ინტერნეტ შოპინგი – ანუ როგორ ვიყიდოთ ინტერნეტით სასურველი ნივთი


გიყვარს განსხვავებულად ჩაცმა? მოგწონს, როდესაც გაცვია ის, რასაც იშვიათად ნახავ სხვაზე? მოგზაურობა შენთვის შოპინგთან ასოცირდება, რადგან ამ დროს იმას ყიდულობ, რის შეძენასაც თბილისში ვერ ახრეხებ?

ძალიან კარგი, ე.ი. ეს თემა შენთვისაა.

იშოპინგე ინტერნეტით და იყიდე სასურველი ნივთი ცნობილი High Street ბრენდების ონლაინ მაღაზიებში.

ინტერნეტ შოპინგს ძალიან ბევრი + აქვს. პირველი ის რომ, არის უ ზ ა რ მ ა ზ ა რ ი არჩევანი, ფასი – ხარისხის შესაბამისი, ძალიან ხშირად არის დიდი ფასდაკლებები და პირადად მე უამრავჯერ გავუბედნიერებივარ მსგავს აქციებს. არ არსებობს ნივთი, რომელსაც ვერ იპოვნი ინტერნეტ მაღაზიაში.

გადავიდეთ საქმეზე:

ინტერნეტში გადახდას ვაწარმოებთ პლასტიკური ბარათით (საკუთარი გამოცდილებით, გირჩევთ ბაზის ბანკის საკრედიტო “მეგობარათს”, ასევე ბანკი რესპუბლიკის და ლიბერთი ბანკის visa classic ბარათებს).

ბარათის დამზადების შემდეგ ვირჩევთ მაღაზიას. მე ამ შემთხვევაში ავირჩიე ამაზონი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ მაღაზია, რომელშიც იყიდება აბსოლუტურად ყველაფერი!

იმის მიხედვით, თუ რისი შეძენა გინდა, ირჩევ სასურველ კატეგორიას. რაც უფრო მეტ საძიებო კატეგორიას მონიშნავ, მით უფრო გამარტივდება არჩევა. ნუ, ამ შემთხვევაში მე ვეძებ ვთქვათ ფეხსაცმელს.
 ავირჩიე კატეგორია, რომელიც მე მჭირდებოდა და გადავედი მომდევნო ეტაპზე.
აქ უკვე ვირჩევ იმას, თუ ვისთვის მინდა ფეხსაცმელი: ქალისთვის, მამაკაცისთვის თუ ბავშვისთვის. ამაზონი გვათავაზობს ძიების 2 ტიპს – იმ ფეხსაცმლების, რომელებიც არის 30% ფასდაკლებული და მეორე უბრალოდ განყოფილების მიხედვით, ცისფერი ისარი 30% ფასდაკლებაზე მიგვანიშნებს, მწვანე კი უბრალოდ განყოფილებაზე. მე, რა თქმა უნდა, ფასდაკლებიანი კატეგორია ვამჯობინე ანუ Black Friday Deals Save 30% დან ავირჩიე women (ყოველთვის არ არის ფასდაკლება, რასაკვირველია).
 აქ უკვე იმას ვირჩევ თუ რა ფეხსაცმელი მინდა. მე ავირჩიე ჩექმა.

შეარჩიე რამდენიმე ვარიანტი, გაეცანი პროდუქტის დეტალებს – რისგანაა დამზადებული, ან როგორი შეფასებები აქვს (შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს) და შესაბამისად გააკეთე არჩევანი.
საჭირო ადგილები მონიშნულია: ავირჩიე ზომა 8; ფერი – ყავისფერი; პროდუქტის დეტალებში წერია რომ ტყავია, რაც ძალიან კარგია, ხელოვნური მასალისგან დამზადებული ფეხსაცმელი არც ისე სასრგებლოა ფეხებისათვის; ძირი აქვს ხელოვნური მასალისგან დამზადებული, ამას არაუშავს, ზამთრისთვის მგონი უკეთესიცაა. შეფასება აქვს იდეალური – 5 ვარსკვლავი. მარჯვენა მხარეს ვირჩევ რაოდენობას და ვაჭერ Add to cart (კალათაში დამატება). ამის შემდეგ, შეგიძლია კიდევ სასურველი ნივთები მოძებნო და იმავე პრინციპით ისიც შენს კალათაში ჩააგდო.
ნივთი არჩეულია,ახლა ისღა დამრჩენია, ვიყიდო!
მარჯვენა ზედა კუთხეში ხატია კალათა, წითლად მაქვს სურათზე მონიშნული და სწორედ ამ კალათას უნდა დავაჭირო (ფოტოზე უკვე დაჭერილია,ანუ ჩემს კალათაში ვარ, ასე ვთქვათ). ამის შემდეგ ვხედავ, რა ნივთებია კალათაში, ჩემთან მხოლოდ ერთი ფეხსაცმელია. შემდეგი ნაბიჯია Proceed to Checkout-ზე დაჭერა.
შემდეგ შეგვყავს ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და პასვორდი (რომელიც საიტზე რეგისტრაციისას მიუთითეთ). თუ არ დარეგისტირებულხარ, ირჩევ ცისფერი ისრით მინიშნებულ კატეგორიას. შემდეგ sign in რა თქმა უნდა!
პირველ ხაზში უნდა ჩაწერო მიმღების სახელი და გვარი. შემდეგ გადამზიდის მისამართი, რომელიც ყოველთვის გადამზიდის ვებ-გვერდზეა ხოლმე მითითებული. შეგიძლია მეორე ხაზზეც გადაანაწილო, თუ პირველზე არ დაეტევა. მესამე გრაფაში წერ იმ ქალაქის სახელს, სადაც არის გადამზიდი. ჩემს შემთხვევაში წერია ბრუკლინი, შემდეგ წერ შტატს, საფოსტო კოდს, რომელიც ასევე წერია ყველა გადამზიდის საიტზე, ირჩევ ქვეყანას და ბოლოს უთითებ გადამზიდის ტელეფონის ნომერს. მონაცემები შეყვანილია, ალილუია! ახლა აჭერ ყვითელ ღილაკს და ყველაზე რთული ნაწილი: billing address- ში შეგიძლია მიუთითო შენი საქართველოს საცხოვრებელი სახლის მისამართი, ხოლო Shipping address- ში გადამზიდის მისამართი. გადამზიდი კომპანია ეს არის შუამავალი,რომელსაც ამერიკიდან ჩამოაქვს ამანათი. ანუ ამანათი მიდის კომპანიის ამერიკულს ოფისში, სადაც იწონება და შემდეგ იგზავნება საქართველოში, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ამანათი მოაქვს შენს სახლში კურიერს, ან თავად წამოიღებ ოფისიდან. მე გირჩევ 2 ასეთ გადამზიდს (ბაზარზე სხვა უამრავი გადამზიდი კომპანიაა), ორივეთი მისარგებლია და ძალიან კმაყოფილი ვარ. გადაავლე თვალი ტარიფებს და მომსახურების პირობებს, შესაბამისად გააკეთე არჩევანი.
http://www.bestex.ge/

www.getit.ge

ორივე საიტზე საჭიროა რეგისტრაცია, ანუ კომპანიას უნდა ჰქონდეს შენი საკონტაქტო დეტალები.
რატომაა გადამზიდი საჭირო? მოგეხსენება, მაღაზიების უმრავლესობა საქართველოში პირდაპირ არ აგზავნის ამანათს, ან აგზავნის და შეიძლება გზავნა საკმაოდ ძვირი ჯდებოდეს. ამიტომ, ესაა ძალიან მარტივი გამოსავალი.
ვავსებ შიფინგის გრაფას: Ship to this address.

აქ უნდა ავირჩო ამანათის მიტანის მეთოდი, როგორც ხედავ, დღეებია მითითებული, ანუ სავარაუდოდ გადამზიდამდე რამდენ დღეში მივა ამანათი. ამ ფეხსაცმელს აქვს უფასო მიტანის საშუალებაც (წითლადაა შემოხაზული). FREE Super Saver Shipping (5-8 business days) ამ მეთოდის არჩევისას სავარაუდოდ 5-8 სამუშაო დღეში მივა დანიშნულების ადგილამდე, მეორე – Standard Shipping (3-5 business days) ამ შემთხვევაში 3 დან 5 სამუშაო დღემდე დაჭირდება ამერიკის ოფისამდე მისასვლელად, მაგრამ დამატებით მომიწევს ამ მიტანის თანხის გადახდა (მაღაზიების უმეტესობა მიტანაში ფულს ითხოვს), ვტოვებ ფასიან ვარიანტს.
და ვაჭერ ცისფრად მონიშნულ ღილაკს, ანუ გაგრძელებას.
 ვაჭერ ბარათის დამატებას.
ახლა ბარათის მონაცემების შეყვანის დროა. ბარათზე წინა მხარეს წერია 16 ნიშნა რიცხვი, რომელიც ზუსტად უნდა ჩავწერო მწვანედ მონიშნულ უჯრაში, მეორე უჯრაში(წითელი ისრითაა მინიშნებული) ვწერ სახელს და გვარს, ან გვარს და სახელს (ბარათს როგორც აწერია). მესამე უჯრაში უნდა მივუთითო თუ როდის გასდის ბარათს ვადა, 16 ნიშნა რიცხვების ქვემოთ წერია ხოლმე მაგალითად 08/2020 და ა.შ; შესაბამისად მოვნიშნავ თარიღს და ვაჭერ add your card.

აქ უკვე უნდა აირჩიო მისამართი, რომელზეც ხარ რეგისტრირებული, ანუ ის მისამართი, რომელიც მიუთითე ბანკში ბარათის აღებისას. როგორც ხედავ, რამდენიმე მისამართი მქონდა ამაზონზე შეყვანილი და დამახსოვრებული, შემიძლია ამ 4-დან ავირჩიო ჩემი მისამართი, ან თავიდან შევიყვანო, თავიდან შეყვანისათვის ქვემოთა უჯრებს ვავსებთ, სახელი და გვარი, საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონის ნომერი და ა.შ
shipping address ეს არის მისამართი, სადაც ამანათი უნდა მივიდეს, billing კი ასე ვთქვათ უბრალოდ ფორმალობაა. შიფინგ ედრესში ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ გადამზიდის მისამართს ვწერთ!
ვირჩევთ ან თავიდან შეგვყავს მისამართი და ვაჭერ use this address.
ესაა ბოლო ნაბიჯი, თვალი გადაავლე  შენს შეკვეთას:
მარჯვენა მხარეს წერია დეტალები, რა ღირდა ნივთი; რა ჯდება მიტანა ანუ shipping & handling total; შემდეგ ემატება ტაქსი ანუ რაღაც ბეგარასავითაა (მგონი 100$-ის ზემოთაა) და ეს ბეგარა ამ შემთხვევაში არის  17.08$ და ბოლოს წერია ჯამში რამდენია გადასახდელი.
ზოგიერთი შტატი, მაგალითად new jersey არის tax free, new york კი-არა. ამიტომ გადამზიდის არჩევისას ესეც გაითვალისწინე, ანუ რომელ შტატშია გადამზიდი. თუ პრობლემას არ გიქმნის ტაქსის გადახდა თავისუფლად შეგითლია დააჭირო შავად მონიშნულ ღილაკს Place your order. თუ არ გაწყობს ამდენი ტაქსის გადახდა, უკან დაბრუნდი და თავიდან გაიარე იგივე ნაბიჯები (იმედი მაქვს უფრო სწრაფად) და ახალი მისამართი შეიყვანე შიფინგ ედრესის გრაფაში.
მას შემდეგ რაც გააკეთებ შეკვეთას, ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებ შეკვეთის ინვოისს. რამდენიმე დღეში კი მეილს იმის შესახებ, რომ თქვენი შეკვეთა გამზადებულია გასაგზავნად. როდესაც მივა გადამზიდის ამერიკულ მისამართზე, საქართველოში გამოგზავნის წინა დღეს მიიღებ შეტყობინებას (იმის მიხედვით, თქვენს გადამზიდს როგორი პირობები აქვს). შეტყობინებაში არის ინფორმაცია იმაზე თუ რა წონისაა ამანათი, რამდენი გაქვს გადასახდელი და როდის შეძლებ მის მიღებას. დამატებითი ინფორმაციისათვის კი უბრალოდ შეგიძლია გადამზიდის მიერ ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკო .
ეს კიდევ რამდენიმე მაღაზიის მისამართი, ზოგიერთი შეგიძლიათ თავადაც იცოდე, გამოწერის პრინციპი ყველგან ერთნაირია!!
გაითვალისწინე, რომ ერთი მაღაზიიდან გამოწერილი ამანათი ღირებულება არ უნდა ღემატებოდეს 300 ლარს, თორემ განბაჟება მოგიწევ. ფასში არ იგულისხმება შიფინგის ღირებულება და ტაქსი.
www.amazon.com

www.shopbop.com

www.frepeople.com

www.gap.com

www.nordstrom.com

www.zappos.com

www.asos.com

www.6pm.com

და კიდევ უამრავი!

მეტი ლინკებისთვის – www.zere.ge

წარმატებულ შოფინგს გისურვებ! მე კი გპირდები, რომ ყოველთვის მოგამარაგებ იდეებით, რომელ მაღაზიაში იყიდო სასურველი მოდური ტანსაცმელი და აქსესუარი ხელმისაწვდომ ფასად.

მანამდე, თუ რამე კითხვა გაგიჩნდა, მომწერე!

33 thoughts on “ინტერნეტ შოპინგი – ანუ როგორ ვიყიდოთ ინტერნეტით სასურველი ნივთი

  1. ამაზე დეტალური რაღა უნდა იყოს🙂
    კარგია პოსტი.
    მომწონს.
    საერთოდ, კარგი ბლოგია.

  2. ყოჩაღ რომ არ დაგეზარა ამდენის გაკეთება! ❤

  3. კარგად მიდიხართ :up:
    ამ ბლოგის ერთგულ მკითხველად მაქციეთ🙂

  4. Pingback: ავტორუჯი, როგორ მივიღოთ ჯანმრთელი ფერი ლეღვის ფოთლის ნახარშის გარეშე :) | fashionmothers say:

  5. me ki am saitis meshveobit vsargeblob.viaddress. ამ საიტის მეშვეობით შეგიძლიათ ადვილად და იაფად გამოიწეროთ ნოვთები ამერიკიდან.უბრალოდ დარეგისტრირდით, იყიდეთ სასურველი ნივთები და გადაიხადეთ მათი საფასური სახლიდან გაუსვლელად!არ დაგავიწყდეთ მისამართის მითითება.

    • გვიპასუხეთ რააა.. ვიზა ელექტრონით ჩვეულებრივად შეიძლება შოპინგი ნებისმიერი საიტიდააან ?? :****

      • ზოგიერთი საიტი ვიზა ელექტორნით შოპინგის საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად. ჯობია ვიზა კლასიკი აიღოთ და ნებისმიერი მაღაზიიდან შეძლებთ გამოწერას

  6. 300 ლარზე მეტი თუ ღირს? 900$ ნივთის განბაჟება რა დაჯდება ხომარიცით ვინმემ😦

  7. 6pm.com ზე როგორ ყიდულობთ თუ ვინმემ იცით მომწერეთ.ამაზონზე რომელ პლასტიკურ ბარათსაც ვიყენებ იგივეს მონაცემებს ვწერ მაგ საიტზეც მაგრამ შეცდომას აფიქსირებს,ბარათზე არის შეცდომა და ვერაფერი ვერ გავიგე

  8. მაინტერესებს ერთი საიტიდან 1რამე რომ გამოვიწერო 50 $ იანი, და სხვა საიტიდან კიდევ რამე, რეთად ჩამოვა?

    • გამოდგება, მაგრამ სახელფასოთი გამოწერას მაინც მოერიდეთ🙂 განსაკუთრებით საეჭვო ონლაინ მაღაზიებში

  9. Pingback: ონლაინ შოპინგი | ნეტსაქართველო

    • ჯერ უნდა დარეგისტრირდე რომელიმე გადამზიდი კომპანიის საიტზე მაგალითად usa2georgia.com ზე და სჰენს პირად გვერდზე გამოჩნდება shipping adress ამ ადრესს ჩაწერ ამაზონის shipping adress ში თითოეულს თავის გრაფაში როგორც მითითებულია usa2georgia ზე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s