თმის მოვლის საშუალებები და ბლოგის პირველი წამახალისებელი გათამაშება.


თავის მოვლის საშუალებებში პირველ ადგილზე ვაყენებ თმის მოვლას. ვერ დავიკვეხნი, რომ საოცარი შეველიურა მადევს, შეიძლება ითქვას –პირიქით, მაგრამ ჩემი დაკვირვებით,  ყველაზე დიდ დროს, ფინანსებს და ენერგიას ვდებ თმის მოვლაში. შემოგთავაზებთ შამპუნებს და თმის ნიღაბებს, რომელიც გამოვცადე და ჩემი ყურადღება/მოწონება დაიმსახურა. აქვე დავძენ, რომ მაქვს ნორმალური, უპრეტენზიო და სწორი თმა. (და აქვე დავაანონსებ: პოსტის ბოლოში წამახალისებელი საჩუქარი გელით)

Bumble & Bumble Shampoo

მიყვარს ამ ფირმის შამპუნები, კარგია ყოველდღიური გამოყენებისთვის, განსაკუთრებით ზაფხულში. მსუბუქია,  კარგად  ქაფდება და სულ ცოტა უნდა იხმაროთ.
ვისაც თხელი თმა აქვს ეს შამპუნი ნამდვილად გამოადგება

შამპუნი-ტონიკი, რომელიც შეღებილ თმას ფერის შენარჩუნებაში ეხმარება.დიდად ვერ შევატყვე, რომ საღებავი (ჩემს შემთხვევაში ხნა) არ ჩამოდიოდა, მაგრამ როგორც შამპუნი კარგია.

L’OCCITANE

ლოქსიტანი სტაბილურად კარგ პროდუქციას უშვებს ტანის ყველა ნაწილისთვის და არც თმისთვის დაიშურეს ბუნებრივი კომპონენტები, კარგი შამპუნია, მაგრამ ვაუს გარეშე :)

ამ შამპუნს 5 ბალიან სისტემაში მყარ 5 დავუწერდი, ძალიან მომეწონა, კარგად კვებავს თმას, ბზინვარებას ჰმატებს.

AVEDA

ჩემი ფავორიტთაგანი, არაჩვეულებრივი სუნის და ტექსტურის შამპუნი, თმა მის შემდეგ მსუბუქი და დამყოლია.

KERASTASE

ერთი პერიოდი, თავზე გაუგებრობა მჭირდა, თითქოს ცხიმიანდებოდა უფრო ხშირად. ბზინვარება დაკარგა და შევაშველე კერასტაზის ეს შამპუნი. არ ვიცი, შამპუნმა გამოიღო შედეგი, თუ ნიღბების სერიამ, ყოველ შემთხვევაში თმა ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა

FREDERIC FEKKAI

ასევე ჩემი ფავორიტი შამპუნი.  თმა დაბანის შემდეგ კრაჭუნებს ისეთია სუფთაა. მიყვარს!

PAUL MITCHELL

ამ ბრენდის ეს წარმომადგენელიც კარგია, მაგრამ ფანატიზმის გარეშე :)

Viviscal

ეს შამპუნი ძალიან დამეხმარა თმის ცვენის დროს, აშკარად შემიმცირა, თუმცა ვიტამინიც შევაშველე.

John Frieda

არაჩვეულებრივი შამპუნები აქვს.

ასევე ეს ხაზი, წაბლისფერთმიანებისთვის :)

John Frieda-სთან ნახავთ ასევე ხაზს ქერა და წითური თმისვის. არ გამომიყენებია, მაგრამ თუ წაბლისფერი თმისთვის არის კარგი, სავარაუდოდ სხვა თმის ფერი არ დაიჩაგრებოდა :)

თმის ნიღბები

დამატებითი სიამოვნება თმისთვის :)

Macadamia Natural Oil Deep Repair Masque


არბილებს, კვებავს, გამოყენების შემდეგ თმა შესამჩნევად ბზინავს.

Argan Oil Restorative Mask


არგანის ზეთის ნიღაბი (მგონი ასეა ქართულად, მაროკოში ძალიან პოპულარულია ეს ზეთი)

ასევე სირბილეს ბზინვარებას და ჯანსაღ იერს აძლევს თმას.

ბოლოს კი შეპირებული პირველი წამახალისებელი გათამაშება ჩვენი ბლოგის ერთგული მკითხველისთვის.

ამ ბლოგის სახელი შემთხვევითი არ არის, მას თავისი ისტორია აქვს და რამდენიმე დატვირთვა.

შეიძლება ბევრისთვის  ”ფეშენმაზერის” წარმოშობის ამბავი უცხო იყოს, ბევრი კი ერთერთი ფორუმიდან გვიცნობდეს, თუმცა ეს სხვა ამბავია, რომელსაც ოდესმე მოგიყვებით. :)

მათთვის კი, ვინც სახელის (სტატუსის :) ) ”ფეშენმაზერი” ყველაზე ორიგინალურ ახნას მოიფიქრეს საჩუქრად გვაქვს John Frieda-ს შამპუნი :) (შესაძლებელია ფოტოც, ასევე თქვენს მიერ მოფიქრებული მცირე ისტორია და ა.შ.)

მაშ ასე, რას ნიშნავს ან როგორია ”ფეშენმაზერი”?

ველით კომენტარებს :)

გამარჯვებულს გამოვავლენთ პარასკევს ზომბილენდამდე :)

About these ads

49 thoughts on “თმის მოვლის საშუალებები და ბლოგის პირველი წამახალისებელი გათამაშება.

    • :) :) :)
      თარგმანს არ ვითხოვთ :)
      თქვენი წარმოდგენა, ახსნა გვაინტერესებს, როგორი წარმოგიდგენიათ ბლოგის ავტორი, სახელად ”ფეშენმაზერი” :)

      • ლოლ, შემეტყო მხოლოდ ბოლო 3 ხაზი რომ წავიკითხე :)))))

  1. მე ამ სიას დავამატებდი და განსაკუთრებით გამოვარჩევდი Komenuka Bijin-ის ბრენდის იაპონურ შამპუნსა და კონდიციონერს. მსგავსი ეფექტი არ მქონია არასოდეს, ნამდვილი პანაცეაა. ყველა კმაყოფილია, ვისაც ვურჩიე :)

  2. როგორია და ენა აქვს მათრახივით. გამომეტყველება მკაცრი. რომ გაგიღიმებს განგებას ცხვარი უნდა შესწირო :)

  3. Macadamia-ს თმის ზეთიც კარგია. იმწამსვე გაიწოვება და საერთოდ არ ეტყობა თმას თუ ზეთი უსვია :) არ იზოპება :) თმა პრილაებს და კარგი სუნი აქვს.

    John Frieda -ს ერთს ვიტყოდი რომ გადასარევია მწვანე ფერის ხაზის გარდა.მგონი ავტორო შენც გქონდა მწვანე და დიდი არაფერია ხო? ყავისფერი მეც მომეწონა <3

  4. მე მაქვს John Frieda-ს brilliant brunette, როგორი ბრუნეტი ვარ არ ვიცი, მაგრამ თმას არბილებს და ბზინვარებას მატებს, ჰოდა ძალიან მომეწონა ♥

    • მეც ეგ მაქვს :)))

      ოღონდ მე ყოველი მეორე ფლაკონის მერე თუ არ გამოვცვალე შამპუნი, ეფექტი აქვს ნოლი :|

      • მეც ვცვლი ყოველთვის. უფრო მეტიც, ნახევარს რომ ჩაცდება ფლაკონი უკვე თითქოს მიეჩვია თმა და ისეთი ეფექტი აღარ აქვს ხოლმე :/

  5. qartlis dedasavitaa :D ogond fashionis dedaa :D cal xelshi glamuris biblia uchiravs, meoreshi- magalqusliani fexsacmeli

  6. დედები – არამხოლოდ კარგი დედები არამედ გემოვნებიანი დედები <3
    მიკალქალთ :*

    ის ზეთწასმული რომ ზის იმედის ეთერში კალატოზიშვილი – ვინმემ გააცანით ეს გვერდი რაა

      • მეც დედა ვარ მაგრამ ქუხნა საითაა არ ვიცი :))))

    • სულ მინდა ვუთხრა როდესმე ეგ კალატოზიშვილს. სად ნახა, სად გაიგო ინსტრუქცია არ იცის საერტოდ მაგის გამოყენების.

      • თქვენ სცდებით ჩემო კარგო ///
        მე ვინ ვბრძანდები წელიწადი და 9 თვეა ნამდვილად არ ვიცი და თქვენ საიდან :))

  7. მე ავხსნიდი fashionmotehrs როგორც fashionmotehr–ები ღაღადებენ ( და არა ღადაობენ) გემოვნებას და დახვეწილებას. ამავე დროს კრიტიკას ჯანსაღ და მართლაც მისაღებ კრიტიკას. ჩემთვის ამასთან ასოცირდება.

  8. msuqani, usaqmuri , motsyenili – sakutari tavis realizebas mxolos internetshi rom axerxebs, tansacmels, fexsacmels, shampunebs, bavshvis pamperss yidlobs mxolod online :))

    • ვისაც ბავშვი არ გვყავს, ისინი ჰიგიენურ საფენებს ვყიდულობთ ონლაინ

  9. ფეშენმაზერი-ფუფალა :დ
    სერიოზულად კი, სტილის მბრძანებელი :)

  10. ფეშენმაზერის ეტალონი არის თებზი: ლამაზი, შხვართი, ძლიერი გამოხედვით, თავდაჯერებული.
    ეს ისე, კონკურსგარეშე :)

  11. fashion mother aris daxvecili gemovnebis, grma inteleqtis da uzomo sharmis matarebeli qali shua asakshi, ase 23 clidan.

  12. სხვები არ ვიცი, ლ’ოქსიტანის ყველაფერი კარგია, მაგრამ ძვირია ძალიან :|

  13. თმის მოვლაში 0 ვარ. :(
    თამაშგარე დახასიათება: არის ვეშაპი, რომლის ყბაშიც ჯობია არ ჩავარდე!!!! ))) თორემ დაუღეჭავად გადაგყლაპავს, განსაკუთრებით წვრილ-წვრილ გამოუცდელ ფეშენმაზერებს და მათ თვითმარქვია მუზებს. )))

  14. მე მაგ სიტყვის გაგონებაზე ყოველთვის ის ავატარი მახსენდება, რომელიც ერთერთ თქვენგანს ეყენა ფორუმ.ჯი-ზე – ”სვეცკი” ჩონჩხი როა : )))))

  15. თმა ერთად ერთი რამეა რაც იდეალური მაქვს . :დ ბუნებრივარ კარგი და ყოველთვის მოვლილი,მაღალიხარისხის და დამყოლი.. არასდროს შევუწუხებივარ, ამ ჩამონათვალიდან არც ერთი თმის მოვლის საშუალება არ მიხმარია, ბოლო 12 წელია მხოლოდ ელსევს ვხმარობ, ვცვლი ხოლმე იმის მიხედვით ,შეღებილი მაქვს, დაღლილი თუ დასარეფრეშებელი, სხვა არც მიცდია, მხოლოდ ერთხელ, საილოსის შეღებილი თმისთვის შამპუნი გამოვიყენე და ეს აბრეშუმივით თმა ცოცხივით გმახდა;:დ ეგრევე ელსევი გადავივლე <3

    ფეშენმაზერზე ერთად ერთი ასოციაცია მაქვს – წარბი! უბრალოდ წარბი კიარა, წ ა რ ბ ი ! აწეული მაღლა,ძალიან მაღლა ^^ Devil wears Prada – მირანდას წარბის სიმაღლე მიმიქარავს :დ

  16. მშვენიერი პოსტია, ეს თემა ძალიან მაინტერესებს , რადგან ძააალიან გრძელი თმა მაქვს.

    იქნებ რამე მირჩიოთ ძალიან გრძელი, სწორი თმისთვის:)

    დიდად არ ვუვლი და მეცოდებიან ცოტათიიი

  17. ჩემეული დეფინიცია

    ფეშენმაზერი- უნიკალურ თვისებათა სეტის მქონე ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც გამოირჩევა რადიკალური თვითდაჯერებულობით ცმაში, რაც სხუათა თუალებს მინიმუმ ცუდად არ ხვდება, მაქსიმუმ -ეესთეტიურება. როგორც წესი ვხვდებით ცენტრალურ უბნებში & ადვილად გაირჩევა ურბანიზებული, პატენტი პროდუქტისგან. ძირითადად ახასიათებს საქმიანობა & მოუსწრებლობა , თუმცა მოდამოსწრებულიც არის & ენამოსწრებულიც. არასოდეს იძინებს მაკიაჟით, იმიტომ კი არა , რომ დროულად იშორებს, უბრალოდ თითქმის არც დღისით უსვია; ორგაზმს არ განიცდის ბუჩქნარი-ფლორ-ფაუნის პრინტის დანახვისას; sex&the cityს ზარი არ უყენია სელფონზე დაუკმაყოფილებელი ფსევდოFმაზერების მსგავსად & ონლ.შოპინგი მაგარი ტიპობა არ ჰგონია..

    უძველესი ფეშენმაზერები ბინადრობდნენ…. ……….. :დ ოდესმე გავაგრძელებ

  18. ძან მაინტერესებსსს თმის ცვენისთვის საუკეტესოო რა არის ალბატ ჩემზე უფროო ერკვევით ეგეტ ამბებში ჩანსსსს ვიში … ნუტრიკაპი…და ესენიი ვიხმარეე და არ დამევასა

  19. pirvelad davatvaliere tqveni blogi da dzalia momewona :), xshirad gestumrebit :)
    mainteresebs, vinmes “rite aid” – am saitidan gamouweria produqcia? John Friedas shampuni minda gamoviwero.
    Nexxus-is brendis shampunebi tu gamogiyenebiat, rogor shefasebas miscemdit?
    gmadlobt

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s