PURE COLOURS ბრენდი: JIL SANDER, ბრენდი: ZARA.


გადავწყვიტეთ, ცოტ-ცოტა ბრენდებზე (დიზაინერებზეც) ვისაუბროთ. ზოგჯერ პლაგიატშიც ვამხილოთ ისინი და რაც მთავარია შევეცადოთ ჩვენი ბლოგის მკითხველებთან ერთად მოვნახოთ გზა- როგორ ჩავიცვათ მოდურად შედარებით ნაკლები ბიუჯეტით.
დღეს 2 ბრენდი ჟილ სანდერი და ზარა ავირჩიეთ და სანამ განვმარტავდეთ, თუ რატომ მაინცდამაინც ეს 2 ბრენდი 1 პოსტში, მანამდე მცირედი ინფორმაცია.
ჟილ სანდერი –ჰაიდემარია ჯილინ ზანდერი დაიბადა 27.11.1943 წელს ვესელბურენში(გერმანია)
შწავლობდა ტექსტილის განყოფილებაზე, გერმანიასა და ა.შ.შ-ში.მუშაობდა რედაქტორის ასისტენტად ჟურნალებში McCall’s– ნიუ იორკში და Brigitte ჰამბურგში.
1968 წელს ხსნის პირველ მაღაზიას, სადაც იყიდება მის მიერ შექმნილი სამოსი.
1973 წელს ჟილ სანდერმა პირველას წარმოადგინა კოლექცია ტავისი სახელით და სამი წლის შემდეგ სენსაციულ წარმატებას მიაღწია ახალი სტილის (მრავალფენიანი) Onion დაარსებით.
1979 წელს მან დაარსა ახალიკომპანია Jil Sander Cosmetics. .
1984 წელს წარმოადგინა ახალი ხაზი Jil Sander Leder

1985 წელს ჟილ სანდერი გახდა პირველი გერმანელი დიზაინერი, რომელმაც აჩვენა ტავისი კოლექციები მილანსა და პარიზში.
1993 წელს ხსნის პირველ მაღაზიას პარიზში, 94 წელს გახსნა Jil Sander Spa მილანსა ნიუ იორკში.
1995 წელს მან წარმოადგინა სათვალეების კოლექცია Jil Sander Eyewear

ახლა გადავხედოთ კოლექციის ფერებს და ფორმებს.

Spring 2011 Ready-to-Wear













ZARA

ტანსაცმლის საყოველთაოდ ცნობილი ბრენდია, რომელიც ეკუთვნის მოდური ტანსაცმლის მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს დისტრიბუტორ კომპანია ინდიტექს-ს. ზარას დამაარსებელმა ამანსიო ორტეგა გაონამ პირველი მაღაზია გახსნა 1975 წელს, რასაც მოჰყვა დიდი წარმატება და წარმოიქმნა მაღაზიათა ქსელი. ზარა ახორციელებს თავისი პროდუქციის გავრცელებას მაღაზიების საკუთარი ქსელის მეშვეობით. მაღაზიები, როგორც წესი, განთავსებულია ქალაქის ყველაზე ცოცხალ სავაჭრო ნაწილებში. (სამწუხაროდ, საქართველოს ბაზარი ჯერ ისევ ამ ბრენდის მოლოდინშია, თუმცა, როგორც ამბობენ, 2012 წლისთვის პირველი ოფიციალური მაღაზია უნდა გაიხსნას.)
კომპანია თვლის, რომ მისი მაღაზიები მისთვის საუკეთესო რეკლამაა. ამიტომ მაღაზიის დიზაინსა და არქიტექტურას ექცევა ძალიან დიდი ყურადღება საიმისოდ რათა შეიქმნას განუმეორებელი, თბილი და კაშკაშა ინტერიერი. კოლექციის განთავსება მაღაზიაში ხდება მიმდინარე სეზონის ტენდენციების გათვალისწინებით და ამასთანავე ისე, რომ გამოიყოს ყოველი კვირის სიახლეები.

Zara Lookbook













ალბათ არ უნდა ზედმეტი დაკვირვება, რომ დავინახოთ ორივე ბრენდის კოლექციებში თითქმის იდენტური ფერები და ფორმებია. ეჭვი გვაქვს, ჩვენ პირველები არ ვიქნებოდით და ამ 2 კოლექციის მსგავსებაზე უკვე ბევრ მოდურ ჟურნალსა თუ ინტერნეტგამოცემაში დაიწერებოდა, მაგრამ ახლა მთავარი ეს არ არის. რეალურად მათ, ვისაც ჟილ სანდერზე ბიუჯეტი არ მიუწვდება, ზარა სთავაზობს ალტერნატიულ ვარიანტს, მოგებაში კი რა თქმა უნდა, მომხმარებელი რჩება. ჟილ სანდერს კი ერთგული მყიდველი ისედაც არასდროს მოაკლდება.

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ სამწუხაროდ, ზარას მაღაზია თბილისელი გოგონებისთვის ჯერ კიდევ ოცნების საგანია, მაგრამ თუ ამ კონკრეტული კოლექციიდან რამე მოგვწონს, გული მიგვიწევს და ონლაინ მაღაზიებიც ჯერ სათანადოდ ვერ ავითვისეთ, დაუკვირდით, თითოეული მოდელი შეკერილია ერთი ფერის ნაჭრისგან, ფორმები კი საკმაოდ მარტივია. ასე, რომ ისღა დაგვრჩენია სასურველი ფერის ნაჭერი და რიგითი მკერავი მოვიძიოთ.

გამოსავალი ყოველთვის არსებობს დანარჩენი კი მხოლოდ გემოვნების და სურვილის ამბავია😉


14 thoughts on “PURE COLOURS ბრენდი: JIL SANDER, ბრენდი: ZARA.

  1. ძალიან მომწონს ეს მიგნება, ჩვეულებრივი მაისურივით ზედა გრძელ ქვედაბოლოზე.ვეღარ ვიხსენებ, რომელიღაც სელებრითის ეცვა ეს თეთრი კაბა ლურჯი პრინტით, გულში ჩამივარდა.❤

  2. martalia zaras Jiliseuli gavlena sheeemchneva, cels gansakutrebiT am Maxi ‘Skirtebit maisurebze, but thats okyze var me d:
    lamazia da morgebuli fashions da rac mtavaria iafi : D ❤

    Jilis sunamos vjerdebi jer'jerobit

    avtor like )))

  3. კარგია. ზარას გრძელი ქვედაბოლოები ძალიან მიმზიდველად გამოიყურება….

  4. gilocavt blogs🙂

    tebz kochag🙂

    ra lamazi ferebia

    zaradan gamocera mgoni sheidzleba, forumidan icers vigaca mgoni da ert-erti gadamzidia kide evropidan aqvs gzavna

  5. miyvars zara. am sezonze gansakutrebit shemiyvarda, dzalian kargi qoleqcia aqvt da tan shesamchnevad kargi xarixsia titqmis yvelaferi, fexsacmelis garda. es ukanaskneli dzalian arakomfortulia xolme samcuxarod, tumca vgrdznob mainc shemomeyideba rame fasdaklebaze:D

  6. Jil Sander მიყვარს, ზარას კიდევ ვერჩი :დ ჩემთვის ცოტა მოსაწყენია

  7. წელს ზუსტად ეს ზარას ზურმუხტისფერი გრძელი ქვედაბოლო ვიყიდე და ძალიან მომწონს! მართალია პოლიესტერია, მაგრამ ძალიან ლამაზი, გრილი და კომფორტული.

    სხვათაშორის ფერები H&M-ს ახალ კოლექციაში ძალიან გავდა ზარას ფერებს, განსაკუთრებით სტაფილოსფერი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s