ვარცხნილობები – გაზაფხული–ზაფხულის მთავარი აქცენტები


ყველამ შენიშნა, რომ წლევანდელი გაზაფხული–ზაფხული იმაზე გაცილებით ფერადია, ვიდრე გასული წლის. ფერადოვნება და მრავალფეროვნება შეინიშნება თმის ვარცხნილობასა და ფერშიც. შევთანხმდეთ, რომ თმა უნდა იყოს ჯანსაღი, მბზინვარე და ლამაზი ფერის. დანარჩენი გემოვნებას მივანდოთ და თუ ეს უკანასკნელი არ გვივარგა, თმის ბზინვარებაც ხუნდება. ყველაზე აქტუალური ვარცხნილობები გაზაფხული–ზაფხულისთვის: ჩემი ბავშვობისდროინდელი „სველი ეფექტი“ მოდას დაუბრუნდა და ერთ–ერთ ყველაზე მოთხოვნად ვარცხნილობად იქცა პოდიუმზე. დარწმუნებული ვარ, მალე აიტაცებენ ქართველი ფეშენისტებიც.

სველ ეფექტს დამატებული უკან გადაწეული თმა ასევე მოდურია. თან ადვილი მოსავლელია და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.

გაგახარებთ და გეტყვით, რომ ჩალმა და სხვა სახის ნაჭრის აქსესუარები კვლავ აქტუალურია ზღვის სეზონისთვის (აქ მთავარი სიტყვა ზღვაა – შეეცადეთ ნაკლებ გამოიყენოთ ჩალმა ყოველდღიურ ურბანულ გარემოში).

ქართველი გოგოებისთვის ასე საყვარელი შუაზე გადაყოფილი თმა წელს, ისევე როგორც გასულ წელს, განსაკუთრებით აქტუალურია. გაშლილი, შუაში გადაყოფილი თმა ახალდაბანილ თმაზე გადასარევად გამოიყურება, ხოლო მომდევნო დღეებში სიხალისეს კარგავს.

გვერდით გადაწეული თმა ჩემი ფავორიტია და თავისთავად, მოდის სამყარო გვერდს ვერ აუვლიდა ამ დეტალს.

შემოქმედებითი აურზაური მოგწონთ? მაშინ ეს ვარცხნილობა თქვენთვისაა. თუ ერთი–ორ ზედმეტ აქსესუარს “დაიკოსებთ” ყველაზე დიდი ფეშენისტა იქნებით :).

რეტროს მოყვარულებო, გამოდით, თქვენი სეზონია :)

ყველაზე დახვეწილი და ყველაზე ბრიტანული ვარცხნილობა წელს ისეთი მოდურია, როგორც არასდროს. ბობი არის ვარცხნილობა, რომელიც ერთნაირად უხდება საღამოს და ყოველდღიურ სამოსს. მგონი, ყველაზე ცნობილი  “ბობისტი” ვიქტორია ბექჰემია :)

ესეც ვარიაციები:

რაც შეეხება თმის ფერს, წლევანდელი წელი ამ მხრივ ათასფერია – ფანტაზია და გემოვნება ჩართეთ და შეიღებეთ აქამდე აუთვისებელ ფერად.

ფერადოვნება წლის ჰიტია.

დაბოლოს, მუჩია პრადას ინოვაცია და შემოთავაზება სიახლეების მოყვარულთ <3

მოგწონთ წლევანდელი ტენდენციები?

About these ads

14 thoughts on “ვარცხნილობები – გაზაფხული–ზაფხულის მთავარი აქცენტები

  1. ისე რა. ბანალურ გვერდზე გადაყოფილ თმას ვუჭერ მხარს. ეგ მიხდება, ყოველ შემთხვევაში :)

  2. es sveli efeqti ar momwons, daubaneli tmis shtabechdilebas tovebs:| metic ar undat kalatozishvilebs da msgvsebs:D

    danarchens araushavs, mgoni isaa rac yoveltvis iyo:))

    victorias fotos qvemot tmis feri momewona dzaan,xshiri melirebaa<3,tu vinme icit vinc tbilishi gamiketebs msgavs (chemi mgebavi safrangetshi gadacxovrda:(),mimaswavlet:))

    • ქეთ, ასეთი ხშირი მელირება მაქვს ახლა და ფანტასტიურად გამიკეთა ჩვენმა საერთო დალაქმა ;)

  3. თითქმის ყველანაირი ვარცხნილობაა რაც კი ოდესმე მქონია, მიუხედავად ამისა ყველაზე მეტად მიხდება შუაზე ან გვერდზე გაყოფილი გრძელი გაშლილი თმა, ხან სწორი და ხან დახვეული. ჩემივე ფერი, უმაკიაჟოდ მინიმუმ 7-8 წლით მაკლებს ასაკს. :)))

  4. არ აიტაცონ რა:|უკვე ვხედავ სველ თავებს-სადუნიშვილზე,წურწუმიაზე და ჩხეიძეზე, კალატოზიშვილს ბუნებრივად სველი ეფექტი აქვს.

  5. ოო არ მომწონს ეს ფერადი თმა, რა შეიკიკინა სრულიად სავარსკვლავეთმა :\

  6. თბილისშ დასველება და “ბრიოლინი” არ დაჭრდებათ, ისედაც უმეტესობას გაზეპილი თმა გადაწეული აქვსხოლმე, ჰგონიათ რომ მასე არ ჩანს დასაბანი :დ

    მე ისევ ვიტოვებ ჩემს გრძელ შუაზე და ხანდახან ოდნავ გვერდზე გადაყოფილ თმას გაშლილს. <3 მაინც უფრო მეტად არცერთი ვარცხნილობა არ მიხდება

  7. უკან გადაწეული ჩაწნილი თმა:))) ან გაშლილი, სამწუხაროდ სვხა ვარიაციები არ გამომადგება..

    სველი ეფექტი არ მომწონს:)) ისე ვისაც თავის დაბანა ეზარებაა კარგად გამოიყენებს :))))))))

  8. prepie, yes! აი მართლა, რაღა დროს ეს ფერადი ჩანართებია, გავიგეთ, რომ ნებისმიერი საღებავი არსებობს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s