Tattoo – სხეულის მოხატვის ხელოვნება


მხატვრობის ეს სახეობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე ათასწლეულიდან იღებს სათავეს. მოგვიანებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა ფრანგული პოლინეზიიდან მეზღვაურების მიერ მე-18 საუკუნეში და სამოას ენაზე გამოითქმის, როგორც ტატაუ (Tatau) რისგანაც  შემდეგი ენობრივი მოდიფიკაციით მივიღეთ დღევანდელი ტატუ (Tattoo).

არსებობს მცდარი შეხედულება, რომ თითქოს სვირინგი დაკავშიერბულია ტუსაღებთან, ციხეებსა და თავისუფლების აღკვეთასთან, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. პირიქით, ტატუ სხვადასხვა ერში მეტ-ნაკლები ალტერაციით გამბედაობისა და ვაჟკაცობის სიმბოლოდ ითვლება, სრულწლოვანების მიღწევისას იხატება და მრავალი სხვა.

თუმცა ამჯერად აქცენტს გავაკეთებთ არა ეტიმოლოგიასა და სოციალურ კუთვნილებაზე, არამედ ხელოვნების ამ სახეობის მნიშვნელობაზე დღევანდელ ინდუსტრიულ სინამდვილეში.

ტატუ, როგორც სხეულის მუდმივი სამკაული, მრავალი ადამიანის განუყოფელი ნაწილი ხდება. ის უნდა იყოს სამშვენისი, შინაგანი სამყაროს ამსახველი, შინაარსიანი, საინტერესო და ლამაზი. თითოეული ჩვენგანი საკმაოდ დიდ დროს ანდომებს აქსესუარის შერჩევას, მისადაგებას ჩასაცმელთან და ეს მაშინ, როდესაც სამშვენისი დროებითია, შეცვლადი და მობეზრებადი. წარმოიდგინეთ რამდენად მეტი ძალისხმევა და დაფიქრება ჭირდება სამუდამო დეკორაციის არჩევას, რომელიც ყოველთვის თან უნდა ატარო.

შეარჩიეთ ნახატი არა გარემოსა და სიტუაციის, არამედ საკუთარი შეხედულებების, მისწრაფებების, ინტუიციის კარნახით. გამოცდილი ტატუ ”მასთერი”, დავარქვათ მას ოსტატი, თავადაც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ნუ გაიკეთებთ ტატუს ისეთ მხატვართან, რომელიც ულაპარაკოდ დათანხმდება თქვენს ვარიანტს (რა თქმა უნდა თუ ის იდეალური არ არის). მიაქციეთ ყურადღება ჰიგიენას, ინსტრუმენტების სტერილურობას, ერთჯერად ნემსებს, ხელთათმანებს. უნდა გაიხსნას ახალი საღებავი ან მოხდეს მისი გადანაწილება ცალკე სუფთა კონტეინერში, საჭირო რაოდენობით. ოსტატმა დაწვრილებით უნდა აგიხსნათ მოვლის ყველა ნიუანსი ჭრილობის მოშუშებამდე, რაც აუცილებლად ზედმიწევნით იქნება დაცული თქვენს მიერ. ნახატის ესკიზი სრულდება სპეციალურ ქაღალდზე და შემდეგ გადადის კანზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც რთული, დიდი ზომის ნახატია. ხშირად მინახავს ამპარტავანი ოსტატის მიერ ხელით კანზევე შესრულებული, არათანაბარ ხაზებიანი, გაურკვეველი ფორმის ნამუშევარი.

არ არსებობს ნემსით კანქვეშ გაკეთებული დროებითი ტატუ, ეს არის მითი. შესაძლოა გაუფერულდეს და დარჩეს მონაცრისფრო ლაქად, რომელიც არასოდეს გაქრება. დროებითი ტატუ იხატება ხნით და ძლებს 1-1.5 თვე.

შავი მელნით დახატული უფრო სადა და უპრეტენზიოა, ფერადი მეტ ყურადღებას, გემოვნებას და მხატვრის ოსტატობას მოითხოვს, შესაბამისად უფრო ძვირიც ღირს. თავად პროცესი უსიამოვნოა, მტკივნეულს ვერ ვუწოდებ, თუმცა გააჩნია ტკივილამტანობის ინდივიდუალურ ზღვარს

ნუ გაიკეთებთ ტატუს მხოლოდ იმის ხათრით, რომ მარაქაში გაერიოთ. იცოდეთ, მოშორება ბევრად უფრო არასასიამოვნო პროცედურაა, რომელიც ტოვებს ნაიარევს. გამორიცხეთ მორიელი, მგელი, ვეფხვი, იეროგლიფი ან უკიდურეს შემთხვევაში მიეცით არასტანდარტული იერი. ქალბატონებში პოპულარული პეპელა და შროშანი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული მნიშვნელობის მქონეა, აირჩიეთ ეს ნახატი თუ ხართ გაბედული და სტერეოტიპებს არად აგდებთ  (თუმცა ეს სტერეოტიპები ნელნელა ინგრევა)

პეპელა:

შროშანი:

ბოლო დროს პოპულარობით სარგებლობს ე.წ. ნეონის ტატუ, რომელიც ჩანს მხოლოდ ულტრაიისფერ განათებაზე:

ეს კი სახალისოდ:

არ იჩქაროთ, კარგად გადაწყვიტეთ , აწონ-დაწონეთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით და შემდეგ იმოქმედეთ. გახსოვდეთ – ნუ გააკეთებთ ეკონომიას იმაზე, რაც სამუდამოდ ხდება სხეულის ნაწილი, ეს ერთერთი სფეროა – რომელშიც ფასი უდრის ხარისხს. მაშინ არ მოგბეზრდებათ და ამაყად ატარებთ თქვენს სამკაულს.

გისურვებთ საინტერესო, მნიშვნელობით გაჯერებულ, ლამაზ ტატუებს და ასეთსავე ცხოვრებას!

by ZERE

37 thoughts on “Tattoo – სხეულის მოხატვის ხელოვნება

  1. რსებობს მცდარი შეხედულება, რომ თითქოს სვირინგი დაკავშიერბულია ტუსაღებთან, ციხეებსა და თავისუფლების აღკვეთასთან, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. პირიქით, ტატუ სხვადასხვა ერში მეტ-ნაკლები ალტერაციით გამბედაობისა და ვაჟკაცობის სიმბოლოდ ითვლება, სრულწლოვანების მიღწევისას იხატება და მრავალი სხვა. es dedaChems unda wavakitxo, guli rom misdis danaxvaze

    • ჩართე არჩევის პროცესში და იქნებ უფრო დაინტერესდეს🙂

    • ზუსტად იგივე რეაქცია აქვს დედაჩემს ))) ოღონდ პლუს კიდე ნარკომანობას მიამატებს😀

    • მე სანამ აქ ვარ. ოღონდ ისიც კი არ ვიცი, როგორი მინდა🙂

      • me minda majaze, da arashavi:D picassos mtreds vfiqrobdi,ragac sityvasac,magram magashi ver chamovyalibdi jer

  2. ერთერთმა ტატუ მასთერმა ამიტეხა ისტერიკა ფორუმზე თემაში, რას ქვია სტერილურობა შენი თვალით დაინახო, ეს მხატვრის პრესტიჟია და სიტყვაზე უნდა ენდოო. აი ეგეთთან არ მიხვიდეთ არასოდეს😀

    • ისე საინტერესო პოსტია :)) იქნებ მისამართებიც დაგეწერათ სად არ უნდა მივიდეთ?

      • თუ მხატვარი ყველა იმ წესს იცავს რაც დავწერე თან ამავე დროს ინტელექტიც ეტყობა – უკვე კარგია და არც ისე რთული მისახვედრი🙂

  3. კარგი იქნებოდა 2ოდე სიტყვა სტრიებიან და ბანჯგვლიან ტანზე ბინადარ ტატუებზეც 😀

    ნეონ მხიბლავს )) უნდა ვივაჟკაცო’ :დ

  4. მე მაქვს კისერზე პატარა, გულის ფორმის ტატუ. თუ თმა აწეული არ მაქვს, ვერავინ ხედავს. ხანდახან მეც მავიწყდება ხოლმე მისი არსებობა : ))) ახლა კიდევ მინდა, ოღონდ ზუსტად არ მომიფიქრებია რა და სად🙂

  5. 5 წელია ტატუს გაკეტება მინდა ,2 ცალის და ვერ გადმიწყვეტია სად !
    ვიცი რეებიც მიდნა,მაგმრა ადგილებს ვერ მოვახდინე :mo:

    • risi dahatva ginda mithari da dagahateb cota iafad raaa seriozulad geubnebi evropidan mak chamotanili mankanaaaa : ))) :*:*:* shemehmiane geej : ))) :*

  6. დახვეწილი, ინფორმატიული და საქმის ცოდნით დაწერილი პოსტია :up:
    @ZERE, respect!

  7. “გამორიცხეთ მორიელი, მგელი, ვეფხვი, იეროგლიფი ან უკიდურეს შემთხვევაში მიეცით არასტანდარტული იერი”. თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ რას ერჩით ან მგელს ან იეროგლიფებს?

    • Dzalian shablonuria. Tavad gamocdili tattoo masterebis natqvamia es, imitom rom visac konkretulad ar aqvs gadacyvetili tu ra gaiketos, statistikurad yvelaze xshirad am 4 naxats anichebs upiratesobas.

  8. ჩემმა ძმამ გაიკეთა უზარმაზარი, ძლიან კარგი ნამუსევარია, მაგრამ ეგეთი დიდი ძალიან მეკოშმარება. წარმოიდგინე ფეხის კუნთი არის გამოხეული თიტქოს და იქიდან მექანიკური ნაწილები ბოლტები და ჭანჭიკები მოჩანს :)))) დედას თვალზე ცრემლი მოადგა

    • Dgis shuqze ar chans, mxolod mtlad usafrtxo shesadzloa ar iyos, radgan fosfors sheicavs da jerjerobit araa shescavlili ukuchveneba, axali xilia.

  9. Chemi tema …. )))) Me makvs lamazi, chemtvis shesrulebuli, chemi ,yvelaze chemi, ganumeorebeli (marto erti ikneba, shva verasdros)

    gshurdet … mec ganumeorebeli var

    me var Lomes ))))))))))))

  10. me mamam ega ar sheidzzlebaoooo imitom rom ravio da shen mirchev rames/??? ise kinoshi vnahe rom hkonda da ie momewona 3 saaati siharulisgan krunchvebshi chavardi .. ai saqveynod vidzahi mami gthoov momeci upleba gaviketo tatu.gemudarebi muhlmodreki sheni shavlego..
    shavlego var me martla ogond : )))

  11. oh oh shen ginda gvari jishi da jilagi sherchvino tu movedi mand sahahalhot ki ara sakveynod chagimtvrev tav ybas sheni bbo gavathove mdzgneri chamia shen : ))
    xuntuli

  12. მე ზუსტად ვიცი რა მინდა და სად უნდა გავიკეთო ოღონდ არ ვიცი ვის მივმართო და მირჩიეთ ვინც გამოცდილი ხართ გთხოოვთ

    • შეგიძლია მიხვიდე ანდრეისთან მელანჟის ტატუსტუდიაში ან ირმა ასკურავასთან. გააჩნია რისი გაკეთება გსურს. ფბზე მოგვმართე პმ-ში და დაგაკვალიანებთ უფრო კარგად🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s