საბავშვო მოდა


როგორც მოგეხსენებათ, ბავშვებს მაინც თავისებური ხედვა აქვთ სილამაზეზე. ბავშვს კი არა, ზოგჯერ ზრდასრულ ადამიანს აცვია ისე, რომ ძალაუნებურად ფიქრობ, ალბათ ბავშვობაში ერთი ფუშფუშა კაბა არ ჰქონია და ახლა ინაზღაურებს.
არ შეიძლება ბავშვის შებოჭვა ტანსაცმლის არჩევაში, მაგრამ სასურველია, ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ვუბიძგოთ გააკეთოს სწორი არჩევანი. სახლში შეუძლია გული მოიოხოს და ეცვას მშობლისთვის წარმოუდგენელი შეხამების ტანისამოსი, ამით ის თავის პიროვნულ ამბიციას დაიკმაყოფილებს, ხოლო გარეთ გასვლისას შევაპარაოთ ჩვენი არჩევანი.
მშობელი ბავშვისთვის დიდი ავტორიტეტია, ამიტომ ეცადეთ თავად გამოიყურებოდეთ მოწოდების სიმაღლეზე; ეს მხოლოდ გარეგნობას არ ეხება. ეცადეთ, ერთად იაროთ კინოში, თეატრში, გამოფენებზე, კაფეებში… ბავშვს უნდა ჩამოუყალიბდეს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მოქცევის კულტურა. ის, რომ თეატრში არ უყუროს სპექტალს ჩიპსების ხრაშუნის ფონზე, გამოფენაზე და მუზეუმში არ იხმაუროს.
ასეთი ქცევა შემდგომში ბავშვს პიროვნულად გაზრდის, ჩამოუყალიბებს გემოვნებას, რაც ჩაცმულობაშიც აისახება და გარშემომყოფებიც მადლობას გვეტყვიან, რომ მისი გარეგნობით არ ვაფრთხობთ პატიოსან მოქალაქეებს.
საბავშვო მოდა ძალიან მომგებიან საქმედ იქცა, ამიტომ ბევრმა დიზაინერმა არ დააყოვნა და სასწრაფოდ გამოუშვა საბავშვო კოლექციები- KENZO, BLUEMARINE, ARMANI, GUCCI, DIOR, LANVIN, DIESEL, D&G ect.

LANVIN

Continue reading

Advertisements

პედოფილის ოცნება და სექსი ქართველი მოდელების მზერაში!


რამდენი ხანია ამ თემას ვუტრიალებ, ვუტრიალებ, ვფიქრობ და თქვენ წარმოიდგინეთ,  განვიცდი (ხაზი გადავუსვი ლეგენდას ფეშენმაზერების გულქვობაზე).

დღეს გადავწყვიტე, ჩემი ”ტკივილები” სააშკარაოზე გამომეტანა და შევეხები ისეთ სენსიტიურ თემას- როგორიც არის ქართული სამოდელო სააგენტოები.

თითქოს სასიხარულოც არის, რომ ბოლო დროს ასეთი დაწესებულებები (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) სოკოებივით მომრავლდნენ და სახელებიც ისეთი ამბიციური და მყვირალა შეურჩევიათ, გულს და სულს რომ გაუხარდება!!

მაგრამ…

სანამ უშუალოდ საკითხზე გადავიდოდე პირველ რიგში მცირედი ექსკურსი ქართულ ენციკლოპედიიდან:

კოშმარი არის სიზმარი, რომელიც იწვევს ძლიერ უსიამოვნო ემოციურ გამოხატულებას მძინარე პიროვნების მხრიდან — ძირითადად შიშსა და თავზარდაცემას, ექსტრემალურ ხიფათში ყოფნის განცდას, ტკივილის შეგრძნებას ან ვარდნის, ხრჩობისა და სიკვდილის გრძნობას.

ჩემი საქმე კი უფრო რთულად არის, რადგან დღეს, როდესაც მავანი სამოდელო სააგენტოების ვებგვერდებს ვათვალიერებდი კოშმარის ძალა ფხიზლად გამოვცადე, თანაც ისე, რომ ეჭვი მაქვს, ამის მერე ძილში კოშმარი აღარ მეღირსება. ჰო, მეგობრებო, მე უბრალოდ ვეღარ დავიძინებ.

მას შემდეგ, რაც გუგლში ”სამოდელო სააგენტოები” ჩავწერე და ანაზდად, ერთ მუქ ფერებში გადაწყვეტილ ვებგვერზე აღმოვჩნდი, ჩემი მაუსი ღილაკ ”ტოპ მოდელებისკენ” გასრიალდა და პირველი ეს ფოტო შემომეგება.

Continue reading