როგორ ჩნდება ცისარტყელა


ალბათ, ყველასთვის ძალიან საინტერესოა, როგორ შევუხამოთ ერთმანეთს ფერები სწორად, ისე რომ არც ცისარტყელას დავემსგავსოთ, არც ძაძებში გახვეულ ქალს. წლევანდელ სეზონს, თამამად  შეგვიძლია ფერადი ვუწოდოთ, დიზაინერებმა აქტიურად შემოიტანეს ფერადოვნება თავიანთ კოლექციებში, შესაბამისად-მსოფლიომ ფერი იცვალა. ეს თრენდი უკვე თბილისის ქუჩებშიც შეიმჩნევა. ზოგმა კარგად აითვისა,ზოგმაც-ცუდად(მსუბუქად რომ ვთქვათ).

უპირველეს ყოვლისა, იმას ვიტყვი, რომ ყველა ფერს აქვს “ცუდი” ტონალობა, შესაბამისად სამოსის არჩევისას, შეეცადეთ უპირატესობა სასიამოვნო ტონალობებს მიანიჭოთ. მოერიდეთ გაურკვეველ და მჭახე ფერებს. ყველაზე მთავარი,ზომიერების დაცვაა, ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.
ფერთა გამა

ეს არის ჩვენი ფერთა პალიტრა, როგორც ხედავთ, ყველაზე მარტივი მეზობელი ფერების შეხამებაა, მეზობელი ფერები ყოველთვის უხდება ერთმანეთს.

თუმცა ასეთი შეხამება, შესაძლოა ცოტა მოსაწყენი გამოვიდეს, ამიტომ საჭიროა აქსესურებით გამოცოცხლება. ცივ ფერებს (მწვანე,ლურჯი და მათგან წარმოქმნილი ყველა ფერი) უფრო მეტად უხდება ვერცხლისფერი სამკაული,თბილს ფერებს კი – ოქროსფერი, თუმცა ზედმეტი “სითბო” რომ არ მოგვივიდეს, შეეცადეთ მინიმალური რაოდენობის სამკაული გამოიყენოთ. ორივე შემთხვევაში შეგიძლიათ კონტრასტული ფერის აქსესუარების გამოყენება, ვგულისხმობ სამაჯურებს,ყელსაბამს,ან საათს. აქვე გამახსენდა, რომ ე.წ friendship bracelet წელს ძალიან აქტუალურია, ასე რომ თამამად შეგიძლიათ მისი დახმარებით, თქვენი ჩაცმულობა გაახალისოთ.
კონტრასტულ ფერთა შეხამების ვარიანტები

4

კონტრასტული ფერები, ჩვენს ფერთა გამაზე, ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს არიან, მსგავსი შეხამების დროს, ჩემი აზრით,მთავარია სამოსი იყოს სადა და მარტივი სილუეტის, უფრო მეტად რომ არ გადაიტვირთოს ჩაცმულობა.

მკვეთრი და მუქი ფერი ერთად
6
თუ გადაწყვიტეთ მკვეთრი ტანსაცმლის ჩაცმა, თქვენ შეგიძლიათ სიმკვეთრე “ჩააქროთ” მუქი, უფრო მეტად დამჯდარი ფერის დახმარებით.

პასტელური ტონები ერთმანეთს ყოველთვის უხდება, ასე რომ ნებისმიერი ფერი შეგიძლიათ თამამად მოირგოთ
გადასარევი მაგალითია

ეს კი, ზოგადად ფოტოები,შთაგონებისათვის
წელს ნარინჯისფერი ძალიან აქტუალურია




22 thoughts on “როგორ ჩნდება ცისარტყელა

  1. რუსთაველზე მომიხდა ავლ’ჩავლა ))

    მდლბ colour თერაპიისთვის . შენ მე მიხსენი!

  2. at last! ისე 5 ხვადასხვა ტონის ლურჯის გამოყენება რომ უყვართ იმათთვისაც დაგეწერა რამე :უსერ:

  3. ჰოდა სარისკო შეხამებებზეც დადე რა ერთი პოსტი მარიგუნ. აი ვივიენ ვესტვუდობა რომ არ გამოსდით ისეთ შეხამებებზე :უსერ:

  4. ღიმილით ჩავიკითხე მთელი პოსტი. ულამაზესი სურათები და კარგი რჩევებია

  5. ასე წრეზე განლაგებულ გამაში შეეფერება როგორც მეზობელი, ასევე დიაგონალზე განლაგებული ფერები. მოსახერხებელია.

  6. და ქალი … რომ არის ჟურნალში
    ეს პოსტი აქვთ გადაკატავებული :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s