Christian Louboutin Fall 2011 Lookbook by Peter Lippmann


Christian Louboutin- ფეხსაცმელის ფრანგი დიზაინერი, ნაცნობი აბსოლუტურად ყველასთვის, ვისაც ლამაზ და გემოვნებიან ფეხსაცმელზე უოცნებია მაინც..

მისი პირველი ხაზი  1991 წელს გამოვიდა პარიზში.

1992 წლიდან მისი სავიზიტო ბარათი წითელი ლაქირებული ლანჩა გახდა.

”ერთ დღეს შევხედე ჩემს შექმნილ ფეხსაცმელს და მივხვდი, რომ ენერგია აკლდა. ავიღე ფრჩხილის წითელი ლაქი და ლანჩა შევღებე, ეს ექსპერიმენტი ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ ეს ელემენტი ჩემი ფეხსაცმელის განუყოფელი ნაწილი გახდა”- ამბობს დიზაინერი.

წითელი ლანჩა მისი თილისმაც აღმოჩნდა, ძალიან მალე თავბრუდამხვევი წარმატებაც მოვიდა.

დღეისათვის Christian Louboutin-ის ბუტიკები მსოფლიოს ყველა კონტინეტზეა. ბოლო მაღაზია ბრაზილიაში  Iguatemi São Paulo-ს სავაჭრო ცენტრში გაიხსნა.

Christian Louboutin-ს არასოდეს აშინებდა ექსპერიმენტები, ყოველთვის ცდილობდა კოლექციის ორიგინალურად წარმოდგენას.

მისი და ფოტოგრაფის Peter Lippmann-ის ტანდემი პირველად მაშინ შედგა, როდესაც დიზაინერი 2008/2009 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე მუშაობდა.

როგორც ჩანს, მათი პირველი ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდა და 2 წლის შემდეგ ისინი კვლავ ერთად აკეთებენ ახალი კოლექციის Lookbook-ს.

ამჯერად, ინსპირაცია კლასიკური მხატვრობა გახდა, მოდელების დახმარებით ცნობილი პორტრეტები ”გაცოცხლდა”. თითოეულ მათგანში Christian Louboutin-ის ახალი კოლექციის ნაწილი დევს…

შეაფასეთ:

Christian Louboutin Fall 2011 Lookbook by Peter Lippmann

8 thoughts on “Christian Louboutin Fall 2011 Lookbook by Peter Lippmann

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s