ჩასაფრებული ზებრა, უჩინარი ლეოპარდი – თრენდებში რომ არ დავიკარგოთ:)



როცა საუბარი ჩამოვარდება გრაციასა და ელეგანტურობაზე, დახვეწილ ადამიანებს აუცილებლად გაახსენდებათ ლეოპარდის, კოპლების და ზოლიანი ფრინთი, რომელიც ამ ბოლო დროს ასე აქტუალურია.
განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ფრინთი ზოლები: რამდენიმე წელია, ზებრამ მოდის ინდუსტრიაშიც გადმოინაცვლა. მართალია, ზებრები პოდიუმზე არ დასეირნობენ, თუმცა, მათი ესთეტიკა ახლობელი აღმოჩნდა მაგალითად რობერტო კავალისთვის და ჯან პოლ გოტიესთვის, რომელებმაც ამ უწყინარ ცხოველში შთაგონების უშრეტი წყარო აღმოაჩინეს. მათვე ჩამოაყალიბეს ზებრისებრი მატერიის და შეფერილობის გამოყენების ფუნდამენტური კანონები.
განვმარტავთ, რომ ზებრა ამ შემთხვევაში სიმბოლური მნიშვნელობით გამოიყენება, თუმცა „ქართველი გემოვნებიანი ადამიანებისთვის“ ზებრა ზედმეტად სწორხაზოვანი გაგება აღმოჩნდა და გადაწყვიტეს, ორფეხა ზებრებად ქცეულიყვნენ, რაც ასე ვთქვათ, მოდის ელემენტარული კანონების უგულებელყოფაა. იმისთვის, რომ ფრინთი ეფექტურად წარმოვაჩინოთ, უნდა გავითვალისწინოთ მარტივი წესი – ზოლიანი ფრინთი აუცილებლად ითხოვს სადა, ერთი ტონის აქსესუარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მინიმუმ ზოოპარკის დაცვა შეგიპყრობთ, მაქსიმუმ თქვენ შეუძლებელს შეძლებთ და ლედი გაგა უფრო გემოვნებით ჩაცმული გამოჩნდება თქვენთან შედარებით.

ასევე დიდ ყურადღებას ითხოვს ლეოპარდის ფრინთის სწორედ გამოყენება. ლეოპარდის ფრინთი, ზოლიანი ფრინთის მსგავსად, უმჯობესია გამოვიყენოთ სადა (სასურველია კრემისფერი ტონის) აქსესუარებთან, რათა შევინარჩუნოთ ჰარმონია.

და არ დავარღვიოთ კოსმოსური წესრიგი, როგორც ეს ამ მამაკაცმა ჩაიდინა: ფოტო

კოპლები (dots) გამოიყენეს ისეთმა ცნობილმა დიზაინერებმა, როგორებიც არიან D&G, Luella, Marc Jacobs… ის გამოირჩევა ელეგანტური ჰაეროვნებით.

მისი გამოყენებისას ასევე საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. მისი შეხამება სხვა ფრინთებთან გვაძლევს ასეთ შედეგს, რაც ცოტა არ იყოს არაესთეტურია.

საერთოდ კარგია, როცა მივდევთ მოდას, ვიცით რა არის ამ სფეროში სიახლე, მაგრამ თრენდებში გაცნობიერება არ გვავალდებულებს, რომ ყველაფერი ერთად ავისხათ და დავიმხოთ😉

დაბოლოს, იექსპერიმენტეთ ფრინთებით, ფერებით, ოღონდ ნუ დაემსგავსებით ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებს.

ეს ყველაფერი ჩვენზე, უბრალო მოკვდავებზე ჩანს სასაცილოდ, თორემ Rod Stewartს შეიძლება “ვაპატიოთ” კიდეც :))))


არჩევანი თქვენზეა😉

21 thoughts on “ჩასაფრებული ზებრა, უჩინარი ლეოპარდი – თრენდებში რომ არ დავიკარგოთ:)

  1. momz, ფერების შეხამებაზეც გამოუშვით რა ერთი პოსტი. ვინძლო გამოადგება ხალხს;)
    რაღაც ამდაგვარზე დაყრდნობით http://kuler.adobe.com/#themes/rating?time=30
    http://www.colormatters.com/colortheory.html
    ნუ ეს კონკრეტულად მოდის ამბავში არაა, მარა იდეას მიმიხვდებით😉

    • მისი არ ითქმის სახელი😀

      ბევრნი არიან ეგეთები🙂

      • სახელს როგორ ვახსენებ, აქაურობას თვალი არ ეცეს :დ
        ის ჩინელი ერთ ქართველს მახსენებს

  2. ვითხოვ კანონის დარღვევის ქართულ მაგალითებს🙂 თვალსაჩინოებისათვის

  3. zolebi imdenad popularulia rom misi gamosahvis shesadzlebloba gascda samoss. ak shegidzlia sHeulis zedapirzec daafiqsiro rom ukanasknel tendenciebs mihyvebi – fehis cinhedze muqi & gverdebze ghia sheferilobit, zagars rom ucodeben.

    koplebistvis idealuri adgili sahea-sadac goldenrose-is tonalurit kidev ufro uket carmoachen arsebul gamonayrisebr koplebs..

  4. zolebi fehebze muqi cinhedit & ghia sheferilobis gverdebit
    koplebi-saheze, goldenrosegadatHipnilis efeqtit.

    mere ityvit moda ar harobs saqarttveloshio

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s