრე)

    • LOL kargi iko😀

      _____________
      ძალიან მომეწონა ბლოგ პოსტი. გაასწორა ისტორიამ და არა მარტო.😉

  3. თავს მოვიწონებ ჩემი ჰანთერებით :დ მაგრამ წელს ვერ ვიხმარე :ს
    + მივხვდი რო სპეც სოკების გარეშე ყინულ :devil:

    “მას ცვილით პოხავდნენ,” – ეს მინდა )))

  4. მარტივი ჭეშმარიტებაა: მთავარია გეცვას განსხვავებული და არ აქვს მნიშვნელობა რა, სად, როდის. თუნდაც ჯანმრთელობის და ნერვების ფასად.

  5. hanterebiani gogos foto zemot mocemul textis azrtan ararelevanturi iyo. ise ki samadlo saqmea am blogze tansacmlis instruqciebis dadeba.- oriod sityvit satvalis mohmarebis adgilebzec tu isaubrebt, cudi ar ikneba🙂

    moroshkinas dekolteze ufro ghrma pativiscemit, paradise_seeker..

  6. და კიდევ საქმიან შეხვედრებზე არ შეიძლება ბოტებით სიარული ! :დ ჩვენთან მოსულმა ერთერთი კომპანიის წარმომადგენელმა მომჭრა თვალი ბოტებით და სარაფნით :დ

    • ai es qartuli marazmi, ragaca erts rom aitaceben xolme, me maxsovs nanuka jorjoliani iyo ert-erti pirveli vinc chaicva boti shifonze, mere tviton ki gaixada magram samagierod principulad agar ixdis sruliad qartuli sazogadoeba (aramxolod kalebi). erti zaan mainteresebs ra fexis movla shvelit mere, an ra surnelovani gelebi aqvt, an ra damatenianebeli da agmdgeni keremi, rom ase “araushavs” formatshi icmeven am sruliad uxarisxo botebs..

  7. ველინგტონები ზუსტად ერთხელ ვიყიდე (ფასის თქმისაგან თავს შევიკავებ) და ზუსტად!!! ზუსტად 2 თვეში გადასკდა! იმის მერე არ მიყიდია, არადა ვიცი რომ მჭირდება!

    თ ვიყიდე რააიმე იაფ ფასიანს ვიყიდი, რომ დასკდება გული მაინც არ დამწყდება, არც ბოტებზე და არც ჩემ თავზე რომ გავბრიყვდი და რეზინაში ბევრი ფული გადავყარე.

  8. ზუსტად დღეს (მოგეხსენებათ შუადღეს რა თაკარებაც იყო) ვნახე მოკლე შორტებიანი გოგო მუხლამდე ბოტებით და გამახსენდა მწარე რეალობა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s