მაკაიჟი- მტერი თუ მოყვარე?


დავფიქრდეთ, თუ რა არის ყოველდღიური მაკიაჟის ფუნქცია. არსებული რეალობის შელამაზება? ალბათ, თუმცა, ხშირად შელამაზების პროცესში ისე შედის ადამიანი ეშხში, რომ შედეგად ვიღებთ ამას

ამას

ან თუნდაც ამას

ყოველდღიური გრიმის შერჩევა და საჭირო დოზით გამოყენება საკმაოდ რთულია. საკმარისია, ოდნავ ზედმეტი მოგივიდეს და პორნოვარსკვლავისეული ხიბლი გარანტირებულია. მაკიაჟმა შეძლებისდაგვარად უნდა დაფაროს ნაკლი და არ უნდა გადაფაროს ბუნებრივი სილამაზე, მხოლოდ მსუბუქად ხაზი გაუსვას მას. გადავხედოთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას ბუმბერაზი ვიზაჟისტებისგან. რა არის ის ძირითადი შეცდომები რასაც ვუშვებთ.

იეღოვა გვეუბნება:

1) არასოდეს დაიტოვოთ მაკიაჟი კანზე ღამით. ეს ძალიან მავნებელია. ძილის წინ სახე უნდა გასუფთავდეს და დატენაინდეს. ასევე, მაკიაჟის გაკეთების წინ აუცილებელია კანი იყოს სუფთა და დატენიანებული.

2)ზედმეტად ღია ფერის (nude)  ტუჩის საცხი.




შეიძლება ეს ვარიანტი ლამაზადაც გეჩვენებათ (განსაკუთრებით რუჯის მოყვარულებს), მაგრამ მისი მოხდენა საკმაოდ ძნელია.

მთავარი პრობლემა აქ ტუჩის საცხის ტონის შერჩევაა. ის არ უნდა იმეორებდეს თქვენი კანის ფერს, თუ რა თქმა უნდა, მსუბუქად მიცვალებულს არ გინდათ დაემსაგვსოთ.

3)მკვეთრი ხაზები თვალის ჩრდილში (მეცნიერულ ენაზე რომ ვთქვათ – ”ლასტოჩკები”:))

მითუმეტეს, როდესაც ვიყენებთ რამდენიმე ფერის ჩრდილს მათი ასე უმოწყალოდ გამოყოფილ ზოლებად წასმას ვიზაჟისტები მსუბუქად რომ ვთქვათ, კოშმარს უწოდებენ. ფერები ერთმანეთში უნდა გადადიოდეს.

3)ზედმეტად ჩაშავებული მიბნედილ-დაბოლი თვალები (smoky eyes)

ზოგადად, ამ სტილის მაკიაჟი საკმაოდ ეფექტურია, მაგარამ ნუ გადაამეტებთ და ნუ იხმართ ზედმეტ შავ ფერს. ცოტა მამაკაცების აზრიც გაითვალისწინეთ, არავის უნდა თვალების ნაცვლად გაურკვეველ შავ ლაქაში ჩახედვა.

4)სტაფილოსფერი ადამიანები-ახალი რასა.

ყველამ ვიცით, რომ ბუნებრივად სტაფილოსფერი ადამაინი არ არსებობს. ამას არც რუჯი ჰქვია, არც ტონალური, არც ბრონზერი. რატომ გინდათ იყოთ სტაფილოსფერი? ვისაჟისტები კვლავ ღაღადებენ, რომ ტონალური უნდა იყოს ჩვენი კანის ფერი, ან ერთი ტონით ღია და არამც დ არამც 9 ტონით უფრო მუქი.
განსაკუთრებით ასეთი ფორმით

5) ხელოვნური წამწამები-ქუთუთოების დამბლა.

ხელოვნურ უზარმაზარ წამწამებში თუ გადაწყვიტეთ სადმე წასვლა, ეცადეთ, ისეთი ზომის შეარჩიოთ, რომ თვალის გახელაში მაინც არ შეგიშალოთ ხელი. თუ გაგიწყრათ მაკიაჟის ღმერთი და ასე წასვლა პიკნიკზე გადაწყვიტეთ, დამიჯერეთ, ქოლგა ან ხის ტოტი გაცილებით უკეთეს ჩრდილს იძლევა.

6)მკვეთრი კონტური (მეცნიერულ ენაზე რომ ვთქვათ- ღობე-გალავანი)

მოგწონთ ეხლა ეს? ვიზაჟისტები კონტურის ფერის ტუჩის საცხის ფერთან ასეთ დისბალანსს დანაშაულს უწოდებენ. მისი ფერი ტუჩის საცხის თუ არა, სულ ცოტა, თქვენი ტუჩის ფერს მაინც უნდა ემთხვეოდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეთი კონტრასტი დიდ შეცდომად ითვლება.

პ.ს.არ წაისვათ ტუჩის საცხი დახეთქილ ტუჩებზე, ის უშნოდ ჩაჯდება ნაპრალებში და უფრო გამოაშრობს მათ, ასე რომ სახესთან ერთად არ დაგავიწყდეთ ტუჩების დატენიანება და მოვლა. (თუ პერსონალური მინი საჰარა გსურთ, მაშინ ნება თქვენია.)

7) ფერუმარილი (რუჟი)

რა ცუდია, როდესაც ქალი ისე გამოიყურება, თითქოს 2 წუთის წინ სილა გააწნეს.
ნუ გადაამლაშებთ რუჟის წასმისას, ის ძალიან მსუბუქად უნდა გემჩმნეოდეთ.  მოერიდ ეთმკვეთრ ხაზებს,  კარგად გადაანაწილეთ.

ეხლა ცოტა თვალს წყალი დავალევინოთ…

ამ სეზონის ერთერთი აქტუალური თრენდი – ბუნებრივი გრიმი,
რომელიც არასოდეს გადადის მოდიდან. წელს მისი მთავარი პრინციპებია :კანი გამოჩნდეს უფრო ჯანმრთელი და გლუვი. გამოკვეთოს და მსუბუქად გაუსვას ხაზი ბუნებრივ სილამაზეს. ამ თრენდს ხშირად იყენებენ ცნობილი დიზაინერები, შეაფასეთ:

Stella McCartney

Lanvin


Hermes


Balmain

D&G

Dolce &Gabbana

ProenzaSchouler

და ბოლოს, სანამ მკვეთრ მაკიაჟს გაიკეთებთ, ერთხელ კიდევ ჩაიხედეთ სარკეში,  გჭირდებათ კი ის?

უბრალოდ მოუარეთ კანს, იცხოვრეთ ცხოვრების ჯანმრთელი წესით და მოგწონდეთ თქვენი ბუნებრივი სახე

პ.ს
არ მოდუნდეთ!

35 thoughts on “მაკაიჟი- მტერი თუ მოყვარე?

  1. ყველაზე მეტად რაც არ მევასება, თბილისური მაკიაჟის ამბავში,ყველას ვისაც უხდება და არ უხდება შავი ფანქარი / კონტური უსვია თვალებზე და წითელი,ან მოწითელო ფერის პომადა.
    ძალიან ბევრი შემიმჩნევის ასე,[ ნაცნობებიც ] დაჟე პუტანკებსაც არ გვანან, უბრალოდ გოიმკა ვიდზე არიან ^^ ა ჟალ’

      • პირად შეურაწყოფად მივიღე :დ;დ;დ;დ მე მაქვს ეგრე,ოღნდ ბუნებრივად ლოლ და არ ვიღებავ წარბებს. ბავშვობიდან მასე მაქვს, უფრო მუქი წარბი და მოქერაო თმა ;/ :დ არადა მომწონს,ან მიჩვეული ვარ ლოლ

      • მგონი ქეთიმ იგულისხმა როცა ძლიან ქერად იღებავენ თმას შავტუხები და წარბს ტოვებენ შავს.

      • ჰოალბათ, იმიტომ დავწერე ,რომ ხშრად მეკითხებიან ასე რატომ გაქვსო :დ ყველაზე საკაიფო ის არის რომ ემჩნევა ბუნებრიობა .კაკტა პრიკოლ’ნა .
        ის ვიხუმრე პირად შეურაწყოფაზე :დდ❤

  2. ეს წითელი პომადა საერთოდ ჯოჯოხეთია, დღე, სამსახურში ან დილას რძის საყიდლად რომ უსვიათ.კიდევ უზომოდ გადარუჯული სახე, პრიალა, ლაპლაპა ტონალურით.

  3. სხვათაშორის კვალიაშვილი ახლახანს ვნახე და ეს მისი საუკეთესო ფოტოა:))საოცარი მაკიაჟით იყო

  4. ყველა გოგოს ბუნებრივი წარბები აქვს და რა ლამაზია. მძულს ძალიან ამოქნილი, დაწვრილებულ-გაკრეჭილი წარბები:( ჩემი ტკივილია. ვიზაჟისტს ხელს ვუჭერ ხოლმე, რომ რამე არ მიქაროს:)))

    • აი ზუსტად, ვერ ვიტან ზედმეტად ამოქნილ წარბებს,ბუნებრივი მომწონს ძალიან

  5. სტატია ძალიან მომეწონა და ჩვენი ქალაქისთვის ჯერ კიდევ აქტუალურია.
    კვალიაშვილისნაირი მაკიაჟით ბევრი დადის და ძალიან შფოთავენ, სხვა თუ დღისით უმაკიჟოდ ან ძალიან მსუბუქი მაკიაჟით არის. :დ

  6. როგორია ამ კვალიაშვილის მაკიაჟი გამანათლეთ მეც :დ

    • ouch ბოლო ფოტოზე ეგ ყოფილა, ეხლა დავგუგლე არვიცოდი.

      ვსო ჩემით გავალ :დდდ

  7. არ მეგონა, მწვანე ჩრდილებს ვარდისფერ ტუჩსაცხთან ერთად თუ კიდევ ვინმე იყენებდა, მაგრამ ისეთს წავაწყდი ამ ორიოდე დღის წინ, შავტარიანი დანა და ნახშირი ამოვიდე ბალიშის ქვეშ :)))))))) :შეშინებულზეშელოცვილი:

  8. გამოუძინებელგაბიჟვინებული სახით სიარული vs ტონანახევარი მაკიაჟი = ქართულ რეალობას😀

  9. მომეწონა, მხოლოდ ერთ შესწორებას გავაკეთებ, რომ მკითხველი შეცდომაში არ შევიდეს.: ტონალური უნდა იყოს ჩვენი კანის ფერი ან ერთი ტონით მუქი და არა ღია.

  10. რა სიამოვნებით წავაკითხებდი ამ სტატიას ჩემს თანამშრომელს. იქნებ მერე მაინც მოეშალა ლასტოჩკების მიხატვა :დ

  11. ჰო,კიდევ მაგრა მევასება ნათითურები რომ ეტყობათ ტონალურის წასმის მერე და წარბებში ჩამჯდარი სქელი ფენა,რომელიც ვერ შეამჩნიეს წათხაპვნის დროს :დ

  12. ლასტოჩკები ^_^ ძალიან ბევრი იყენებს ლაინერს ყოველდღიურად. ან არ ეზარებათ, ან არ ბეზრდებათ, რავიცი🙂

    • ლაინერში არაფერი ცუდი არ არის:) მეთვითონ ვატარებ, ყოველდღე არა, როცა სურვილი მაქვს. და ვისაც დრო და სურვილიც აქვს ვერ ვხედავ ვერაფერს ცუდს ამაში:) შენ თუ არ მოგწონს, არ წაისვა🙂 რა პრობლემაა:)
      მომავალი ვიზაჟისტი:)

  13. ძალიან კარგი რჩევები და სტატიაა:) კარგი და ცუდი მაგალითების მშვენიერი და შესაფერისი სურათებია არჩეული!
    რაც შეეხება ტონალურს მეც ვეთანხმები ერთ ერთ კომენტარს რომ უნდა იყოს სახის კანის ფერი. რაც შეეხება კონსილერს ეგ რა თქმა უნდა სიტუაციის მიხედვით შეიძლება ერთი/ ორი ტონით ღია წავისვათ.

  14. me shavi fanqari da witeli pomada ar misvia, isedac shavi tval warbi maqvs, tmac dzalian shavi da vagzlis putas ar minda vgavde:D calcalke visvam xolme..ise orive dzalian mixdeba. visvam txlad da ara lobiosavit..makiajic light ufro momwons, vidre shpaklozavruli

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s