საბავშვო მოდა


როგორც მოგეხსენებათ, ბავშვებს მაინც თავისებური ხედვა აქვთ სილამაზეზე. ბავშვს კი არა, ზოგჯერ ზრდასრულ ადამიანს აცვია ისე, რომ ძალაუნებურად ფიქრობ, ალბათ ბავშვობაში ერთი ფუშფუშა კაბა არ ჰქონია და ახლა ინაზღაურებს.
არ შეიძლება ბავშვის შებოჭვა ტანსაცმლის არჩევაში, მაგრამ სასურველია, ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ვუბიძგოთ გააკეთოს სწორი არჩევანი. სახლში შეუძლია გული მოიოხოს და ეცვას მშობლისთვის წარმოუდგენელი შეხამების ტანისამოსი, ამით ის თავის პიროვნულ ამბიციას დაიკმაყოფილებს, ხოლო გარეთ გასვლისას შევაპარაოთ ჩვენი არჩევანი.
მშობელი ბავშვისთვის დიდი ავტორიტეტია, ამიტომ ეცადეთ თავად გამოიყურებოდეთ მოწოდების სიმაღლეზე; ეს მხოლოდ გარეგნობას არ ეხება. ეცადეთ, ერთად იაროთ კინოში, თეატრში, გამოფენებზე, კაფეებში… ბავშვს უნდა ჩამოუყალიბდეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქცევის კულტურა. ის, რომ თეატრში არ უყუროს სპექტალს ჩიპსების ხრაშუნის ფონზე, გამოფენაზე და მუზეუმში არ იხმაუროს.
ასეთი ქცევა შემდგომში ბავშვს პიროვნულად გაზრდის, ჩამოუყალიბებს გემოვნებას, რაც ჩაცმულობაშიც აისახება და გარშემომყოფებიც მადლობას გვეტყვიან, რომ მისი გარეგნობით არ ვაფრთხობთ პატიოსან მოქალაქეებს.
საბავშვო მოდა ძალიან მომგებიან საქმედ იქცა, ამიტომ ბევრმა დიზაინერმა არ დააყოვნა და სასწრაფოდ გამოუშვა საბავშვო კოლექციები- KENZO, BLUEMARINE, ARMANI, GUCCI, DIOR, LANVIN, DIESEL, D&G ect.

LANVIN

ძალიან შედეგიანი გამოდგა STELLA MCCARTNEY და GAP-ის ერთობლივი ნამუშევარი.

STELLA MCCARTNEY


MARNI

საშუალო ფენაზეა გათვლილი GAP ,JCREW , IKKS, ZARA-ს კოლექციები, რომლების ასევე ძალიან გემოვნებიან ტანსაცმელს და აქსესუარებს სთავაზობს პატარა მომხმარებელს.

ZARA

სანამ ბავშვს პურის ყუით ხელში და მუხლებგაბერილ ”რეიტუზზე” გადაცმული ფუშფუშა კაბით ან შორტით გარეთ გასვლას დაუპირებდეთ, დაფიქრდით, რას იტყოდა ის ამ ყველაფერზე, თუნდაც 1 წამით უკვე ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანის თვალით რომ შეეხედა.

მე რამდენიმე ადამიანიც ვიცი, ვინც ბავშვობის ფოტოებს მალავს და ვისურვებდი, ჩვენი შვილები მათი ბავშვობით არ დაკომპლექსებულიყვნენ.

22 thoughts on “საბავშვო მოდა

  1. კარგი სტატიაა. მშვენიერი, ჩამოყალიბებული მსჯელობა-მე ვიტყოდი-ძალიანაც საჭირბოროტო საკითხზე. გემოვნების ჩამოყალიბება ბავშვობიდან ხდება და ამასთანავე, გემოვნება და ჩაცმის სტილი არცთუ იშვიათად, ადამიანის ბუნებასა და ხასიათზეც მეტყველებს ხოლმე🙂
    ამ ციტატაზე
    მშობელი ბავშვისთვის დიდი ავტორიტეტია, ამიტომ ეცადეთ თავად გამოიყურებოდეთ მოწოდების სიმაღლეზე, ეს მარტო გარეგნობას არ ეხება, ეცადეთ ერთად იაროთ კინოში, თეატრში, გამოფენებზე, კაფეებში, ბავშვს უნდა ჩამოუყალიბდეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქცევის კულტურა. ის რომ თეატრში არ უნდა უყუროს სპექტალს ჩიპსების ხრაშუნის ფონზე, გამოფენაზე და მუზეუმში არ უნდა იხმაუროს.
    შემიძლია, ვთქვა, რომ დედაჩემზე წერია. :)) ზუსტად ასე იქცეოდა ყოველთვის. შეიძლებოდა, სიტყვით ყოველთვის არ ეთქვა, მაგრამ იგრძნობოდა.
    პ.ს. სტელა მაქართნის კოლექციის პირველი მოდელი გოგო ნაღდი პეპი გრძელიწინდაა :)))

  2. ძალიან კარგი პოსტია
    ფრიად სასარგებლო
    ისიც მიგეყოლებინათ სად არ უნდა ვატაროთ ბავშვი😀

  3. პოსტში ჩამოყალიბებულ მსჯელობას ვეთანხმები, მაგრამ ბავშვი ჩაცმაზე, გაპრანჭვაზე და და ესეთ რამეებზე რაც ნაკლებს იფიქრებს მით უკკეთესი.. როცა დედა ამდენ დროს, ფულს და ყურადღებას უთმობს მის ჩაცმას ისიც ფიქრობს რომ ეს ერთ ერთი მთავარი საზრუნავია და გარშემომყოფ თანატოლებსაც აკვირდება, რა აცვით, შემდეგ უკვე რა მობილური უჭირავს და რა მანქანით მოაკითხა დედ-მამამ…:))) მოკლედ, კარგია როცა პატარები ლამაზად ჩაცმულები არიან, ეს ძალიან დადებით ემოციას იწვევს, მაგრამ მეორეს მხრივ არ ღირს ბავშვის ყურადრების გამახვილება ტანსაცმელზე, მოდის ბოლო ტენდენციებზე და ა.შ.
    იგივე დამოკიდებულება მაქვს ბავშვის კონკურსები თუ რაღაცეები რომ ტარდება,… მართალია ბავშვი ერთობა და ხალისობს, და ,მშობლებით ამით იმართლებენ ხოლმე თავს.. ამგრამ პატარას სილამაზის კონკურსში მონაწილეობა დიდი გოიმობაა მშობლის მხრიდან.. კონკურსები კიდე სხვა თემაა. უბრალოდ ამას მოვაყოლე..;)))

  4. პოსტში ჩამოყალიბებულ მსჯელობას ვეთანხმები, მაგრამ ბავშვი ჩაცმაზე, გაპრანჭვაზე და და ესეთ რამეებზე რაც ნაკლებს იფიქრებს მით უკკეთესი.. როცა დედა ამდენ დროს, ფულს და ყურადღებას უთმობს მის ჩაცმას ისიც ფიქრობს რომ ეს ერთ ერთი მთავარი საზრუნავია და გარშემომყოფ თანატოლებსაც აკვირდება, რა აცვით, შემდეგ უკვე რა მობილური უჭირავს და რა მანქანით მოაკითხა დედ-მამამ…:))) მოკლედ, კარგია როცა პატარები ლამაზად ჩაცმულები არიან, ეს ძალიან დადებით ემოციას იწვევს, მაგრამ მეორეს მხრივ არ ღირს ბავშვის ყურადრების გამახვილება ტანსაცმელზე, მოდის ბოლო ტენდენციებზე და ა.შ.
    იგივე დამოკიდებულება მაქვს ბავშვის კონკურსები თუ რაღაცეები რომ ტარდება,… მართალია ბავშვი ერთობა და ხალისობს, და ,მშობლებით ამით იმართლებენ ხოლმე თავს.. ამგრამ პატარას სილამაზის კონკურსში მონაწილეობა დიდი გოიმობაა მშობლის მხრიდან.. კონკურსები კიდე სხვა თემაა. უბრალოდ ამას მოვაყოლე..;)))
    ვისაც 20 წლის წინანდელი ბავშვობის ფოტოს გამოჩენა სხვენია, იმის გამო ვაი რა მეცვაო.. მგონი მთლად ნორმალური ვერაა.:)))

  5. არ ვეთანხმები

    მე მიყვარდა პრანჭვა ბავშვობაში და ახლაც მიყვარს , მაგრამ ” შემდეგ უკვე რა მობილური უჭირავს და რა მანქანით მოაკითხა დედ-მამამ…:))) ” ეს არასოდეს გამიკეთებია. ბავშვობაში ვგიჟდებოდი ლამაზ კაბებზე, სამკაულებზე და.ა.შ , მაგრამ აქედან სნობიზმი არ გამომდინარეობს

    უბრალოდ მიყვარდა “პრანჭია” კაბები .

    მე კი პირიქით მგონია. ბავშვი თავიდანვე უნდა შეეჩვიოს ლამაზად ჩაცმას

  6. ბავშვი,ისევე როგორც დიდი უნდა იყოს გემოვნებით ჩაცმული,ხალისიანი და ლამაზი, უბრალოდ პატარების ჩამოყალიბება ძალიან საფრთხილოა, სამომავლოდ წარბაწეული ტიპები რომ არ გაიზარდონ და სხვებს,თუნდაც ზმანის გამო ზემოდან უყურონ, მხოლოდ იმიტომ რომ მათზე ცუდად აცვიათ.
    მოკლედ, მარტო ტანსაცმელში არაა საქმე, მე ძალიან ვეთანხმები,რომ ყველა და ყველაფერი ლამაზი უნდა იყოს. უბრალოდ მშობელმა ბავშვის სწორი მენტალიტეტის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი. [თუ რათქმაუნდა შეგნებულია მშობელი და ბავშვს არ ატყუებს რომ ყველაზე ლამაზია. :d ]

  7. აქ ბავშვთა აღზრდაზე ვსაუბრობთ თუ ტანსაცმელზე ვერ გავიგე მე

  8. სალი, დავუშვად ბავშვი არის შეუხედავი, მშობელი უნდა ეუბნებოდეს-შვილო,ცხვირი არ გივარგა, რას გავხარ, შე უშნოო?
    ვისაც მშობელი ბავშვობაში არ ეუბნებოდა რომ ლამაზი, საყვარელი და საურველი ბავშვია(მშობლებოსთვის რა თქმა უნდა) , დიდობაში უმრავლესობას კომპლექსები სტანჯავს.

    • მე არ ვამბობ რომ შეუხედავ ბავშვს უნდა უჩიჩინო რომ უშნოა, მაგრამ იგივე შეუხედავ ბავშვს არ უნდა ჩაუნერგო რომ ყველაზე ლამაზია. ხაზს ვუსვავ, ყველაზე ლამაზი.თრემ ლამაზი როა უნდა უთხრას.
      თორენ ეგეთი “ყველაზე ლამაზები” მერე დაღუნული ტივნებით იზრდებიან ძირითადად. ბევრი მაგალითა გარშემო : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s